პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა" - ელიტური ბარიგების ინსტიტუტი საქართველოში?!
"ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა" - ელიტური ბარიგების ინსტიტუტი საქართველოში?!

ანაკ­ლი­ა­ში ორი ქარ­თვე­ლი­სა და ერთი ირა­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქის ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის კი­დევ ერთი სპე­ცო­პე­რა­ცია თბი­ლის­ში, ფო­ნი­ჭა­ლა­ში ჩა­ტარ­და. შსს-ის ცნო­ბით, ორი და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. არის თუ არა დღეს ნარ­კო­ტი­კი ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლაშა კი­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გახ­შირ­და. მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ნარ­კო­ბა­ზარ­ზე ახა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ფორ­მუ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნაა. ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი ცვლი­ან ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სტრუქ­ტუ­რას და მომ­ხმა­რე­ბელ­მა არ იცის, რას იღებს. ახალ ნარ­კო­ტი­კებს შე­ფუთ­ვა­საც უც­ვლი­ან.

გა­ი­ოლ­და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მისი შე­მო­ტა­ნა - ყვე­ლა­ზე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი გზაა ინ­ტერ­ნე­ტით გა­მო­წე­რა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტე­ბი და­ი­ხუ­რა, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნა ვერ მო­ახ­დი­ნა - ახა­ლი სა­ი­ტე­ბი ყო­ველ­წა­მი­ე­რად იხ­სნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ო­ნარ­კო­ტი­კე­ბის ნა­კა­დი სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ზოგს მცი­რე პარ­ტი­ად შე­მო­აქვს, ზო­გიც ინ­ტერ­ნე­ტით იწერს. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე რთუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი მგზავ­რის შე­მოწ­მე­ბა, ამი­ტომ რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას და­უბ­რკო­ლებ­ლად შე­მო­აქვს.

- თუ სა­ბა­ჟო­ზე ან ინ­ტერ­ნე­ტით ძნე­ლია რე­ა­ლი­ზა­ტო­რის დად­გე­ნა, რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა მათი გა­მოვ­ლე­ნა კლუბ­სა თუ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე?

- ეს არის უზარ­მა­ზა­რი ინ­დუსტრია, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ასზე მეტ ახალ ნარ-კო­ნივ­თი­ე­რე­ბას ამ­ზა­დებს. მათ კავ­ში­რი აქვთ რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან. ზო­გი­ერ­თი იმის პრო­პა­გან­და­საც ეწე­ვა, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია მიდ­გო­მა, რომ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბი არ არის სა­ში­ში, ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კე­ბი კი სა­ში­შია. ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი სიკ­ვდილს ყი­დის.

არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გამო და­ა­კა­ვეს და მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რას წარ­მო­ად­გენს, ან ვისი შვი­ლია, თუ სხვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნის, ისი­ნი ხომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლის ხარ­ჯზე მდიდ­რდე­ბი­ან?! მათ უნდა და­ეს­ვათ სა­მარ­ცხვი­ნო დაღი, რომ ადა­მი­ა­ნებს სა­სიკ­ვდი­ლოდ წი­რა­ვენ.

მა­მუ­კა არე­ში­ძე, ექ­სპერ­ტი: - ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­სა­ტა­ნად რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვა­რი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ევ­რო­პა და ინ­ტერ­ნე­ტი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოძ­ლი­ერ­და ე.წ. ელი­ტუ­რი ბა­რი­გე­ბის კას­ტა, რომ­ლებ­საც დიდი ალ­ბა­თო­ბით მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი მფარ­ვე­ლო­ბენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

"ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა" - ელიტური ბარიგების ინსტიტუტი საქართველოში?!

"ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა" - ელიტური ბარიგების ინსტიტუტი საქართველოში?!

ანაკლიაში ორი ქართველისა და ერთი ირანელი მოქალაქის ნარკოტიკების შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავების შემდეგ, ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი სპეცოპერაცია თბილისში, ფონიჭალაში ჩატარდა. შსს-ის ცნობით, ორი დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. არის თუ არა დღეს ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე გვესაუბრება:

- ნარკოტიკების მოხმარებით გარდაცვლილთა რაოდენობა გახშირდა. მზარდი ტენდენციის მთავარი მიზეზი ნარკობაზარზე ახალი, განსაკუთრებით საშიში ფორმულების გამოჩენაა. ნარკორეალიზატორები ცვლიან ნივთიერებების სტრუქტურას და მომხმარებელმა არ იცის, რას იღებს. ახალ ნარკოტიკებს შეფუთვასაც უცვლიან.

გაიოლდა საზღვარგარეთიდან მისი შემოტანა - ყველაზე აპრობირებული გზაა ინტერნეტით გამოწერა. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული ინტერნეტსაიტები დაიხურა, შექმნილ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა - ახალი საიტები ყოველწამიერად იხსნება. შესაბამისად, ბიონარკოტიკების ნაკადი საზღვარგარეთიდან ზოგს მცირე პარტიად შემოაქვს, ზოგიც ინტერნეტით იწერს. ოპერატიული ინფორმაციის გარეშე რთულია თითოეული მგზავრის შემოწმება, ამიტომ რეალიზატორების უმრავლესობას დაუბრკოლებლად შემოაქვს.

- თუ საბაჟოზე ან ინტერნეტით ძნელია რეალიზატორის დადგენა, რატომ ვერ ხერხდება მათი გამოვლენა კლუბსა თუ ფესტივალებზე?

- ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომელიც წელიწადში ასზე მეტ ახალ ნარ-კონივთიერებას ამზადებს. მათ კავშირი აქვთ როგორც პოლიტიკურ, ისე კრიმინალურ სამყაროსთან. ზოგიერთი იმის პროპაგანდასაც ეწევა, რომ ნარკოტიკები თავისუფლების სიმბოლოა. განსაკუთრებით საშიშია მიდგომა, რომ კლუბური ნარკოტიკები არ არის საშიში, ძლიერი ნარკოტიკები კი საშიშია. ნებისმიერი ტიპის ნარკორეალიზატორი სიკვდილს ყიდის.

არაერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ნარკორეალიზაციის გამო დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. რა მნიშვნელობა აქვს, რას წარმოადგენს, ან ვისი შვილია, თუ სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ისინი ხომ ჩვენი შვილების სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან?! მათ უნდა დაესვათ სამარცხვინო დაღი, რომ ადამიანებს სასიკვდილოდ წირავენ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - ნარკოტიკების შემოსატანად რამდენიმე გზა არსებობს - აზერბაიჯანის საზღვარი, ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპა და ინტერნეტი. საქართველოში მოძლიერდა ე.წ. ელიტური ბარიგების კასტა, რომლებსაც დიდი ალბათობით მაღალჩინოსნები და გავლენიანი პირები მფარველობენ.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ