საერთაშორისო სკანდალის ზღვარზე - ეხმარებოდა თუ არა კიევი ჩრდილო კორეას ბალისტიკური რაკეტების შექმნაში

საერთაშორისო სკანდალის ზღვარზე - ეხმარებოდა თუ არა კიევი ჩრდილო კორეას ბალისტიკური რაკეტების შექმნაში

უკრაინა შესაძლოა, საერთაშორისო დონის პოლიტიკური სკანდალის მთავარი ფიგურანტი გახდეს. 14 აგვისტოს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტსა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც ჩრდილო კორეის ბალისტიკურ რაკეტებზე უკრაინის მიერ მიწოდებული ძრავები აყენია.

ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით ვაშინგტონის მხრიდან, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ უკრაინა, რომელიც აშშ-ს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ მიიჩნევს, ეხმარება ბალისტიკური რაკეტების შექმნაში ქვეყანას, რომელსაც იგივე აშშ დასავლეთ ნახევარსფეროში მთავარ მოწინააღმდეგედ თვლის.

შეიარაღებისა და სამხედრო პროდუქციით უკანონო ვაჭრობა კიევისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. 2002 წელს ვაშინგტონმა გაეროს სანქციების მიუხედავად, კიევი ერაყისთვის "კოლჩუგას" ტიპის რადიოტექნიკური დაზვერვის კომპლექსების მიწოდებაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების ოფიციალურად დამტკიცება ვერ მოხერხდა, ამ ამბავმა ორი ქვეყნის ურთიერთობაში გარკვეული განხეთქილება შეიტანა.

სტოკჰოლმის ინსტიტუტის ცნობით, 2007-2009 წლებში უკრაინამ სამხრეთ სუდანს საკუთარი რეზერვებიდან 77 ტანკი და რეაქტიული საარტილერიო სისტემები მიყიდა. ამ დროს 2004 წლიდან მოყოლებული, გაერო-მ სუდანში ნებისმიერი სახის შეიარაღების მიწოდების აკრძალვაზე 3 რეზოლუცია მიიღო.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოყვანილი ციფრებით, 2007-2011 წლებში უკრაინამ 2,4 მლრდ დოლარის იარაღი გაყიდა, რაც მსოფლიო ექსპორტის 2 %-ია.

სსრკ-ს დროს უკრაინა წარმოუდგენელ სამრეწველო რესურსებს ფლობდა და სარაკეტო ტექნიკასაც ქმნიდა. ქალაქ დნეპროპეტროვსკში არსებული საკონსტრუქტორო ბიურო "იუჟნოე" სტრატეგიული დანიშნულების ბალისტიკურ რაკეტებზე მუშაობდა. მათი ფიზიკური დამზადება ამავე ქალაქში გიგანტურ ქარხანა "იუჟმაშში" ხდებოდა. აქვე მზადდებოდა რაკეტების ძრავებიც.

New York Times-ის სტატიაში საუბარია РД-250-ის ტიპის სარაკეტო ძრავებზე. ის 1960-იან წლებში რაკეტა Р-36-სთვის შექმნეს, რომელიც შეიარაღებაში 1978 წელს მიიღეს. ქობინის სიმძლავრიდან გამომდინარე რაკეტა 10 200-დან 15 200 კმ-მდე მანძილზე მიფრინავდა.

იმ შემთხვევაში, თუ კიევი ფხენიანს მართლა ეხმარებოდა, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ძრავების ნახაზები, მათი დამზადების ტექნოლოგია და ცალკეული კომპონენტები იყოს. ზოგადად, ბალისტიკური რაკეტების შექმნაში წარმატებებს კორეამ უმეტეს შემთხვევაში, დამოუკიდებლად მიაღწია.

1960-იან წლებში აზიასა და აფრიკაში "იმპერიალიზმის" წინააღმდეგ გაჩაღებულ ომებში ფხენიანი აქტიურად მონაწილეობდა. ის ისრაელ-არაბეთის ომებშიც იყო ჩართული. 1967 წლის ომისას ჩრდილო კორეამ სირიაში - 25, 1973 წელს კი ეგვიპტეში 30 პილოტი მიავლინა. ეგვიპტემ გაწეული დახმარება არ დაივიწყა და 1974-1976 წლებში კორეას რამდენიმე ერთეული საბჭოური სარაკეტო კომპლექსი Луна-M-ი, მოგვიანებით კი - ტაქტიკური Р-17 Эльбрус-ები გადასცა. პირველი სამამულო ბალისტიკური რაკეტა "ხვანსონ-5" კორეელებმა სწორედ მათ ბაზაზე შექმნეს.

წლების განმავლობაში შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ჩრდილო კორეამ ბალისტიკური რაკეტების მთელი რიგი მოდიფიკაციები შექმნა. მაგალითად, NODON-A 1 300 კმ-ზე მიფრინავს, გაუმჯობესებული NODON-C - 6 000 კმ-ზე.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იზოლაციის და სანქციების მიუხედავად, ჩრდილო კორეას მძლავრი ტექნიკური პოტენციალი აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის პრობლემურობის მიუხედავად, მან რაკეტების პროექტირების, გამოცდების, წარმოებისა და ექსპლუატაციის სრულფასოვანი ათვისება შეძლო.

ძრავების სკანდალთან დაკავშირებით უკრაინის კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარის, იური რადჩენკოს განცხადებით, ამჟამად "იუჟმაშს" РД-250-ების წარმოების რესურსი უკვე დიდი ხანია აქ აქვს. "უკანასკნელი ძრავები 2001 წელს დავამზადეთ და რუსეთს მიაწოდეს. შესაბამისად, ჩრდილო კორეას РД-250-ების მიღება მხოლოდ რუსეთისგან შეეძლო.

საქმე ისაა, რომ 1960-იანი წლების ბოლოს ბალისტიკური Р-36-ის ბაზაზე, ორბიტაზე თანამგზავრების გაშვებისთვის რაკეტა-მატარებელი "ციკლონ-2" და შემდგომ "ციკლონ-3"-ი შეიქმნა. ორივე მათგანზე ძრავების სახით РД-250-ები გამოიყენება. პირველის გამოყენება - 2006 წელს, მოერესი კი 2009 წელს შეწყდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსებს 20-მდე დასაწყობებული "ციკლონი" დარჩათ. ოფიციალური კიევი მოსკოვს მორიგი ანტიუკრაინული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს და ჩრდილო კორეასთან ყოველგვარ თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე