რა ელოდება ლარს შემოდგომაზე - ექსპერტების არასახარბიელო პროგნოზი

რა ელოდება ლარს შემოდგომაზე - ექსპერტების არასახარბიელო პროგნოზი

საქართველოს წლის ბოლომდე 1,819 მლრდ დოლარის საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი.

მარტო მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 933 მლნ დოლარია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ გადის მსხვილი ვალების გასტუმრების ეტაპს, რაც ეკონომიკას და ლარის კურსს საგრძნობლად აწვება. ცხადია, რომ ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება ეროვნულ ვალუტას მორიგ დარტყმას მიაყენებს და გამორიცხული არ არის, რომ ოქტომბრიდან ლარი კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს.

ერთადერთი, რამაც შეიძლება მდგომარეობა მეტ-ნაკლებად შეამსუბუქოს, ინვესტიციების ზრდაა და თუკი ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, საგარეო ვალის მომსახურების სიმძიმეს ქვეყანა შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანს. როგორიც უნდა იყოს ეს ეტაპი, სპეციალისტების პროგნოზით, შემოდგომიდან კურსი გაუფასურებისკენ გადაიხრება.

დაახლოებით თვენახევარში ტურისტული სეზონი მთავრდება, რაც გარკვეულ გავლენას სავალუტო შემოდინებაზეც მოახდენს. ამდენად, საგარეო ვალების გასტუმრების მხრივ საქმე არც ისე მარტივადაა.

ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, მე-3 კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) 933 მლნ დოლარის საგარეო ვალია დასაფარი. წლის ბოლომდე, მე-3 და მე-4 კვარტალში კი, ჯამში 1,819 მლრდ დოლარის გადახდაა საჭირო. აქედან უმეტესი ნაწილი კერძო სექტორის საგარეო ვალია. მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაუყოვნებლივ გადასახდელი თანხა 793 მლნ დოლარს შეადგენდა (აქედან 443 მლნ დოლარი საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული უცხოური დეპოზიტებია, რომელიც რეალურად დაუყოვნებლივ გადასახდელი არ არის).

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."