პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დროისა და სივრცის ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა ქართულ კინოში: ისტორიული და თანამედროვე კონტექსტი
დროისა და სივრცის ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა ქართულ კინოში: ისტორიული და თანამედროვე კონტექსტი

დრო და სივ­რცე - რო­გორც ფი­ლო­სო­ფი­უ­რი, დი­ა­ლექ­ტი­კუ­რი და ეს­თე­ტი­კუ­რი კა­ტე­გო­რია, იმ­თა­ვით­ვე კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბის ერ­თგვარ სა­ზო­მად იქცა. კი­ნო­ე­ნის შექ­მნაც და გან­ვი­თა­რე­ბაც სივ­რცე-დრო­ით კა­ტე­გო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ დის­კურ­სი ჯერ კი­დევ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში წარ­მო­იშ­ვა. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, მა­შინ ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში იყო, თუმ­ცა კა­მა­თი შემ­დგომ­შიც გრძელ­დე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, ფრან­გუ­ლი "ახა­ლი ტალ­ღის" ერთ-ერთი თე­ო­რე­ტი­კო­სი, მო­რის შე­რე­რი ამ­ბობს, რომ "სივ­რცე არის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის, მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მა". მე­ო­რეს მხრივ, სერ­გეი ეი­ზენშტე­ინს მი­აჩ­ნდა, რომ "კად­რი არის მონ­ტა­ჟის ნა­წი­ლი, ანუ დრო­ის უჯრე­დი". ან­დრეი ტარ­კოვ­სკის აზ­რით, კი­ნოს მთა­ვა­რი იდეა არის "დრო, რო­მე­ლიც ფაქ­ტე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბას გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით აღ­ბეჭ­დავს...

შე­იძ­ლე­ბა ლი­ტერ­ტუ­რის თე­ო­რი­ი­დან გა­ვიხ­სე­ნოთ მი­ხე­ილ ბახ­ტი­ნის მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი "ქრო­ნო­ტო­პის" ცნე­ბა, რაც "სივ­რცი­სა და დრო­ის ნიშ­ნე­ბის მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­აზ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს"... ერ­თის მხრივ, არ­სე­ბობს დრო, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მო­ი­ცავს, ავ­სებს სივ­რცე­ში გავ­რცო­ბილ ამ­ბავს და მე­რეს მხრივ, არ­სე­ბობს სივ­რცე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მოვ­ლე­ნე­ბით "ზო­მავს" დროს.

კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის გან­ვი­თა­რე­ბის ჯერ კი­დეც ად­რე­ულ ეტაპ­ზე ნა­თე­ლი გახ­და, რომ მონ­ტა­ჟით შე­საძ­ლე­ბე­ლია ორი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სივ­რცე­ში და­შო­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნის შე­ერ­თე­ბა, ლო­გი­კით და ლო­გი­კის გა­რე­შეც. პა­რა­ლე­ლიზ­მის პრინ­ცი­პი (უკვე ნაც­ნო­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გე­ბი­დან) რე­ჟი­სორს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და არა მხო­ლოდ და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა მოძ­რა­ვი კად­რე­ბი, არა­მედ ისი­ნი გარ­კვე­უ­ლი თან­მიმ­დევ­რო­ბით აე­წყო და და­ე­ლა­გე­ბი­ნა. რაც უკვე ნიშ­ნავ­და სხვა­დას­ხვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გარ­კვე­ულ, რიტ­მულ და თან­მიმ­დევ­რო­ბით აწყო­ბას.

იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რა ამო­ცა­ნა ჰქონ­და რე­ჟი­სორს, შე­ეძ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის ეს თან­მიმ­დევ­რო­ბა "შე­ე­კუმ­შა", ან პი­რი­ქით, გა­ე­შა­ლა: ანუ დრო აეჩ­ქა­რე­ბი­ნა, ან შე­ე­ნე­ლე­ბი­ნა. ყუ­რა­დღე­ბის და­ძაბ­ვა და კონ­ცენ­ტრა­ცია, კლა­სი­კოს­თა­გან ყვე­ლა­ზე ოს­ტა­ტუ­რად მა­ინც, მონ­ტა­ჟის შემ­ქმნელ­მა, დე­ვიდ უორკ გრი­ფიტ­მა შეძ­ლო. სივ­რცე და დრო ფაქ­ტობ­რი­ვად, კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­მა წი­ნას­წარ გა­აზ­რე­ბულ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ ქრო­ნო­ტო­პად აქ­ცია, რაც მას დღემ­დე მძლავ­რი იდე­უ­რი თუ ეს­თე­ტი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს.

თე­ო­რი­უ­ლი დის­კურ­სი ცხა­დია, უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. ამ­დე­ნად, უმ­ჯო­ბე­სია ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და კონ­კრე­ტუ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში ერ­თმა­ნეთს დრო (ის­ტო­რი­ის ტემ­პი, მისი "შე­ფერ­ხე­ბე­ბი" და პა­უ­ზე­ბი) და სივ­რცე (მისი მას­შტა­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტექ­სტი); რა არის მთა­ვა­რი, რაც გან­სა­ზღვრავს ქარ­თულ ფილ­მებ­ში სივ­რცი­სა და დრო­ის არ­სე­ბო­ბის სო­ცი­ა­ლურ, ინ­დი­ვი­დუ­ალ თუ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ნიშ­ნებს. რო­გო­რია ამ მხრივ, თა­ვად რე­ჟი­სორ­თა პრინ­ცი­პე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, ეს­თე­ტი­კა და ა.შ.

კი­ნო­ის­ტო­რი­ის შრე­ე­ბი, მისი გავ­ლე­ნა და მნიშ­ვნე­ლო­ბა

დრო­ი­სა და სივ­რცის ერ­თი­ან კონ­ტექ­სტში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია სამი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეს­თე­ტი­კის კლა­სი­კუ­რი ქარ­თუ­ლი ფილ­მის გახ­სე­ნე­ბა: ალექ­სან­დრე წუ­წუ­ნა­ვას "ქრის­ტი­ნე" (1916-17), კოტე მი­ქა­ბე­რი­ძის "ჩემი ბე­ბია" (1929) და მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის "ჯიმ შვან­თე" (1930). ეს ფილ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ გარ­კვე­ულ არ­ქე­ტი­პე­ბად, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ბა ად­რე­უ­ლი წლე­ბის ქარ­თუ­ლი კი­ნოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და მისი შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

"ქრის­ტი­ნე", რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად უდევს ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბა, კლა­სი­კუ­რი მე­ლოდ­რა­მაა, რო­მელ­შიც ლი­ნე­ა­რუ­ლი თხრო­ბა (დრო­ი­სა და სივ­რცის თან­მიმ­დევ­რო­ბა და მოქ­მე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა) თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­საც თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ ენას, სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი ხერ­ხე­ბის დახ­მა­რე­ბით ქმნი­და. რაც იმ დრო­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ლო­გი­კუ­რი და გა­სა­გე­ბი იყო.

თა­მა­მი და ავან­გარ­დუ­ლი "ჩემი ბე­ბია", რო­მე­ლიც ცენ­ზუ­რამ თით­ქმის 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­რო­ზე შე­მო­დო (ფილ­მი 1976 წელს აღად­გი­ნა ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძემ), ახალ გან­ზო­მი­ლე­ბას ქმნის ქარ­თულ კი­ნო­ში. მისი გავ­ლე­ნა და მნიშ­ვნე­ლო­ბა არამ­ხო­ლოდ კი­ნო­ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის ენის ჯერ კი­დევ იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ ძლი­ე­რი გა­მო­ნა­თე­ბით აიხ­სნე­ბა, არა­მედ ზუს­ტი, დრო­უ­ლი და სო­ცი­ა­ლურ-სა­ტი­რუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი­თაც. სხვა­თა შო­რის, ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის გავ­ლე­ნა ასე­ვე იგ­რძნო­ბა კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ფილმშიც "ამო­კი", რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ამა­ვე პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. კოტე მი­ქა­ბე­რი­ძის ფილ­მის ერ­თი­ა­ნი, მთლი­ა­ნი, და­უ­ნა­წევ­რე­ბე­ლი და დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სივ­რცე თუ დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო (უზარ­მა­ზა­რი მრგვა­ლი მა­გი­და და მის გარ­შე­მო სკა­მე­ბი), საბ­ჭო­თა ბი­უ­როკ­რა­ტი­ის სიმ­ბო­ლურ "ჩა­კე­ტი­ლო­ბა­სა და უჰა­ე­რო­ბას" გა­მო­ხა­ტავს. ამა­ვე დროს, რე­ჟი­სო­რი ძა­ლი­ან გა­ბე­დულ და რიტ­მულ მონ­ტაჟს იყე­ნებს, რო­მე­ლიც სწო­რედ დახ­შულ სივ­რცეს არ­ღვევს და მას სი­ცო­ცხლის იმ­პულსს ანი­ჭებს.

თუ კოტე მი­ქა­ბე­რი­ძე თა­ვის ფილმში სივ­რცეს რიტ­მით ავ­სებს, ამ­თლი­ა­ნებს და აცო­ცხლებს, მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი პი­რი­ქით - თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ტემ­პით და სა­ო­ცა­რი მონ­ტა­ჟუ­რი სვლე­ბით, სწო­რედ რომ "ჭრის" და "ანა­კუ­წებს" სივ­რცე­საც და დრო­საც. "ჯიმ შვან­თე" უშ­გულ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის მკაც­რი და ავ­თენ­ტუ­რი გა­რე­მო რე­ჟი­სორს, თა­ვი­სე­ბუ­რი მხატ­ვრუ­ლი გა­და­წყვე­ტი­სა­კენ უბიძ­გებ­და. ის თა­ვი­დან ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც მხო­ლოდ მხატ­ვრულ-აგი­ტა­ცი­უ­რი ფილ­მი; თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, უზარ­მა­ზა­რი მა­სა­ლი­დან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მონ­ტა­ჟის ("დრო­ის უჯრე­დის", რო­გორც ეი­ზენშტე­ი­ნი ამ­ბობ­და) წყა­ლო­ბით, ლა­მის სა­ცეკ­ვა­ვო რიტ­მში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფილ­მი გა­მო­ვი­და. ეს ნიშ­ნავს, რომ რე­ჟი­სო­რის ნიჭი, მისი ტა­ლან­ტი და მი­ზან­სწრაფ­ვა ყო­ველ­თვის უფრო მე­ტია, ვიდ­რე იდე­ო­ლო­გი­ურ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­უ­ლი ის­ტო­რია თუ სცე­ნა­რი.

ე.წ. მცი­რე­ფილ­მე­ბი­ა­ნო­ბის პე­რი­ო­დი­სა და 50-იან წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის შე­ფა­სე­ბა სივ­რცი­სა და დრო­ის კო­ნო­ტა­ცი­ით, თით­ქმის იგი­ვეა რაც მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და იდე­ო­ლო­გი­ზი­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა აღ­ლუ­მე­ბის მხატ­ვრუ­ლი აღ­წე­რა. მარ­თა­ლია იყო რამ­დე­ნი­მე იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნა­თე­ბაც, მათ შო­რის "მაგ­და­ნას ლურ­ჯა" (ნე­ო­რე­ა­ლიზ­მით შთა­გო­ნე­ბუ­ლი თენ­გიზ აბუ­ლა­ძი­სა და რეზო ჩე­ი­ძის ფილ­მი, რო­მელ­მაც კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი­სათ­ვის "ოქ­როს პალ­მის რტო" და­იმ­სა­ხუ­რა), მაგ­რამ უმ­თავ­რე­სად, იმ დრო­ის შე­მოქ­მე­დე­ბა იდე­ო­ლო­გი­უ­რი, ნა­ძა­ლა­დე­ვი, ყალ­ბი და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ნაკ­ლებ­სა­ინ­ტე­რე­სოა.

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დროისა და სივრცის ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა ქართულ კინოში: ისტორიული და თანამედროვე კონტექსტი

დროისა და სივრცის ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა ქართულ კინოში: ისტორიული და თანამედროვე კონტექსტი

დრო და სივრცე - როგორც ფილოსოფიური, დიალექტიკური და ესთეტიკური კატეგორია, იმთავითვე კინოხელოვნების ერთგვარ საზომად იქცა. კინოენის შექმნაც და განვითარებაც სივრცე-დროით კატეგორიას უკავშირდება, რომლის არსებობის შესახებ დისკურსი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში წარმოიშვა. კინემატოგრაფი, როგორც ხელოვნება, მაშინ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, თუმცა კამათი შემდგომშიც გრძელდებოდა.

მაგალითად, ფრანგული „ახალი ტალღის" ერთ-ერთი თეორეტიკოსი, მორის შერერი ამბობს, რომ „სივრცე არის კინემატოგრაფის, როგორც ვიზუალური ხელოვნების გამოხატვის, მთავარი და ყველაზე დამახასიათებელი ფორმა". მეორეს მხრივ, სერგეი ეიზენშტეინს მიაჩნდა, რომ „კადრი არის მონტაჟის ნაწილი, ანუ დროის უჯრედი". ანდრეი ტარკოვსკის აზრით, კინოს მთავარი იდეა არის "დრო, რომელიც ფაქტების თანმიმდევრობას გარკვეული ფორმით აღბეჭდავს...

შეიძლება ლიტერტურის თეორიიდან გავიხსენოთ მიხეილ ბახტინის მიერ შემოტანილი „ქრონოტოპის" ცნება, რაც „სივრცისა და დროის ნიშნების მთლიანობაში გააზრებას გულისხმობს"... ერთის მხრივ, არსებობს დრო, რომელიც მთლიანად მოიცავს, ავსებს სივრცეში გავრცობილ ამბავს და მერეს მხრივ, არსებობს სივრცე, რომელიც თავისი მოვლენებით „ზომავს" დროს.

კინემატოგრაფის განვითარების ჯერ კიდეც ადრეულ ეტაპზე ნათელი გახდა, რომ მონტაჟით შესაძლებელია ორი სრულიად განსხვავებული და სივრცეში დაშორებული მოვლენის შეერთება, ლოგიკით და ლოგიკის გარეშეც. პარალელიზმის პრინციპი (უკვე ნაცნობი ხელოვნების სხვა დარგებიდან) რეჟისორს საშუალებას აძლევდა არა მხოლოდ დაეკავშირებინა მოძრავი კადრები, არამედ ისინი გარკვეული თანმიმდევრობით აეწყო და დაელაგებინა. რაც უკვე ნიშნავდა სხვადასხვა გამოსახულების გარკვეულ, რიტმულ და თანმიმდევრობით აწყობას.

იმისდა მიხედვით, თუ რა ამოცანა ჰქონდა რეჟისორს, შეეძლო მოვლენების ეს თანმიმდევრობა „შეეკუმშა", ან პირიქით, გაეშალა: ანუ დრო აეჩქარებინა, ან შეენელებინა. ყურადღების დაძაბვა და კონცენტრაცია, კლასიკოსთაგან ყველაზე ოსტატურად მაინც, მონტაჟის შემქმნელმა, დევიდ უორკ გრიფიტმა შეძლო. სივრცე და დრო ფაქტობრივად, კინემატოგრაფმა წინასწარ გააზრებულ და ორგანიზებულ ქრონოტოპად აქცია, რაც მას დღემდე მძლავრი იდეური თუ ესთეტიკური ზემოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

თეორიული დისკურსი ცხადია, უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამდენად, უმჯობესია ქრონოლოგიურად და კონკრეტულად განვიხილოთ როგორ უკავშირდება ქართულ კინემატოგრაფში ერთმანეთს დრო (ისტორიის ტემპი, მისი „შეფერხებები" და პაუზები) და სივრცე (მისი მასშტაბი და სოციალური კონტექსტი); რა არის მთავარი, რაც განსაზღვრავს ქართულ ფილმებში სივრცისა და დროის არსებობის სოციალურ, ინდივიდუალ თუ ფსიქოლოგიურ ნიშნებს. როგორია ამ მხრივ, თავად რეჟისორთა პრინციპები, სოციალური მიდგომა, ესთეტიკა და ა.შ.

კინოისტორიის შრეები, მისი გავლენა და მნიშვნელობა

დროისა და სივრცის ერთიან კონტექსტში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამი სრულიად განსხვავებული ესთეტიკის კლასიკური ქართული ფილმის გახსენება: ალექსანდრე წუწუნავას „ქრისტინე" (1916-17), კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია" (1929) და მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე" (1930). ეს ფილმები შეიძლება მივიჩნიოთ გარკვეულ არქეტიპებად, რომელთა მნიშვნელობა ადრეული წლების ქართული კინოს ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„ქრისტინე", რომელსაც საფუძვლად უდევს ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობა, კლასიკური მელოდრამაა, რომელშიც ლინეარული თხრობა (დროისა და სივრცის თანმიმდევრობა და მოქმედების განვითარება) თავიდან ბოლომდე შენარჩუნებულია. რეჟისორი, რომელსაც თეატრში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, კინემატოგრაფიულ ენას, სწორედ ლიტერატურისა და თეატრალური ხერხების დახმარებით ქმნიდა. რაც იმ დროის გათვალისწინებით ლოგიკური და გასაგები იყო.

თამამი და ავანგარდული „ჩემი ბებია", რომელიც ცენზურამ თითქმის 40 წლის განმავლობაში თაროზე შემოდო (ფილმი 1976 წელს აღადგინა ლეილა გორდელაძემ), ახალ განზომილებას ქმნის ქართულ კინოში. მისი გავლენა და მნიშვნელობა არამხოლოდ კინოექსპრესიონიზმის ენის ჯერ კიდევ იშვიათი, მაგრამ ძლიერი გამონათებით აიხსნება, არამედ ზუსტი, დროული და სოციალურ-სატირული აქცენტებითაც. სხვათა შორის, ექსპრესიონიზმის გავლენა ასევე იგრძნობა კოტე მარჯანიშვილის ფილმშიც „ამოკი", რომელიც დაახლოებით ამავე პერიოდშია გადაღებული. კოტე მიქაბერიძის ფილმის ერთიანი, მთლიანი, დაუნაწევრებელი და დეფორმირებული სივრცე თუ დეფორმირებული გარემო (უზარმაზარი მრგვალი მაგიდა და მის გარშემო სკამები), საბჭოთა ბიუროკრატიის სიმბოლურ „ჩაკეტილობასა და უჰაერობას" გამოხატავს. ამავე დროს, რეჟისორი ძალიან გაბედულ და რიტმულ მონტაჟს იყენებს, რომელიც სწორედ დახშულ სივრცეს არღვევს და მას სიცოცხლის იმპულსს ანიჭებს.

თუ კოტე მიქაბერიძე თავის ფილმში სივრცეს რიტმით ავსებს, ამთლიანებს და აცოცხლებს, მიხეილ კალატოზიშვილი პირიქით - თავბრუდამხვევი ტემპით და საოცარი მონტაჟური სვლებით, სწორედ რომ „ჭრის" და „ანაკუწებს" სივრცესაც და დროსაც. „ჯიმ შვანთე" უშგულშია გადაღებული, რომლის მკაცრი და ავთენტური გარემო რეჟისორს, თავისებური მხატვრული გადაწყვეტისაკენ უბიძგებდა. ის თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც მხოლოდ მხატვრულ-აგიტაციური ფილმი; თუმცა საბოლოოდ, უზარმაზარი მასალიდან შესანიშნავი მონტაჟის („დროის უჯრედის", როგორც ეიზენშტეინი ამბობდა) წყალობით, ლამის საცეკვავო რიტმში შესრულებული ფილმი გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ რეჟისორის ნიჭი, მისი ტალანტი და მიზანსწრაფვა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე იდეოლოგიურ ჩარჩოში მოქცეული ისტორია თუ სცენარი.

ე.წ. მცირეფილმებიანობის პერიოდისა და 50-იან წლებში გადაღებული ფილმების შეფასება სივრცისა და დროის კონოტაციით, თითქმის იგივეა რაც მოწესრიგებული და იდეოლოგიზირებული საბჭოთა აღლუმების მხატვრული აღწერა. მართალია იყო რამდენიმე იშვიათი გამონათებაც, მათ შორის „მაგდანას ლურჯა" (ნეორეალიზმით შთაგონებული თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩეიძის ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის „ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა), მაგრამ უმთავრესად, იმ დროის შემოქმედება იდეოლოგიური, ნაძალადევი, ყალბი და დღევანდელი გადასახედიდან, ნაკლებსაინტერესოა.

წაიკითხეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება