პარტნიორები:

    კინგსმა მოსწავლეთა პერსონალური განათლების ინოვაციური პროგრამა შექმნა!

    კინგსმა მოსწავლეთა პერსონალური განათლების ინოვაციური პროგრამა შექმნა!

    2012 წლიდან საგანმანათლებლო კომპანია კინგსი ატარებს სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებს.საგნობრივი ტესტირებები საქართველოს გარდა ტარდება ესტონეთში, ლიტვასა და პოლონეთში და ერთიანად ყოველ სეზონზე 200 000-ზე მეტ მოსწავლეს მოიცავს.

    2017 წლის შემოდგომის სეზონისთვის მზადება კომპანიამ მოულოდნელი განცხადებით დაიწყო. მათი ფეისბუქისა და ვებ-გვერდის საშუალებით დააანონსეს, რომკინგსი სტანდარტული ოლიმპიადების ჩატარებას წყვეტდა.

    დაინტერესებული მომხმარებლების ინტერესს კომპანიამ 15 აგვისტოს, ვიდეო პრეზენტაციის საშუალებით უპასუხა და მათ აუწყა, რომ 2017 წლის შემოდგომის სეზონიდან კინგსი საქართველოში პერსონალური განათლების სისტემის დანერგვას იწყებს.

    კინგსის სასწავლო პროგრამა შედგება ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმისგან, რომელთანაც ინტეგრირებულია კინგსის საგანმანათლებლო საოლიმპიადე აქტივობები.

    როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროგრამა ეფუძნება დიაგნოსტიკურ ალგორითმს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და, აქედან გამომდინარე, მის ინდივიდუალურ განვითარებაზე ზრუნვა.

    ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პლატფორმა თამაშის, ე.წ „გეიმიფიკაციის“ ელემენტებითაა შექმნილი, რაც თითოეული მოსწავლის განვითარების პროცესს მეტ ხალისსა და მრავალფეროვნებას შესძენს!

    კინგსის სასწავლო პროგრამა სექტემბრიდან დაიწყება და მასში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლება.

    დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კინგსის ოფიციალურ გვერდს: www.kings.ge ან იხილოთ ვიდეო (ვიდეოს ლინკი)

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი