პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პიარსპეციალისტების შეფასებით, 30 მაისის არჩევნებში ოპოზიციას წარმატების ფორმულა არ ჰქონდა
პიარსპეციალისტების შეფასებით, 30 მაისის არჩევნებში ოპოზიციას წარმატების ფორმულა არ ჰქონდა

რო­გორც გა­ლუ­მაშ­ვილ­მა რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ "მომ­ხმა­რე­ბე­ლი" მი­ე­ზი­და. "რით მო­ვი­და ოპო­ზი­ცია?! რა გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით?! ოპო­ზი­ცია ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ნა­კი­დან ბა­ნაკ­ში გა­და­დი­ო­და. არა­ნა­ი­რი სტრა­ტე­გია არ ჰქონ­და, რო­გორ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ არ­ჩევ­ნებ­ზე. ვერც "ალი­ან­სმა" და­ა­ნა­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქე­ი­სე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა დაც­ვა "ალი­ან­სმა" სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ და­ა­ნა­ხა. ვერ და­ა­ნა­ხა კონ­კრე­ტუ­ლი უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ ქე­ი­სე­ბი. აპ­რი­ლის მი­ტინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე ბევ­რი ადა­მი­ა­ნია სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. და­იც­ვა რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ამ?! ქარ­თვე­ლე­ბი ზარ­მა­ცე­ბი არი­ან და ეს პო­ლი­ტი­კურ სპექტრსაც ეტყო­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ არა ქვეყ­ნის გან­ვით­რე­ბი­სათ­ვის, არა­მედ იმის­თვის, რო­გორ დარ­ჩნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ჰქონ­დეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. უგუ­ლა­ვამ 4 თვე იმუ­შა­ვა. ოპო­ზი­ცია კი არ მუ­შა­ობს",-გა­ნა­ცხა­და გა­ლუ­მაშ­ვილ­მა და ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბის ფორ­მუ­ლა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"ერთი მარ­ტი­ვი გან­სხვა­ვე­ბაა ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ოპო­ზი­ცი­ას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი რო­მან­ტიზ­მი. ჯერ კი­დევ ჰგო­ნია, რომ ლა­მა­ზი სლო­გა­ნე­ბით მო­ი­გე­ბენ არ­ჩევ­ნებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი სწო­რი ბიზ­ნეს­მიდ­გო­მა აქვს. ზღვა­ში მარ­ტო თვი­თო­ნაა გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი. ნავ­შია, სა­დაც არა­ვის უშ­ვებს. ვი­საც შეს­ვლა უნდა, უნდა გა­ი­ზარ­დოს და ისე შე­ვი­დეს. შე­დე­გე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიძ­ლი­ე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კარ­გად იყო გა­მარ­თუ­ლი. ნუ შე­ვა­ფა­სებთ ზნე­ობ­რი­ვად.

უგუ­ლა­ვამ არ­ჩევ­ნე­ბი ყო­ველ­გვა­რი და­პი­რე­ბე­ბის გა­რე­შე მო­ი­გო. უგუ­ლა­ვას არ ჰქო­ნია არა­ნა­ი­რი პროგ­რა­მა, თუ რას გა­ა­კე­თებს გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით ან სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 30 იან­ვარს უკვე ჰქონ­და სი­ე­ბი და ადა­მი­ა­ნებს დღე­ში ხუთ­ჯერ ურე­კავ­დნენ, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ თუ რა გა­ა­კე­თეს. ყო­ველ კვი­რა შე­მოვ­ლე­ბი ჰქონ­დათ. კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სის­ტე­მა ჰქონ­დათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ შე­უძ­ლია თა­ვის არე­ნა­ზე ბრძო­ლის ვერ­ტი­კა­ლის გა­და­ტა­ნა და ყვე­ლა მცდე­ლო­ბე­ბი სა­თა­ვე­ში­ვე იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გა­ლუ­მაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პიარსპეციალისტების შეფასებით, 30 მაისის არჩევნებში ოპოზიციას წარმატების ფორმულა არ ჰქონდა

პიარსპეციალისტების შეფასებით, 30 მაისის არჩევნებში ოპოზიციას წარმატების ფორმულა არ ჰქონდა

როგორც გალუმაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა, ოპოზიციამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ "მომხმარებელი" მიეზიდა. "რით მოვიდა ოპოზიცია?! რა გაკეთებული საქმეებით?! ოპოზიცია ოთხი თვის განმავლობაში ბანაკიდან ბანაკში გადადიოდა. არანაირი სტრატეგია არ ჰქონდა, როგორ გამოსულიყვნენ არჩევნებზე. ვერც "ალიანსმა" დაანახა საზოგადოებას წარმატებული ქეისები. ძალიან ბევრი უფლებადარღვეული ადამიანია, რომელთა დაცვა "ალიანსმა" საზოგადოებას ვერ დაანახა. ვერ დაანახა კონკრეტული უფლებადარღვეული ადამიანის დაცვის შესახებ ქეისები. აპრილის მიტინგებში მონაწილე ბევრი ადამიანია სამსახურიდან გათავისუფლებულია. დაიცვა რომელიმე ოპოზიციამ?! ქართველები ზარმაცები არიან და ეს პოლიტიკურ სპექტრსაც ეტყობა. "ნაციონალები" 24 საათის განმავლობაში მუშაობენ არა ქვეყნის განვითრებისათვის, არამედ იმისთვის, როგორ დარჩნენ ხელისუფლებაში და ჰქონდეთ ძალაუფლება. უგულავამ 4 თვე იმუშავა. ოპოზიცია კი არ მუშაობს",-განაცხადა გალუმაშვილმა და ოპოზიციისა და ხელისუფლების განსხვავების ფორმულაზე გაამახვილა ყურადღება.

"ერთი მარტივი განსხვავებაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ოპოზიციას აქვს პოლიტიკური რომანტიზმი. ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ლამაზი სლოგანებით მოიგებენ არჩევნებს. ხელისუფლებას კი სწორი ბიზნესმიდგომა აქვს. ზღვაში მარტო თვითონაა გაბატონებული. ნავშია, სადაც არავის უშვებს. ვისაც შესვლა უნდა, უნდა გაიზარდოს და ისე შევიდეს. შედეგები ხელისუფლების სიძლიერის დამსახურებაა. პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით ხელისუფლება კარგად იყო გამართული. ნუ შევაფასებთ ზნეობრივად.

უგულავამ არჩევნები ყოველგვარი დაპირებების გარეშე მოიგო. უგულავას არ ჰქონია არანაირი პროგრამა, თუ რას გააკეთებს გამარჯვების შემდეგ ეკონომიკური კუთხით ან სხვა მიმართულებებით. ხელისუფლებას 30 იანვარს უკვე ჰქონდა სიები და ადამიანებს დღეში ხუთჯერ ურეკავდნენ, ეუბნებოდნენ თუ რა გააკეთეს. ყოველ კვირა შემოვლები ჰქონდათ. კარგად დამუშავებული მრავალსაფეხურიანი სისტემა ჰქონდათ. ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ შეუძლია თავის არენაზე ბრძოლის ვერტიკალის გადატანა და ყველა მცდელობები სათავეშივე იქნება აღკვეთილი", - განაცხადა გალუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე