ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემა The New Yorker-მა ადამ დევიდსონის სტატია, სათაურით: "კითხვები არავის დაუსვამს" გამოაქვეყნა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, დონალდ ტრამპის ფირმა თავის უცხოელ პარტნიორებს შემოწმების გარეშე ენდო. "შეცდომა თუ სტრატეგია?" - წერს ავტორი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოში, ქალაქ ბათუმში სასტუმრო Trump Tower-ის მშენებლობაზე, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, იმ ადამიანს უნდა დაეფინანსებინა, რომელიც ყაზახი ოლიგარქების წრეებს მიეკუთვნებოდა, კერძოდ, თემურ ყილიბაევს - ყახაზეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრეს.
აქედან გამომდინარე, სტატიის ავტორის აზრით, რუსეთის პრეზიდენტსა და მის სპეცსამსახურებს აქვთ ისეთი ინფორმაცია, რომლითაც მათ დონალდ ტრამპის დაშანტაჟება შეუძლიათ. "ყაზახ ბიზნესმენს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს სარეკლამო კამპანიისათვის, რომელიც საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. იგი უნდა წარდგენილიყო როგორც ბიზნესის ხელშეწყობისაკენ ორიენტირებული რეფორმატორი, დასავლელი ფინანსისტების მიზიდვის მიზნით", - ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2012 წლის აპრილი, როცა დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვია, მიხეილ სააკაშვილისათვის "პოლიტიკურად მოწყვლადი პერიოდი" იყო: მისი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ პრაქტიკულად შეწყდა, ხოლო "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" და სხვა არასამთავრობოებმა დაიწყეს განცხადებების კეთება, რომ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა "ელიტური კორუფცია".
ასეთ პირობებში მხოლოდ ცოტა დასავლელი ინვესტორი ან რომელიმე ბრენდული კომპანია თუ იქნებოდა მზად კაპიტალის დასაბანდებლად საქართველოში. "პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოპულარობას კარგავდა, დონალდ ტრამპის ამოცანას კი მისი რეპუტაციის გადარჩენა წარმოადგენდა", - წერს The New Yorker.
როგორც სტატიაში ნათქვამია, დონალდ ტრამპს ფული კომპანია Silk Road Group-მა გადაუხადა, თვით ეს კომპანია ყაზახურმა B.T.A. Bank-მა დააფინანსა, რომელიც "გრანდიოზულ სკანდალში მოხვდა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით"... განაგრძეთ კითხვა bpn.ge-ზე