მთაწმინდაზე მკვლელობა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლისტმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვეითად მოსიარულეს ესროლა. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.