Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლურჯი უფსკრულის ბინადარნი - ადამიანები, რომლებიც სასუნთქი აღჭურვილობის გარეშე ოკეანეების სიღრმეებს იპყრობენ
ლურჯი უფსკრულის ბინადარნი - ადამიანები, რომლებიც სასუნთქი აღჭურვილობის გარეშე ოკეანეების სიღრმეებს იპყრობენ

"გარ­შე­მო არ­სე­ბულ იდე­ა­ლურ სი­ჩუ­მეს მხო­ლოდ ზღვის ბი­ნა­დარ­თა იშ­ვი­ა­თი ხმე­ბი არ­ღვე­ვენ. სი­ჩუ­მე და მა­რო­ტო­ო­ბა - მხო­ლოდ ეს ორნი არი­ან შენი მეგ­ზურ­ნი. ქვე­მოთ - უკი­დე­გა­ნო ლურ­ჯი უფსკრუ­ლია, რო­მე­ლიც მაგ­ნი­ტი­ვით გი­ზი­დავს. სიღ­რმე­ში ჩას­ვლას­თან ერ­თად ზე­და­პი­რი­დან მო­მა­ვა­ლი შუქი თან­და­თა­ნო­ბით ფერ­მკრთალ­დე­ბა და ლურ­ჯი მასა შავ იერს იძენს. წყლის მიერ შექ­მნი­ლი უწო­ნო­ბის ეფექ­ტი გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ შეგ­რძნე­ბას და სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს. ისე­თი გრძნო­ბა გე­უფ­ლე­ბა თით­ქოს ცო­ტაც და ამ­ლურჯ მა­სა­ში სრუ­ლად გა­იხ­სნე­ბი და შენი სხე­უ­ლის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლა­კი ამ უფსკრულს სა­მუ­და­მოდ შე­ერ­წყმე­ბა", - ასე აღ­წე­რენ სა­კუ­თარ მოღ­ვა­წე­ო­ბას სიღ­რმე­ზე მყვინ­თა­ვე­ბი (ფრი­და­ი­ვე­რე­ბი) - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სუნ­თქი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე ზღვე­ბი­სა და ოკე­ა­ნე­ე­ბის სიღ­რმე­ებს იპყრო­ბენ.

სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბით სიღ­რმე­ზე ყვინ­თვით ადა­მი­ა­ნი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან არის და­კა­ვე­ბუ­ლი. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი­სას ძვე­ლი მე­სო­პო­ტა­მი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 4 500 წლით და­თა­რი­ღე­ბულ მარ­გა­ლი­ტე­ბით გა­წყო­ბილ ნივ­თებს მი­აკ­ვლი­ეს. მარ­გა­ლი­ტი კი, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­ლუს­კის ნი­ჟა­რა­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ზღვის ფსკერ­ზე ბი­ნად­რობს.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპ­ნო­ეს (სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბა) ხე­ლოვ­ნე­ბას ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა მიზ­ნებ­ში იყე­ნებ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე ფრი­და­ი­ვინ­გის ის­ტო­რია და­სა­ბამს 1949 წელს იღებს, რო­დე­საც ფრან­გმა რა­ი­მონ­დო ბუ­შემ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის 30 მ-ზე ჩაყ­ვინ­თა. მა­ლე­ვე ამ მიღ­წე­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მსურ­ვე­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ. და­წყე­ბუ­ლი პა­ექ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ფრი­და­ი­ვინ­გის ფი­ზი­ო­ლო­გია მა­შინ თით­ქმის არ იყო შეს­წავ­ლი­ლი და ექი­მე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ 50 მეტ­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რია. იმის იქით წყლის წნე­ვა ადა­მი­ანს გულ­მკერდს გა­უ­ჭყლეტ­და.

ეს თე­ო­რია 1961 წელს ენცო მა­ი­ორ­კამ და­ამ­სხვრია - მან 51 მ-ის სიღ­რმე­ზე ჩაყ­ვინ­თა. მე­ო­რე ცნო­ბი­ლი მყვინ­თა­ვი ჟაკ მა­ი­ო­ლი, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სიღ­რმე­ზე ყვინ­თვას და­უთ­მო, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც 100 მ-იან ზღვარს მი­აღ­წია.

ფრი­და­ი­ვი­ინ­გის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, 1988 წელს მსოფ­ლიო კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­სულ­მა რე­ჟი­სორ ლუკ ბე­სო­ნის ფილმმა "ლურ­ჯი უფსკრუ­ლი" შე­უ­წყო ხელი. ფილ­მის ორი გმი­რი - ენცო მო­ლი­ნა­რი და ჟაკ მა­ი­ო­ლი ერ­თმა­ნეთს სიღ­რმე­ში ყვინ­თვა­ში ეჯიბ­რე­ბი­ან. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ფილ­მს და თა­ვად მის გმი­რებს რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის - ენცო მა­ი­ორ­კას და ჟაკ მა­ი­ო­ლის ცხოვ­რე­ბა უდევს სა­ფუძ­ვლად.

რე­კორ­დე­ბის დამ­ყა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის­გან დიდ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მო­ი­თხოვს. 1973 წელს სი­ცი­ლი­ას­თან მო­რი­გი რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბი­სას, სა­სუნ­თქი ვარ­ჯი­შე­ბის შემ­დეგ, ენცო მა­ი­ორ­კამ 23 კგ-იან ტვირთს მო­კი­და ხელი და თა­ვით ლურჯ უფსკრულ­ში გა­და­ეშ­ვა. ყუ­რის წნე­ვის გა­თა­ნაბ­რე­ბის­თვის 30 მ-ის სიღ­რმე­ზე ის 3 წმ-ით შე­ჩერ­და. 50 მ-ზე 6 წმ-იანი და­ყოვ­ნე­ბის შედმდეგ ის პირ­და­პირ 80 მ-იანი ნიშ­ნუ­ლის­კენ გა­ე­შუ­რა. რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბას მან 2 წთ და 19 წმ მო­ან­დო­მა.

2002 წელს ფრან­გმა ლუ­კას ლე­ფებრმა უნი­კა­ლუ­რი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. აკ­ვა­ლან­გის გა­რე­შე მან 162 მ-ზე ჩაყ­ვინ­და. მისი წინა რე­კორ­დი 137 მ-ი იყო. 2004 წელს ლე­ფებ­რი სა­კუ­თა­რი რე­კორ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სას და 171 მ-ზე ჩას­ვლას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ წყლი­დან ის აღარ ამო­სუ­ლა. ლურ­ჯმა უფსკრულ­მა გა­ბე­დუ­ლი მყვინ­თა­ვი სა­მუ­და­მოთ თა­ვის­თან და­ი­ტო­ვა.

დიდ სიღ­რმე­ებ­ზე ყვინ­თვა ბევრ საფრ­თხეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი სიღ­რმის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის პულ­სი და გუ­ლის­ცე­მის რიტ­მი ორ­ჯერ მცირ­დე­ბა. იც­ვლე­ბა სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის ხა­სი­ა­თი - სხე­უ­ლის პე­რი­ფე­რი­ი­დან ის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის­კენ მი­ე­დი­ნე­ბა.

2012 წელს 253 მ-ზე ჩას­ვლის მცდე­ლო­ბა, ავ­სტრი­ე­ლი ჰერ­ბერტ ნიც­შის­თვის მძი­მე ტრავ­მე­ბით დას­რულ­და. ჩაყ­ვინ­თვი­სას მან აზო­ტის ნარ­კო­ზი მი­ი­ღო. ნორმ­ლუ­რი ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვის პი­რო­ბებ­ში აზო­ტი - ინერ­ტუ­ლი აირი, ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი შემ­ცვე­ლო­ბის ზრდას, ჩაყ­ვინ­თვი­სას ჰიდ­როს­ტა­ტი­კუ­რი წნე­ვის ზრდა იწ­ვევს. გარ­კვე­ულ სიღ­რმე­ზე ორ­გა­ნიზ­მი აზო­ტით ზედ­მე­ტად ჯერ­დე­ბა და გაზი ადა­მი­ან­ზე ნარ­კო­ზი­ვით მოქ­მე­დებს. ნიც­შემ გო­ნე­ბა და­კარ­გა. ბა­გირ­ზე და­მაგ­რე­ბულ­მა მო­წყო­ბი­ლო­ბამ სპორ­ტსმე­ნი ზე­და­პირ­ზე ავა­რი­უ­ლად ამო­იყ­ვა­ნა. ტრავ­მე­ბის არი­დე­ბის­თვის, ბოლო 10-15 მ მყვინ­თავ­მა ნელა უნდა გა­ი­ა­როს. ნიც­შის შემ­თხვე­ვა­ში ეს არ მოხ­და და ზე­და­პირ­ზე სწა­ფად ამო­სულ­მა ყუ­რე­ბის ტრავ­მე­ბი და დე­კომ­პრე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მი­ი­ღო.

სიღ­რმე­ზე მყვინ­თა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი წნე­ვის ცვა­ლე­ბა­დო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არას­წო­რი მოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ან­მა კბი­ლე­ბის, ტრა­ქე­ი­სა და ფილ­ტვე­ბის, ყუ­რე­ბის, თა­ვის ქა­ლის წი­ა­ღე­ბის ბა­როტ­რავ­მე­ბი შე­ი­ძე­ბა მი­ი­ღოს.

ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი­სა და ექი­მე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფრი­და­ი­ვინ­გი პო­პუ­ლა­ო­ბას კვლა­ვაც ინარ­ჩუ­ნებს. დღეს სიღ­რმე­ში ყვინ­თვა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რა­ზე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და მი­ღე­ბუ­ლი რე­კორ­დე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას ორი ორ­გა­ნი­ზა­ცია ახ­დენს - CMAS და AIDA. ორი­ვე მათ­განს რამ­დე­ნი­მე დის­ციპ­ლი­ნა აქვს (ყვინ­თვა ლას­ტე­ბით და მათ გა­რე­შე, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი, მუდ­მი­ვი და ცვლა­დი წო­ნით და ა.შ.). AIDA-ის ვერ­სი­ით, ფრი­და­ი­ვინ­გის სა­უ­კე­თე­სო მყვინ­თა­ვი, 8 დის­ციპ­ლი­ნა­ში მსოფ­ლიო რე­კორ­დე­ბის მფლო­ბე­ლი ავ­სტრი­ე­ლი ჰერ­ბეტს ნიც­შია. მისი სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია - 214 მ-ის სიღ­რმე შე­უ­ზღუ­დავ დის­ციპ­ლი­ნა­ში.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

ლურჯი უფსკრულის ბინადარნი - ადამიანები, რომლებიც სასუნთქი აღჭურვილობის გარეშე ოკეანეების სიღრმეებს იპყრობენ

ლურჯი უფსკრულის ბინადარნი - ადამიანები, რომლებიც სასუნთქი აღჭურვილობის გარეშე ოკეანეების სიღრმეებს იპყრობენ

"გარშემო არსებულ იდეალურ სიჩუმეს მხოლოდ ზღვის ბინადართა იშვიათი ხმები არღვევენ. სიჩუმე და მაროტოობა - მხოლოდ ეს ორნი არიან შენი მეგზურნი. ქვემოთ - უკიდეგანო ლურჯი უფსკრულია, რომელიც მაგნიტივით გიზიდავს. სიღრმეში ჩასვლასთან ერთად ზედაპირიდან მომავალი შუქი თანდათანობით ფერმკრთალდება და ლურჯი მასა შავ იერს იძენს. წყლის მიერ შექმნილი უწონობის ეფექტი განუმეორებელ შეგრძნებას და სიამოვნებას განიჭებს. ისეთი გრძნობა გეუფლება თითქოს ცოტაც და ამლურჯ მასაში სრულად გაიხსნები და შენი სხეულის თითოეული ნაწილაკი ამ უფსკრულს სამუდამოდ შეერწყმება", - ასე აღწერენ საკუთარ მოღვაწეობას სიღრმეზე მყვინთავები (ფრიდაივერები) - ადამიანები, რომლებიც სასუნთქი აღჭურვილობის გარეშე ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეებს იპყრობენ.

სუნთქვის შეკავებით სიღრმეზე ყვინთვით ადამიანი უხსოვარი დროიდან არის დაკავებული. არქეოლოგიური გათხრებისას ძველი მესოპოტამიის ტერიტორიაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 500 წლით დათარიღებულ მარგალიტებით გაწყობილ ნივთებს მიაკვლიეს. მარგალიტი კი, როგორც მოგეხსენებათ, მოლუსკის ნიჟარაში წარმოიქმნება, რომელიც თავის მხრივ ზღვის ფსკერზე ბინადრობს.

საუკუნეების განმავლობაში აპნოეს (სუნთქვის შეკავება) ხელოვნებას ადამიანი სხვადასხვა მიზნებში იყენებდა. თანამედროვე ფრიდაივინგის ისტორია დასაბამს 1949 წელს იღებს, როდესაც ფრანგმა რაიმონდო ბუშემ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებისთვის 30 მ-ზე ჩაყვინთა. მალევე ამ მიღწევის გაუმჯობესების მსურველებიც გამოჩნდნენ. დაწყებული პაექრობა დღემდე გრძელდება.

ფრიდაივინგის ფიზიოლოგია მაშინ თითქმის არ იყო შესწავლილი და ექიმები მიიჩნევდნენ, რომ 50 მეტრი მაქსიმალური ზღვარია. იმის იქით წყლის წნევა ადამიანს გულმკერდს გაუჭყლეტდა.

ეს თეორია 1961 წელს ენცო მაიორკამ დაამსხვრია - მან 51 მ-ის სიღრმეზე ჩაყვინთა. მეორე ცნობილი მყვინთავი ჟაკ მაიოლი, რომელმაც მთელი ცხოვრება სიღრმეზე ყვინთვას დაუთმო, ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელმაც 100 მ-იან ზღვარს მიაღწია.

ფრიდაივიინგის პოპულარიზაციას, 1988 წელს მსოფლიო კინოეკრანებზე გამოსულმა რეჟისორ ლუკ ბესონის ფილმმა "ლურჯი უფსკრული" შეუწყო ხელი. ფილმის ორი გმირი - ენცო მოლინარი და ჟაკ მაიოლი ერთმანეთს სიღრმეში ყვინთვაში ეჯიბრებიან. საგულისხმოა, რომ ფილმს და თავად მის გმირებს რეალური ადამიანების - ენცო მაიორკას და ჟაკ მაიოლის ცხოვრება უდევს საფუძვლად.

რეკორდების დამყარება ადამიანისგან დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს მოითხოვს. 1973 წელს სიცილიასთან მორიგი რეკორდის დამყარებისას, სასუნთქი ვარჯიშების შემდეგ, ენცო მაიორკამ 23 კგ-იან ტვირთს მოკიდა ხელი და თავით ლურჯ უფსკრულში გადაეშვა. ყურის წნევის გათანაბრებისთვის 30 მ-ის სიღრმეზე ის 3 წმ-ით შეჩერდა. 50 მ-ზე 6 წმ-იანი დაყოვნების შედმდეგ ის პირდაპირ 80 მ-იანი ნიშნულისკენ გაეშურა. რეკორდის დამყარებას მან 2 წთ და 19 წმ მოანდომა.

2002 წელს ფრანგმა ლუკას ლეფებრმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. აკვალანგის გარეშე მან 162 მ-ზე ჩაყვინდა. მისი წინა რეკორდი 137 მ-ი იყო. 2004 წელს ლეფებრი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებისას და 171 მ-ზე ჩასვლას შეეცადა, მაგრამ წყლიდან ის აღარ ამოსულა. ლურჯმა უფსკრულმა გაბედული მყვინთავი სამუდამოთ თავისთან დაიტოვა.

დიდ სიღრმეებზე ყვინთვა ბევრ საფრთხესთანაა დაკავშირებული. გარკვეული სიღრმის შემდეგ ადამიანის პულსი და გულისცემის რიტმი ორჯერ მცირდება. იცვლება სისხლის მიმოქცევის ხასიათი - სხეულის პერიფერიიდან ის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებისკენ მიედინება.

2012 წელს 253 მ-ზე ჩასვლის მცდელობა, ავსტრიელი ჰერბერტ ნიცშისთვის მძიმე ტრავმებით დასრულდა. ჩაყვინთვისას მან აზოტის ნარკოზი მიიღო. ნორმლური ატმოსფერული წნევის პირობებში აზოტი - ინერტული აირი, ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში არ მონაწილეობს. მისი შემცველობის ზრდას, ჩაყვინთვისას ჰიდროსტატიკური წნევის ზრდა იწვევს. გარკვეულ სიღრმეზე ორგანიზმი აზოტით ზედმეტად ჯერდება და გაზი ადამიანზე ნარკოზივით მოქმედებს. ნიცშემ გონება დაკარგა. ბაგირზე დამაგრებულმა მოწყობილობამ სპორტსმენი ზედაპირზე ავარიულად ამოიყვანა. ტრავმების არიდებისთვის, ბოლო 10-15 მ მყვინთავმა ნელა უნდა გაიაროს. ნიცშის შემთხვევაში ეს არ მოხდა და ზედაპირზე სწაფად ამოსულმა ყურების ტრავმები და დეკომპრესიული დაავადება მიიღო.

სიღრმეზე მყვინთავების ყველაზე გავრცელებული ტრავმები წნევის ცვალებადობასთანაა დაკავშირებული. არასწორი მოქმედების შემთხვევაში ადამიანმა კბილების, ტრაქეისა და ფილტვების, ყურების, თავის ქალის წიაღების ბაროტრავმები შეიძება მიიღოს.

ფატალური შედეგებისა და ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, ფრიდაივინგი პოპულაობას კვლავაც ინარჩუნებს. დღეს სიღრმეში ყვინთვაში საერთაშორისო ასპარაზების ორგანიზებას და მიღებული რეკორდების დაფიქსირებას ორი ორგანიზაცია ახდენს - CMAS და AIDA. ორივე მათგანს რამდენიმე დისციპლინა აქვს (ყვინთვა ლასტებით და მათ გარეშე, თავისუფალი სტილი, მუდმივი და ცვლადი წონით და ა.შ.). AIDA-ის ვერსიით, ფრიდაივინგის საუკეთესო მყვინთავი, 8 დისციპლინაში მსოფლიო რეკორდების მფლობელი ავსტრიელი ჰერბეტს ნიცშია. მისი საუკეთესო მაჩვენებელია - 214 მ-ის სიღრმე შეუზღუდავ დისციპლინაში.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"