საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველივე კვირაში პლანეტაზე 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება - ბირთვული ომის კატასტროფული შედეგები ციფრებში
 პირველივე კვირაში პლანეტაზე 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება - ბირთვული ომის კატასტროფული შედეგები ციფრებში

ორი­ო­დე დღის წინ მო­ნა­ცემ­თა ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, ნეილ ჰე­ლო­რან­მა ერ­თობ უჩ­ვე­უ­ლო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ხე­ლით The Shadow Peace - "მშვი­დო­ბის ჩრდი­ლი". ვი­დე­ო­ში ჰე­ლო­რან­მა ბირ­თვუ­ლი ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა.

"ატო­მუ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი ერ­მა­ნეთ­ზე ბირ­თვულ დარ­ტყმებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. შე­დე­გად აშშ-ის, რუ­სე­თის, ევ­რო­პის და ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აპო­კა­ლიპ­სი­სი დად­გე­ბა. კა­ტას­ტრო­ფას ვერც ერთი სა­ხელ­მწი­ფო ვერ გა­და­ურ­ჩე­ბა", - ამ­ბობს ნეილ ჰო­ლე­რა­ნი.

ვი­დე­ორ­გოლ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში პლა­ნე­ტა­ზე 500 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბა. დარ­ჩე­ნი­ლებს კი ატო­მუ­რი ომის თან­მდევ ფაქ­ტო­რებ­თან - რა­დი­ა­ცი­ას­თან, სხი­ვურ და­ა­ვა­დე­ბებ­თან, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან, შიმშლთან და ბირ­თვულ ზამ­თარ­თან მო­უ­წევთ გამ­კლა­ვე­ბა.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც პროგ­რეს­მა არ­ნა­ხულ მას­შტა­ბებს მი­აღ­წია, კა­ცობ­რი­ო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბის და მოს­პო­ბის იდე­ას არ იშ­ლის. რთუ­ლად გან­კურ­ნე­ბად და­ა­ვა­დე­ბებ­თან (პარ­კინ­სო­ნი, ალ­ცჰე­ი­მე­რი, შიდსი, სიმ­სივ­ნე), შიმ­შილ­სა და გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას­თან რე­ა­ლუ­რი ბრძო­ლის ნაც­ვლად, ადა­მი­ა­ნი მი­ლი­არ­დებს ატო­მუ­რი ია­რა­ღის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ხარ­ჯავს.

ამ­ჟა­მად აშშ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს კომ­პაქ­ტუ­რი და და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რის ბირ­თვულ მუხ­ტებ­ზე. უახ­ლო­ეს წლებ­ში ასეთ ბომ­ბებს (ინ­დექ­სი B61-12) შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ი­ღე­ბენ. უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბის წყა­ლო­ბით, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ნე­ბის­მი­ერ ამე­რი­კულ დამ­რტყმელ თვითმფრი­ნავს შე­ეძ­ლე­ბა. ვა­შინგტო­ნის მტკი­ცე­ბით, რო­გო­რი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გიც არ უნდა მოყ­ვეს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. თეთ­რი სახ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის შემ­თხვე­ვა­ში შე­მა­კა­ვე­ბელ ფაქ­ტორს ას­რუ­ლებს, ირა­ნი­სა და ჩრდი­ლო კო­რე­ის შემ­თხვე­ვა­ში კი - ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

სტრა­ტე­გი­უ­ლი ბით­ვუ­ლი ძა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვი­თა­რე­ბა უფრო რთუ­ლა­დაა. ამე­რი­კის შემ­თხვე­ვა­შიც კი ასე­თი რა­კე­ტე­ბის და მთლი­ა­ნად სტრა­ტე­გი­უ­ლი სის­ტე­მის მუ­შა­უ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ძალ­ზე მწი­რი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა. გეგ­მა შახ­ტუ­რი ბა­ზი­რე­ბის Minuteman III-ების შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში და­ტო­ვე­ბას 2030 წლამ­დე, სა­ზღვაო Trident II D5-ის კი - 2045 წლამ­დე აპი­რე­ბენ.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ახა­ლი რა­კე­ტე­ბის შექ­მნა უკვე ანონ­სი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ ვა­დებ­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს.

სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ მსოფ­ლიო გე­ო­პო­ლი­ტი­კა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის და­მარ­ცხე­ბას­თან ერ­თად ბირ­თვუ­ლი ომის საფრ­თხე შემ­ცირ­და და ვა­შინგტონ­მა ატო­მუ­რი არ­სე­ნა­ლის ფი­ნან­სი­რე­ბა შე­ამ­ცი­რა. დღეს რო­დე­საც მოსფლიო ახა­ლი ცივი ომის ზღურ­ბლზე დგას, ბირ­თვუ­ლი პა­რი­ტე­ტი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. თუმ­ცა 1970-1980-იან წლებ­თან შე­და­რე­ბით დღეს ეს "სი­ა­მოვ­ნე­ბა" გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირს.

2000-იანი წლე­ბის ბო­ლოს პირ­ვე­ლი სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლი გა­ის­მა. 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომმა ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სეთ­სა და ნატო-ს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. 2 წლის თავ­ზე მოს­კოვ­მა სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნა შეც­ვა­ლა - ამი­ე­რი­დან სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბის­თვის საფრ­თხის წარ­მოქ­მნის შემ­თხვე­ვა­ში ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­გი­ო­ნა­ლურ კონ­ფლიქ­ტშიც შე­იძ­ლე­ბა.

ჩრდი­ლო კო­რე­ის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე უფრო რთუ­ლა­დაა. ერ­თობ აგ­რე­სი­უ­ლი რეპ­ლი­კე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვა­შინგტონს ნათ­ლად ეს­მის, რომ ფხე­ნი­ან­თან სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლოა ატო­მუ­რი აფეთ­ქე­ბით დას­რულ­დეს. და სუ­ლაც არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩრდი­ლო კო­რე­ის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტა გუ­ამ­ში ჩა­მო­ვარ­დე­ბა, ია­პო­ნი­ა­ში თუ მე­ზო­ბელ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში. ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის პი­რის­პირ მთე­ლი მსოფ­ლიო აღ­მოჩ­ნდე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

პირველივე კვირაში პლანეტაზე 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება - ბირთვული ომის კატასტროფული შედეგები ციფრებში

 პირველივე კვირაში პლანეტაზე 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება - ბირთვული ომის კატასტროფული შედეგები ციფრებში

ორიოდე დღის წინ მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტმა, ნეილ ჰელორანმა ერთობ უჩვეულო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოაქვეყნა სახელით The Shadow Peace - "მშვიდობის ჩრდილი". ვიდეოში ჰელორანმა ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში, მისი კატასტროფული შედეგების ვიზუალიზაცია მოახდინა.

"ატომური იარაღის გამოყენებით ომის დაწყების შემთხვევაში, დაპირისპირებული მხარეები ერმანეთზე ბირთვულ დარტყმებს განახორციელებენ. შედეგად აშშ-ის, რუსეთის, ევროპის და ჩინეთის ტერიტორიაზე აპოკალიპსისი დადგება. კატასტროფას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გადაურჩება", - ამბობს ნეილ ჰოლერანი.

ვიდეორგოლში მოყვანილი ინფორმაციით, პირველივე კვირაში პლანეტაზე 500 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპება. დარჩენილებს კი ატომური ომის თანმდევ ფაქტორებთან - რადიაციასთან, სხივურ დაავადებებთან, კლიმატის ცვლილებასთან, შიმშლთან და ბირთვულ ზამთართან მოუწევთ გამკლავება.

საგულისხმოა, რომ XXI საუკუნეში, როდესაც პროგრესმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, კაცობრიობა საკუთარი თავის განადგურების და მოსპობის იდეას არ იშლის. რთულად განკურნებად დაავადებებთან (პარკინსონი, ალცჰეიმერი, შიდსი, სიმსივნე), შიმშილსა და გლობალურ დათბობასთან რეალური ბრძოლის ნაცვლად, ადამიანი მილიარდებს ატომური იარაღის გაუმჯობესებაზე ხარჯავს.

ამჟამად აშშ აქტიურად მუშაობს კომპაქტური და დაბალი სიმძლავრის ბირთვულ მუხტებზე. უახლოეს წლებში ასეთ ბომბებს (ინდექსი B61-12) შეიარაღებაში მიიღებენ. უნივერსალურობის წყალობით, მისი გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერ ამერიკულ დამრტყმელ თვითმფრინავს შეეძლება. ვაშინგტონის მტკიცებით, როგორი სავალალო შედეგიც არ უნდა მოყვეს ბირთვული იარაღის გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენება აუცილებლად მოხდება. თეთრი სახლის განმარტებით, ბირთვული არსენალის გაუმჯობესება რუსეთისა და ჩინეთის შემთხვევაში შემაკავებელ ფაქტორს ასრულებს, ირანისა და ჩრდილო კორეის შემთხვევაში კი - ადეკვატური პასუხის გაცემის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

სტრატეგიული ბითვული ძალების შემთხვევაში ვითარება უფრო რთულადაა. ამერიკის შემთხვევაშიც კი ასეთი რაკეტების და მთლიანად სტრატეგიული სისტემის მუშაუნარიანობის შენარჩუნებაზე ძალზე მწირი თანხები იხარჯება. გეგმა შახტური ბაზირების Minuteman III-ების შეიარაღებაში დატოვებას 2030 წლამდე, საზღვაო Trident II D5-ის კი - 2045 წლამდე აპირებენ.

საგულისხმოა, რომ ახალი რაკეტების შექმნა უკვე ანონსირებულია, თუმცა კონკრეტულ ვადებზე არავინ საუბრობს.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ მსოფლიო გეოპოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა. ბოროტების იმპერიის დამარცხებასთან ერთად ბირთვული ომის საფრთხე შემცირდა და ვაშინგტონმა ატომური არსენალის ფინანსირება შეამცირა. დღეს როდესაც მოსფლიო ახალი ცივი ომის ზღურბლზე დგას, ბირთვული პარიტეტი კვლავ აქტუალური გახდა. თუმცა 1970-1980-იან წლებთან შედარებით დღეს ეს "სიამოვნება" გაცილებით ძვირი ღირს.

2000-იანი წლების ბოლოს პირველი საგანგაშო სიგნალი გაისმა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის არსებული უთანხმოება სავსებით შესაძლებელია შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. 2 წლის თავზე მოსკოვმა სამხედრო დოქტრინა შეცვალა - ამიერიდან სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენება რეგიონალურ კონფლიქტშიც შეიძლება.

ჩრდილო კორეის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ერთობ აგრესიული რეპლიკების მიუხედავად, ვაშინგტონს ნათლად ესმის, რომ ფხენიანთან სამხედრო დაპირისპირება სავსებით შესაძლოა ატომური აფეთქებით დასრულდეს. და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ჩრდილო კორეის მიერ გაშვებული რაკეტა გუამში ჩამოვარდება, იაპონიაში თუ მეზობელ სამხრეთ კორეაში. ფატალური შედეგების პირისპირ მთელი მსოფლიო აღმოჩნდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე