ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ქართველი ფეხბურთელის მეუღლე შეესწრო - "ახლაც შოკში ვარ... შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი"

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ქართველი ფეხბურთელის მეუღლე შეესწრო - "ახლაც შოკში ვარ... შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი"

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავებულია. თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება 15 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. ტერორისტული აქტი ტურისტულ ცენტრში Las Ramblas-ზე მოხდა, სადაც სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. ავტომობილის მძღოლის ვინაობა უკვე დადგენილია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა "ცხელი ხაზის" ნომერი - +34687661274. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნულ ნომერზე საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

ბარსელონაში დასასვენებლად იმყოფება ქართველი ფეხბურთელის ლაშა ჯაკობიას მეუღლე ქეთი ციმაკურიძე, რომელიც მომხდარ ტერაქტს თავად შეესწრო. Ambebi.ge ქეთი ციმაკურიძეს ესპანეთში დაუკავშირდა:

- მომხდარის გამო ახლაც შოკში ვართ. შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი, უცებ ატყდა ჩოჩქოლი და ხმაური, გარეთ რომ გავედით, პანიკა იყო, ზუსტად 2 წუთში მოვიდნენ პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მისვლის საშუალება არ მოგვცა. ვერ აგიხსნით უცებ რამდენი რეანომობილი, პოლიცია და ვერტმფრენები გაჩნდა. ხალხი კიოდა, პანიკაში იყო. რამბლას მოედანი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ბარსელონაში, აქ არის უამრავი მაღაზია, სადაც სუვერინები იყიდება. ავტობუსი სწორედ ამ ხალხში შევარდა.

- ამჟამად რა ვითარებაა ადგილზე?

- მეტრო გაჩერებულია, ქალაქში საგანგებო რეჟიმია. თავიდან თქვეს, რომ 2 ადამიანი დაიღუპა, შემდეგ 15 და ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარის გამო შოკში ვართ, ახლა ვეცნობით ინფორმაციას და ამბობენ, რომ ავტობუსის მძღოლიც დაკავებულია.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი