ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციები

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი სპეცოპერაციები

არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ხანგრძლივი სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია. სპეცოპერაციის ტერიტორიას ტოვებს ტექნიკა - გადიან მანქანები, ასევე სამართალდამცველები.

AMBEBI.GE ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციების ქრონიკას გთავაზობთ:

2015 წლის 10 აპრილს, ორი პოლიციელის მკვლელობაში და ორის დაჭრაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის დასაკავებლად, ბორჯომში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ბრალდებულის დაკავების სპეცოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი, შსს-ს ბორჯომის რაიონული განყოფილების სამმართველო და სპეცრაზმი.

2016 წლის აგვისტოში შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 60 000 ლარს სძალავდა და მისი ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების ყოველთვიურ წილს ითხოვდა.

2016 წლის ნოემბერში სამართალდამცველებმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს.

2017 წლის თებერვალში სპეცოპერაცია ჩატარდა სამგორის რაიონში. სამართალდამცავებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

2017 წლის აპრილში თბილისსა და გურჯაანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ხუთი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

2017 წლის 29 მაისს თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ორი პირი - რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200.000 აშშ დოლარს სძალავდნენ...

2017 წლის 12 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა წეროვანსა და თბილისში, რომლის დროსაც 4 პირი დააკავეს. დაკავებულები სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელ გივი ჯიბლაძეს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ