სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკონომიკის სამინისტრო - GEM fest-ის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან გიორგი ჩოგოვაძის დაკავშირება აბსურდულია
ეკონომიკის სამინისტრო - GEM fest-ის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან გიორგი ჩოგოვაძის დაკავშირება აბსურდულია

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, აბ­სურ­დუ­ლია გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძის ჯემ-ფეს­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­მოვ­ლე­ნილ ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ფეს­ტი­ვალს ჰყავს თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი და მათ შო­რის გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძე ნამ­დვი­ლად არ არის.

"გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძე ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას თით­ქმის 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე შიდა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­შიც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში ჩარ­თულ სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტორს და, რა თქმა უნდა, ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. სწო­რედ ამ მიღ­წე­ვებ­მა ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში კი­დევ უფრო მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ადეკ­ვა­ტუ­რი და სწრა­ფი სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ჩვენ მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა უწყე­ბას­თან, რო­გორც სტრუქ­ტუ­რულ, ასე­ვე ში­ნა­არ­სობ­რივ რე­ფორ­მებ­ზე. რო­გორც ჩანს, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შაო პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბამ, რაც თა­ვის მხრივ, უკავ­შირ­დე­ბა წლე­ვან­დე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, რომ­ლის ფონ­ზეც აშ­კა­რაა, რომ ბევ­რი რამ არის გა­საძ­ლი­ე­რე­ბე­ლი და და­სახ­ვე­წი. ჩვე­ნი გუნ­დი წარ­მა­ტე­ბით უპა­სუ­ხებს ახალ გა­მოწ­ვე­ვებს და ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა, მათ შო­რის ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მოქ­მე­დი ხელ­მძღვა­ნე­ლიც სა­კუ­თარ წვლილს შე­ი­ტანს. აქვე ხაზ­გას­მით გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით ჩრდი­ლი მი­ად­გეს იმ მიღ­წე­ვებს, რო­მე­ლიც აქვს ქვე­ყა­ნას", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ეკონომიკის სამინისტრო - GEM fest-ის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან გიორგი ჩოგოვაძის დაკავშირება აბსურდულია

ეკონომიკის სამინისტრო - GEM fest-ის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან გიორგი ჩოგოვაძის დაკავშირება აბსურდულია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მითუმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ-ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება, - ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის.

"გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თითქმის 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში საქართველომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც სახელმწიფოს ტურიზმის სექტორში ჩართულ სხვადასხვა უწყებებს, ასევე კერძო სექტორს და, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციას. სწორედ ამ მიღწევებმა ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ახალი გამოწვევები და თვალსაჩინო გახადა არსებული პრობლემები, რომლებსაც ადეკვატური და სწრაფი საპასუხო ქმედებები სჭირდება. ამ გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ყველა უწყებასთან, როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ რეფორმებზე. როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ამ მიმართულებით სამუშაო პროცესის გააქტიურებამ, რაც თავის მხრივ, უკავშირდება წლევანდელი ტურისტული სეზონის რეკორდულ მაჩვენებლებს, რომლის ფონზეც აშკარაა, რომ ბევრი რამ არის გასაძლიერებელი და დასახვეწი. ჩვენი გუნდი წარმატებით უპასუხებს ახალ გამოწვევებს და ამ პროცესში ყველა, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელიც საკუთარ წვლილს შეიტანს. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაუშვებელია მიზანმიმართულად გავრცელებული, არასწორი ინფორმაციებით ჩრდილი მიადგეს იმ მიღწევებს, რომელიც აქვს ქვეყანას", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."