პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე
გიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

გავ­რცე­ლე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს მი­ნის­ტრი პირ­ველ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს.

რო­გორც გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ეს არის "ფე-ეს-ბე" -ს და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ აგო­რე­ბუ­ლი ან­ტი­პი­ა­რი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. შს მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მას პრობ­ლე­მა არ აქვს არც გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას­თან და არც ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ხმის ავ­თენ­ტუ­რო­ბას და­ად­გენს.

"ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თეთ. მინ­და გი­თხრათ, რომ დარ­დიც არ მაქვს. თუ სა­ჭი­რო გახ­და, ჩა­ა­ტა­რონ გა­მო­ძი­ე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. მე გე­ტყვით რომ "ფე-ეს-ბე"-ს აგენ­ტე­ბი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი ორ­კესტრი­რე­ბუ­ლად უტე­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ეს არის ჩვენს შე­სა­სუს­ტებ­ლად აგო­რე­ბუ­ლი ანტი პი­ა­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

Страна.ua-მ გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც, ცნო­ბი­ლი რუსი "პრან­კე­რი" ლექ­სუ­სი თით­ქოს­და სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს, უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრ არ­სენ ავა­კო­ვის სა­ხე­ლით, ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხზე ესა­უბ­რე­ბა. გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი ექ­სპრე­ზი­დენტს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს და უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს სთხოვს, არ გად­მოს­ცენ ის სა­ქარ­თვე­ლოს. ამას­თან, ის ამ­ბობს, რომ ეს პო­ზი­ცია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უარ­ყო, რომ მსგავ­სი სა­უ­ბა­რი შედ­გა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

გიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით შს მინისტრი პირველ განცხადებას აკეთებს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის "ფე-ეს-ბე" -ს და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული ანტიპიარი, რომელიც ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად. შს მინისტრის განცხადებით, მას პრობლემა არ აქვს არც გამოძიების დაწყებასთან და არც ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხმის ავთენტურობას დაადგენს.

"ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები. მე გეტყვით რომ "ფე-ეს-ბე"-ს აგენტები და "ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტი პიარი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერი" ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."