პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხური ოპოზიცია ევრაზიული კავშირიდან გასვლაზე საუბრობს
სომხური ოპოზიცია ევრაზიული კავშირიდან გასვლაზე საუბრობს

ბოლო დროს სომ­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ უფრო ხში­რად სა­უბ­რობს რუ­სე­თის­გან გა­მი­ჯვნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. არა­ვინ იცის, მო­ი­ტანს თუ რე­ა­ლურ შე­დეგს ეს მუხ­ტი იმ ძლი­ე­რი იდე­ო­ლო­გი­ის ფონ­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თი თა­ვის მო­კავ­ში­რე ქვე­ყა­ნა­ში ჯერ კი­დევ წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღეა სომ­ხეთ­ში ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის "სი­კე­თე­ებ­ზე" მსჯე­ლო­ბენ და კავ­ში­რი­დან გა­მოს­ვლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ. ამის მი­ზე­ზად, ამე­რი­კის მიერ რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი გახ­და, რო­მე­ლიც ბოლო ეტაპ­ზე, ენერ­გე­ტი­კი­სა და სა­ბან­კო სექ­ტო­რებს შე­ე­ხო.

ამ მხრივ პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კი Елк ("გა­მო­სა­ვა­ლი") აქ­ტი­უ­რობს, რო­მელ­მაც აპ­რი­ლის არ­ჩევ­ნე­ბის დროს პარ­ლა­მენ­ტში 9 ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა. მათი მტკი­ცე­ბით, ამე­რი­კის ზე­წო­ლა რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას კი­დევ უფრო და­ა­ზა­რა­ლებს. ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია ქვე­ყა­ნას ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­ა­ცი­ურ შე­თან­ხმე­ბას სთა­ვა­ზობს.

ერ­თის მხრივ, პო­ლი­ტი­კუ­რი რი­ტო­რი­კა "ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის" მსურ­ვე­ლე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ერ­თბა­შად მოგ­ვა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მად არ მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა, იმა­ზე თან­ხმდე­ბი­ან, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე სომ­ხუ­რი პრო­დუქ­ცი­ის გას­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც ადრე სომ­ხე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ვარ­დან არა­მი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, სომ­ხე­თი პრო­დუქ­ცი­ის 92 %-ის ექ­სპორ­ტს რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ახორ­ცი­ე­ლებს და მისი ძი­რი­თა­დი წილი სპირ­ტი­ან სას­მე­ლებ­ზე მო­დის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გა­სულ წელს 64, 2% შე­ად­გი­ნა.

არა­მი­ა­ნის თქმით, მსოფ­ლიო ბან­კის ად­გი­ლობ­რივ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის ანა­ლი­ზი გა­კეთ­და და შე­დე­გი გა­სა­ო­ცა­რი იყო. სომ­ხე­თი მხო­ლოდ 2,2-იან მო­გე­ბას იღებს. სრუ­ლი­ად სხვა, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი სუ­რა­თის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სომ­ხე­თი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ევ­რო­კავ­შირ­თან იმუ­შა­ვებ­და...

ფრაქ­ცია "გა­მო­სა­ვა­ლის" დე­პუ­ტა­ტის, მანე თან­დი­ლი­ა­ნის თქმით, ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირ­ში შეს­ვლა პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა იყო, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ამ კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. მან რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა, იმის­თვის, რომ სომ­ხეთ­მა ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი და­ტო­ვოს:

"ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ­მა კავ­შირ­მა სომ­ხე­თის ეკო­ნო­მი­კას სარ­გე­ბე­ლი არ მო­უ­ტა­ნა; რუ­სე­თი, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის ია­რა­ღის მი­ყიდ­ვას გა­ნაგ­რძობს; ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კურ კავ­შირ­ში შეს­ვლის შემ­დეგ, სომ­ხე­თი და­მო­უ­კი­დე­ბელ და თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნად არ აღიქ­მე­ბა...", - აცხა­დებს სო­მე­ხი დე­პუ­ტა­ტი.

რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­ხედ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი დე­მა­გო­გი­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. "ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სომ­ხე­თია, ჩვენ ასე­თი გა­მოს­ვლე­ბი არ გვა­ში­ნებს, იქამ­დე, ვიდ­რე ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა სერჟ სარ­გსი­ანს კონ­კრე­ტუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე არ და­ა­ყე­ნებს", – აცხა­დებს რუ­სე­თის დუ­მის წევ­რი კონ­სტან­ტი­ნე ზა­ტუ­ლი­ნი.

რუსი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ამ ეტაპ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლია "რო­მელ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას გუ­ლის­ხმობს სომ­ხე­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­ში. ამას­თან, საქ­მე ის არის, რომ სომ­ხე­თის შემ­თხვე­ვა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გარ­და, უსაფრ­თხო­ე­ბის ფაქ­ტო­რე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა­ზეც იმე­დია, სო­მეხ პო­ლი­ტი­კო­სებს ნა­ფიქ­რი აქვთ..."- ამ­ბობს ზა­ტუ­ლი­ნი.

პო­ლი­ტი­კუ­რი ბლოკ "გა­მო­სა­ვა­ლის" მტკი­ცე­ბით, ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ნა­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა მი­იჩ­ნე­ვა. სო­მე­ხი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის თქმით, სხვა სა­კი­თხია, სურს თუ არა რუ­სეთს სომ­ხეთ­მა ის ნა­ტო­თი შეც­ვა­ლოს... "ამი­ტო­მაც დე­მა­გო­გო­ბენ და ცდი­ლო­ბენ ხალ­ხს უკე­თე­სი მო­მავ­ლის რწმე­ნა და­უ­კარ­გონ", - ამ­ბო­ბენ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

მათი ეჭ­ვე­ბი სა­ფუძ­ველსმოკ­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის,- ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას რუს პო­ლი­ტი­კო­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავთ, "რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გახ­და ალი­ან­სის წევ­რი. თუმ­ცა, ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი და ოპე­რა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, 32 და­ღუ­პუ­ლიც ჰყავს...ასე რომ, სხვა სა­კი­თხია, მე­ზო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი სამ­წუ­ხა­რო გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე, რამ­დე­ნად მო­ი­სურ­ვებს სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუნ­დაც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, შეც­ვა­ლოს კურ­სი... ალ­ბათ უფრო რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა".

თა­ვის მხრივ, ისვ და ისევ რუ­სეთ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. რე­ფორ­მე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­უ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­ნის­ტრ ვაჩე გაბ­რი­ე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ფა­სებ­ლად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბი. ამას­თან, კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი კი არა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მთე­ლი კონ­ტექ­სტი. მისი თქმით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სომ­ხე­თის რე­სურ­სე­ბი გა­ფარ­თოვ­და, ხოლო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის ფა­სებ­მა და­იკ­ლო. თუმ­ცა, სომ­ხუ­რი მე­დია ამ­ტკი­ცებს, რომ ეს შე­დე­გი რა­ტომ­ღაც სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლო ფე­ნა­ზე არ ასა­ხუ­ლა.

სომ­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­და­სავ­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი ნა­წი­ლის თქმით, ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­თან, კერ­ძოდ კი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ზე სომ­ხე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბა და იქ მიმ­დი­ნა­რე უარ­ყო­ფი­თი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი­თა და ნავ­თო­ბის ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, სომ­ხე­თის ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ეკო­ნო­მი­კა­ზე უფრო ცუ­დად აი­სა­ხე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სომხური ოპოზიცია ევრაზიული კავშირიდან გასვლაზე საუბრობს

სომხური ოპოზიცია ევრაზიული კავშირიდან გასვლაზე საუბრობს

ბოლო დროს სომხური საზოგადოება სულ უფრო ხშირად საუბრობს რუსეთისგან გამიჯვნის აუცილებლობაზე. არავინ იცის, მოიტანს თუ რეალურ შედეგს ეს მუხტი იმ ძლიერი იდეოლოგიის ფონზე, რომელსაც რუსეთი თავის მოკავშირე ქვეყანაში ჯერ კიდევ წარმატებით ახორციელებს. თუმცა რამდენიმე დღეა სომხეთში ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების "სიკეთეებზე" მსჯელობენ და კავშირიდან გამოსვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამის მიზეზად, ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გახდა, რომელიც ბოლო ეტაპზე, ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებს შეეხო.

ამ მხრივ პოლიტიკური ბლოკი Елк ("გამოსავალი") აქტიურობს, რომელმაც აპრილის არჩევნების დროს პარლამენტში 9 ადგილი მოიპოვა. მათი მტკიცებით, ამერიკის ზეწოლა რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს. ევრაზიული კავშირის ალტერნატივად, პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყანას ევროკავშირთან ასოციაციურ შეთანხმებას სთავაზობს.

ერთის მხრივ, პოლიტიკური რიტორიკა "ევროინტეგრაციის" მსურველებისთვის ეკონომიკური პრობლემების ერთბაშად მოგვარების მექანიზმად არ მიიჩნევა, თუმცა, იმაზე თანხმდებიან, რომ საერთაშორისო ბაზარზე სომხური პროდუქციის გასვლა აუცილებელია.

როგორც ადრე სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვარდან არამიანმა აღნიშნა, სომხეთი პროდუქციის 92 %-ის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე ახორციელებს და მისი ძირითადი წილი სპირტიან სასმელებზე მოდის. ყოველ შემთხვევაში, გასულ წელს 64, 2% შეადგინა.

არამიანის თქმით, მსოფლიო ბანკის ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად ევრაზიული კავშირიდან ეკონომიკური სარგებლის ანალიზი გაკეთდა და შედეგი გასაოცარი იყო. სომხეთი მხოლოდ 2,2-იან მოგებას იღებს. სრულიად სხვა, გაცილებით უკეთესი სურათის მიღება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი ამ მიმართულებით ევროკავშირთან იმუშავებდა...

ფრაქცია "გამოსავალის" დეპუტატის, მანე თანდილიანის თქმით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლა პოლიტიკური შეცდომა იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კავშირის შემადგენლობაში სომხეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა, იმისთვის, რომ სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დატოვოს:

"ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა სომხეთის ეკონომიკას სარგებელი არ მოუტანა; რუსეთი, რომელიც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია, აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას განაგრძობს; ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ, სომხეთი დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანად არ აღიქმება...", - აცხადებს სომეხი დეპუტატი.

რუსი პოლიტიკოსების თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გადახედვაზე საუბარი დემაგოგიურად გამოიყურება. "ისეთ ქვეყანაში, როგორიც სომხეთია, ჩვენ ასეთი გამოსვლები არ გვაშინებს, იქამდე, ვიდრე შიდაპოლიტიკური ვითარება სერჟ სარგსიანს კონკრეტული არჩევანის წინაშე არ დააყენებს", – აცხადებს რუსეთის დუმის წევრი კონსტანტინე ზატულინი.

რუსი პოლიტიკოსის თქმით, ამ ეტაპზე გაურკვეველია "რომელ ალტერნატივას გულისხმობს სომხეთი ალტერნატივაში. ამასთან, საქმე ის არის, რომ სომხეთის შემთხვევაში, ეკონომიკური საკითხების გარდა, უსაფრთხოების ფაქტორებიც მნიშვნელოვანია, რაზეც იმედია, სომეხ პოლიტიკოსებს ნაფიქრი აქვთ..."- ამბობს ზატულინი.

პოლიტიკური ბლოკ "გამოსავალის" მტკიცებით, ალტერნატივად ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება მიიჩნევა. სომეხი ოპოზიციონერების თქმით, სხვა საკითხია, სურს თუ არა რუსეთს სომხეთმა ის ნატოთი შეცვალოს... "ამიტომაც დემაგოგობენ და ცდილობენ ხალხს უკეთესი მომავლის რწმენა დაუკარგონ", - ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

მათი ეჭვები საფუძველსმოკლებული ნამდვილად არ არის,-  ამ თემაზე საუბრისას რუს პოლიტიკოსებს საქართველოს მაგალითი მოჰყავთ, "რომელიც რამდენიმეწლიანი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ გახდა ალიანსის წევრი. თუმცა, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში აქტიურად არის ჩართული და ოპერაციების შესრულებისას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, 32 დაღუპულიც ჰყავს...ასე რომ, სხვა საკითხია, მეზობელი საქართველოს ასეთი სამწუხარო გამოცდილების ფონზე, რამდენად მოისურვებს სომხეთის ხელისუფლება თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, შეცვალოს კურსი... ალბათ უფრო რეალური იქნება ტრადიციული პოლიტიკის გაგრძელება".                                               

თავის მხრივ, ისვ და ისევ რუსეთთან ახლო ურთიერთობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს სომხეთის ხელისუფლება. რეფორმებისა და საერთაშორისო ეკონომიური ინტეგრაციის მინისტრ ვაჩე გაბრიელიანის განცხადებით, სიტუაციის შესაფასებლად, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული რიგი ფაქტორები. ამასთან, კონკრეტული ციფრები კი არა, თანამშრომლობის მთელი კონტექსტი. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის რესურსები გაფართოვდა, ხოლო იმპორტირებული საქონლის ფასებმა დაიკლო. თუმცა,  სომხური მედია ამტკიცებს, რომ ეს შედეგი რატომღაც სომხეთის მოსახლეობის საშუალო ფენაზე არ ასახულა.

სომხური საზოგადოების პროდასავლურად განწყობილი ნაწილის თქმით, ევრაზიულ კავშირთან, კერძოდ კი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებით, რუსეთის ფედერაციაზე სომხეთის ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო ძლიერდება და იქ მიმდინარე უარყოფითი პროცესების შედეგები, რომლებიც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებითა და ნავთობის ფასების შემცირებით არის განპირობებული, სომხეთის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკაზე უფრო ცუდად აისახება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე