10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომი აღარ გვინდა! შიშველი ხელებით აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ" - კორეელების საოცარი თავგადასავალი საქართველოში
"ომი აღარ გვინდა! შიშველი ხელებით აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ" - კორეელების საოცარი თავგადასავალი საქართველოში

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­თხვე­ვით კო­რე­ე­ლი მე­გობ­რის ფო­ტოს წა­ვა­წყდი წარ­წე­რით: "მე ვარ ქარ­თვე­ლი და ჩემი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი". ეს ფრა­ზა ბევ­რი ქარ­თვე­ლის ფო­ტო­ებ­ზე გაჩ­ნდა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, თუმ­ცა უცხო ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის თა­ნაგ­რძნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა.

დე­ვიდ ჩა ჰო პარკს სწო­რედ მისი ფო­ტოს გამო და­ვუ­კავ­შირ­დით, შეხ­ვედ­რა დავთქვით და ასე მო­ვის­მი­ნე მისი სა­ო­ცა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

და­კარ­გუ­ლი 8 მი­ლი­ო­ნი და თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა

- წარ­მო­შო­ბით კო­რე­ე­ლი ვარ და ჩემი სამ­შობ­ლო კო­რე­აა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის მე­ო­რე სამ­შობ­ლო და მე­ო­რე სახ­ლია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. თავს ქარ­თვე­ლად მი­ვიჩ­ნევ. 2008 წელს ომის დრო­საც აქ ვი­ყა­ვი. ვგმობ რუ­სე­თის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას და მინ­და, ჩემი თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მოვ­ხა­ტო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ.

ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის ამ­ბა­ვი ერთ ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა. 2007 წლის ჩათ­ვლით სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში დე­ვე­ლო­პე­რად სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან მდი­და­რი, დიდ ქო­ნე­ბას ვფლობ­დი. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში არ­სე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა ბან­კმა შე­მომ­თა­ვა­ზა თბი­ლის­ში ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მე­ყი­და მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­მო­მავ­ლოდ ბიზ­ნე­სის აქ წა­მო­წყე­ბის მიზ­ნით. ამ წი­ნა­და­დე­ბამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი. სამ­წუ­ხა­როდ, თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი აღ­მოვ­ჩნდი. 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე 8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია, თუმ­ცა ძა­ლი­ან მალე გა­ვი­გე, რომ არც ტე­რი­ტო­რია მქონ­და, რო­მელ­შიც მი­ლი­ო­ნე­ბი გა­და­ვი­ხა­დე და აღარც კუთ­ვნი­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი.

2010 წელს მივ­მარ­თე სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს. დამ­პირ­დნენ, რომ საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ, შევ­ხვდი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეს (იმ­ჟა­მად გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე - ავტ.) და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლამ­დეც მი­ვი­და საქ­მე, ყვე­ლა მპირ­დე­ბო­და, რომ კუთ­ვნილ თან­ხას და­მიბ­რუ­ნებ­და, მაგ­რამ...

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ისევ გა­მიჩ­ნდა იმე­დი და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა ქო­ნე­ბა, 2013 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სამ­ჯერ შევ­ხვდი, პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც ვი­ყა­ვი, და­ი­წყეს საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი შე­დე­გი... 8 მი­ლი­ო­ნი დავ­კარ­გე და ჩემი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის საქ­მეც უკან წა­ვი­და. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სიკ­ვდი­ლი მინ­დო­და, ჩემი შვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ მა­შინ და ამის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. უკან სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­მოვ­რი­ცხე, რად­გან ჩემი კუთ­ვნი­ლი ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბის გარ­და ბან­კი­დან სეს­ხი ავი­ღე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცია გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, კო­რე­ულ ბანკთან პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ მე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ახალ საქ­მეს ვე­ღარ და­ვი­წყებ­დი. აღარ მქონ­და სახ­ლი, არც სახ­სრე­ბი და ვე­ღარც შვი­ლე­ბი დამ­ყავ­და სკო­ლა­ში, მა­შინ და­ვი­წყე ფიქ­რი რა შე­იძ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ომი აღარ გვინდა! შიშველი ხელებით აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ" - კორეელების საოცარი თავგადასავალი საქართველოში

"ომი აღარ გვინდა! შიშველი ხელებით აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ" - კორეელების საოცარი თავგადასავალი საქართველოში

სოციალურ ქსელში შემთხვევით კორეელი მეგობრის ფოტოს წავაწყდი წარწერით: "მე ვარ ქართველი და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული". ეს ფრაზა ბევრი ქართველის ფოტოებზე გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ომის თარიღის აღსანიშნავად, თუმცა უცხო ეროვნების ადამიანის თანაგრძნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა.

დევიდ ჩა ჰო პარკს სწორედ მისი ფოტოს გამო დავუკავშირდით, შეხვედრა დავთქვით და ასე მოვისმინე მისი საოცარი თავგადასავალი საქართველოში.

დაკარგული 8 მილიონი და თავიდან დაწყებული ცხოვრება

- წარმოშობით კორეელი ვარ და ჩემი სამშობლო კორეაა, მაგრამ საქართველო ჩემთვის მეორე სამშობლო და მეორე სახლია, რომელიც ძალიან მიყვარს. თავს ქართველად მივიჩნევ. 2008 წელს ომის დროსაც აქ ვიყავი. ვგმობ რუსეთის მხრიდან ძალადობას და მინდა, ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ.

ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ამბავი ერთ ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება. 2007 წლის ჩათვლით სამხრეთ კორეაში დეველოპერად სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი, ვიყავი ძალიან მდიდარი, დიდ ქონებას ვფლობდი. სამხრეთ კორეაში არსებულმა ერთ-ერთმა ბანკმა შემომთავაზა თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მეყიდა მიწის ნაკვეთი, სამომავლოდ ბიზნესის აქ წამოწყების მიზნით. ამ წინადადებამ დამაინტერესა და თბილისში ჩამოვედი. სამწუხაროდ, თაღლითობის მსხვერპლი აღმოვჩნდი. 2008 წელს საქართველოში განვახორციელე 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია, თუმცა ძალიან მალე გავიგე, რომ არც ტერიტორია მქონდა, რომელშიც მილიონები გადავიხადე და აღარც კუთვნილი მილიონები.

2010 წელს მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს. დამპირდნენ, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, შევხვდი დავით საყვარელიძეს (იმჟამად გენერალური პროკურორის მოადგილე - ავტ.) და პრეზიდენტ სააკაშვილამდეც მივიდა საქმე, ყველა მპირდებოდა, რომ კუთვნილ თანხას დამიბრუნებდა, მაგრამ...

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისევ გამიჩნდა იმედი დამებრუნებინა ქონება, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილს სამჯერ შევხვდი, პროკურატურაშიც ვიყავი, დაიწყეს საქმის ხელახალი გამოძიება, მაგრამ არანაირი შედეგი... 8 მილიონი დავკარგე და ჩემი საქართველოში ყოფნის პერიოდში სამხრეთ კორეაში არსებული ბიზნესის საქმეც უკან წავიდა. იყო პერიოდი, როდესაც სიკვდილი მინდოდა, ჩემი შვილები პატარები იყვნენ მაშინ და ამის უფლება არ მქონდა. უკან სამხრეთ კორეაში დაბრუნება გამოვრიცხე, რადგან ჩემი კუთვნილი ფინანსური აქტივების გარდა ბანკიდან სესხი ავიღე, რომ საქართველოში ინვესტიცია განმეხორციელებინა, შესაბამისად, კორეულ ბანკთან პრობლემები შემექმნა, რაც გულისხმობდა იმას, რომ მე ჩემს ქვეყანაში ახალ საქმეს ვეღარ დავიწყებდი. აღარ მქონდა სახლი, არც სახსრები და ვეღარც შვილები დამყავდა სკოლაში, მაშინ დავიწყე ფიქრი რა შეიძლებდა საქართველოში გამეკეთებინა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი