პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90% დამწვარია" - რა მდგომარეობაში არიან ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულები
"მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90% დამწვარია" - რა მდგომარეობაში არიან ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულები

ბა­თუმ­ში ხან­ძრის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 3-მდე გა­ი­ზარ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კლი­ნი­კა "მე­დი­ნას" მთა­ვარ­მა ექიმ­მა ჯუმ­ბერ უნ­გი­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, რად­გან მას მე­ო­რე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა აქვს.

"პა­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან მძი­მედ არის, იმი­ტომ, რომ სხე­უ­ლის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი დამ­წვა­რი აქვს. მე­ო­რე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბაა, 90 პრო­ცენ­ტია დამ­წვა­რი. პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ უნ­გი­ა­ძემ.

ასე­ვე მძი­მეა კი­დევ ერთი პი­რის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც, აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მი­დან ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში გა­დაჰ­ყავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე პირს, ის შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბა.

ხან­ძა­რი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე უკვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ელექტრო ან თბო­ე­ნერ­გი­ის - გა­ზის, ნავ­თო­ბის ან ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას.

რო­გორც ბა­თუ­მის მერ­მა, გი­ორ­გი ერ­მა­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ზა­რა­ლის შეს­წავ­ლა მოხ­დე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წე­ვათ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე მოხ­დე­ბა მომ­ხდა­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეს­წავ­ლა. მერი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს.

რო­გორც ერ­მა­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ სა­ამ­ქროს მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა­ზე მე­რი­ის­გან შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა არ ჰქონ­და.

ბა­თუმ­ში გე­ნე­რალ აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ორი სახ­ლი მთლი­ა­ნად და­ინ­გრა, ორს კი ხან­ძა­რი გა­უჩ­ნდა და და­ზი­ან­და. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ასე­ვე და­იწ­ვა 5 მან­ქა­ნა.

"მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90% დამწვარია" - რა მდგომარეობაში არიან ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულები

"მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90% დამწვარია" - რა მდგომარეობაში არიან ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულები

ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "მედინას" მთავარმა ექიმმა ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.

"პაციენტი ძალიან მძიმედ არის, იმიტომ, რომ სხეულის ძალიან დიდი ნაწილი დამწვარი აქვს. მეორე ხარისხის დამწვრობაა, 90 პროცენტია დამწვარი. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე", - განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

ასევე მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა, რომელიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ.

რაც შეეხება მესამე პირს, ის შედარებით მსუბუქი დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.

ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე უკვე ლიკვიდირებულია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის - გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

როგორც ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზარალის შესწავლა მოხდება და მოქალაქეებს სათანადო დახმარება გაეწევათ.

მისივე განცხადებით, ასევე მოხდება მომხდარის დაუყოვნებლივ შესწავლა. მერი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

როგორც ერმაკოვმა განაცხადა, აღნიშნულ საამქროს მუშაობის უფლებაზე მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.

ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია