პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღსარება გამოვიდა... იმ წუთში არ ვიცი, რამ გამთიშა, რა დამემართა" - რას ნანობს რატი დურგლიშვილი
"აღსარება გამოვიდა... იმ წუთში არ ვიცი, რამ გამთიშა, რა დამემართა" - რას ნანობს რატი დურგლიშვილი

"ჩემ­ში თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას. ნიღ­ბე­ბი­თა და ტყუ­ი­ლე­ბით სა­კუ­თარ თავს შე­უ­რა­ცხყო­ფას ვერ მი­ვა­ყე­ნებ", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი რატი დურ­გლიშ­ვი­ლი. ის ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი რეს­პონ­დენ­ტია. ეს თვი­სე­ბა დო­მი­ნან­ტია მის ხა­სი­ათ­შიც, მაგ­რამ დას­ძენს, რომ დღემ­დე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა. ცალ­მხრი­ვი და ორ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის ჭი­დი­ლი, სი­ნა­ნუ­ლი, ყვე­ლა­ზე მძაფ­რი სურ­ვი­ლი, ოც­ნე­ბა - ეს ის თე­მე­ბია, რომ­ლებ­ზეც რატი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­კუ­თარ თავ­ზე ყვე­ლა­ზე ხში­რად რა გეს­მის, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- მე­უბ­ნე­ბი­ან, ასა­კი მო­გიხ­დაო. ყვე­ლა­ზე ხში­რად ეს სი­ტყვე­ბი მეს­მის. რა­ტომ­ღაც ყუ­რა­დღე­ბას ჩემს გა­რეგ­ნულ მხა­რე­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ. იმი­ჯი შეც­ვლი­ლი მაქვს და ეს ძა­ლი­ან მოს­წონთ. თურ­მე მა­მა­კა­ცებ­ში ასე ყო­ფი­ლა, 30 წელს რომ გა­და­ა­ბი­ჯებ, ან ძა­ლი­ან ეშ­ვე­ბი, ან უფრო მე­ტად იხ­ვე­წე­ბი.

- თა­ვა­დაც ფიქ­რობ, რომ ასა­კი მო­გიხ­და?

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვიყო და ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. მეც მგო­ნია, რომ ასა­კი მო­მიხ­და, ძველ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ობს რომ ვა­და­რებ, დღეს სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მოგ­წონს?

- სი­კე­თე და­უ­ზარ­ლად შე­მიძ­ლია ვა­კე­თო. ჩემ­ში ბო­რო­ტე­ბის ნა­ტა­მა­ლი არ არ­სე­ბობს და ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დის მი­მართ ^პრო­ტეს­ტი მაქვს. როცა ადა­მი­ა­ნე­ბი სხვას გა­ნი­კი­თხა­ვენ, იქა­უ­რო­ბას ვეც­ლე­ბი, არ მსი­ა­მოვ­ნებს ჩხუ­ბი, ძა­ლა­დო­ბა და რა­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვერ ვი­ტან, ეს ადა­მი­ა­ნის და­ცინ­ვაა. ვინც მიც­ნობს და ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­ი­კი­თხავს, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა. მა­გა­ლი­თად, შო­უ­ბიზ­ნეს­ში ვინც ტრი­ა­ლებს, ზო­გი­ერ­თი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, ზო­გი­ერ­თი - ნაკ­ლე­ბად. ვინც ნი­ჭი­ე­რე­ბით არ ბრწყი­ნავს, მა­ინც ვე­უბ­ნე­ბი, რომ კარ­გია. ამა­ში ცუდი რა არის? იქ­ნებ მი­ე­ცეს სტი­მუ­ლი და მო­მა­ვალ­ში შექ­მნას იმა­ზე კარ­გი რამ, რაც მა­ნამ­დე შე­უქ­მნია. ზო­გი­ერთს ნი­ჭი­ერ­ზეც კი უჭირს იმის აღი­ა­რე­ბა, რომ ნი­ჭი­ე­რია, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უბ­რა­ლოდ არ მეს­მის.

- სი­კე­თე უკან ცუ­დად დაგბ­რუ­ნე­ბია?

- სი­კე­თეს იმი­ტომ არ ვა­კე­თებ, რომ რა­ღა­ცას ველი. გული უტ­კე­ნი­ათ თუ არა, ამას არც ვუღ­რმავ­დე­ბი, სი­კე­თეს ვა­კე­თებ და მივ­დი­ვარ.

- სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში რა არ მოგ­წონს?

- რა­ღა­ცე­ბი ძა­ლი­ან მალე მბეზ­რდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, შე­დე­გის­თვის ერთი წელი ვიბ­რძო­ლო, ვიწ­ვა­ლო, არ და­ვი­ზა­რო, მაგ­რამ ბო­ლოს, როცა წე­სით უკვე კმა­ყო­ფი­ლი უნდა ვიყო, თავს ვა­ნე­ბებ, აღარ ვუს­მენ. აღარ ვხა­ტავ, აღარ ვწერ, საქ­მეს არ ვამ­თავ­რებ.

- ადა­მი­ა­ნე­ბიც ად­ვი­ლად გბეზ­რდე­ბი­ან?

- როცა ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით სხვას ჰბა­ძავს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნია, იმას ნიშ­ნავს, რომ რე­სურ­სი ამო­ე­წუ­რა. ვი­ღა­ცის­თვის მეც "ამო­წუ­რუ­ლი რე­სურ­სი" ვარ. ერთი და იგი­ვე ლო­კა­ცი­აც მბეზ­რდე­ბა. ახ­ლა­ხან ვფიქ­რობ­დი, სახ­ლი მომ­ბეზ­რდა, რა­ღაც უნდა შევ­ცვა­ლო. ეს დამ­ღლე­ლი თვი­სე­ბაა, კარ­გი სუ­ლაც არაა. შე­საძ­ლოა, ასე­თი ხა­სი­ა­თი იმან ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა, რომ ერ­თდრო­უ­ლად ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ, მხატ­ვრო­ბა, სიმ­ღე­რა, მუ­სი­კის წერა, ნო­ვე­ლე­ბის წერა, ძერ­წვა... ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რია.

- ნო­ვე­ლებს წერ? ამა­ზე არას­დროს გი­ლა­პა­რა­კია.

- ჰო, ახლა პირ­ვე­ლად ვთქვი, წლე­ბია ვწერ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"აღსარება გამოვიდა... იმ წუთში არ ვიცი, რამ გამთიშა, რა დამემართა" - რას ნანობს რატი დურგლიშვილი

"აღსარება გამოვიდა... იმ წუთში არ ვიცი, რამ გამთიშა, რა დამემართა" - რას ნანობს რატი დურგლიშვილი

"ჩემში თავმოყვარეობა ყველაფერზე მაღლა დგას. ნიღბებითა და ტყუილებით საკუთარ თავს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ", - ამბობს მომღერალი რატი დურგლიშვილი. ის ყოველთვის გულწრფელი რესპონდენტია. ეს თვისება დომინანტია მის ხასიათშიც, მაგრამ დასძენს, რომ დღემდე საკუთარი თავისთვის გამოცანად რჩება. ცალმხრივი და ორმხრივი სიყვარული, გულისა და გონების ჭიდილი, სინანული, ყველაზე მძაფრი სურვილი, ოცნება - ეს ის თემებია, რომლებზეც რატი გულახდილად გვესაუბრება.

- საკუთარ თავზე ყველაზე ხშირად რა გესმის, ოჯახის წევრები, მეგობრები რას ამბობენ?

- მეუბნებიან, ასაკი მოგიხდაო. ყველაზე ხშირად ეს სიტყვები მესმის. რატომღაც ყურადღებას ჩემს გარეგნულ მხარეზე ამახვილებენ. იმიჯი შეცვლილი მაქვს და ეს ძალიან მოსწონთ. თურმე მამაკაცებში ასე ყოფილა, 30 წელს რომ გადააბიჯებ, ან ძალიან ეშვები, ან უფრო მეტად იხვეწები.

- თავადაც ფიქრობ, რომ ასაკი მოგიხდა?

- ყოველთვის ვცდილობ, ფორმაში ვიყო და ნორმალურად გამოვიყურებოდე. მეც მგონია, რომ ასაკი მომიხდა, ძველ ფოტოებსა და ვიდეობს რომ ვადარებ, დღეს სხვანაირი ადამიანი ვარ.

- საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

- სიკეთე დაუზარლად შემიძლია ვაკეთო. ჩემში ბოროტების ნატამალი არ არსებობს და ეს ძალიან მიხარია. ყველაფერი ცუდის მიმართ ^პროტესტი მაქვს. როცა ადამიანები სხვას განიკითხავენ, იქაურობას ვეცლები, არ მსიამოვნებს ჩხუბი, ძალადობა და რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს ადამიანის დაცინვაა. ვინც მიცნობს და ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ყველა დამეთანხმება. მაგალითად, შოუბიზნესში ვინც ტრიალებს, ზოგიერთი ძალიან ნიჭიერია, ზოგიერთი - ნაკლებად. ვინც ნიჭიერებით არ ბრწყინავს, მაინც ვეუბნები, რომ კარგია. ამაში ცუდი რა არის? იქნებ მიეცეს სტიმული და მომავალში შექმნას იმაზე კარგი რამ, რაც მანამდე შეუქმნია. ზოგიერთს ნიჭიერზეც კი უჭირს იმის აღიარება, რომ ნიჭიერია, ამ ადამიანების უბრალოდ არ მესმის.

- სიკეთე უკან ცუდად დაგბრუ­ნებია?

- სიკეთეს იმიტომ არ ვაკეთებ, რომ რაღაცას ველი. გული უტკენიათ თუ არა, ამას არც ვუღრმავდები, სიკეთეს ვაკეთებ და მივდივარ.

- საკუთარ ხასიათში რა არ მოგწონს?

- რაღაცები ძალიან მალე მბეზრდება. შეიძლება კონკრეტულ სიმღერაზე მუშაობის დროს, შედეგისთვის ერთი წელი ვიბრძოლო, ვიწვალო, არ დავიზარო, მაგრამ ბოლოს, როცა წესით უკვე კმაყოფილი უნდა ვიყო, თავს ვანებებ, აღარ ვუსმენ. აღარ ვხატავ, აღარ ვწერ, საქმეს არ ვამთავრებ.

- ადამიანებიც ადვილად გბეზრდებიან?

- როცა ადამიანი გამუდმებით სხვას ჰბაძავს, ინდივიდუალიზმი საერთოდ არ გააჩნია, იმას ნიშნავს, რომ რესურსი ამოეწურა. ვიღაცისთვის მეც "ამოწურული რესურსი" ვარ. ერთი და იგივე ლოკაციაც მბეზრდება. ახლახან ვფიქრობდი, სახლი მომბეზრდა, რაღაც უნდა შევცვალო. ეს დამღლელი თვისებაა, კარგი სულაც არაა. შესაძლოა, ასეთი ხასიათი იმან ჩამომიყალიბა, რომ ერთდროულად ბევრ რამეს ვაკეთებ, მხატვრობა, სიმღერა, მუსიკის წერა, ნოველების წერა, ძერწვა... ერთად ძალიან ბევრია.

- ნოველებს წერ? ამაზე არასდროს გილაპარაკია.

- ჰო, ახლა პირველად ვთქვი, წლებია ვწერ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი