პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელგანთქმული ვანელები - ცნობილი ქართველები, რომლებსაც მშობლიური ქალაქი აერთიანებთ
სახელგანთქმული ვანელები - ცნობილი ქართველები, რომლებსაც მშობლიური ქალაქი აერთიანებთ

ქა­ლა­ქი ვანი ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია. მისი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა ან­ტი­კუ­რი ნა­ქა­ლა­ქა­რი, რო­მე­ლიც 2007 წლის 24 ოქ­ტომ­ბრი­დან იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის საც­დელ სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი.

სა­ხელ­წო­დე­ბა "ვანი" აკა­დე­მი­კოს ოთარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ძველ ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავ­და - "სახ­ლს", "სად­გურს", "და­ბას", "სა­ცხოვ­რე­ბელს".

ვანს, რო­გორც უდი­დე­სი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის წყა­როს, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეს XIX სა­უ­კუ­ნე­ში. 1847-1848 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და ქარ­თვე­ლო­ლო­გი აკა­დე­მი­კო­სი მარი ბრო­სე, ქუ­თა­ის­ში ყოფ­ნი­სას სა­პა­ტიო სტუმ­რის­თვის მა­მა­კა­ცის თა­ვის ქან­და­კე­ბა მი­ურ­თმე­ვი­ათ, რო­მე­ლიც "სა­ჩი­ნოს" ერთ-ერთ საფ­ლავ­ში ყო­ფი­ლა ნა­პოვ­ნი. ბრო­სეს აღ­წე­რით, ქან­და­კე­ბა იყო: "მა­მა­კა­ცის ბი­უს­ტი მხრე­ბის და­სა­წყი­სამ­დე, თმი­ა­ნი და წვე­რი­ა­ნი, არ­წი­ვი­სებ­რი დიდი ცხვი­რი­თა და სარ­დო­ნი­კუ­ლი სი­ცი­ლით". 1876 წელს გა­ზე­თი "დრო­ე­ბა" წერ­და: "აქ ისე წვი­მა არ მოვა, რომ არ ჩა­მო­ი­ტა­ნოს გო­რი­დან ნი­აღ­ვარ­მა ხან ოქ­რო­ე­ბი, ხან ოქ­როს ძეწ­კვე­ბი, ხან ბეჭ­დე­ბი, ხან რა და ხან რა ნივ­თე­უ­ლო­ბა... დიდი სიმ­დიდ­რე უნდა იყოს ამ გო­რა­ზე..." ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი ვა­ნით ამ სტა­ტი­ის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და და 1896 წელს პირ­ვე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი და­ი­წყო, რო­მელ­მაც სის­ტე­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი 1947 წლი­დან მი­ი­ღო.

ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია გვი­ა­ნი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხის ნან­გრე­ვე­ბი: "სა­ჩი­ნოს" ციხე (მშვი­დო­ბის გორა) და "სე­ბე­კას ციხე" (სა­ა­ვად­მყო­ფოს ახ­ლოს, ბორ­ცვზე). იქვე შე­იმ­ჩნე­ვა ჩი­ჯა­ვა­ძე­ე­ბის კა­რის ეკ­ლე­სი­ის მცი­რე ზო­მის ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვე­ბი...

1926 წლის­თვის ვა­ნის თემი შედ­გე­ბო­და 12 სოფ­ლის­გან და მისი მო­სახ­ლე­ო­ბა 10.762 ადა­მი­ა­ნი იყო. 2014 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქა­ლაქ­ში 3.744 მო­სახ­ლე ცხოვ­რობს.

ვან­მა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ერ­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღუ­ზარ­და, გვინ­და, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბის გზა გა­ვიხ­სე­ნოთ.

კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი

კა­ლის­ტრა­ტე (ბი­ჭი­კო) ცინ­ცა­ძე 1866 წელს, ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ ტო­ბა­ნი­ერ­ში (ახ­ლან­დე­ლი ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ქუ­თა­ი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის წარ­ჩი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა, სა­დაც მკაც­რი რე­ჟი­მი და ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბა იყო. 1886 წლის 24 მა­ისს მის­მა თა­ნა­კურ­სელ­მა იო­სებ ლა­ღი­აშ­ვილ­მა რექ­ტო­რი ჩუ­დეც­კი მოკ­ლა, რაც რუ­სე­თის რე­აქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის და­სა­წყი­სი აღ­მოჩ­ნდა. კა­ლის­ტრა­ტე ამ მოვ­ლე­ნე­ბის შუ­ა­გულ­ში ტრი­ა­ლებ­და...

სწავ­ლა შემ­დეგ კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ნაგ­რძო. უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნი­სას მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ოტი­ლია ტო­მა­სი გა­იც­ნო და სამ­შობ­ლო­ში ლუ­თე­რა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც აქ მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლა და ჯვა­რიც და­ი­წე­რეს. ექ­ვსი შვი­ლი­დან სამი გარ­და­ეც­ვა­ლათ.

კა­ლის­ტრა­ტე 1893 წელს დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ის დი­აკ­ვნად აკურ­თხეს, მალე - მღვდლად. 1917 წელს დე­კა­ნო­ზი კა­ლის­ტრა­ტე ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლო­ბა­ში აირ­ჩი­ეს, შემ­დეგ - სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლო­ბის უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ში. 1923 წლის იან­ვარ­ში დე­კა­ნო­ზი კა­ლის­ტრა­ტე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კა­თა­ლი­კო­სო საბ­ჭოს წევ­რებ­თან ერ­თად, ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს და მე­ტე­ხის ცი­ხე­ში 3 წელი გა­მო­კე­ტეს.

1925 წლის 31 ოქ­ტო­მებრს უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­ა­რი­ქის ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ნი­ნოწ­მინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სის ხა­რისხში აიყ­ვა­ნეს, უწ­მი­დე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 1925 წლის 11 ნო­ემ­ბრი­დან კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მუდ­მივ მო­საყ­დრედ, რა­საც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი გა­მო­უჩ­ნდნენ... კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი იყო. აქვს ის­ტო­რი­უ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და წე­რი­ლე­ბი.

1932 წლის 21 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის VI კრე­ბა­ზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად აირ­ჩი­ეს. მისი აღ­საყ­დრე­ბა სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში მოხ­და. კა­ლის­ტრა­ტე ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­სად­გე­ნად აქ­ტი­უ­რად იბ­რძო­და.

1952 წლის 3 თე­ბერ­ვალს 86 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. კა­თო­ლი­კო­სის ნეშ­ტი მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის - უწ­მი­დე­სი კი­რი­ონ II-ის, ლე­ო­ნი­დის, ამ­ბრო­სის, ქრის­ტე­ფო­რეს გვერ­დით სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლეს.

კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე - ფი­ლო­ლო­გი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე, თე­ო­ლო­გი

და­ი­ბა­და ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ტო­ბა­ნი­ერ­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) მრა­ვალ­შვი­ლი­ან, გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში.

კორ­ნე­ლიმ სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სხვა­თა დახ­მა­რე­ბით გა­აგ­რძო, რად­გა­ნაც ოჯახს მისი რჩე­ნა უჭირ­და. მას­თან ერ­თად სე­მი­ნა­რი­ა­ში იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლიც სწავ­ლობ­და.

კორ­ნე­ლის მალე მშობ­ლე­ბი გარ­და­ეც­ვა­ლა, და­ობ­ლე­ბულ შვი­ლებს უფ­რო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლი (და) და მისი მე­უღ­ლე (კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძის ძმა) ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სას­წავ­ლებ­ლის წარ­ჩი­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა.

შემ­დეგ ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში მას­წავ­ლებ­ლობ­და. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მის კო­მი­ტე­ტის, ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში.

1916 წელს თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა. კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლია. 1918 წლი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის კა­თედ­რას...

კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძემ ძველ ქარ­თულ მწერ­ლო­ბას, ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ას და არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვან დარ­გის შეს­წავ­ლას დიდი ღვაწ­ლი დას­დო. იყო სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აკა­დე­მი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე.

1962 წლის 7 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში.

გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე - პო­ე­ტი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო პო­ე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი და­ი­ბა­და 1991 წელს ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ჭყვიშ­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლის ოჯახ­ში. სწავ­ლობ­და ქუ­თა­ი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში. მუ­შა­ობ­და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლად. 1912 წელს ქუ­თა­ის­ში და­სახ­ლდა. მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი იბეჭ­დე­ბო­და ქუ­თა­ი­სი­სა და თბი­ლი­სის ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში. გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძემ თა­ვი­დან­ვე და­იმ­კვიდ­რა "გე­ნი­ა­ლუ­რი გა­ლა­კტი­ო­ნის" და "პო­ე­ტე­ბის მე­ფის" სა­ხე­ლი. "მე და ღა­მემ," "მთაწ­მინ­დის მთვა­რემ," "ლურ­ჯა ცხე­ნებ­მა," "სი­ლაჟ­ვარ­დემ," "მე­რიმ" და სხვა ლექ­სებ­მა მის სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი პო­ე­ტუ­რი სამ­ყა­რო წარ­მო­ა­ჩი­ნა... მისი ლექ­სე­ბი თარ­გმნი­ლია მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ენებ­ზე.

გა­ლა­კტი­ო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა 1959 წლის 17 მარტს. სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

ბერი სი­მო­ნი (ერის­კა­ცო­ბა­ში სო­ლო­მონ ბაღ­და­ვა­ძე) - ქარ­თვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო მოღ­ვა­წე

დიდსქე­მო­სა­ნი მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი, ბერი. ათო­ნის ივერ­თა მო­ნას­ტრის ქარ­თვე­ლი ბე­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი მე­თა­უ­რი.

მღვდელ­სქემ­მო­ნა­ზო­ნი სი­მო­ნი სო­ფელ ჭყვიშ­ში (ვა­ნის რა­ი­ო­ნი) და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­სად­მი, ხში­რად და­დი­ო­და გე­ლა­თი­სა და მო­წა­მე­თას მო­ნას­ტრებ­ში.

და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მალე დაქვრივ­და, შვი­ლი არ ჰყო­ლია, თუმ­ცა ობო­ლი ძმის­შვი­ლი აღ­ზრდა და სა­ცხოვ­რებ­ლად გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში გა­და­ვი­და. ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბულ ძმის­შვილს კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბი, სახ­ლი და ქო­ნე­ბა გა­და­უ­ფორ­მა. 1890-იანი წლე­ბის ბო­ლოს ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად სი­მო­ნი ეწო­და. მალე მღვდელ­მო­ნაზვნად აკურ­თხეს. 1901 წელს იე­რუ­სა­ლიმ­ში წმინ­და ად­გი­ლე­ბი მო­ი­ლო­ცა, მერე ათო­ნის წმინ­და მთის ქარ­თველ­თა სა­ვა­ნე­ში დამ­კვიდ­რდა.

მამა სი­მო­ნი ყუ­რა­დღე­ბას არ აკ­ლებ­და მშობ­ლი­ურ სო­ფელს. მისი დახ­მა­რე­ბით იქ ეკ­ლე­სია აშენ­და, რო­მელ­საც ძმის­შვი­ლი ივა­ნე პატ­რო­ნობ­და. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წელს.

გრი­გოლ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე - პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე

სხვა­დას­ხვა დროს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­ში სამ­ხედ­რო, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი­სა და მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა. ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის დროს მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და რევ­კომ­თან. 20-იან წლებ­ში რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. გრი­გოლ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 1937 წელს ჩე­კას ჯურღმუ­ლებ­ში თა­ვის 56-ე და­ბა­დე­ბის დღე­ზე გარ­და­იც­ვა­ლა მა­შინ, რო­დე­საც ბე­რია მის და­კი­თხვას პი­რა­დად აწარ­მო­ებ­და.

გრი­გოლ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და­ი­ბა­და 1881 წელს ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ის­რით­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი).

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე - ქარ­თვე­ლი სიმ­ბო­ლის­ტი პო­ე­ტი, მწე­რა­ლი, "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი

და­ი­ბა­და 1895 წელს მღვდლის ოჯახ­ში, ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ჭყვიშ­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი).

1901 წელს მშობ­ლებ­მა პა­ტა­რა ტი­ცი­ა­ნი სას­წავ­ლებ­ლად ქუ­თა­ი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ა­ბა­რეს, სა­დაც თა­ვის ბი­ძაშ­ვილ­თან - გა­ლა­კტი­ონ­თან ერ­თად სწავ­ლობ­და. 1906 წელს ქუ­თა­ი­სის ვაჟ­თა გიმ­ნა­ზი­ის პირ­ველ კლას­ში ჩა­რი­ცხვა.

ლექ­სე­ბის წერა ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­ი­წყო. მისი ნო­ვე­ლე­ბი, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი და ლექ­სე­ბი 1911 წლი­დან იბეჭ­დე­ბო­და. 1913 წელს ტი­ცი­ან­მა სწავ­ლა მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რძო. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და შე­მოქ­მე­დე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და.

სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში ტი­ცი­ან­მა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო "ცის­ფე­რი ყან­წე­ბის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯგუ­ფის და­ფუძ­ნე­ბა­სა და ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა­ში. 1937 წელს ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს. სხვა ვერ­სი­ით, გა­და­სახ­ლე­ბა­მის­ჯი­ლი პო­ე­ტი ციმ­ბი­რის ტრა­მალ­ზე ჩა­მოს­ვეს და თოვ­ლი­ან ქარ­ბუქ­ში მი­ა­ტო­ვეს. მისი საფ­ლა­ვი არ არ­სე­ბობს...

პო­ე­ტი 1920 წელს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო ექიმ ნინა მა­ყაშ­ვილ­ზე და ჰყავ­დათ ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა ტა­ბი­ძე.

ჯე­მალ ქარჩხა­ძე - მწე­რა­ლი, დრა­მა­ტურ­გი და ესე­ის­ტი

არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი მო­თხრო­ბი­სა და რო­მა­ნის ავ­ტო­რი. მისი თხზუ­ლე­ბე­ბი ბევრ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი. და­ი­ბა­და 1936 წლის 13 მა­ისს ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ უხუთ­ში. "საცა კი ჩემს ნა­წე­რებ­ში სოფ­ლი­სა და ბუ­ნე­ბის სუ­რა­თე­ბია, ყველ­გან ჩემი ბავ­შვო­ბის გა­რე­მოს ას­პექ­ტე­ბი, რა­კურ­სე­ბი და ვა­რი­ა­ცი­ე­ბია, ვი­ნა­ი­დან გო­ნე­ბის თვა­ლი ერ­თთა­ვად ამ გა­რე­მო­ში ტრი­ა­ლებს და კა­ლა­მიც, ასე ვთქვათ, ამ გა­რე­მო­შია ჩა­წე­ბე­ბუ­ლი," - წერ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მწე­რა­ლი.

სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რში, ასე­ვე კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში.

გარ­და მო­თხრო­ბე­ბი­სა და პუბ­ლი­ცის­ტი­კის, ჯე­მალ ქარჩხა­ძემ დრა­მა­ტურ­გო­ბაც სცა­და. მისი პი­ე­სა "დე­ვი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი" მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში იდ­გმე­ბო­და. ჯე­მალს მწერ­ლო­ბის გარ­და იო­გას ვარ­ჯი­შე­ბი იტა­ცებ­და. რო­გორც ამ­ბობ­და: "იოგა ჩემი პრო­ფე­სი­ის­თვის მჭირ­დე­ბო­და, რათა მო­მეხ­დი­ნა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია. დიდი ენერ­გი­ის პატ­რო­ნი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ და რაც ენერ­გია მაქვს, მსურ­და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სწო­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა".

1999 წელს რო­მა­ნი­სათ­ვის "გან­ზო­მი­ლე­ბა" სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია მი­ე­ნი­ჭა. გარ­და­იც­ვა­ლა 1998 წელს, თბი­ლის­ში. დაკ­რძა­ლუ­ლია ქარ­თველ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.

კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძე - ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი.

მსა­ხი­ო­ბი 1928 წლის 1 აპ­რილს ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ ზედა ბზვან­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) და­ი­ბა­და. 1944 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ვაჟ­თა 1-ელი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, იმა­ვე წელს სწავ­ლა თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტში გა­ნაგ­რძო.

1949 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­და. სცე­ნა­ზე 61 წელი გა­ა­ტა­რა, 50-მდე კი­ნო­რო­ლი და 80-მდე სახე აქვს შექ­მნი­ლი თე­ატ­რში.

პირ­ვე­ლი კი­ნო­რო­ლი "მაგ­და­ნას ლურ­ჯა­ში" 1955 წელს იყო. სუ­რათ­მა სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის­თვის კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე "ოქ­როს პალ­მის რტო" და­იმ­სა­ხუ­რა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი "დათა თუ­თაშ­ხია" იყო, სა­დაც ნი­კან­დრო ქი­ლია გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

2008 წლის 23 აპ­რილს რუს­თა­ვე­ლის თე­ატრთან კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. მსა­ხი­ო­ბი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, 2010 წლის ოქ­ტომ­ბერს, 82 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

ნი­კო­ლოზ (ნიკა) აგი­აშ­ვი­ლი - ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი, მთარ­გმნე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი

და­ი­ბა­და 1903 წელს ქუ­თა­ი­სის მაზ­რის სო­ფელ დი­ხაშ­ხო­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი). 1924 წელს და­ამ­თავ­რა ქუ­თა­ი­სის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტექ­ნი­კუ­მი. სწვლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე. სხვა­დას­ხვა წელს მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მი­ა­ნობ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "მე­რა­ნის" თარ­გმნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის რე­დაქ­ცი­ის გამ­გედ.

ავ­ტო­რია მო­ნოგ­რა­ფი­ე­ბი­სა: "სერ­ვან­ტე­სის ცხოვ­რე­ბა," "ჭა­ბუ­კე­ბი დარ­ჩნენ მა­რად" და "ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლი". თარ­გმნა არა­ერ­თი კლა­სი­კო­სის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. დაკ­რძა­ლუ­ლია მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

სახელგანთქმული ვანელები - ცნობილი ქართველები, რომლებსაც მშობლიური ქალაქი აერთიანებთ

სახელგანთქმული ვანელები - ცნობილი ქართველები, რომლებსაც მშობლიური ქალაქი აერთიანებთ

ქალაქი ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. მისი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

სახელწოდება "ვანი" აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა - "სახლს", "სადგურს", "დაბას", "საცხოვრებელს".

ვანს, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების წყაროს, ყურადღება მიაქციეს XIX საუკუნეში. 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე, ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისთვის მამაკაცის თავის ქანდაკება მიურთმევიათ, რომელიც "საჩინოს" ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი. ბროსეს აღწერით, ქანდაკება იყო: "მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით". 1876 წელს გაზეთი "დროება" წერდა: "აქ ისე წვიმა არ მოვა, რომ არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვები, ხან ბეჭდები, ხან რა და ხან რა ნივთეულობა... დიდი სიმდიდრე უნდა იყოს ამ გორაზე..." ექვთიმე თაყაიშვილი ვანით ამ სტატიის შემდეგ დაინტერესდა და 1896 წელს პირველი არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რომელმაც სისტემატიური ხასიათი 1947 წლიდან მიიღო.

ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები: "საჩინოს" ციხე (მშვიდობის გორა) და "სებეკას ციხე" (საავადმყოფოს ახლოს, ბორცვზე). იქვე შეიმჩნევა ჩიჯავაძეების კარის ეკლესიის მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები...

1926 წლისთვის ვანის თემი შედგებოდა 12 სოფლისგან და მისი მოსახლეობა 10.762 ადამიანი იყო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში 3.744 მოსახლე ცხოვრობს.

ვანმა საქართველოს არერთი ცნობილი და წარმატებული ადამიანი აღუზარდა, გვინდა, რამდენიმე მათგანის ცხოვრების გზა გავიხსენოთ.

კალისტრატე ცინცაძე - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

კალისტრატე (ბიჭიკო) ცინცაძე 1866 წელს, ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი) სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც მკაცრი რეჟიმი და ანტიქართული განწყობა იყო. 1886 წლის 24 მაისს მისმა თანაკურსელმა იოსებ ლაღიაშვილმა რექტორი ჩუდეცკი მოკლა, რაც რუსეთის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისი აღმოჩნდა. კალისტრატე ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა...

სწავლა შემდეგ კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. უკრაინაში ყოფნისას მომავალი მეუღლე - ოტილია ტომასი გაიცნო და სამშობლოში ლუთერანი ქალბატონი ჩამოიყვანა, რომელიც აქ მართლმადიდებლად მოინათლა და ჯვარიც დაიწერეს. ექვსი შვილიდან სამი გარდაეცვალათ.

კალისტრატე 1893 წელს დიდუბის ეკლესიის დიაკვნად აკურთხეს, მალე - მღვდლად. 1917 წელს დეკანოზი კალისტრატე ჯერ საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობაში აირჩიეს, შემდეგ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლეს ორგანოში. 1923 წლის იანვარში დეკანოზი კალისტრატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად, ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში 3 წელი გამოკეტეს.

1925 წლის 31 ოქტომებრს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქის ამბროსი ხელაიას ლოცვა-კურთხევით, ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს, უწმიდესის გადაწყვეტილებით, 1925 წლის 11 ნოემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ, რასაც მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ... კალისტრატე ცინცაძე ქაშუეთის ეკლესიის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის გამოკვლევები და წერილები.

1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის VI კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. მისი აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა. კალისტრატე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად აქტიურად იბრძოდა.

1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის გარდაიცვალა. კათოლიკოსის ნეშტი მისი წინამორბედების - უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

კორნელი კეკელიძე - ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი

დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ტობანიერში (ვანის მუნიციპალიტეტი) მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახში.

კორნელიმ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში სხვათა დახმარებით გააგრძო, რადგანაც ოჯახს მისი რჩენა უჭირდა. მასთან ერთად სემინარიაში იოსებ ჯუღაშვილიც სწავლობდა.

კორნელის მალე მშობლები გარდაეცვალა, დაობლებულ შვილებს უფროსი დედმამიშვილი (და) და მისი მეუღლე (კალისტრატე ცინცაძის ძმა) ეხმარებოდნენ. სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სახელმწიფოს ხარჯზე კიევის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

შემდეგ ქუთაისსა და თბილისში მასწავლებლობდა. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების მუშაობაში.

1916 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა. კორნელი კეკელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას...

კორნელი კეკელიძემ ძველ ქართულ მწერლობას, ისტორიოგრაფიას და არაერთი მნიშვნელოვან დარგის შესწავლას დიდი ღვაწლი დასდო. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1962 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

გალაკტიონ ტაბიძე - პოეტი და საზოგადო მოღვაწე

საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დაიბადა 1991 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ვანის მუნიციპალიტეტი) კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა სკოლის მასწავლებლად. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. გალაკტიონ ტაბიძემ თავიდანვე დაიმკვიდრა "გენიალური გალაკტიონის" და "პოეტების მეფის" სახელი. "მე და ღამემ," "მთაწმინდის მთვარემ," "ლურჯა ცხენებმა," "სილაჟვარდემ," "მერიმ" და სხვა ლექსებმა მის სრულიად ახლებური პოეტური სამყარო წარმოაჩინა... მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა ენებზე.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბერი სიმონი (ერისკაცობაში სოლომონ ბაღდავაძე) - ქართველი საეკლესიო მოღვაწე

დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი, ბერი. ათონის ივერთა მონასტრის ქართველი ბერების უკანასკნელი მეთაური.

მღვდელსქემმონაზონი სიმონი სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა. ბავშვობიდან ყურადღებას იჩენდა ღვთისმსახურებისადმი, ხშირად დადიოდა გელათისა და მოწამეთას მონასტრებში.

დაოჯახების შემდეგ მალე დაქვრივდა, შვილი არ ჰყოლია, თუმცა ობოლი ძმისშვილი აღზრდა და საცხოვრებლად გელათის მონასტერში გადავიდა. ახლადდაქორწინებულ ძმისშვილს კუთვნილი მიწები, სახლი და ქონება გადაუფორმა. 1890-იანი წლების ბოლოს ბერად აღიკვეცა და სახელად სიმონი ეწოდა. მალე მღვდელმონაზვნად აკურთხეს. 1901 წელს იერუსალიმში წმინდა ადგილები მოილოცა, მერე ათონის წმინდა მთის ქართველთა სავანეში დამკვიდრდა.

მამა სიმონი ყურადღებას არ აკლებდა მშობლიურ სოფელს. მისი დახმარებით იქ ეკლესია აშენდა, რომელსაც ძმისშვილი ივანე პატრონობდა. გარდაიცვალა 1942 წელს.

გრიგოლ ლორთქიფანიძე - პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე

სხვადასხვა დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში სამხედრო, განათლების მინისტრისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა რევკომთან. 20-იან წლებში რუსეთში გადაასახლეს. გრიგოლ ლორთქიფანიძე 1937 წელს ჩეკას ჯურღმულებში თავის 56-ე დაბადების დღეზე გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ბერია მის დაკითხვას პირადად აწარმოებდა.

გრიგოლ ლორთქიფანიძე დაიბადა 1881 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ისრითში (ვანის მუნიციპალიტეტი).

ტიციან ტაბიძე - ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი

დაიბადა 1895 წელს მღვდლის ოჯახში, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ვანის მუნიციპალიტეტი).

1901 წელს მშობლებმა პატარა ტიციანი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც თავის ბიძაშვილთან - გალაკტიონთან ერთად სწავლობდა. 1906 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.

ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები 1911 წლიდან იბეჭდებოდა. 1913 წელს ტიციანმა სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.

სტუდენტობის წლებში ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს...

პოეტი 1920 წელს დაქორწინებული იყო ექიმ ნინა მაყაშვილზე და ჰყავდათ ქალიშვილი ნიტა ტაბიძე.

ჯემალ ქარჩხაძე - მწერალი, დრამატურგი და ესეისტი

არაერთი ცნობილი მოთხრობისა და რომანის ავტორი. მისი თხზულებები ბევრ ენაზეა თარგმნილი. დაიბადა 1936 წლის 13 მაისს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. "საცა კი ჩემს ნაწერებში სოფლისა და ბუნების სურათებია, ყველგან ჩემი ბავშვობის გარემოს ასპექტები, რაკურსები და ვარიაციებია, ვინაიდან გონების თვალი ერთთავად ამ გარემოში ტრიალებს და კალამიც, ასე ვთქვათ, ამ გარემოშია ჩაწებებული," - წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მომავალი მწერალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროსა და თოჯინების თეატრში, ასევე კინოსტუდიაში.

გარდა მოთხრობებისა და პუბლიცისტიკის, ჯემალ ქარჩხაძემ დრამატურგობაც სცადა. მისი პიესა "დევიძეების ოჯახი" მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა. ჯემალს მწერლობის გარდა იოგას ვარჯიშები იტაცებდა. როგორც ამბობდა: "იოგა ჩემი პროფესიისთვის მჭირდებოდა, რათა მომეხდინა საკუთარი ძალების კონცენტრაცია. დიდი ენერგიის პატრონი არასოდეს ვყოფილვარ და რაც ენერგია მაქვს, მსურდა მიზანმიმართულად სწორად გამომეყენებინა".

1999 წელს რომანისათვის "განზომილება" საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1998 წელს, თბილისში. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კარლო საკანდელიძე - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი

წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში, იყო საქართველოს სახალხო არტისტი.

მსახიობი 1928 წლის 1 აპრილს ქუთაისის მაზრის სოფელ ზედა ბზვანში (ვანის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1944 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1-ელი საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა თეატრალური ინსტიტუტში განაგრძო.

1949 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა. სცენაზე 61 წელი გაატარა, 50-მდე კინოროლი და 80-მდე სახე აქვს შექმნილი თეატრში.

პირველი კინოროლი "მაგდანას ლურჯაში" 1955 წელს იყო. სურათმა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის კანის ფესტივალზე "ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა. მეორე მნიშვნელოვანი ნამუშევარი "დათა თუთაშხია" იყო, სადაც ნიკანდრო ქილია განასახიერა.

2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. მსახიობი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნიკოლოზ (ნიკა) აგიაშვილი - ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი

დაიბადა 1903 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ დიხაშხოში (ვანის მუნიციპალიტეტი). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. სწვლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. სხვადასხვა წელს მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში. წლების განმავლობაში საქმიანობდა გამომცემლობა "მერანის" თარგმნილი ლიტერატურის რედაქციის გამგედ.

ავტორია მონოგრაფიებისა: "სერვანტესის ცხოვრება," "ჭაბუკები დარჩნენ მარად" და "ალექსანდრე ნეველი". თარგმნა არაერთი კლასიკოსის ცნობილი ნაწარმოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"