პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები
ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები

სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა ბავ­შვსა და მშო­ბელს შო­რის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა და თუ ბავ­შვი ერთხელ არ და­უ­ჯე­რებს უფ­როსს, ამით სა­გან­გა­შო არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. ამ დროს მშო­ბელ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა აკონ­ტრო­ლოს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი და არ და­სა­ჯოს ბავ­შვი არც ფი­ზი­კუ­რად და არც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

ამ დროს ქცე­ვის და­დე­ბი­თად ან უარ­ყო­ფი­თად შე­ფა­სე­ბა საკ­მა­რი­სია, რომ ბავ­შვი სწო­რი პი­როვ­ნუ­ლი სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს - ეს არის ბავ­შვის აღ­ზრდის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც წინა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის, არც ისე მარ­ტი­ვი გა­სა­აზ­რე­ბე­ლი და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლია.

ბავ­შვის აღ­ზრდის მე­თო­დებ­ზე Allnews.ge-ს ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი და ევ­რო­პა­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი გეშ­ტალტთე­რა­პევ­ტი ლიკა თუ­შიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მშო­ბე­ლი, როცა ბავ­შვი არ უჯე­რებს?

ასეთ დროს ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მაა, როცა მშო­ბე­ლი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში იწყებს ბავ­შვის აღ­ზრდას და ცუდ საქ­ცი­ელს სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აკ­რი­ტი­კებს. ამ დროს უმ­ჯო­ბე­სია, მშვი­დი წყნა­რი ტო­ნით აღ­ნიშ­ნოს ცუდი ქცე­ვა. შე­იძ­ლე­ბა ეს კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბა არ იყოს შე­დე­გი­ა­ნი და მშო­ბელ­მა ვერ მი­ი­ღოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი რე­ზულ­ტა­ტი, ანუ ბავ­შვმა ნათ­ქვა­მი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. ამ დროს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, მშო­ბელ­მა ყვი­რი­ლი არ უნდა და­ი­წყოს.

ის­ტე­რი­კა და ტრა­გიზ­მი სა­ჭი­რო არაა, რად­გან ქცე­ვის ეს მო­დე­ლი სა­მუ­და­მოდ იბეჭ­დე­ბა ბავ­შვის ფსი­ქი­კა­ში. ის ვე­რას­დროს მიგ­ვიყ­ვანს იმ სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე, რა­საც ბავ­შვის ქცე­ვის მარ­თვა ქვია. სა­სურ­ვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა.

დას­ჯას არ უნდა ჰქონ­დეს ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მა. ძა­ლა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი. ჩქმე­ტა ან თმის მო­ქაჩ­ვა, რაც ერთი შე­ხედ­ვით მსუ­ბუ­ქი დას­ჯაა, არაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­და­ო­ბაა ნე­ბის­მი­ე­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვის, მათ შო­რის უზ­რდე­ლოს, თქმა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მო­მავ­ლოდ ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ სირ­თუ­ლე­ებს იწ­ვევს. მშო­ბელ­მა აგ­რე­სია არ უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს და ის სა­კუ­თა­რი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის მარ­თვა­ზე უნდა იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

აგ­რე­სია ვერ მიგ­ვიყ­ვანს შე­დე­გამ­დე, რომ შემ­დგომ­ში ბავ­შვმა უფ­როსს და­უ­ჯე­როს. და­მორ­ჩი­ლე­ბის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ფორ­მა არის შიში, მაგ­რამ შიშ­ში გაზ­რდი­ლი ბავ­შვი ვერ იზ­რდე­ბა სწო­რი პი­როვ­ნუ­ლი სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნად.

- რო­გორ უნდა მო­ა­ხერ­ხოს მშო­ბელ­მა, რომ ბავ­შვი სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს?

- ერ­თა­დერ­თი მი­ღე­ბუ­ლი ქცე­ვა, რო­მე­ლიც სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იწ­ვევს, ისე რომ ბავ­შვის პი­როვ­ნუ­ლი "მე" ჯან­სა­ღი რჩე­ბა, ეს არის ქცე­ვის შე­ფა­სე­ბა. ბავ­შვის ყვე­ლა ქცე­ვა უნდა შე­ვა­ფა­სოთ და­დე­ბი­თად ან უარ­ყო­ფი­თად. რა თქმა უნდა, ეს არ ხდე­ბა ერთჯე­რა­დად. ქცე­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა არის წლებ­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­სი. მშო­ბე­ლი მუდ­მი­ვად უნდა ლა­პა­რა­კობ­დეს ბევ­რს და სწორს.

ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტა­რა ფაქ­ტის სწო­რი შე­ფა­სე­ბა უნდა ხდე­ბო­დეს. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვმა იცო­დეს, რომ ცუდი ქცე­ვის დროს ის არ ხდე­ბა ცუდი. ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში არის კარ­გი, მხო­ლოდ ქცე­ვაა ცუდი. მხო­ლოდ ამ დი­სო­ცი­რე­ბის დროს, რომ ბავ­შვი კარ­გია და ქცე­ვა არის ცუდი, ბავ­შვი აღარ იმე­ო­რებს ცუდ საქ­ცი­ელს. როცა მშო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ცუდი ქცე­ვის დროს ბავ­შვიც ცუდი ხდე­ბა, ის პი­როვ­ნუ­ლად ჯდე­ბა ამ მო­დელ­ში და იჯე­რებს, რომ ცუ­დია. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ღარ მარ­თავს ცუდ ქცე­ვას და მუდ­მი­ვად ცუდი საქ­ცი­ე­ლი გა­მოს­დის.

- სწო­რი პი­როვ­ნუ­ლი სტრუქ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის საკ­მა­რი­სია იმის თქმა, რომ ეს ცუდი საქ­ცი­ე­ლია?

- კი, თუმ­ცა ეს უნდა ხდე­ბო­დეს მუდ­მი­ვად. უნდა შე­ვუქ­მნათ მას მო­ტი­ვა­ტო­რე­ბი. კარ­გი მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ გა­ვა­ხა­რო მამა, დედა, ახ­ლობ­ლე­ბი. მშო­ბელ­მა უნდა აღ­ნიშ­ნოს, რომ შენ არ და­მი­ჯე­რე და ეს ცუდი ქცე­ვა შენ­ნა­ირ დამ­ჯერ შვილს არ უხ­დე­ბა. უნდა გა­მოკ­ვე­თოს, რომ თვი­თონ პი­როვ­ნე­ბა არის დამ­ჯე­რი, მაგ­რამ შეც­დო­მა მო­უ­ვი­და. ბავ­შვი თვი­თონ მი­ღე­ბუ­ლია მშობ­ლის­თვის, მაგ­რამ ის ქცე­ვა არ გა­მო­უ­ვი­და. ბავ­შვი მუდ­მი­ვად უნდა გრძნობ­დეს, რომ მშო­ბელს ვუყ­ვარ­ვარ, ვუნ­დი­ვარ და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლის­თვის გა­ი­მე­ო­რებს იმ კარგ საქ­ცი­ელს, რა­საც მის­გან ელი­ან წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ლალი
14

საყურადღებო რჩევებია.ორ კორექტივს შევიტან.ბავშვობის ასაკში გამოვლენილი სიჯიუტე დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების მთავარი სტიმულატორია.ბავშვი ამკვიდრებს საკუთარ ,,მე-ს",ეჩვევა პოზიციების დაცვას,ვითარდება გავლენების გარეშე.ფსიქოლოგები ამბობენ,რომ სიჯიუტეს კი არ უნდა ებრძოლო და დასაჯო,აკონტროლო და სწორი მიმართულება მისცე.და მეორე:,ბავშვს უნდა უთხრა,რომ ლამაზია,ჭკვიანიაკეთილია და არა ისე,რომ ყველაზე ლამაზია,ყველაზე ჭკვიანია. ამ ფორმით არაჯანსაღ დამოკიდებულებას ვუყალიბებთ.იმის ნაცლად,რომ ძლიერ და საკუთარ თავში დარწმუნებულ პიროვნებად აღვზარდოთ,გაზრდილი პრეტეზიის დონის მქონე ისტერიულ პიროვნებად ვაყალიბებთ,რომელიც ვერაფრით ვერ ეგუება იმ ფაქტს,რომ თურმე არ არის ყველაზე ლამაზი,ყველაზე ჭკვიანი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები

ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები

სასურველი ქცევა ბავშვსა და მშობელს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება და თუ ბავშვი ერთხელ არ დაუჯერებს უფროსს, ამით საგანგაშო არაფერი მოხდება. ამ დროს მშობელმა მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს საკუთარი ემოციები და არ დასაჯოს ბავშვი არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად.

ამ დროს ქცევის დადებითად ან უარყოფითად შეფასება საკმარისია, რომ ბავშვი სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს - ეს არის ბავშვის აღზრდის თანამედროვე მიდგომა, რომელიც წინა თაობის ადამიანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არც ისე მარტივი გასააზრებელი და განსახორციელებლია.

ბავშვის აღზრდის მეთოდებზე Allnews.ge-ს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი ესაუბრა.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი არ უჯერებს?

ასეთ დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა, როცა მშობელი საჯარო სივრცეში იწყებს ბავშვის აღზრდას და ცუდ საქციელს საჯარო სივრცეში აკრიტიკებს. ამ დროს უმჯობესია, მშვიდი წყნარი ტონით აღნიშნოს ცუდი ქცევა. შეიძლება ეს კონკრეტული ქმედება არ იყოს შედეგიანი და მშობელმა ვერ მიიღოს მოსალოდნელი რეზულტატი, ანუ ბავშვმა ნათქვამი არ გაითვალისწინოს. ამ დროს, არავითარ შემთხვევაში, მშობელმა ყვირილი არ უნდა დაიწყოს.

ისტერიკა და ტრაგიზმი საჭირო არაა, რადგან ქცევის ეს მოდელი სამუდამოდ იბეჭდება ბავშვის ფსიქიკაში. ის ვერასდროს მიგვიყვანს იმ საბოლოო შედეგამდე, რასაც ბავშვის ქცევის მართვა ქვია. სასურველი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება.

დასჯას არ უნდა ჰქონდეს ძალადობრივი ფორმა. ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ჩქმეტა ან თმის მოქაჩვა, რაც ერთი შეხედვით მსუბუქი დასჯაა, არაა გამართლებული. ფსიქოლოგიური ძალადაობაა ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვის, მათ შორის უზრდელოს, თქმა. ეს ყველაფერი სამომავლოდ ადამიანის პიროვნულ სირთულეებს იწვევს. მშობელმა აგრესია არ უნდა გამოავლინოს და ის საკუთარი უარყოფითი ენერგიის მართვაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.

აგრესია ვერ მიგვიყვანს შედეგამდე, რომ შემდგომში ბავშვმა უფროსს დაუჯეროს. დამორჩილების ყველაზე სწრაფი ფორმა არის შიში, მაგრამ შიშში გაზრდილი ბავშვი ვერ იზრდება სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად.

- როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა, რომ ბავშვი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოაყალიბოს?

- ერთადერთი მიღებული ქცევა, რომელიც სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას იწვევს, ისე რომ ბავშვის პიროვნული "მე" ჯანსაღი რჩება, ეს არის ქცევის შეფასება. ბავშვის ყველა ქცევა უნდა შევაფასოთ დადებითად ან უარყოფითად. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთჯერადად. ქცევის ჩამოყალიბება არის წლებში გაწელილი პროცესი. მშობელი მუდმივად უნდა ლაპარაკობდეს ბევრს და სწორს.

ნებისმიერი პატარა ფაქტის სწორი შეფასება უნდა ხდებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ცუდი ქცევის დროს ის არ ხდება ცუდი. ის ყველა შემთხვევაში არის კარგი, მხოლოდ ქცევაა ცუდი. მხოლოდ ამ დისოცირების დროს, რომ ბავშვი კარგია და ქცევა არის ცუდი, ბავშვი აღარ იმეორებს ცუდ საქციელს. როცა მშობელი ამბობს, რომ ცუდი ქცევის დროს ბავშვიც ცუდი ხდება, ის პიროვნულად ჯდება ამ მოდელში და იჯერებს, რომ ცუდია. შესაბამისად, ვეღარ მართავს ცუდ ქცევას და მუდმივად ცუდი საქციელი გამოსდის.

- სწორი პიროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია იმის თქმა, რომ ეს ცუდი საქციელია?

- კი, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად. უნდა შევუქმნათ მას მოტივატორები. კარგი მოტივაციაა, რომ გავახარო მამა, დედა, ახლობლები. მშობელმა უნდა აღნიშნოს, რომ შენ არ დამიჯერე და ეს ცუდი ქცევა შენნაირ დამჯერ შვილს არ უხდება. უნდა გამოკვეთოს, რომ თვითონ პიროვნება არის დამჯერი, მაგრამ შეცდომა მოუვიდა. ბავშვი თვითონ მიღებულია მშობლისთვის, მაგრამ ის ქცევა არ გამოუვიდა. ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს ვუყვარვარ, ვუნდივარ და ასეთ შემთხვევაში მშობლისთვის გაიმეორებს იმ კარგ საქციელს, რასაც მისგან ელიან წაიკითხეთ ვრცლად

"ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა - "მოხდა ისე, რომ მეუფე სპირიდონი საკუთარი ნებით წავიდა"

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი