პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ადგენენ ამინდს საქართველოში, რამდენად თანამედროვეა აპარატურა და რატომ არ ამართლებს ზოგჯერ პროგნოზი
როგორ ადგენენ ამინდს საქართველოში, რამდენად თანამედროვეა აპარატურა და რატომ არ ამართლებს ზოგჯერ პროგნოზი

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ცხე­ლი დღე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი დი­დად და­მა­ი­მე­დე­ბელს კვლა­ვაც ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, თუმ­ცა მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რამ ცო­ტა­თი უნდა და­იკ­ლოს, აგ­რილ­დეს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და - რო­გორ ხდე­ბა ზო­გა­დად ამინ­დზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მისი პროგ­ნო­ზი­რე­ბა, გვაქვს თუ არა შე­სა­ბა­მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა და გვაქვს თუ არა კავ­ში­რი მსოფ­ლი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. ამ თე­მა­ზე რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვა, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გვე­სა­უბ­რა:

- რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა 2 კვი­რის მან­ძილ­ზე, ამის პროგ­ნო­ზი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად კეთ­დე­ბა. რა ხდე­ბა ჩვენ გარ­შე­მო, თუნ­დაც ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუს­ზე, უნდა ვი­ცო­დეთ.

ვი­ნა­ი­დან ატ­მოს­ფე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის არ­სე­ბულ სა­ზღვრებს არ სცნობს, ერთ ქვე­ყა­ნას არ შე­უძ­ლია თა­ვი­სი ამინ­დის პროგ­ნო­ზი სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­რე­შე გა­მო­ა­ცხა­დოს. სწო­რედ ამი­ტომ შე­იქ­მნა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც "გა­ე­როს" მსხვი­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. პრაქ­ტი­კუ­ლად, "გა­ე­როს" წევ­რი ქვეყ­ნე­ბი მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან, და თი­თო­ე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ამინ­დზე დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვენ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე აწარ­მო­ოს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, მო­ნა­ცე­მე­ბი, მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით არ­სე­ბულ სის­ტე­მა­ში შე­ი­ტა­ნოს, რათა გა­კეთ­დეს პროგ­ნო­ზი.

- ე.ი. ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია არა­ერ­თი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი?

- და არა­მარ­ტო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი, უამ­რა­ვი გემი, თვითმფრი­ნა­ვი, თა­ნამ­გზავ­რი, დე­და­მი­წა­ზე მარ­ტო მიზ­ნობ­რი­ვი თა­ნამ­გზავ­რი 16-ია. მათ შო­რის, 6 ჯე­ოს­ტა­ცი­ო­ნა­რუ­ლია (ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი). არის ასე­ვე რა­და­რუ­ლი, აე­რო­ლო­გი­უ­რი, ატ­მოს­ფე­როს ვერ­ტი­კა­ლუ­რი ზონ­დი­რე­ბის სად­გუ­რე­ბი და ა.შ.

დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 8-ჯერ იკ­რი­ბე­ბა ინ­ფორ­მა­ცია და ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მას მსოფ­ლიო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბის ცენ­ტრებ­ში აგ­ზავ­ნის (ცენ­ტრია ვა­შინგტონ­ში, მოს­კოვ­ში, მელ­ბურნ­ში. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნას ძლი­ე­რი პროგ­ნო­ზუ­ლი ცენ­ტრი აქვს, რომ­ლე­ბიც ამინ­დის პროგ­ნოზს, არა მარ­ტო თა­ვი­სი ქვეყ­ნის, არა­მედ დე­და­მი­წის მას­შტა­ბით აკე­თე­ბენ). რო­დე­საც პროგ­ნოზ­ზე ვმუ­შა­ობთ, ვსარ­გებ­ლობთ არა­ერ­თი სქე­მით, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კუ­ლი, გვაქვს გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი, რა­საც ჩვე­ნი სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბაც ემა­ტე­ბა...

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია თა­ვი­სი რე­ლი­ე­ფით, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით რთუ­ლია, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ზო­გად ცირ­კუ­ლა­ცი­ურ პრო­ცე­სებ­ში გარ­კვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნას გვთა­ვა­ზობს, სი­ნოპ­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­წვა­ვებს. ამი­ტო­მაც არის, რომ ხში­რია სხვა­დას­ხვა სა­ხის ტი­პუ­რი ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

- კერ­ძოდ?

- სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის მოვ­ლე­ნა აღი­ნიშ­ნე­ბა, გარ­და ცუ­ნა­მი­სა, ქარ­ბორ­ბა­ლა­სი და კი­დევ ერთი-ორი მოვ­ლე­ნი­სა... ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში, ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, აქაც გახ­შირ­და სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი: ჭარ­ბი ნა­ლე­ქი, გვალ­ვა - მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ანო­მა­ლუ­რად და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რაც გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის ფონ­ზე ხდე­ბა...

- პროგ­ნო­ზის სად­გუ­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რა მდო­მა­რე­ო­ბაა?

- რა თქმა უნდა, ბო­ლომ­დე ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ კონ­ვენ­ცი­ის მო­თხოვ­ნებს, რად­გა­ნაც 90-იანი წლე­ბის შემ­დგომ, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის (პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი) გამო, არ­სე­ბი­თად შემ­ცირ­და დაკ­ვირ­ვე­ბის პუნ­ქტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ზო­გი­ერ­თი დაკ­ვირ­ვე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კი­სა და თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გამო სა­ერ­თოდ შე­წყდა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 2000-იანი წლე­ბი­დან მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბი­სა და ძა­ლის­ხმე­ვით, დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მოგ­ვი­წო­და ფი­ნეთ­მა, მას­შტა­ბუ­რი სა­ხის დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია, ასე­ვე ჩე­ხეთ­მა, ამე­რი­კამ, ნორ­ვე­გი­ამ - ბევ­რი ქვე­ყა­ნა გვიდ­გას გვერ­დით.

- რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მათი თა­ნად­გო­მა?

- სწო­რედ ისი­ნი ყი­დუ­ლო­ბენ ჩვენ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რას, გვი­მონ­ტა­ჟე­ბენ, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სას­წავ­ლად ტრე­ნინ­გე­ბი ტარ­დე­ბა. ამას­თან, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბი­უ­ჯე­ტიც გა­უმ­ჯო­ბეს­და, მთვა­რო­ბა ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში მეტ ყუ­რა­დღე­ბას გვაქ­ცევს, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­და­წყდა. ამას­თან, ქვეყ­ნის შიგ­ნით მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ იმ უწყე­ბებ­თან, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა მსგავ­სი სის­ტე­მა აქვს, რაც გვად­გე­ბა, მა­გა­ლი­თად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცია "დელ­ტა", რო­მე­ლიც სე­ტყვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს. ის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი რა­და­რი (ღი­რე­ბუ­ლე­ბა მილ­ლი­ონ-ნა­ხე­ვარ ევ­როს აღე­მა­ტე­ბა) გვად­გე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ნა­ლე­ქის, წყალ­დი­დო­ბი­სა და წყალ­მო­ვარ­დნის პროგ­ნო­ზი­რე­ბის­თვის. ასე რომ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ კე­თი­ლი ნება გა­მო­ი­ჩი­ნა და ამ რა­დარ­თან წვდო­მა მოგ­ვცა. ის მთე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სე­ტყვას­თან და წყალ­მო­ვარ­დნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. იგი­ვე გა­ა­კე­თა სა­ქა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცი­ამ, რო­ლის რა­და­რის მი­ზა­ნია, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ას ფრე­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მო­ემ­სა­ხუ­როს, ჩვენც გვად­გე­ბა.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან კი­დევ ერთი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი რა­და­რიც უნდა მი­ვი­ღოთ, რო­მელ­საც ქუ­თა­ის­ში და­ვა­მონ­ტა­ჟებთ და მისი მეშ­ვე­ო­ბით მეტ-ნაკ­ლე­ბად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს და­ვაკ­ვირ­დე­ბით. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ თურ­ქე­თის მხა­რეს­თან, ტრაპ­ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია რა­და­რი და ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ას, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­საც ხე­დავს (ხედ­ვის 250-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რა­დი­უ­სი აქვს). ამე­რი­კამ თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ე.წ. ელ­ვის რე­გის­ტრა­ტო­რე­ბი დაგ­ვი­მონ­ტა­ჟა, რაც პროგ­ნო­ზის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პირ­და­პირ კო­ორ­დი­ნა­ტებს იძ­ლე­ვა, სად მოხ­დე­ბა ელვა.

- თუმ­ცა ხან­და­ხან ცდო­მი­ლე­ბა მა­ინც გაქვთ...

- უნდა გითრხათ, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში არ­სად, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში ამინ­დის პროგ­ნო­ზის გა­მარ­თლე­ბა არ არის 100%. თან, გა­აჩ­ნია რისი პროგ­ნო­ზი კეთ­დე­ბა. როცა სა­უ­ბა­რია ტემ­პე­რა­ტუ­რის პროგ­ნოზ­ზე, ეს შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია და ლა­მის 95% მარ­თლდე­ბა, მაგ­რამ ნა­ლე­ქის შემ­თხვე­ვა, ასე არ არის.

- რა­ტომ?

- და­ვუშ­ვათ, მცხე­თა­ში 30 გრა­დუ­სი სით­ბოა, თბი­ლის­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს 26-29, შე­უძ­ლე­ბე­ლია თბი­ლის­ში 40 გრა­დუს­ზე ავარ­დეს, რად­გა­ნაც უწყვე­ტი ვე­ლია, ხოლო სა­დაც ღრუ­ბე­ლია, იქ წყვე­ტი­ლია და თუ ერთ ად­გილ­ზე მოღ­რუბ­ლუ­ლია, მე­ო­რე­გან შე­იძ­ლე­ბა ასე არ იყოს. ამი­ტომ, ნა­ლექს ლო­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს და მისი პროგ­ნო­ზი­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცოტა რთუ­ლია.

- ე.ი. რა­და­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლის და­ფიქ­სი­რე­ბა, სა­დაც ნა­ლე­ქი შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს?

- დიახ. მა­გა­ლი­თად, ვე­რეს ტრა­გე­დია რომ ავი­ღოთ, გვქონ­და პროგ­ნო­ზი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის, აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ნა­ლე­ქი იქ­ნე­ბო­და, ზო­გან ძლი­ე­რი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო წყალ­დი­დო­ბა, წყალ­მო­ვარ­დნა, მაგ­რამ ვერ ვა­ფიქ­სი­რებ­დით კონ­კრე­ტუ­ლად კო­ორ­დი­ნა­ტებს, სად შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. ასეთ დროს უკვე რე­გი­ო­ნებს გა­დავ­ცემთ ხოლ­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას და ყვე­ლა ლო­კა­ლუ­რად მზად­ყოფ­ნა­შია... სტი­ქი­ამ­დე 2 სა­ა­თით ადრე შეგ­ვიძ­ლია, მო­სა­ლოდ­ნე­ლის პროგ­ნო­ზი, რაც იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, მსხვერ­პლი მა­ინც ავი­ცი­ლოთ, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ერ­თბა­შად შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მა­სე­ბიც შე­მო­იჭ­რას და მის წი­ნა­შე უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდე.

- მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ბოლო 2 თვეა, ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს. რამ­დენ ხან­ში შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ ტემ­პე­რა­ტუ­რის დაკ­ლე­ბა?

- ნელ-ნელა თითო გრა­დუ­სით კლე­ბა და­ი­წყო, ეს დღეს უკვე შე­ვამ­ჩნი­ეთ. იქ­ნე­ბა ნა­ლე­ქიც და დღე­ი­დან აგ­რილ­დე­ბა კი­დეც.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

როგორ ადგენენ ამინდს საქართველოში, რამდენად თანამედროვეა აპარატურა და რატომ არ ამართლებს ზოგჯერ პროგნოზი

როგორ ადგენენ ამინდს საქართველოში, რამდენად თანამედროვეა აპარატურა და რატომ არ ამართლებს ზოგჯერ პროგნოზი

მაღალი ტემპერატურა და ცხელი დღეები საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სინოპტიკოსები დიდად დამაიმედებელს კვლავაც ვერ გვეუბნებიან, თუმცა მათი ინფორმაციით, დღეიდან ტემპერატურამ ცოტათი უნდა დაიკლოს, აგრილდეს.

AMBEBI.GE დაინტერესდა - როგორ ხდება ზოგადად ამინდზე დაკვირვება, მისი პროგნოზირება, გვაქვს თუ არა შესაბამისი თანამედროვე აპარატურა და გვაქვს თუ არა კავშირი მსოფლიოს საერთაშორისო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციებთან. ამ თემაზე რამაზ ჭითანავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვესაუბრა:

- როგორი ამინდი იქნება 2 კვირის მანძილზე, ამის პროგნოზი მსოფლიოს მასშტაბით მეტეოროლოგიური დაკვირვების შედეგად კეთდება. რა ხდება ჩვენ გარშემო, თუნდაც ჩრდილოეთ პოლუსზე, უნდა ვიცოდეთ.

ვინაიდან ატმოსფერული პროცესები სახელმწიფოებს შორის არსებულ საზღვრებს არ სცნობს, ერთ ქვეყანას არ შეუძლია თავისი ამინდის პროგნოზი სხვა ქვეყნების მონაცემების გარეშე გამოაცხადოს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, რომელიც "გაეროს" მსხვილი სტრუქტურული ორგანიზაციაა. პრაქტიკულად, "გაეროს" წევრი ქვეყნები მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრები არიან, და თითოეული ვალდებულია, ამინდზე დაკვირვებები სპეციალური კონვენციის საფუძველზე აწარმოოს, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით მიღებული შედეგები, მონაცემები, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური ქსელის მეშვეობით არსებულ სისტემაში შეიტანოს, რათა გაკეთდეს პროგნოზი.

- ე.ი. ამ პროცესში ჩართულია არაერთი მეტეოროლოგიური სადგური?

- და არამარტო მეტეოროლოგიური სადგური, უამრავი გემი, თვითმფრინავი, თანამგზავრი, დედამიწაზე მარტო მიზნობრივი თანამგზავრი 16-ია. მათ შორის, 6 ჯეოსტაციონარულია (ძალიან ძვირადღირებული). არის ასევე რადარული, აეროლოგიური, ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების სადგურები და ა.შ.

დღე-ღამის განმავლობაში 8-ჯერ იკრიბება ინფორმაცია და ყველა ქვეყანა მას მსოფლიო ინფორმაციის დამუშავების ცენტრებში აგზავნის (ცენტრია ვაშინგტონში, მოსკოვში, მელბურნში. საერთოდ, ყველა განვითარებულ ქვეყანას ძლიერი პროგნოზული ცენტრი აქვს, რომლებიც ამინდის პროგნოზს, არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ დედამიწის მასშტაბით აკეთებენ). როდესაც პროგნოზზე ვმუშაობთ, ვსარგებლობთ არაერთი სქემით, მაგალითად, ამერიკული, გვაქვს გერმანული, ფრანგული, რუსული, რასაც ჩვენი სინოპტიკოსების ცოდნა-გამოცდილებაც ემატება...

საქართველოს ტერიტორია თავისი რელიეფით, გეოგრაფიული მდებარეობით რთულია, რაც ხშირ შემთხვევაში, ამ ზოგად ცირკულაციურ პროცესებში გარკვეული კორექტივების შეტანას გვთავაზობს, სინოპტიკურ სიტუაციას ამწვავებს. ამიტომაც არის, რომ ხშირია სხვადასხვა სახის ტიპური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები.

- კერძოდ?

- საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ყველა სახის მოვლენა აღინიშნება, გარდა ცუნამისა, ქარბორბალასი და კიდევ ერთი-ორი მოვლენისა... ბოლო ათწლეულებში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც გახშირდა სტიქიური მოვლენები: ჭარბი ნალექი, გვალვა - მაღალი ტემპერატურა, ანომალურად დაბალი ტემპერატურა, რაც გლობალური ცვლილების ფონზე ხდება...

- პროგნოზის სადგურებში საქართველოში რა მდომარეობაა?

- რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ კონვენციის მოთხოვნებს, რადგანაც 90-იანი წლების შემდგომ, გასაგები მიზეზების (პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი) გამო, არსებითად შემცირდა დაკვირვების პუნქტების რაოდენობა, ზოგიერთი დაკვირვება ძვირად ღირებული ტექნიკისა და თანხების უქონლობის გამო საერთოდ შეწყდა. საბედნიეროდ, 2000-იანი წლებიდან მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განსაკუთრებული ყურადღებისა და ძალისხმევით, დახმარების ხელი გამოგვიწოდა ფინეთმა, მასშტაბური სახის დახმარება გაგვიწია, ასევე ჩეხეთმა, ამერიკამ, ნორვეგიამ - ბევრი ქვეყანა გვიდგას გვერდით.

- რაში გამოიხატება მათი თანადგომა?

- სწორედ ისინი ყიდულობენ ჩვენთვის თანამედროვე აპარატურას, გვიმონტაჟებენ, ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად ტრენინგები ტარდება. ამასთან, საბედნიეროდ, ბიუჯეტიც გაუმჯობესდა, მთვარობა ბიუჯეტის ფარგლებში მეტ ყურადღებას გვაქცევს, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გადაწყდა. ამასთან, ქვეყნის შიგნით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმ უწყებებთან, რომლებსაც სხვადასხვა მსგავსი სისტემა აქვს, რაც გვადგება, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებობს ორგანიზაცია "დელტა", რომელიც სეტყვაზე დაკვირვების სამუშაოებს აწარმოებს. ის ძვირად ღირებული მეტეოროლოგიური რადარი (ღირებულება მილლიონ-ნახევარ ევროს აღემატება) გვადგება მოსალოდნელი ნალექის, წყალდიდობისა და წყალმოვარდნის პროგნოზირებისთვის. ასე რომ, თავდაცვის სამინისტრომ კეთილი ნება გამოიჩინა და ამ რადართან წვდომა მოგვცა. ის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით სეტყვასთან და წყალმოვარდნებთან დაკავშირებით გვაწვდის ინფორმაციას. იგივე გააკეთა საქაერონავიგაციამ, როლის რადარის მიზანია, სამოქალაქო ავიაციას ფრენების უსაფრთხოების მიზნით მოემსახუროს, ჩვენც გვადგება.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთი ძვირად ღირებული რადარიც უნდა მივიღოთ, რომელსაც ქუთაისში დავამონტაჟებთ და მისი მეშვეობით მეტ-ნაკლებად დასავლეთ საქართველოს დავაკვირდებით. აქტიურად ვთანამშრომლობთ თურქეთის მხარესთან, ტრაპზონის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია რადარი და ჩვენს ტერიტორიას, დასავლეთ საქართველოსაც ხედავს (ხედვის 250-კილომეტრიანი რადიუსი აქვს). ამერიკამ თბილისსა და ქუთაისში ე.წ. ელვის რეგისტრატორები დაგვიმონტაჟა, რაც პროგნოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირ კოორდინატებს იძლევა, სად მოხდება ელვა.

- თუმცა ხანდახან ცდომილება მაინც გაქვთ...

- უნდა გითრხათ, რომ მთელ მსოფლიოში არსად, არცერთ ქვეყანაში ამინდის პროგნოზის გამართლება არ არის 100%. თან, გააჩნია რისი პროგნოზი კეთდება. როცა საუბარია ტემპერატურის პროგნოზზე, ეს შედარებით ადვილია და ლამის 95% მართლდება, მაგრამ ნალექის შემთხვევა, ასე არ არის.

- რატომ?

- დავუშვათ, მცხეთაში 30 გრადუსი სითბოა, თბილისში შეიძლება იყოს 26-29, შეუძლებელია თბილისში 40 გრადუსზე ავარდეს, რადგანაც უწყვეტი ველია, ხოლო სადაც ღრუბელია, იქ წყვეტილია და თუ ერთ ადგილზე მოღრუბლულია, მეორეგან შეიძლება ასე არ იყოს. ამიტომ, ნალექს ლოკალური ხასიათი აქვს და მისი პროგნოზირება მთელ მსოფლიოში ცოტა რთულია.

- ე.ი. რადარული დაკვირვებების მეშვეობით, შეიძლება ადგილის დაფიქსირება, სადაც ნალექი შეიძლება მოვიდეს?

- დიახ. მაგალითად, ვერეს ტრაგედია რომ ავიღოთ, გვქონდა პროგნოზი, რომ საქართველოში, მათ შორის, აღმოსავლეთში, ნალექი იქნებოდა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელი იყო წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მაგრამ ვერ ვაფიქსირებდით კონკრეტულად კოორდინატებს, სად შეიძლებოდა მომხდარიყო. ასეთ დროს უკვე რეგიონებს გადავცემთ ხოლმე ინფორმაციას და ყველა ლოკალურად მზადყოფნაშია... სტიქიამდე 2 საათით ადრე შეგვიძლია, მოსალოდნელის პროგნოზი, რაც იძლევა საშუალებას, მსხვერპლი მაინც ავიცილოთ, თუმცა ზოგჯერ ერთბაშად შეიძლება რაღაც მასებიც შემოიჭრას და მის წინაშე უძლური აღმოჩნდე.

- მაღალი ტემპერატურა ბოლო 2 თვეა, ძალიან გვაწუხებს. რამდენ ხანში შეიძლება ვივარაუდოთ ტემპერატურის დაკლება?

- ნელ-ნელა თითო გრადუსით კლება დაიწყო, ეს დღეს უკვე შევამჩნიეთ. იქნება ნალექიც და დღეიდან აგრილდება კიდეც.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი