სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ე.წ. პროკურატურაში დაკითხვაზე ისევ დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მეარაყიშვილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, თამარ მეარაყიშვილს გათავისუფლებისას უთხრეს, რომ "პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ ისევ უნდა გამოცხადდეს". მეარაყიშვილის დაკითხვა 18 აგვისტოს, 09:30 საათზეა დაგეგმილი.
ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტია, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს, გამთენიისას კი გაათავისუფლეს. საქმე ეხება დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრის სპარტაკ დრიაევის მიმართ "ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას".
მეარაყიშვილის დაკავების პარალელურად, მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.