სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ვენესუელას ურთიერთობის კრიზისი - რას ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები ომის საფრთხეზე
აშშ-ვენესუელას ურთიერთობის კრიზისი - რას ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები ომის საფრთხეზე

სა­ერ­თა­შო­რი­სო ექპერ­ტე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ ერთ ომზე სა­უბ­რო­ბენ. ამის სა­ფუძ­ვე­ლი ამე­რი­კა­სა და ვე­ნე­სუ­ე­ლას პირ­ვე­ლი პი­რე­ბის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გახ­და. გა­მო­ცე­მა eadaily.com ავ­რცე­ლებს ფო­ტო­მა­სა­ლას, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა მძი­მე ტექ­ნი­კა ამე­რი­კის და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, ტან­კე­ბი, ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი და და­ახ­ლო­ე­ბით 150 ერ­თე­უ­ლი თვით­მა­ვა­ლი ჰა­უ­ბი­ცა M109A6 Paladin...

ამე­რი­კე­ლი ბლო­გე­რე­ბის თქმით, ეს გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე ხა­ნია აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, მისი კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტი და მი­მარ­თუ­ლე­ბა უც­ნო­ბია...

12 აგ­ვის­ტოს დო­ნალდ ტრამპმა ამე­რი­კის სა­ელ­მწი­ფო მდი­ვან რექს ტი­ლერ­სონ­თან და გა­ე­რო-ში აშშ-ის მუდ­მივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ნიკი ჰე­ი­ლის­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ვე­ნე­სუ­ე­ლის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვის ვა­რი­ან­ტიც არ­სე­ბობს. "ადა­მი­ა­ნე­ბი იტან­ჯე­ბი­ან და იხო­ცე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ვე­ნე­სუ­ე­ლის სი­ტუ­ა­ცი­ის გა­და­სა­წყვე­ტად ბევ­რი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს, მათ შო­რის "სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვის შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს სა­ჭი­რო გახ­დე­ბა", - აცხა­დებს ტრამ­პი.

თუმ­ცა, პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით, თეთ­რი სახ­ლი­დან არა­ნა­ი­რი ბრძა­ნე­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

ამას­თან, აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ვე­ნე­სუ­ე­ლა დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის გზა­ზე დგას და ვა­შინგტო­ნი ახა­ლი დიქ­ტა­ტუ­რის წარ­მოქ­მნას არ და­უშ­ვებს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ვა­შინგტო­ნი მზად არის, მი­მარ­თოს ეკო­ნო­მი­კურ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ ზო­მებს ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში და­მოკ­რა­ტი­ის აღ­სად­გე­ნად. პენ­სმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ვე­ნე­სუ­ე­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის "მშვი­დო­ბი­ან" გა­და­წყვე­ტას ამ­ჯო­ბი­ნებ­და...

თეთრ სახ­ლში აცხა­დე­ბენ, რომ ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტმა ნი­კო­ლას მა­დუ­რომ აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პთან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მო­ი­თხო­ვა. Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მო­თხოვ­ნა­ზე თეთრმა სახ­ლმა უარი გა­ნა­ცხა­და.

"ტრამ­პი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ე­სა­უბ­რე­ბა ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენტს მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტია აღ­დგე­ბა", - ნათ­ქვა­მია თეთ­რი სახ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ "სავ­სე­ბით" შე­საძ­ლე­ბე­ლია ვე­ნე­სუ­ე­ლა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის რის­კის შემ­ცვე­ლი გახ­დეს. მაიკ პომ­პე­ომ "ფოქს ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ზარ­და. ტრამ­პი ცდი­ლობ­და, "ვე­ნე­სუ­ე­ლის ხალ­ხის­თვის მი­ე­ცა ისე­თი ვი­თა­რე­ბის შექ­მნის იმე­დი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­ის აღ­დგე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი".

პომ­პე­ოს თქმით, შე­საძ­ლოა, ვე­ნე­სუ­ე­ლა ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის რის­კად იქ­ცეს, თუ ქვე­ყა­ნა კი­დევ მეტ ქა­ოს­ში ჩა­ეშ­ვე­ბა. მისი სი­ტყვე­ბით: - "იქ არი­ან კუ­ბე­ლე­ბი, რუ­სე­ბი, ირა­ნე­ლე­ბი. ჰეზ­ბო­ლაც იქ არის... ასე რომ, ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზი გვაქვს, ვი­ფიქ­როთ, რომ ვე­ნე­სუ­ე­ლა ძა­ლი­ან ცუდ ად­გი­ლად გა­და­იქ­ცე­ვა... ამე­რი­კამ ამას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა შე­ხე­დოს", - ამ­ბობს პომ­პეო...

თა­ვის მხრივ, ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტის ნი­კო­ლას მა­დუ­როს ვაჟი, ნი­კო­ლას მა­დუ­რო უმ­ცრო­სი აცხა­დებს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ვე­ნე­სუ­ე­ლას თავს და­ეს­ხმე­ბა, იგი სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბას მი­მარ­თავს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ვე­ნე­სუ­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ვლა­დი­მირ პად­რი­ნომ გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის სი­ტყვე­ბი, ვე­ნე­სუ­ე­ლის საქ­მე­ებ­ში ამე­რი­კის შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ, სი­გი­ჟის აქ­ტია. ეს გან­ცხა­დე­ბა მან სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში გა­ა­კე­თა.

დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ვე­ნე­სუ­ე­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრი ერ­ნეს­ტო ვი­ლე­გა­სიც. მან ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბას, ვე­ნე­სუ­ე­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო საფრ­თხე უწო­და.

ცნო­ბის­თვის, 31 ივ­ლისს აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტის ნი­კო­ლას მა­დუ­როს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხო დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის არ­ჩევ­ნებს, რო­მე­ლიც ვე­ნე­სუ­ე­ლის ლი­დე­რის ინ­ცი­ა­ტი­ვით, 30 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ელ­და. ახა­ლი ორ­გა­ნო ქვეყ­ნის რე­ფორ­მი­რე­ბით უნდა და­კავ­დეს და მას აგ­რეთ­ვე შე­ეძ­ლე­ბა ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა, რომ­ლის 65%-ს ოპო­ზი­ცია იკა­ვებს.

ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ზე აპ­რო­ტეს­ტე­ბენ პრე­ზი­დენტ ნი­კო­ლას მა­დუ­როს პო­ლი­ტი­კას. მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო ათა­სო­ბით ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის კო­ლუმ­ბი­ა­ში გარ­ბის.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აშშ-ვენესუელას ურთიერთობის კრიზისი - რას ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები ომის საფრთხეზე

აშშ-ვენესუელას ურთიერთობის კრიზისი - რას ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები ომის საფრთხეზე

საერთაშორისო ექპერტები თანამედროვე მსოფლიოში კიდევ ერთ ომზე საუბრობენ. ამის საფუძველი ამერიკასა და ვენესუელას პირველი პირების მუქარის შემცველი განცხადებები გახდა. გამოცემა eadaily.com ავრცელებს ფოტომასალას, თუ როგორ გადაადგილდება მძიმე ტექნიკა ამერიკის დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით, მათ შორის, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და დაახლოებით 150 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა M109A6 Paladin...

ამერიკელი ბლოგერების თქმით, ეს გადაადგილებები ბოლო რამდენიმე ხანია აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, მისი კონკრეტული ადრესატი და მიმართულება უცნობია...

12 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ამერიკის საელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან და გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ნიკი ჰეილისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, ვენესუელის სიტუაციაში აშშ-ის სამხედრო ჩარევის ვარიანტიც არსებობს. "ადამიანები იტანჯებიან და იხოცებიან", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ვენესუელის სიტუაციის გადასაწყვეტად ბევრი ვარიანტი არსებობს, მათ შორის "სამხედრო ჩარევის შესაძლო ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭირო გახდება", - აცხადებს ტრამპი.

თუმცა, პენტაგონის ინფორმაციით, ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ ჯერჯერობით, თეთრი სახლიდან არანაირი ბრძანება არ მიუღიათ.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ ვენესუელა დიქტატორული რეჟიმის გზაზე დგას და ვაშინგტონი ახალი დიქტატურის წარმოქმნას არ დაუშვებს. მისივე განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის, მიმართოს ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზომებს ვენესუელაში დამოკრატიის აღსადგენად. პენსმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასთან ურთიერთობის "მშვიდობიან" გადაწყვეტას ამჯობინებდა...

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ აშშ-ის ადმინისტრაციისგან ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი მოითხოვა. Reuters-ის ინფორმაციით, ამ მოთხოვნაზე თეთრმა სახლმა უარი განაცხადა.

"ტრამპი დიდი სიამოვნებით გაესაუბრება ვენესუელის პრეზიდენტს მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატია აღდგება", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ "სავსებით" შესაძლებელია ვენესუელა შეერთებული შტატებისთვის რისკის შემცველი გახდეს. მაიკ პომპეომ "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობა გაზარდა. ტრამპი ცდილობდა, "ვენესუელის ხალხისთვის მიეცა ისეთი ვითარების შექმნის იმედი და შესაძლებლობა, სადაც დემოკრატიის აღდგენა იქნება შესაძლებელი".

პომპეოს თქმით, შესაძლოა, ვენესუელა ამერიკელებისთვის რისკად იქცეს, თუ ქვეყანა კიდევ მეტ ქაოსში ჩაეშვება. მისი სიტყვებით: - "იქ არიან კუბელები, რუსები, ირანელები. ჰეზბოლაც იქ არის... ასე რომ, ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ვენესუელა ძალიან ცუდ ადგილად გადაიქცევა... ამერიკამ ამას სერიოზულად უნდა შეხედოს", - ამბობს პომპეო...

თავის მხრივ, ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ვაჟი, ნიკოლას მადურო უმცროსი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ვენესუელას თავს დაესხმება, იგი საპასუხო ქმედებას მიმართავს.

რამდენიმე დღის წინ, ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პადრინომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვები, ვენესუელის საქმეებში ამერიკის შესაძლო სამხედრო ჩარევის შესახებ, სიგიჟის აქტია. ეს განცხადება მან სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გააკეთა.

დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ვენესუელის კომუნიკაციების მინისტრი ერნესტო ვილეგასიც. მან ტრამპის განცხადებას, ვენესუელის ნაციონალური სუვერენიტეტისთვის უპრეცედენტო საფრთხე უწოდა.

ცნობისთვის, 31 ივლისს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ სანქციები განახორციელა. შეზღუდვები შეეხო დამფუძნებელი კრების არჩევნებს, რომელიც ვენესუელის ლიდერის ინციატივით, 30 ივლისს განხორციელდა. ახალი ორგანო ქვეყნის რეფორმირებით უნდა დაკავდეს და მას აგრეთვე შეეძლება ქვეყნის პარლამენტის დათხოვნა, რომლის 65%-ს ოპოზიცია იკავებს.

ვენესუელაში უკვე რამდენიმე თვეა, მრავალათასიან დემონსტრაციებზე აპროტესტებენ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს პოლიტიკას. მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათასობით ვენესუელელი, მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის კოლუმბიაში გარბის.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე