მილიონერ დეპუტატებს შორის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაიაა.
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ცნობით, მისი ქონება ჯამში 5 მილიონ ლარადაა შეფასებული.
2016 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ფლობს 1 100 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში და თბილისში მდებარე 101 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 25%-იან წილს.
მასვე ეკუთვნის ROLEX-სა და HUBLOT-ის ფირმის 2 მაჯის საათი. თითოეული მათგანის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში „თი–ბი–სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 199 948.44 დოლარი; საკრედიტოზე - 9 717.41 ლარი; „პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 4 482.20 ლარი; „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 2 110.09 ლარი და 0.93 ბრიტანული ფუნდი; ხოლო საკრედიტოზე - 4 155.25 ევრო ჰქონდა. მასვე ნაღდი ფულადი თანხის სახით ჯამში, 15 000 ლარი ჰქონდა.