საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს შესრულდა 25 წელი..." - როგორ იხსენებს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ გასაუბრებას და დავალებას დავით ზალკანიანი
"დღეს შესრულდა 25 წელი..." - როგორ იხსენებს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ გასაუბრებას და დავალებას დავით ზალკანიანი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, და­ვით ზალ­კა­ნი­ა­ნი უწყე­ბა­ში მის­ვლის 25-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დღეს შეს­რულ­და 25 წელი მას შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლად შე­ვა­ბი­ჯე ჩი­ტა­ძის 4 ნო­მერ­ში. ძნე­ლია აღვწე­რო ის ემო­ცია, რა­საც მა­შინ 24 წლის ახალ­გაზ­რდა გან­ვიც­დი­დი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბი­სას. გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­მიწ­ვი­ეს ბა­ტონ ალექ­სან­დრე ჩიკ­ვა­ი­ძეს­თან და მის პირ­ველ მო­ად­გი­ლე გიგა ბურ­დულ­თან. მახ­სოვს, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ამ ორმა დი­დე­ბულ­მა ად­მი­ან­მა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ისე წა­იყ­ვა­ნეს გა­სა­უბ­რე­ბა, რო­გორც შე­ე­ფე­რე­ბო­და ნამ­დვილ დიპ­ლო­მა­ტებს - საქ­მი­ა­ნად, ასე­ვე ჩვე­უ­ლი იუ­მო­რით :). ნერ­ვი­უ­ლო­ბა მა­შინ­ვე მო­მეხ­სნა და ისე­თი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­მო­ვე­დი ოთა­ხი­დან, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ვუ­დე­ქი ჩემი პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

და­ვა­ლე­ბა არ იყო მარ­ტი­ვი - მი­ნის­ტრის და პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლე­ბის­თვის ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა "ჩე­თემ ჰა­უ­ზი­ის" და გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლის­თვის. რო­დე­საც ოჯახ­ში დავ­ბრუნ­დი და გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ვა­ლე­ბა მი­ვი­ღე, რა თქმა უნდა, შე­მა­გუ­ლი­ა­ნეს, მაგ­რამ ასე­ვე იუ­მო­რით ჩა­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ იმე­დია, მხო­ლოდ შენს "ნაშ­რომ­ზე" არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მი­ნის­ტრიო :). მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დე ამ პირ­ველ "ნაშ­რომ­ში", რო­მე­ლიც დღემ­დე ინა­ხე­ბა ჩემს ფა­ი­ლებ­ში და მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს, რო­დე­საც გა­დავ­ხე­დავ მე­ა­მა­ყე­ბა კი­დეც და ყო­ველ­თვის სევ­და­ნა­რე­ვი ღი­მი­ლით მახ­სენ­დე­ბა ეს ის­ტო­რია.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ეს ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი და დიპ­ლო­მა­ტი ჩვენს გვერ­დით აღარ არის, რაც ჩემ­თვის და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტის­თვის, ისე რო­გორც მთლი­ა­ნად ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია.

ჩემ­თვის ასე­ვე უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ა­ნი და მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მა­ტი ლე­ვან მი­ქე­ლა­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან უდ­რო­ოდ წა­ვი­და ჩვენ­გან და ვი­საც ჩემს დიპ­ლო­მა­ტი­ურ კა­რი­ე­რა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან და­ვუ­მე­გობ­რდი მას და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ღაც დიდ­ში გა­და­ი­ზარ­და, რო­მელ­საც სა­ხელ­საც ვერ ვუ­ძებ­ნი. ერთი რამ და­დას­ტუ­რე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა - მთე­ლი ჩემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ვცდი­ლობ­დი ისე მე­მოქ­მე­და, რო­გორც ამას ლე­ვა­ნი აკე­თებ­და - თავ­და­დე­ბით, საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის და­უ­ო­კე­ბე­ლი ჟი­ნით, პრინ­ცი­პე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით. რა გა­მო­ვი­და და რო­გორ, ამას ალ­ბათ სხვე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ.

მინ­და ყვე­ლა ჩემ კო­ლე­გა დიპ­ლო­მატს მად­ლო­ბა ვუ­თხრა გვერ­დში დგო­მის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, თავ­და­დე­ბის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რი რამ არ იცის, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს უკ­ვა­ლოდ არ და­ი­კარ­გე­ბა და ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბი ამ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გა­იზ­რდე­ბი­ან და ბევრ ხელ­შე­სა­ხებ შე­დეგს მო­უ­ტა­ნენ ქვე­ყა­ნას.

მე კი, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ დღეს, მინ­და ვთქვა, რომ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ვემ­სა­ხუ­რე­ბი საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და გვერ­დში მყავს ძა­ლი­ან კარ­გი კო­ლე­გე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ამ საქ­მეს ვა­კე­თებ.

ფოტო-ალ­ბომ­ში, რო­მე­ლიც ამ პოსტს და­ვურ­თე აღ­ბეჭ­დი­ლი არი­ან სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­ზეც აქ მო­გახ­სე­ნეთ. მე კი, ასე­თი გახ­ლდით 25 წლის წინ :)".

"დღეს შესრულდა 25 წელი..." - როგორ იხსენებს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ გასაუბრებას და დავალებას დავით ზალკანიანი

"დღეს შესრულდა 25 წელი..." - როგორ იხსენებს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ გასაუბრებას და დავალებას დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკანიანი უწყებაში მისვლის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ, რაც პირველად შევაბიჯე ჩიტაძის 4 ნომერში. ძნელია აღვწერო ის ემოცია, რასაც მაშინ 24 წლის ახალგაზრდა განვიცდიდი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობის დაწყებისას. გასაუბრებაზე მიმიწვიეს ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძესთან და მის პირველ მოადგილე გიგა ბურდულთან. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ამ ორმა დიდებულმა ადმიანმა და პროფესიონალმა ისე წაიყვანეს გასაუბრება, როგორც შეეფერებოდა ნამდვილ დიპლომატებს - საქმიანად, ასევე ჩვეული იუმორით :). ნერვიულობა მაშინვე მომეხსნა და ისეთი მოტივირებული გამოვედი ოთახიდან, რომ დაუყოვნებლივ შევუდექი ჩემი პირველი დავალების შესრულებას.

დავალება არ იყო მარტივი - მინისტრის და პრეზიდენტის გამოსვლებისთვის ძირითადი დებულებების მომზადება "ჩეთემ ჰაუზიის" და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისთვის. როდესაც ოჯახში დავბრუნდი და გამოვაცხადე, რომ ასეთი სერიოზული დავალება მივიღე, რა თქმა უნდა, შემაგულიანეს, მაგრამ ასევე იუმორით ჩაილაპარაკეს, რომ იმედია, მხოლოდ შენს "ნაშრომზე" არ იქნება დამოკიდებული პრეზიდენტი და მინისტრიო :). მოკლედ ყველაფერი ჩავდე ამ პირველ "ნაშრომში", რომელიც დღემდე ინახება ჩემს ფაილებში და მოცალეობის ჟამს, როდესაც გადავხედავ მეამაყება კიდეც და ყოველთვის სევდანარევი ღიმილით მახსენდება ეს ისტორია.

სამწუხაროდ, დღეს ეს ორი შესანიშნავი ადამიანი და დიპლომატი ჩვენს გვერდით აღარ არის, რაც ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, თითოეული საქართველოს დიპლომატისთვის, ისე როგორც მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია.

ჩემთვის ასევე უდიდესი ტკივილია ბრწყინვალე ადამიანი და მაღალი რანგის დიპლომატი ლევან მიქელაძე, რომელიც ასევე ძალიან უდროოდ წავიდა ჩვენგან და ვისაც ჩემს დიპლომატიურ კარიერაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი საქმიანობის პირველივე დღეებიდან დავუმეგობრდი მას და ეს ურთიერთობა რაღაც დიდში გადაიზარდა, რომელსაც სახელსაც ვერ ვუძებნი. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია ვთქვა - მთელი ჩემი დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში ვცდილობდი ისე მემოქმედა, როგორც ამას ლევანი აკეთებდა - თავდადებით, საქმის ბოლომდე მიყვანის დაუოკებელი ჟინით, პრინციპებისადმი ერთგულებით, სიყვარულით. რა გამოვიდა და როგორ, ამას ალბათ სხვები შეაფასებენ.

მინდა ყველა ჩემ კოლეგა დიპლომატს მადლობა ვუთხრა გვერდში დგომისთვის, ერთგულებისთვის, თავდადებისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი ყოველდღიური, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვალოდ არ დაიკარგება და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები ამ ტრადიციებზე გაიზრდებიან და ბევრ ხელშესახებ შედეგს მოუტანენ ქვეყანას.

მე კი, ჩემთვის მნიშვნელოვან ამ დღეს, მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ვემსახურები საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და გვერდში მყავს ძალიან კარგი კოლეგები, ვისთან ერთადაც ამ საქმეს ვაკეთებ.

ფოტო-ალბომში, რომელიც ამ პოსტს დავურთე აღბეჭდილი არიან სწორედ ის ადამიანები, ვისზეც აქ მოგახსენეთ. მე კი, ასეთი გახლდით 25 წლის წინ :)".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს