პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სიგუა - "მითქმა-მოთქმაზე მეცინება, თითქოს სადღაც გავიქეცი - სადმე გასაქცევი და დასამალი არაფერი მჭირს"
გიორგი სიგუა - "მითქმა-მოთქმაზე მეცინება, თითქოს სადღაც გავიქეცი - სადმე გასაქცევი და დასამალი არაფერი მჭირს"

იმ მით­ქმა მოთ­ქმა­ზე მე­ცი­ნე­ბა, თით­ქოს სა­დღაც გა­ვი­ქე­ცი - სად­მე გა­საქ­ცე­ვი და და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მჭირს, - ამის შე­სა­ხებ "ჯემ ფეს­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბი არ­ტის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა­ში და­ი­ხარ­ჯა და მას ვე­რა­ვინ მო­ე­და­ვე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე არ­ტის­ტი ან არ ჩა­მო­ვი­და, ან არ და­უკ­რა.

"თით­ქოს სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბი გავფლან­გეთ, ჩვენ ერთი თეთ­რიც არ აგ­ვი­ღია სა­ხელ­მწი­ფოს­გან. სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბა იყო მცი­რე ნა­წილ­ში. ჩვენ 500-ზე მეტი არ­ტის­ტი გვყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, როცა ყვე­ლა არ­ტის­ტის­თვის, რომ­ლის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯი იყო გა­ღე­ბუ­ლი, ჩა­მო­ვი­და და და­უკ­რა? რა­შიც იყო სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სი გა­დახ­დი­ლი, 100%-ით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, არ­სე­ბობს მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ტარ­და თა­ვი­დან ბო­ლო­მე? - ჩა­ტარ­და; 30 დღე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და? - ასე იყო; 8 სცე­ნა იყო? - იყო; 500-მა არ­ტის­ტმა და­უკ­რა? - და­უკ­რა. მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი იყ­ვნენ? - იყ­ვნენ. კი ბა­ტო­ნო, ბევ­რი პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნა, იყო უა­მინ­დო­ბა, იყო ისიც, რომ ბევ­რმა მო­ი­ჯა­რემ არ გა­და­ი­ხა­და იჯა­რა, მათ ჩვე­ნი ვალი აქვს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სი­გუ­ამ.

გი­ორ­გი სი­გუა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პრე­ტენ­ზი­ებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლე­ბიც "ჯემ ფესტზე" იყ­ვნენ და­საქ­მე­ბულ­ნი და კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სი ჯერ არ აუ­ღი­ათ.

"ფეს­ტი­ვალ­ზე 350 ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 35-მა ადა­მი­ან­მა ბო­ლომ­დე ვერ აიღო გა­სამ­რჯე­ლო, მაგ­რამ არ­სად არ გავ­ქცე­ულ­ვარ და ყვე­ლა მათ­გა­ნი თან­ხას ბოლო კა­პი­კამ­დე მი­ი­ღებს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­სახ­დელ გა­და­სა­ხა­დებს, ყო­ვე­ლი თვის 15 რი­ცხვში ვიხ­დი­დით და არ გვაქვს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი სი­გუ­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ფეს­ტი­ვა­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა 1 თვე, და­მა­ზა­რა­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, "თუმ­ცა უსაშ­ვე­ლო არა­ფე­რია" და ფეს­ტი­ვა­ლის მო­მა­ვალ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ვრცელ გეგ­მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­დებს.

"პი­რა­დად ჩემ­თვის, სა­მო­მავ­ლოდ გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ მექ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არ მო­მი­წევს ამ­დენ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა და ამ­დენ შარ­ში თა­ვის გა­ყო­ფა. "სა­ხელ­მწი­ფო ფული", "სა­ხელ­მწი­ფო ფული" იძა­ხი­ან - არ ამი­ღია და ხელი არ მო­მი­კი­დია ამ ფუ­ლის­თვის, არც არას­წო­რად და­ხარ­ჯუ­ლა. ვეც­დე­ბი, რომ სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სუ­რი ჩა­რე­ვე­ბის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სი­გუ­ამ "იმე­დის" ეთერ­ში.

გი­ორ­გი სი­გუა ხვალ, 11:00 სა­ათ­ზე ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­შია და­ბა­რე­ბუ­ლი.

გიორგი სიგუა - "მითქმა-მოთქმაზე მეცინება, თითქოს სადღაც გავიქეცი - სადმე გასაქცევი და დასამალი არაფერი მჭირს"

გიორგი სიგუა - "მითქმა-მოთქმაზე მეცინება, თითქოს სადღაც გავიქეცი - სადმე გასაქცევი და დასამალი არაფერი მჭირს"

იმ მითქმა მოთქმაზე მეცინება, თითქოს სადღაც გავიქეცი - სადმე გასაქცევი და დასამალი არაფერი მჭირს, - ამის შესახებ "ჯემ ფესტის" დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განაცხადა.

მისი განმარტებით, სახელმწიფო სახსრები არტისტების ჩამოყვანაში დაიხარჯა და მას ვერავინ მოედავება, რომ რომელიმე არტისტი ან არ ჩამოვიდა, ან არ დაუკრა.

"თითქოს სახელმწიფო სახსრები გავფლანგეთ, ჩვენ ერთი თეთრიც არ აგვიღია სახელმწიფოსგან. სახელმწიფოს ჩართულობა იყო მცირე ნაწილში. ჩვენ 500-ზე მეტი არტისტი გვყავდა ჩამოყვანილი. რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როცა ყველა არტისტისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფო ხარჯი იყო გაღებული, ჩამოვიდა და დაუკრა? რაშიც იყო სახელმწიფო რესურსი გადახდილი, 100%-ით არის შესრულებული, არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები. ფესტივალი ჩატარდა თავიდან ბოლომე? - ჩატარდა; 30 დღე მიმდინარეობდა? - ასე იყო; 8 სცენა იყო? - იყო; 500-მა არტისტმა დაუკრა? - დაუკრა. მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ? - იყვნენ. კი ბატონო, ბევრი პრობლემა შეგვექმნა, იყო უამინდობა, იყო ისიც, რომ ბევრმა მოიჯარემ არ გადაიხადა იჯარა, მათ ჩვენი ვალი აქვს", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

გიორგი სიგუა იმ ადამიანების პრეტენზიებსაც გამოეხმაურა, რომლებიც "ჯემ ფესტზე" იყვნენ დასაქმებულნი და კუთვნილი ხელფასი ჯერ არ აუღიათ.

"ფესტივალზე 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც დაახლოებით 35-მა ადამიანმა ბოლომდე ვერ აიღო გასამრჯელო, მაგრამ არსად არ გავქცეულვარ და ყველა მათგანი თანხას ბოლო კაპიკამდე მიიღებს. რაც შეეხება სახელმწიფოსთვის გადასახდელ გადასახადებს, ყოველი თვის 15 რიცხვში ვიხდიდით და არ გვაქვს დავალიანება", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

მისივე განმარტებით, ფესტივალის ხანგრძლივობა 1 თვე, დამაზარალებელი აღმოჩნდა, "თუმცა უსაშველო არაფერია" და ფესტივალის მომავალ პერსპექტივებზე ვრცელ გეგმას მოგვიანებით დადებს.

"პირადად ჩემთვის, სამომავლოდ გაცილებით კომფორტული იქნება, თუ სახელმწიფოს წინაშე არ მექნება არანაირი ვალდებულება, არ მომიწევს ამდენ კითხვაზე პასუხის გაცემა და ამდენ შარში თავის გაყოფა. "სახელმწიფო ფული", "სახელმწიფო ფული" იძახიან - არ ამიღია და ხელი არ მომიკიდია ამ ფულისთვის, არც არასწორად დახარჯულა. ვეცდები, რომ სამომავლო პროექტები სახელმწიფო ფინანსური ჩარევების გარეშე განხორციელდეს", - განაცხადა სიგუამ "იმედის" ეთერში.

გიორგი სიგუა ხვალ, 11:00 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი