კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი დაუპატენტებელი გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა
ოთხი დაუპატენტებელი გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა

რენტგე­ნის სხი­ვე­ბი, პე­ნი­ცი­ლი­ნი, პო­ლი­ო­მე­ლი­ტის ვაქ­ცი­ნა - რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა, მეც­ნი­ე­რებს სა­კუ­თა­რი გა­მო­გი­ნე­ბე­ბის ხარ­ჯზე ფუ­ლის შოვ­ნა რომ გა­ნეზ­რა­ხათ.

პა­ტენ­ტი ერ­თგვა­რი დამ­ცა­ვი დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რის უფ­ლე­ბებს იცავს და შე­სა­ბა­მის ინო­ვა­ცი­ა­ზე მის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას და ავ­ტო­რო­ბას ამ­ტკი­ცებს. იუ­რი­დუ­ლი კუ­თხით, პა­ტენ­ტის რო­გორც და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბა მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ქა­ღალ­დი პროგ­რე­სის ტემპს ანე­ლებს.

კა­ცობ­რი­ო­ბის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში არა­ერ­თი მა­გა­ლი­თის მო­ძი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი გა­მო­გო­ნე­ბე­ბის და­პა­ტენ­ტე­ბა­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბის შოვ­ნა­ზე მეც­ნი­ე­რებ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვეს.

1895 წელს ვი­ურცბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ვილ­ჰლმ კონ­რად რენტგე­ნი სა­კუ­თარ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნის მომსწრე გახ­და. ელექტრუ­ლი მუხ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მეც­ნი­ე­რი ინერ­ტულ აი­რებ­ზე ცდებს ატა­რე­და. ექ­სპე­ტი­მენ­ტის სი­ზუს­ტის­თვის, შავ გა­უმჭრ­ვა­ლე ქა­ღალ­დში გახ­ვე­უ­ლი მი­ნის მი­ლი­დან გა­მო­სულ­მა გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის გა­მოს­ხი­ვე­ბამ იქვე, მა­გი­და­ზე არ­სე­ბუ­ლი ბა­რი­უ­მის კრის­ტა­ლე­ბის ნა­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. შუ­შის მილ­ზე ელექტრუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის შეს­წყვე­ტის­თა­ნა­ვე ნა­თე­ბა ქრე­ბო­და.

აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნის დე­ტა­ლუ­რი ახ­სნა რენტგენ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეძ­ლო. აღ­მო­ჩე­ნილ სხი­ვებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის სხე­ულს "გამ­ჭრ­ვა­ლეს" ხდი­და და ძვლე­ბის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და - X-სხი­ვე­ბი ეწო­და. დღეს ისი­ნი რენტგე­ნის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ამ აღ­მო­ჩე­ნა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რენტგე­ნოგ­რა­ფია და თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია.

ვილ­გელმ რენტგე­ნი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი პირ­ვე­ლი ფი­ზი­კო­სი გახ­და. მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი ჯილ­დო მან უკ­ლებ­ლივ სა­კუ­თარ უნი­ვერ­სი­ტეტს გა­დას­ცა და გა­მო­გო­ნე­ბის და­პა­ტენ­ტე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პო­ლი­ო­მე­ლი­ტი უკურ­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და. მწვა­ვე ვირუ­სუ­ლი და­ავ­დე­ბის­გან, რო­მე­ლიც ზურ­გის ტვი­ნის რუხ ნივ­თი­ე­რე­ბას აზი­ა­ნებს, ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი იტან­ჯე­ბი­ან. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ო­მე­ლი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ხე­ი­ბა­რი რჩე­ბა.

1948 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მეც­ნი­ე­რე­ბის გუნ­დმა ამ და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ჯგუფს, რო­მელ­შიც საბ­ჭო­თა მეც­ნი­ე­რე­ბიც (მი­ხე­ილ ჩუ­მა­ო­ვი და ანა­ტო­ლი სმო­რო­დინ­ცე­ვი) შე­დი­ოდ­ნენ, ამე­რი­კე­ლი ჯო­ნას სოლ­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ვაქ­ცი­ნის შექ­მნას 7-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­და. მი­ზეზ­თა გამო, პო­ლი­ო­მე­ლი­ტის და­მარ­ცხე­ბის­თვის გუნ­დი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. თუმ­ცა ჯილ­დოს სა­ხით ამ მეც­ნი­ე­რებ­მა ათა­სო­ბით და ათი­ა­თა­სო­ბით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე მი­ი­ღეს. მხო­ლოდ სსრკ-ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად, 1961 წელს პო­ლი­ო­მე­ლი­ტით და­ა­ვა­დე­ბის რი­ცხვი 22 000-დან 4 000-მდე შემ­ცირ­და. მომ­დევ­ნო წელს ინ­ფი­ცი­რე­ბის რი­ცხვი 100-150-მდე და­ე­ცა.

არა­ერ­თი სარ­ფი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სოლკ­მა ვაქ­ცი­ნის და­პა­ტენ­ტე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მისი აზ­რით, გა­მო­გო­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­კუთ­რე­ბა იყო. ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს დროს ჟურ­ნა­ლის­ტის მო­რიგ კი­თხვა­ზე ვაქ­ცი­ნის და­პა­ტენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, ჯო­ნას სოლკ­მა ხუმ­რო­ბით უპა­სუ­ხა - "თქვენ და­ა­პა­ტენ­ტებ­დით მზეს?".

1928 წლის­თვის ალექ­სან­დრე ფლე­მინ­გი ბრი­ტა­ნე­თის სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. უფ­რო­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლისტს დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და.

ცნო­ბა­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფლე­მინ­გის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­დამ ქა­ო­სი და უწეს­რი­გო­ბა სუ­ფევ­და. ფლე­მინ­გის ცხოვ­რებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი აღ­მო­ჩე­ნა სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბამ გა­ნა­პი­რობ­და. შვე­ბუ­ლე­ბი­დან 1 თვის შემ­დეგ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ერთ-ერთ ჭურ­ჭელ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი სტა­ფი­ლო­კო­კის კულ­ტუ­რის ნაც­ვლად უც­ნა­უ­რი ობი აღ­მო­ა­ჩი­ნა. დე­ტა­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბი­სას ფლე­მინ­გმა აღ­მო­აჩ­ნია, რომ უც­ნა­ურ ობს და მის მიერ გა­ჩე­ნილ სო­კოს სტა­ფი­ლო­კო­კის ბაქ­ტე­რი­ე­ბი და­ე­ხო­ცა.

ან­ტი­ბაქ­ტე­რი­ულ ნივ­თი­ე­რე­ბას ფლე­მინ­გმა პე­ნი­ცი­ლი­ნი და­არ­ქვა. თავ­და­პირ­ვე­ლად მეც­ნი­ე­რი მას მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლავ­და. ის ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ დიდი დო­ზით ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პე­ნი­ცი­ლი­ნი ვირუ­სულ და­ა­ვა­დე­ბებს და ბაქ­ტე­რი­ებს და­ა­მარ­ცხებ­და.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს პე­ნი­ცი­ლი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნილ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­მა უამ­რა­ვი დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. 1945 წელს ფლე­მინგს ნო­ბე­ლის პრე­მია მი­ა­ნი­ჭეს. მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­მაც მე­დი­ცი­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, მი­იჩ­ნევ­და, რომ მისი გა­მო­გო­ნე­ბა პლა­ნე­ტის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ოთხი დაუპატენტებელი გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა

ოთხი დაუპატენტებელი გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინა

რენტგენის სხივები, პენიცილინი, პოლიომელიტის ვაქცინა - როგორი იქნებოდა თანამედროვე მედიცინა, მეცნიერებს საკუთარი გამოგინებების ხარჯზე ფულის შოვნა რომ განეზრახათ.

პატენტი ერთგვარი დამცავი დოკუმენტია, რომელიც კონკრეტული გამოგონების ავტორის უფლებებს იცავს და შესაბამის ინოვაციაზე მის ინტელექტუალურ საკუთრებას და ავტორობას ამტკიცებს. იურიდული კუთხით, პატენტის როგორც დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა მნიშნელოვანია. თუმცა მეცნიერების შემთხვევაში ასეთი ქაღალდი პროგრესის ტემპს ანელებს.

კაცობრიობის უახლეს ისტორიაში არაერთი მაგალითის მოძიება შეიძლება, როდესაც საკუთარი გამოგონებების დაპატენტებაზე და, შესაბამისად, საკმაოდ სოლიდური თანხების შოვნაზე მეცნიერებმა შეგნებულად კატეგორიული უარი თქვეს.

1895 წელს ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ვილჰლმ კონრად რენტგენი საკუთარ ლაბორატორიაში უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. ელექტრული მუხტების გამოყენებით მეცნიერი ინერტულ აირებზე ცდებს ატარედა. ექსპეტიმენტის სიზუსტისთვის, შავ გაუმჭრვალე ქაღალდში გახვეული მინის მილიდან გამოსულმა გაურკვეველი წარმოშობის გამოსხივებამ იქვე, მაგიდაზე არსებული ბარიუმის კრისტალების ნათება გამოიწვია. შუშის მილზე ელექტრული ზემოქმედების შესწყვეტისთანავე ნათება ქრებოდა.

აღმოჩენილი ახალი ფიზიკური მოვლენის დეტალური ახსნა რენტგენმა მოგვიანებით შეძლო. აღმოჩენილ სხივებს, რომლებიც ადამიანის სხეულს "გამჭრვალეს" ხდიდა და ძვლების დანახვის შესაძლებლობას იძლეოდა - X-სხივები ეწოდა. დღეს ისინი რენტგენის სახელით არის ცნობილი. ამ აღმოჩენაზეა დაფუძნებული რენტგენოგრაფია და თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფია.

ვილგელმ რენტგენი ნობელის პრემიის ლაურეატი პირველი ფიზიკოსი გახდა. მიღებული ფულადი ჯილდო მან უკლებლივ საკუთარ უნივერსიტეტს გადასცა და გამოგონების დაპატენტებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

გასული საუკუნის დასაწყისში პოლიომელიტი უკურნებელ დაავადებად მიიჩნეოდა. მწვავე ვირუსული დაავდებისგან, რომელიც ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებას აზიანებს, ყველაზე ხშირად ბავშვები იტანჯებიან. უმეტეს შემთხვევაში პოლიომელიტით დაავადებული ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ხეიბარი რჩება.

1948 წელს საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, მეცნიერების გუნდმა ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა. ჯგუფს, რომელშიც საბჭოთა მეცნიერებიც (მიხეილ ჩუმაოვი და ანატოლი სმოროდინცევი) შედიოდნენ, ამერიკელი ჯონას სოლკი ხელმძღვანელობდა.

ვაქცინის შექმნას 7-წლიანი მუშაობა დასჭირდა. მიზეზთა გამო, პოლიომელიტის დამარცხებისთვის გუნდი ნობელის პრემიის გარეშე დარჩა. თუმცა ჯილდოს სახით ამ მეცნიერებმა ათასობით და ათიათასობით გადარჩენილი ბავშვის სიცოცხლე მიიღეს. მხოლოდ სსრკ-ში ოფიციალური მონაცემებით ვაქცინის გამოყენების შედეგად, 1961 წელს პოლიომელიტით დაავადების რიცხვი 22 000-დან 4 000-მდე შემცირდა. მომდევნო წელს ინფიცირების რიცხვი 100-150-მდე დაეცა.

არაერთი სარფიანი შემოთავაზების მიუხედავად, სოლკმა ვაქცინის დაპატენტებაზე უარი განაცხადა. მისი აზრით, გამოგონება მთელი მსოფლიოს საკუთრება იყო. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე ვაქცინის დაპატენტების შესახებ, ჯონას სოლკმა ხუმრობით უპასუხა - "თქვენ დააპატენტებდით მზეს?".

1928 წლისთვის ალექსანდრე ფლემინგი ბრიტანეთის სამეცნიერო წრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. უფროსი საზოგადოება ახალგაზრდა სპეციალისტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

ცნობადობის მიუხედავად, ფლემინგის ლაბორატორიაში მუდამ ქაოსი და უწესრიგობა სუფევდა. ფლემინგის ცხოვრებში გაკეთებული ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ ამ გარემოებამ განაპირობდა. შვებულებიდან 1 თვის შემდეგ, ლაბორატორიაში დაბრუნებულმა ერთ-ერთ ჭურჭელში დატოვებული სტაფილოკოკის კულტურის ნაცვლად უცნაური ობი აღმოაჩინა. დეტალური დაკვირვებისას ფლემინგმა აღმოაჩნია, რომ უცნაურ ობს და მის მიერ გაჩენილ სოკოს სტაფილოკოკის ბაქტერიები დაეხოცა.

ანტიბაქტერიულ ნივთიერებას ფლემინგმა პენიცილინი დაარქვა. თავდაპირველად მეცნიერი მას მხოლოდ ადგილობრივი გამოყენების საშუალებად განიხილავდა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დიდი დოზით ორგანიზმში შეყვანის შემთხვევაში, პენიცილინი ვირუსულ დაავადებებს და ბაქტერიებს დაამარცხებდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს პენიცილინის გამოყენებით შექმნილმა ანტიბიოტიკებმა უამრავი დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა. 1945 წელს ფლემინგს ნობელის პრემია მიანიჭეს. მეცნიერი, რომელმაც მედიცინაში გადატრიალება მოახდინა, მიიჩნევდა, რომ მისი გამოგონება პლანეტის ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი