მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულინარიული ექსპედიცია, რომელიც ტრადიციული ქართული კერძების სამყაროში გამოგზაურებთ
კულინარიული ექსპედიცია, რომელიც ტრადიციული ქართული კერძების სამყაროში გამოგზაურებთ

გას­ტრო­ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც იწყებს გან­ვი­თა­რე­ბას. ამა­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცია" თა­მა­შობს. კომ­პა­ნია ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობს. ერ­თის მხრივ, ტუ­რის­ტებს გას­ტრო­ტუ­რებს სთა­ვა­ზო­ბენ. მე­ო­რე მხრივ კი, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც მი­ვი­წყე­ბულ ქარ­თულ რე­ცეპ­ტებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, მის გეგ­მებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზე დამ­ფუძ­ნე­ბელს ქეთი კვი­ჭი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და იდე­ის ავ­ტო­რი მე გახ­ლა­ვართ. წლე­ბია, სა­რეს­ტორ­ნე ბიზ­ნეს­ში ვსაქ­მი­ა­ნობ. ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ას უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. ამას მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლებ­ში სხვა­დას­ხვა გა­მო­კი­თხვე­ბიც ადას­ტუ­რებს. მე ვიკ­ვლევ ძველ ქარ­თულ რე­ცეპ­ტებს, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში მათ ის­ტო­რი­ას და მომ­ზა­დე­ბის წე­სებს. იდეა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ჩიხ­რა­ძე დაგ­ვეხ­მა­რა. მას წლე­ბია, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­აქვს. ბესო ჩიხ­რა­ძის და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კომ­პა­ნია wine discovery selection, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ა­ში ქარ­თულ ღვი­ნოს უწევს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. კუ­ლი­ნა­რი­ულ წიგნს სულს ჩა­ბე­რავს მწე­რა­ლი გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი. სწო­რედ ის აღ­წერს ჩვენს მოგ­ზა­უ­რო­ბას. ჩვე­ნი ფო­ტოგ­რა­ფი სა­ლო­მე გრი­გო­ლაშ­ვი­ლი კი მოგ­ზა­უ­რო­ბას აღ­ბეჭ­დავს.

- თქვენ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობთ: გას­ტრო­ტუ­რიზ­მი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნი. რო­გორ მოხ­და ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის სინ­თე­ზი?

- ჩვე­ნი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და გას­ტრო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბაა. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს ის­ტო­რია კი თა­ვად ქარ­თვე­ლებ­მაც არ ვი­ცით კარ­გად. უცხო ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის წიგ­ნიც ვერ მო­ვი­პო­ვეთ. აქე­დან გაჩ­და იდეა, პირ­ველ რიგ­ში, გა­მოგ­ვეკვლია თა­ვად ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და მერე დაგ­ვე­წყო მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. და­ვი­წყეთ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ებ­ში სი­ა­რუ­ლი და რე­ცეპ­ტე­ბის ჩა­წე­რა. კუ­ლი­ნა­რია ხომ მარ­ტო რე­ცეპ­ტი არ არის. თი­თო­ე­ულ რე­გი­ონს თა­ვი­სი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი და მომ­ზა­დე­ბის წესი აქვს.

მოგ­ზა­უ­რო­ბას ექ­სპე­დი­ცი­ის სახე უფრო ჰქონ­და, ამი­ტომ კომ­პა­ნი­ას "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცია" და­ვარ­ქვით. ამას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ა­შუ­ქა ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა. შე­დე­გად კი ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა ჩვენ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტუ­რე­ბის მო­წყო­ბა და­ვი­წყეთ. ექ­სპე­დი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გახ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბენ დ აგე­მოვ­ნე­ბენ ძველ და მი­ვი­წყე­ბულ რე­ცეპ­ტებს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობთ ტუ­რის­ტებს?

- სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში შე­ვარ­ჩი­ეთ ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი მიგ­ვყავს და ვთა­ვა­ზობთ რე­გი­ო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას. მათ ნა­წილს აღარც კი აკე­თებ­დნენ. ჩვენ კი რე­ცეპ­ტე­ბი ძველ წიგ­ნებ­სა და კვლე­ვებ­ში ამო­ვი­კი­თხეთ და გა­ვა­ცო­ცხლეთ. ტუ­რის­ტებს ვთა­ვა­ზობთ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, რე­გი­ო­ნის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, კვე­ბას, კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლა­სებს, თო­ნე­ში ჩაკ­ვრას, ხინ­კლის მოხ­ვე­ვას, ყვე­ლის ამოყ­ვა­ნას. სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში სხვა­დას­ხვა და­მა­ხა­სი­თე­ბელ კერ­ძებს ვთა­ვა­ზობთ ღვი­ნოს­თან ან სხვა ად­გი­ლობ­რივ სას­მელ­თან ერ­თად, მა­გა­ლი­თად, ფშავ­ში ხინ­კლა­თან და ხაჭო-ერ­ბოს­თან ერ­თად - ჟი­პი­ტა­ურს, გუ­რი­ა­ში გუ­რულ ღვე­ზელ­თან და შე­სუ­ნე­ლე­ბულ ბეჭთან ერ­თად - ჩხვა­რეს, რა­ჭა­ში ლო­ბი­ან­თან და ლორ­თან ერ­თად - ხვან­ჭკა­რას და ა.შ. უცხო­ე­ლე­ბის­თვის ხინ­კა­ლი, ლო­ბიო, ფხა­ლე­უ­ლი და ხა­ჭა­პუ­რი ჯერ­ჯე­რო­ბით, პირ­ველ ად­გილ­ზეა.

- რო­დის იგეგ­მე­ბა წიგ­ნის გა­მო­ცე­მა?

- წიგ­ნის დას­რუ­ლე­ბა წლის ბო­ლომ­დე იგეგ­მე­ბა. კი­დევ 2 რე­გი­ო­ნი დაგ­ვრჩა აღ­სა­წე­რი. ეს იქ­ნე­ბა 3 ენა­ზე თარ­გმნი­ლი მა­ღალ­პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფოტო მა­სა­ლით გა­ფორ­მე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რია ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე? რო­გორ უნდა მოხ­დეს მათი შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­ი­ზარ­დოს?

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ყვა­ვი­ლი გვაქვს, რომ­ლის­გა­ნაც მხალს ამ­ზა­დებ­დნენ. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ფხა­ლე­უ­ლის უამ­რავ სა­ხე­ო­ბა­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში გვხვდე­ბა. შინ­დი, ბრო­წე­უ­ლი, ის­რი­მი, ტყე­მა­ლი, ღოღ­ნო­შო, ჭან­ჭუ­რი - მათ­გან გა­სა­ო­ცა­რი გე­მო­ე­ბის სა­წე­ბე­ლი და სო­უ­სე­ბი მზად­დე­ბა. ნი­გო­ზი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და ძი­რი­თა­დი ინ­გრე­დი­ენ­ტია. მწვა­ნილს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თულ სუფ­რა­ზე და კერ­ძებ­ში, ასე­ვე, მთა­ვა­რი ად­გი­ლი უჭი­რავს შე­თა­ვა­ზე­ბებ­ში ნი­ორ­თან და ხახვთან ერ­თად. ხა­ჭა­პუ­რი­სა და ხინ­კლის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი - ამ ყვე­ლა­ფერს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე. კერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არის ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი. მათ მი­წო­დე­ბა უნდა მოხ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვედ და ისე შე­ი­ფუ­თოს, რომ არ და­კარ­გოს ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა.

- რა არის თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი?

- სირ­თუ­ლე­ე­ბი მრავ­ლად გვხვდე­ბა. მარ­ტი­ვი არაა იმ ოჯა­ხებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­მაც ჩვენ შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან და პირ­ვე­ლად უწევთ ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვა. ასე­ვე, რთუ­ლია, ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა ბა­ზარ­ზე. სა­ზღვრებს გა­რეთ ნელ-ნელა მი­ვი­წევთ. ქვე­ყა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის დო­ნის გაზ­რდა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

- "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცია" 2017 წლის ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა­ში "წლის ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი. რო­გორ მოხ­და თქვე­ნი ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? რას შეც­ვლის კომ­პა­ნი­ის­თვის და­ჯილ­დო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა/გა­მარ­ჯვე­ბა?

- ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბას შარ­შა­ნაც ვა­დევ­ნებ­დი თვალს და წელს მე­გობ­რის რჩე­ვით გა­დავ­წყვი­ტე დავ­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი­ყა­ვი. ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენ­თვის უკვე დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა. ეს ხელს უწყობს კომ­პა­ნი­ე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბას, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. და­ჯილ­დო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის და ბიზ­ნეს­მე­ნის გაც­ნო­ბის კარგ შანსს იძ­ლე­ვა. იმე­დი გვაქვს, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- გვინ­და, რომ გავძლი­ერ­დეთ, მეტი ინ­ტე­რე­სი გა­ვა­ჩი­ნოთ და მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხა­დოთ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. ვგეგ­მავთ, რომ გავხნასთ სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც მო­სულ სტუმ­რებს ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს შევ­თა­ვა­ზებთ. ასე­ვე, გეგ­მა­ში გვაქვს, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცია სა­ზღვარ­გა­რე­თაც ჩა­ვა­ტა­როთ.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

კულინარიული ექსპედიცია, რომელიც ტრადიციული ქართული კერძების სამყაროში გამოგზაურებთ

კულინარიული ექსპედიცია, რომელიც ტრადიციული ქართული კერძების სამყაროში გამოგზაურებთ

გასტროტურიზმი, რომელიც ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, საქართველოშიც იწყებს განვითარებას. ამაში კი განსაკუთრებულ როლს ტურისტული კომპანია "კულინარიული ექსპედიცია" თამაშობს. კომპანია ორი მიმართულებით საქმიანობს. ერთის მხრივ, ტურისტებს გასტროტურებს სთავაზობენ. მეორე მხრივ კი, კომპანიის წარმომადგენლები მუშაობენ კულინარიული წიგნის შექმნაზე, რომელიც მივიწყებულ ქართულ რეცეპტებს გააერთიანებს. კომპანიის საქმიანობაზე, მის გეგმებსა და მიღწევებზე დამფუძნებელს ქეთი კვიჭიძეს ვესაუბრეთ.

- ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი და იდეის ავტორი მე გახლავართ. წლებია, სარესტორნე ბიზნესში ვსაქმიანობ. ქართულ კულინარიას უდიდესი პოტენციალი აქვს მსოფლიო მასშტაბით. ამას მსოფლიოს ცნობილ ჟურნალებში სხვადასხვა გამოკითხვებიც ადასტურებს. მე ვიკვლევ ძველ ქართულ რეცეპტებს, სხვადასხვა რეგიონებში მათ ისტორიას და მომზადების წესებს. იდეა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა და ამ მიმართულებით უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ბესო ჩიხრაძე დაგვეხმარა. მას წლებია, ქართული ღვინის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ბესო ჩიხრაძის დაფუძნებულია კომპანია wine discovery selection, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანააში ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას. კულინარიულ წიგნს სულს ჩაბერავს მწერალი გურამ მეგრელიშვილი. სწორედ ის აღწერს ჩვენს მოგზაურობას. ჩვენი ფოტოგრაფი სალომე გრიგოლაშვილი კი მოგზაურობას აღბეჭდავს.

- თქვენ ორი მიმართულებით მუშაობთ: გასტროტურიზმი და კულინარიული წიგნი. როგორ მოხდა ორი მიმართულების სინთეზი?

- ჩვენი მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო ტურიზმის განვითარებაა. ქართული სამზარეულოს ისტორია კი თავად ქართველებმაც არ ვიცით კარგად. უცხო ენაზე გამოცემული ქართული კულინარიის წიგნიც ვერ მოვიპოვეთ. აქედან გაჩდა იდეა, პირველ რიგში, გამოგვეკვლია თავად ქართული სამზარეულო და მერე დაგვეწყო მისი პოპულარიზაცია. დავიწყეთ საქართველოს კუთხეებში სიარული და რეცეპტების ჩაწერა. კულინარია ხომ მარტო რეცეპტი არ არის. თითოეულ რეგიონს თავისი დამახასიათებელი ინგრედიენტები და მომზადების წესი აქვს.

მოგზაურობას ექსპედიციის სახე უფრო ჰქონდა, ამიტომ კომპანიას "კულინარიული ექსპედიცია" დავარქვით. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე ტელევიზიამ გააშუქა ჩვენი მოგზაურობა. შედეგად კი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ჩვენთან ერთად მოგზაურობის სურვილი და კულინარიული ტურების მოწყობა დავიწყეთ. ექსპედიციის მონაწილეები გახდნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად მოგზაურობენ დ აგემოვნებენ ძველ და მივიწყებულ რეცეპტებს.

- კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობთ ტურისტებს?

- საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შევარჩიეთ ოჯახები, სადაც ტურისტები მიგვყავს და ვთავაზობთ რეგიონისთვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციული კერძების დაგემოვნებას. მათ ნაწილს აღარც კი აკეთებდნენ. ჩვენ კი რეცეპტები ძველ წიგნებსა და კვლევებში ამოვიკითხეთ და გავაცოცხლეთ. ტურისტებს ვთავაზობთ ტრანსპორტირებას, რეგიონის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას, კვებას, კულინარიულ მასტერკლასებს, თონეში ჩაკვრას, ხინკლის მოხვევას, ყველის ამოყვანას. სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დამახასითებელ კერძებს ვთავაზობთ ღვინოსთან ან სხვა ადგილობრივ სასმელთან ერთად, მაგალითად, ფშავში ხინკლათან და ხაჭო-ერბოსთან ერთად - ჟიპიტაურს, გურიაში გურულ ღვეზელთან და შესუნელებულ ბეჭთან ერთად - ჩხვარეს, რაჭაში ლობიანთან და ლორთან ერთად - ხვანჭკარას და ა.შ. უცხოელებისთვის ხინკალი, ლობიო, ფხალეული და ხაჭაპური ჯერჯერობით, პირველ ადგილზეა.

- როდის იგეგმება წიგნის გამოცემა?

- წიგნის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. კიდევ 2 რეგიონი დაგვრჩა აღსაწერი. ეს იქნება 3 ენაზე თარგმნილი მაღალპოლიგრაფიული, მაღალი ხარისხის ფოტო მასალით გაფორმებული გამოცემა.

- თქვენი აზრით, როგორია ქართული კერძების პოტენციალი მსოფლიო ბაზარზე? როგორ უნდა მოხდეს მათი შეთავაზება, რომ დაინტერესება გაიზარდოს?

- ქართულ სამზარეულოს უდიდესი პოტენციალი აქვს. რამდენიმე სახეობის ყვავილი გვაქვს, რომლისგანაც მხალს ამზადებდნენ. აღარაფერს ვამბობ ფხალეულის უამრავ სახეობაზე, რაც საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება. შინდი, ბროწეული, ისრიმი, ტყემალი, ღოღნოშო, ჭანჭური - მათგან გასაოცარი გემოების საწებელი და სოუსები მზადდება. ნიგოზი, რომელიც ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი და ძირითადი ინგრედიენტია. მწვანილს, რომელიც აუცილებელად უნდა ყოფილიყო ქართულ სუფრაზე და კერძებში, ასევე, მთავარი ადგილი უჭირავს შეთავაზებებში ნიორთან და ხახვთან ერთად. ხაჭაპურისა და ხინკლის ნაირსახეობები - ამ ყველაფერს დიდი პოტენციალი აქვს მსოფლიო ბაზარზე. კერძების უმრავლესობა არის ძალიან ჯანსაღი და ნატურალური. მათ მიწოდება უნდა მოხდეს თანამედროვედ და ისე შეიფუთოს, რომ არ დაკარგოს ორიგინალურობა.

- რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სირთულეები?

- სირთულეები მრავლად გვხვდება. მარტივი არაა იმ ოჯახებთან ურთიერთობა, რომლებმაც ჩვენ შესახებ არაფერი იციან და პირველად უწევთ ამ საქმიანობაში ჩართვა. ასევე, რთულია, ცნობადობის ამაღლება ბაზარზე. საზღვრებს გარეთ ნელ-ნელა მივიწევთ. ქვეყანაში მომსახურების დონის გაზრდა და ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში ძალიან დაგვეხმარება.

- "კულინარიული ექსპედიცია" 2017 წლის ბიზნესდაჯილდოებაში "წლის ტურისტული ბიზნესის" ნომინაციაზეა წარდგენილი. როგორ მოხდა თქვენი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა? რას შეცვლის კომპანიისთვის დაჯილდოებაში მონაწილეობა/გამარჯვება?

- ბიზნესდაჯილდოებას შარშანაც ვადევნებდი თვალს და წელს მეგობრის რჩევით გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. ამ კონკურსში მონაწილეობა ჩვენთვის უკვე დიდი გამარჯვებაა. ეს ხელს უწყობს კომპანიების თვითშეფასების ამაღლებას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და ინფორმაციის გავრცელებას. დაჯილდოებაში მონაწილეობა ბევრი ადამიანის და ბიზნესმენის გაცნობის კარგ შანსს იძლევა. იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- გვინდა, რომ გავძლიერდეთ, მეტი ინტერესი გავაჩინოთ და მეტად პოპულარული გავხადოთ ქართული სამზარეულო. ვგეგმავთ, რომ გავხნასთ საკუთარი პატარა რესტორანი, სადაც მოსულ სტუმრებს ჩვენ მიერ მოპოვებული რეცეპტებით მომზადებულ კერძებს შევთავაზებთ. ასევე, გეგმაში გვაქვს, კულინარიული ექსპედიცია საზღვარგარეთაც ჩავატაროთ.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი