პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
Faceამბები
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვლა დიქტატურისკენ - ერდოღანმა ამჯერად მთავარ ოპოზიციურ პარტიას შეუტია
სვლა დიქტატურისკენ - ერდოღანმა ამჯერად მთავარ ოპოზიციურ პარტიას შეუტია

თურ­ქეთ­ში, შარ­შან მომ­ხდა­რი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბი­სა და დევ­ნის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა თურ­ქე­თის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია (CHP) და მისი ლი­დე­რი, ქე­მალ კი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ ამო­ი­ღო მი­ზან­ში და რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო...

პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე რეპ­რე­სი­ე­ბის ნა­წი­ლია. ის გა­სუ­ლი წლის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ათო­ბით პარ­ლა­მენ­ტა­რი და­ა­კა­ვეს.

სტამ­ბოლ­ში, "ამე­რი­კის ხმის" ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რეს­პონ­დენ­ტის, დო­რი­ან ჯონ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ეს CHP-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბაა და ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, გა­ამ­წვა­ვებს ვი­თა­რე­ბას".

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა კი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რო­მე­ლიც გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას შე­ე­ხე­ბო­და. სტა­ტი­ა­ში სი­რი­ას­თან ერ­დო­ღა­ნის მთავ­რო­ბის კავ­ში­რებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

"ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ კი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ ამას­თან იქ­ნე­ბა კავ­შირ­ში", - გა­ნა­ცხა­და კვი­რას ერ­დო­ღან­მა. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს მო­კავ­ში­რე და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ენის ბერ­ბე­რ­ოღ­ლუ ივ­ნის­ში და­ა­კა­ვეს და მას 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა გა­ზეთ­ში სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­უ­სა­ჯეს.

ბერ­ბე­რ­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბას კი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს პრო­ტეს­ტი და 25-დღი­ა­ნი "სა­მარ­თლის მარ­ში" მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ან­კა­რი­დან სტამ­ბო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­მარ­თა. მარშში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო და სა­ბო­ლო­ოდ, მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა.

საქ­მე ის არის, რომ ერ­დო­ღა­ნი აქამ­დე არ ცნობ­და კი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუს ფი­გუ­რას, რო­გორც მის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენტს. თუმ­ცა ივ­ლის­ში, გა­სუ­ლი წლის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ჩახ­შო­ბი­დან ერთი წლის აღ­ნიშ­ვნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, ერ­დო­ღან­მა მას გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­აბ­რა­ლა.

"ერ­დო­ღა­ნი ისე პა­სუ­ხობს ამ საფრ­თხეს, რო­გორც აღიქ­ვამს - საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი წე­ლია დარ­ჩე­ნი­ლი და ის ხე­დავს, რომ სა­თა­მა­შო მო­ე­და­ნი არც ისე გლუ­ვი და ნა­თე­ლია, რო­გორც მას სურს", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტი­კურ­მა მი­მომ­ხილ­ველ­მა სემი იდიზ­მა. მი­სი­ვე თქმით, სავ­სე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­დო­ღან­მა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით რი­ტო­რი­კა გა­ამ­წვა­ვოს. თუმ­ცა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, კი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდეს. ეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ბლო­კის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რაც ერ­დო­ღანს არ სურს", - ვა­რა­უ­დობს იდი­ზი.

ერ­დო­ღან­მა ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ჯერ კი­დევ შარ­შან და­ი­წყო და არა­ერთ გავ­ლე­ნი­ან პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. "ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით, სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის (DHP) ლი­დე­რე­ბი - ფი­გენ იუკ­სეკ­და­გი და სე­ლა­ჰა­ტინ დე­მირ­ტა­ში და­ა­კა­ვეს. პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან თურ­ქე­თის მე­ო­რე მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის 9 დე­პუ­ტა­ტი, რომ­ლე­ბიც სას­ჯელს ელო­დე­ბი­ან.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ერ­დო­ღა­ნის მმარ­თვე­ლო­ბა უკვე კარ­გა ხა­ნია დიქ­ტა­ტუ­რის ნიშ­ნებს ატა­რებს. თურ­ქუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ან ინერ­ცი­ით გა­ნაგ­რძობს ცხოვ­რე­ბას, ან მისი სი­სას­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ უძ­ლუ­რია, თუმ­ცა არ­ცერთ დიქ­ტა­ტორს არ შერ­ჩე­ნია მმრთვე­ლო­ბა მუდ­მი­ვად და გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერც თურ­ქი მმარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა.

პო­ლი­ტო­ლოგ ჩენ­გიზ აქ­ტა­რის თქმით, კი­ლიჩ­და­რ­ოღ­ლუ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს დევ­ნის ობი­ექ­ტი. ასე­თი ნა­ბი­ჯი პრე­ზი­დენტს მისი ამომ­რჩევ­ლე­ბის თვალ­ში, ძლი­ე­რად წარ­მო­ა­ჩენს, რად­გან აჩ­ვე­ნებს, რომ მას ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბა შე­უძ­ლია, თან ეს ხომ ათა­თურ­ქის პარ­ტი­აა. სიმ­ბო­ლუ­რად, ეს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მე­სი­ჯია და ერ­დო­ღანს, შე­საძ­ლოა, ამ პარ­ტი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ლი­დე­რის და­კა­ვე­ბა ძვი­რი და­უჯ­დეს...

საქ­მე ის არის, რომ თურ­ქუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­მარ­ცხე­ბუ­ლის მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლია. პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი იდი­ზი აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვად ერ­დო­ღან­მა სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა მის მი­მართ უსა­მარ­თლო­ბა­ზე ააგო და მისი და­პა­ტიმ­რე­ბა მარ­თლაც უსა­მარ­თლო იყო.

1999 წელს ერ­დო­ღანს თურ­ქი გე­ნერ­ლე­ბის მიერ ის­ლა­მუ­რი ჯგუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­ი­სას 10-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მას ბრა­ლად ამ­ბო­ხის მო­წო­დე­ბა დას­დეს პო­ლი­ტი­კურ დე­მონ­სტრა­ცი­ა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი ლექ­სის გამო. ერ­დო­ღა­ნი სამი წლის შემ­დეგ AKP-ს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში. თუმ­ცა, თურ­ქი პო­ლი­ტო­ლო­გი ჩენ­გიზ აქ­ტა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ახ­ლან­დე­ლი თურ­ქე­თი მა­შინ­დე­ლის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა.

"პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი და დე­პუ­ტა­ტე­ბი ცი­ხე­ში არი­ან, თუმ­ცა, ხალ­ხს რე­აქ­ცია არ აქვს. იგი­ვე იქ­ნე­ბა CHP-ის შემ­თხვე­ვა­ში, - ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვა და ამით დამ­თავ­რდე­ბა. სავ­რა­უ­დოდ, ყვე­ლა ცდი­ლობს რე­ჟიმს გა­და­ურ­ჩეს", - ამ­ბობს აქ­ტა­რი, სტამ­ბოლ­ში "ამე­რი­კის ხმის" კო­რეს­პონ­დენ­ტის დო­რი­ან ჯონ­სის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სვლა დიქტატურისკენ - ერდოღანმა ამჯერად მთავარ ოპოზიციურ პარტიას შეუტია

სვლა დიქტატურისკენ - ერდოღანმა ამჯერად მთავარ ოპოზიციურ პარტიას შეუტია

თურქეთში, შარშან მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული დაკავებებისა და დევნის პროცესი გრძელდება. ამჯერად, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მთავარი ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) და მისი ლიდერი, ქემალ კილიჩდაროღლუ ამოიღო მიზანში და როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო...

პარტიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და თურქეთში მიმდინარე რეპრესიების ნაწილია. ის გასული წლის გადატრიალების მცდელობას უკავშირდება, რომლის შედეგადაც ათობით პარლამენტარი დააკავეს.

სტამბოლში, "ამერიკის ხმის" ადგილობრივი კორესპონდენტის, დორიან ჯონსის ინფორმაციით, "ეს CHP-ის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაა და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ იქნება მიმართული, გაამწვავებს ვითარებას".

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, შესაძლოა კილიჩდაროღლუ დაკავშირებული იყოს მიმდინარე გამოძიებასთან, რომელიც გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას შეეხებოდა. სტატიაში სირიასთან ერდოღანის მთავრობის კავშირებზე იყო საუბარი.

"ნუ გაგიკვირდებათ, თუ კილიჩდაროღლუ ამასთან იქნება კავშირში", - განაცხადა კვირას ერდოღანმა. გამოცემის ინფორმაციით, კილიჩდაროღლუს მოკავშირე და პარლამენტის წევრი, ენის ბერბეროღლუ ივნისში დააკავეს და მას 25-წლიანი პატიმრობა გაზეთში სტატიის გამოქვეყნების ბრალდების საფუძველზე მიუსაჯეს.

ბერბეროღლუს დაკავებას კილიჩდაროღლუს პროტესტი და 25-დღიანი "სამართლის მარში" მოჰყვა, რომელიც ანკარიდან სტამბოლის მიმართულებით გაიმართა. მარშში მონაწილეობა ათიათასობით ადამიანმა მიიღო და საბოლოოდ, მილიონამდე ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.

საქმე ის არის, რომ ერდოღანი აქამდე არ ცნობდა კილიჩდაროღლუს ფიგურას, როგორც მის პოლიტიკურ ოპონენტს. თუმცა ივლისში, გასული წლის გადატრიალების ჩახშობიდან ერთი წლის აღნიშვნის ცერემონიალზე, ერდოღანმა მას გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა დააბრალა.

"ერდოღანი ისე პასუხობს ამ საფრთხეს, როგორც აღიქვამს - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი წელია დარჩენილი და ის ხედავს, რომ სათამაშო მოედანი არც ისე გლუვი და ნათელია, როგორც მას სურს", - განაცხადა პოლიტიკურმა მიმომხილველმა სემი იდიზმა. მისივე თქმით, სავსებით მოსალოდნელია, რომ მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში, ერდოღანმა მთავარი ოპოზიციური ლიდერის მიმართულებით რიტორიკა გაამწვავოს. თუმცა, წარმოუდგენელია, კილიჩდაროღლუ ციხეში აღმოჩნდეს. ეს ოპოზიციური ბლოკის გაერთიანებას გამოიწვევს, რაც ერდოღანს არ სურს", - ვარაუდობს იდიზი.

ერდოღანმა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და არაერთ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას აღუკვეთა თავისუფლება. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ტერორიზმის ბრალდებით, სახალხო დემოკრატიული პარტიის (DHP) ლიდერები - ფიგენ იუკსეკდაგი და სელაჰატინ დემირტაში დააკავეს. პატიმრობაში არიან თურქეთის მეორე მთავარი ოპოზიციური პარტიის 9 დეპუტატი, რომლებიც სასჯელს ელოდებიან.

საერთაშორისო ექსპერტების თქმით, ერდოღანის მმართველობა უკვე კარგა ხანია დიქტატურის ნიშნებს ატარებს. თურქული საზოგადოება კი ან ინერციით განაგრძობს ცხოვრებას, ან მისი სისასტიკის წინააღმდეგ უძლურია, თუმცა არცერთ დიქტატორს არ შერჩენია მმრთველობა მუდმივად და გამონაკლისი ვერც თურქი მმართველი იქნება.

პოლიტოლოგ ჩენგიზ აქტარის თქმით, კილიჩდაროღლუ შეიძლება გახდეს დევნის ობიექტი. ასეთი ნაბიჯი პრეზიდენტს მისი ამომრჩევლების თვალში, ძლიერად წარმოაჩენს, რადგან აჩვენებს, რომ მას ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტის დაპატიმრება შეუძლია, თან ეს ხომ ათათურქის პარტიაა. სიმბოლურად, ეს ძალიან ძლიერი მესიჯია და ერდოღანს, შესაძლოა, ამ პარტიის ამჟამინდელი ლიდერის დაკავება ძვირი დაუჯდეს...

საქმე ის არის, რომ თურქული საზოგადოების დიდი ნაწილი დამარცხებულის მიმართ სოლიდარულია. პოლიტიკური მიმომხილველი იდიზი აღნიშნავს, რომ თავად ერდოღანმა საკუთარი კარიერა მის მიმართ უსამართლობაზე ააგო და მისი დაპატიმრება მართლაც უსამართლო იყო.

1999 წელს ერდოღანს თურქი გენერლების მიერ ისლამური ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული კამპანიისას 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად ამბოხის მოწოდება დასდეს პოლიტიკურ დემონსტრაციაზე წარმოთქმული ლექსის გამო. ერდოღანი სამი წლის შემდეგ AKP-ს ჩაუდგა სათავეში. თუმცა, თურქი პოლიტოლოგი ჩენგიზ აქტარი აღნიშნავს, რომ ახლანდელი თურქეთი მაშინდელისგან ძალიან განსხვავდება.

"პარტიის ლიდერები და დეპუტატები ციხეში არიან, თუმცა, ხალხს რეაქცია არ აქვს. იგივე იქნება CHP-ის შემთხვევაში, - ხალხი ქუჩაში გამოვა და ამით დამთავრდება. სავრაუდოდ, ყველა ცდილობს რეჟიმს გადაურჩეს", - ამბობს აქტარი, სტამბოლში "ამერიკის ხმის" კორესპონდენტის დორიან ჯონსის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე