საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალბატონები, რომლებსაც მასშტაბურ პროექტებში მოხვედრამ წლების ოცნება აუხდინა
ქართველი ქალბატონები, რომლებსაც მასშტაბურ პროექტებში მოხვედრამ წლების ოცნება აუხდინა

ზოგ­ჯერ ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბა­ში გა­დის იქამ­დე, რომ ადა­მი­ანს ხე­ლიც კი ჩაქ­ნე­უ­ლი აქვს, სა­ნატ­რე­ლი სურ­ვი­ლის ახ­დე­ნის იმედს კარ­გავს, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა ის, რი­სიც თა­ვა­დაც არ სჯე­რა... დიახ, ნატ­ვრა სრულ­დე­ბა და ამის დას­ტუ­რი იმ რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტო­ნის მა­გა­ლი­თია, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­შიც, მიმ­დი­ნა­რე წელს მათ­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ მოხ­და...

ისი­ნი ცოტა ხნის წინ, თა­ვი­ან­თი ნი­ჭი­ე­რე­ბით ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ტე­ლე­ეკ­რა­ნის (მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი) სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო და ძა­ლი­ან მალე შე­იყ­ვა­რა...

ნა­ნუ­კა გუ­ლუა

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის - დოჩი ალიშ­ბა­ი­ას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - ნა­ნუ­კა გუ­ლუა ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბით ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლი და იქვე დაბ­ნე­უ­ლია, რომ ხან­და­ხან არც კი სჯე­რა იმის, რაც, მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და: "აქამ­დე არ მი­ცხოვ­რია! ბედ­ნი­ე­რიც თურ­მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ... მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­ცა­დე! სწორ დროს სწორ ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი... მთე­ლი სული, გული და მონ­დო­მე­ბა ჩავ­დე, ყვე­ლა შიში დავძლიე და თუ გა­მო­მი­ვი­და, ე.ი. გა­ვუ­მარ­თლე იმე­დი ჩემს აღ­მომ­ჩენს და მი­ზა­ნიც ეგ იყო! მიყ­ვარ­ხართ და გას­კდა გული ამ­დე­ნი ემო­ცი­ის­გან!".

ზუგ­დი­დე­ლი ნა­ნუ­კა უკვე 16 წე­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა არას­დროს მი­უ­ღია, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნად მსა­ხი­ო­ბია, ამას­თან, მუდ­მი­ვად ვი­ღა­ცის პა­რო­დი­ას აკე­თებ­და. სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, შემ­დეგ სა­კუ­თა­რი სამ­კერ­ვა­ლო ატე­ლი­ეც გახ­სნა, კლი­ენ­ტებს დი­ზა­ი­ნის შერ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, სა­ი­და­ნაც პირ­და­პირ "და­ქა­ლებ­ში" აღ­მოჩ­ნდა. მისი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ბო­ლო­ოდ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩა, რა­მაც მისი ცხოვ­რე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად, მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან რაც უნდა ეკე­თე­ბი­ნა, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე სულ ფიქ­რობ­და, თან, ამ პრო­ფე­სი­ას ბევ­რი უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა მა­მამ არ მო­უ­წო­ნა. რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა...

"როცა გა­ვი­გე, როლ­ზე ვი­ყა­ვი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად უნდა მე­თა­მა­შა, გა­და­ღე­ბის წინ, ორი ღამე არ მძი­ნე­ბია. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი, რო­გორ უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი კონ­ტაქ­ტში მათ­თან, ერ­თად უნდა წაგ­ვე­კი­თხა სცე­ნა­რი თუ ცალ-ცალ­კე, - არა­ფე­რი ვი­ცო­დი... პირ­ვე­ლი სცე­ნა ბა­ტონ ზუ­რაბ­თან (კვა­ზი) მქონ­და. ისე თბი­ლად შემ­ხვდა, რომ პირ­ვე­ლი­ვე სცე­ნა გა­მი­ად­ვილ­და და და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­მეხ­სნა," - აღ­ნიშ­ნავს ნა­ნუ­კა.

მის­მა შთამ­ბეჭ­და­ვად შექ­მნილ­მა დო­ჩის სა­ხემ მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ა­ო­ცა. დღეს ნა­ნუ­კას დო­ჩის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა აღარ შე­უძ­ლია.

ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლი

ქეთი ხუ­ციშ­ვი­ლიც არა არის მსა­ხი­ო­ბი და არც კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და მა­ნამ­დე, სა­ნამ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" არ გა­და­ი­ღეს. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, მაგ­რამ არც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უმუ­შა­ვია. როცა სე­რი­ალ­ში, მის­მა პერ­სო­ნაჟ­მა, კას­პელ­მა მთვა­რი­სამ (თბი­ლის­ში ლუნა და­ირ­ქვა), პირ­ვე­ლად ქარ­თლუ­რად და­ი­ლა­პა­რა­კა, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სი­ცი­ლის­გან გა­ი­გუ­და და მერე კი მისი ეკ­რან­ზე ხილ­ვის შემ­დეგ იგი­ვე მა­ყუ­რე­ბელს და­ე­მარ­თა. რო­გორც ქეთი ამ­ბობს, "ფეს­ვებ­მა თა­ვი­სი ქნა, წარ­მო­შო­ბით კას­პი­დან ვარ"... ქე­თიც, ისე­ვე რო­გორც ნა­ნუ­კა, პა­რო­დი­ი­სა და არ­ტის­ტუ­ლი უნა­რე­ბით ბავ­შვო­ბი­დან არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, თა­ვი­სი კუ­თხის ხალ­ხის იმი­ტა­ცია კი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოს­დის. ამას­თან, ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, რაც სე­რი­ა­შიც გა­მო­ავ­ლი­ნა.

მოკ­ლედ, ამ რო­ლით მას ნა­ოც­ნე­ბა­რი აუხ­და, - სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა სა­ჯა­როდ მო­ახ­დი­ნა. პო­პუ­ლა­რო­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლად დაბ­ნე­უ­ლია...

ნანა კუ­ხა­ლე­იშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, პრო­ფე­სი­ით მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მხო­ლოდ სამი წელი იმუ­შა­ვა. შემ­დეგ და­ო­ჯახ­და და 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ატ­რის­კენ არც გა­უ­ხე­დავს, რაც ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და.

"ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე გა­ვი­ზარ­დე და არა­ვის ეგო­ნა, თუ თე­ატრს ჩა­მოვ­შორ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ასე მოხ­და, რა­საც თა­ვის მი­ზე­ზე­ბი აქვს: ბავ­შვებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვზრდი­დი და დამ­ხმა­რე არა­ვინ მყავ­და, მერე მშობ­ლე­ბი და ერ­თა­დერ­თი და დავ­კარ­გე... ბევ­რი ტკი­ვი­ლი გა­და­ვი­ტა­ნე," - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ნანა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პე­რი­ო­დუ­ლად თურ­მე ერთი და იგი­ვე სიზ­მა­რი ესიზ­მრე­ბო­და: "ვი­დე­ქი სცე­ნა­ზე და იმ როლს ვთა­მა­შობ­დი, რო­მე­ლიც ჩემს პე­და­გოგ­თან, ლილი იო­სე­ლი­ან­თან მქონ­და, მაგ­რამ უეც­რად როლი მა­ვი­წყდე­ბო­და და კუ­ლი­სე­ბის­კენ ვი­ხე­დე­ბო­დი, სა­ი­და­ნაც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ლილი მი­ყუ­რებ­და თა­ვი­სი აწე­უ­ლი წარ­ბით და ამის შემ­დეგ გაღ­ვი­ძე­ბაც კი კოშ­მა­რი იყო, - გან­ვიც­დი­დი იმას, რომ პე­და­გოგს იმე­დე­ბი ვერ გა­ვუ­მარ­თლე"...

თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ისე აე­წყო, რომ მსა­ხი­ო­ბი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" კრიმ­ხილ­და კა­კა­ჩი­ას როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს. ნამ­დვი­ლი მეგ­რე­ლი ქა­ლის სა­ხა­სი­ა­თო სახე შექ­მნა... 

პირ­ვე­ლი სცე­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. როლ­მა 20 წლის შემ­დეგ, მსა­ხი­ობს პო­პუ­ლა­რო­ბა და მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა.

მა­ტილ­და კა­ტა­ლია

მა­ტილ­და კა­ტა­ლი­ამ (ფსევ­დო­ნი­მი, რე­ა­ლუ­რად, ლელა ჯა­ვა­ხია) "X ფაქ­ტორ­ში" სა­ო­ცა­რი ტრანსფორ­მა­ცი­ით ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი აა­ტი­რა...

დიახ, მა­ტილ­და ამ პრო­ექ­ტით გა­იც­ნეს. ორი შვი­ლის დე­დამ, 44 წლის ქალ­ბა­ტონ­მა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი დიდ სცე­ნა­ზე მო­სინ­ჯა, რო­გორც ამ­ბობს, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან პირ­და­პირ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მი­ვი­და. გა­მოს­ვლას ფუ­რო­რი მოჰ­ყვა - კონ­კურ­სან­ტმა, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სა­ო­ცა­რი ტრანსფორ­მა­ცი­ით, ჟი­უ­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი აღაფრ­თო­ვა­ნა.

იცო­და, რომ სიმ­ღე­რა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ ასეთ შე­ფა­სე­ბა­სა და შე­დეგს არ ელო­და. იმ დღემ­დე, სა­კუ­თა­რი ნამ­ღე­რით, ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე არ გა­მო­სუ­ლა. თუმ­ცა, სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რა ყო­ველ­თვის უნ­დო­და. სცა­და მა­შინ, როცა ეს სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა... რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქო­ნია გავ­ლი­ლი, სიმ­ღე­რის­თვის არას­დროს ეცა­ლა. ჯერ სწავ­ლობ­და, მერე გავ­თხოვ­და... ერთი შვი­ლი და­ე­ღუ­პა, რაც მის­თვის შოკი და უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო. შემ­დე­გი შვი­ლის და­ბა­დე­ბის მერე ერთი წელი სი­ა­რუ­ლი არ შე­ეძ­ლო... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის კონ­კურსს ადრე გა­მო­ე­თი­შა, ოც­ნე­ბა ნამ­დვი­ლად აუხ­და...

ანა ჩი­რა­ძე

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" წელს კი­დევ ერთი სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟი - ჩიკა გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ანი ჩი­რა­ძე ასა­ხი­ე­რებს. ჩიკა ცხოვ­რე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია, ბიზ­ნეს­მე­ნის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ექ­სცენ­ტი­კუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ანი ჩი­რა­ძე მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არას­დროს უმუ­შა­ვია. ამ სე­რი­ა­ლით კი, მგო­ნი, ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ნაკ­ლი­სი აი­ნა­ზღა­უ­რა... ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი არ უყ­ვარს და ჯერ ჟურ­ნა­ლის­თან სა­ჯა­როდ არც უსა­უბ­რია. თუმ­ცა ანი­ზე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მე­გო­ბარ­მა სე­რი­ალ­სა და ცხოვ­რე­ბა­ში ზუ­ზუმ, იგი­ვე ნინო ნო­დი­ამ მოგ­ვა­წო­და.

"ანი მე­გო­ბა­რია, ოჯა­ხე­ბი­თაც ვმე­გობ­რობთ, მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ზეზ­ვა ცის­კა­რიშ­ვი­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მე და ზეზ­ვას ერ­თად გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ანი და მე მე­ზობ­ლე­ბი ვართ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მე­გობ­რო­ბენ და ბევ­რი სა­ერ­თო გვაქვს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, არ ვი­ცო­დი, თუ მსა­ხი­ო­ბი იყო. თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, გიზო ჟორ­და­ნი­ას ჯგუ­ფი, თა­ვის პრო­ფე­სი­ით არ უმუ­შა­ვია, მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და ხოლ­მე... ჰყავს ერთი შვი­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნიცა ცის­კა­რიშ­ვი­ლი.

სე­რი­ალ­ში ჩი­კას და­ქა­ლი ვარ. მისი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლია, ხოლო პუს­კუ­ნა, ჩემი გმი­რი ასეთ ადა­მი­ა­ნებს ვერ ეგუ­ე­ბა. მას ზედ­მე­ტად კარ­გი ცხოვ­რე­ბის­გან დეპ­რე­სია სჭირს და ამის­გან ცო­ტას ბო­დავს კი­დეც... სა­ერ­თოდ, ასეთ ადა­მი­ა­ნებს უნ­დათ, რომ ეპა­ტა­ჟუ­რი საქ­ცი­ე­ლით გა­აკ­ვირ­ვონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქა­ლა­ქის სა­ლა­პა­რა­კო გახ­დნენ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამას ძა­ლით აკე­თე­ბენ"...

მოკ­ლედ, ანი ჩი­რა­ძეს, რო­გორც მსა­ხი­ობს, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ოც­ნე­ბა აუხ­და და მისი ეკ­რა­ნუ­ლი დე­ბი­უ­ტიც წარ­მა­ტე­ბით შედ­გა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ქართველი ქალბატონები, რომლებსაც მასშტაბურ პროექტებში მოხვედრამ წლების ოცნება აუხდინა

ქართველი ქალბატონები, რომლებსაც მასშტაბურ პროექტებში მოხვედრამ წლების ოცნება აუხდინა

ზოგჯერ ცხოვრება ოცნებაში გადის იქამდე, რომ ადამიანს ხელიც კი ჩაქნეული აქვს, სანატრელი სურვილის ახდენის იმედს კარგავს, მაგრამ მოულოდნელად ხდება ის, რისიც თავადაც არ სჯერა... დიახ, ნატვრა სრულდება და ამის დასტური იმ რამდენიმე ქალბატონის მაგალითია, რომელთა ცხოვრებაშიც, მიმდინარე წელს მათთვის დაუჯერებელი რამ მოხდა...

ისინი ცოტა ხნის წინ, თავიანთი ნიჭიერებით ფართო საზოგადოებამ ტელეეკრანის (მასშტაბური პროექტები) საშუალებით გაიცნო და ძალიან მალე შეიყვარა...

ნანუკა გულუა

პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟის - დოჩი ალიშბაიას როლის შემსრულებელი - ნანუკა გულუა ახდენილი ოცნებით ისეთი გახარებული და იქვე დაბნეულია, რომ ხანდახან არც კი სჯერა იმის, რაც, მის ცხოვრებაში მოხდა: "აქამდე არ მიცხოვრია! ბედნიერიც თურმე არასოდეს ვყოფილვარ... მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი განვიცადე! სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი... მთელი სული, გული და მონდომება ჩავდე, ყველა შიში დავძლიე და თუ გამომივიდა, ე.ი. გავუმართლე იმედი ჩემს აღმომჩენს და მიზანიც ეგ იყო! მიყვარხართ და გასკდა გული ამდენი ემოციისგან!".

ზუგდიდელი ნანუკა უკვე 16 წელია, თბილისში ცხოვრობს, სამსახიობო განათლება არასდროს მიუღია, თუმცა შინაგანად მსახიობია, ამასთან, მუდმივად ვიღაცის პაროდიას აკეთებდა. სამუშაო გამოცდილება სუპერმარკეტების ქსელში კადრების განყოფილებაში აქვს მიღებული, შემდეგ საკუთარი სამკერვალო ატელიეც გახსნა, კლიენტებს დიზაინის შერჩევაში ეხმარებოდა, საიდანაც პირდაპირ "დაქალებში" აღმოჩნდა. მისი მონაცემები საბოლოოდ შეუმჩნეველი არ დარჩა, რამაც მისი ცხოვრება პრაქტიკულად, მთლიანად შეცვალა.

ამბობს, რომ ბავშვობიდან რაც უნდა ეკეთებინა, მსახიობობაზე სულ ფიქრობდა, თან, ამ პროფესიას ბევრი უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ საბოლოოდ სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარება მამამ არ მოუწონა. რჩევა გაითვალისწინა...

"როცა გავიგე, როლზე ვიყავი დამტკიცებული და მსახიობებთან ერთად უნდა მეთამაშა, გადაღების წინ, ორი ღამე არ მძინებია. ძალიან ვნერვიულობდი, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შევსულიყავი კონტაქტში მათთან, ერთად უნდა წაგვეკითხა სცენარი თუ ცალ-ცალკე, - არაფერი ვიცოდი... პირველი სცენა ბატონ ზურაბთან (კვაზი) მქონდა. ისე თბილად შემხვდა, რომ პირველივე სცენა გამიადვილდა და დაძაბულობა მომეხსნა," - აღნიშნავს ნანუკა.

მისმა შთამბეჭდავად შექმნილმა დოჩის სახემ მაყურებელი გააოცა. დღეს ნანუკას დოჩის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია.

ქეთი ხუციშვილი

ქეთი ხუციშვილიც არა არის მსახიობი და არც კამერასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა მანამდე, სანამ "ჩემი ცოლის დაქალები" არ გადაიღეს. პროფესიით იურისტია, მაგრამ არც ამ მიმართულებით უმუშავია. როცა სერიალში, მისმა პერსონაჟმა, კასპელმა მთვარისამ (თბილისში ლუნა დაირქვა), პირველად ქართლურად დაილაპარაკა, გადამღები ჯგუფი სიცილისგან გაიგუდა და მერე კი მისი ეკრანზე ხილვის შემდეგ იგივე მაყურებელს დაემართა. როგორც ქეთი ამბობს, "ფესვებმა თავისი ქნა, წარმოშობით კასპიდან ვარ"... ქეთიც, ისევე როგორც ნანუკა, პაროდიისა და არტისტული უნარებით ბავშვობიდან არის დაჯილდოებული, თავისი კუთხის ხალხის იმიტაცია კი განსაკუთრებით გამოსდის. ამასთან, ბავშვობიდან მღერის, რაც სერიაშიც გამოავლინა.

მოკლედ, ამ როლით მას ნაოცნებარი აუხდა, - საკუთარი მონაცემების დემონსტრირება საჯაროდ მოახდინა.  პოპულარობით გახარებული, თუმცა სერიოზულად დაბნეულია...

ნანა კუხალეიშვილი

მსახიობია, მაგრამ თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პროფესიით მარჯანიშვილის თეატრში მხოლოდ სამი წელი იმუშავა. შემდეგ დაოჯახდა და 20 წლის განმავლობაში თეატრისკენ არც გაუხედავს, რაც ძალიან აწუხებდა.

"ბავშვობიდან სცენაზე გავიზარდე და არავის ეგონა, თუ თეატრს ჩამოვშორდებოდი, მაგრამ ასე მოხდა, რასაც თავის მიზეზები აქვს: ბავშვებს დამოუკიდებლად ვზრდიდი და დამხმარე არავინ მყავდა, მერე მშობლები და ერთადერთი და დავკარგე... ბევრი ტკივილი გადავიტანე," - ამბობს ქალბატონი ნანა.

წლების განმავლობაში, პერიოდულად თურმე ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრებოდა: "ვიდექი სცენაზე და იმ როლს ვთამაშობდი, რომელიც ჩემს პედაგოგთან, ლილი იოსელიანთან მქონდა, მაგრამ უეცრად როლი მავიწყდებოდა და კულისებისკენ ვიხედებოდი, საიდანაც გაბრაზებული ქალბატონი ლილი მიყურებდა თავისი აწეული წარბით და ამის შემდეგ გაღვიძებაც კი კოშმარი იყო, - განვიცდიდი იმას, რომ პედაგოგს იმედები ვერ გავუმართლე"...

თუმცა ყველაფერი ისე აეწყო, რომ მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალები" კრიმხილდა კაკაჩიას როლზე დაამტკიცეს. ნამდვილი მეგრელი ქალის სახასიათო სახე შექმნა... 

პირველი სცენაც წარმატებული აღმოჩნდა და გადამღებმა ჯგუფმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. როლმა 20 წლის შემდეგ, მსახიობს პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული მოუტანა.

მატილდა კატალია

მატილდა კატალიამ (ფსევდონიმი, რეალურად, ლელა ჯავახია) "X ფაქტორში" საოცარი ტრანსფორმაციით ფილარმონიაში მაყურებელი აატირა...

დიახ, მატილდა ამ პროექტით გაიცნეს. ორი შვილის დედამ, 44 წლის ქალბატონმა საკუთარი ძალები დიდ სცენაზე მოსინჯა, როგორც ამბობს, სამზარეულოდან პირდაპირ ფილარმონიაში მივიდა. გამოსვლას ფურორი მოჰყვა - კონკურსანტმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საოცარი ტრანსფორმაციით, ჟიური და მაყურებელი აღაფრთოვანა.

იცოდა, რომ სიმღერა შეეძლო, მაგრამ ასეთ შეფასებასა და შედეგს არ ელოდა. იმ დღემდე, საკუთარი ნამღერით, ფართო აუდიტორიის წინაშე არ გამოსულა. თუმცა, სცენაზე სიმღერა ყოველთვის უნდოდა. სცადა მაშინ, როცა ეს საჭიროდ ჩათვალა... რთული ცხოვრება ჰქონია გავლილი, სიმღერისთვის არასდროს ეცალა. ჯერ სწავლობდა, მერე გავთხოვდა... ერთი შვილი დაეღუპა, რაც მისთვის შოკი და უდიდესი ტრაგედია იყო. შემდეგი შვილის დაბადების მერე ერთი წელი სიარული არ შეეძლო... მიუხედავად იმისა, რომ ის კონკურსს ადრე გამოეთიშა, ოცნება ნამდვილად აუხდა...

ანა ჩირაძე

"ჩემი ცოლის დაქალებში" წელს კიდევ ერთი სახასიათო პერსონაჟი - ჩიკა გამოჩნდა, რომელსაც პროფესიით მსახიობი ანი ჩირაძე ასახიერებს. ჩიკა ცხოვრებისგან განებივრებული ქალბატონია, ბიზნესმენის მეუღლე, რომელიც ექსცენტიკულობით გამოირჩევა.

ანი ჩირაძე მსახიობია, მაგრამ პროფესიით არასდროს უმუშავია. ამ სერიალით კი, მგონი, ყველანაირი დანაკლისი აინაზღაურა... ინტერვიუები არ უყვარს და ჯერ ჟურნალისთან საჯაროდ არც უსაუბრია. თუმცა ანიზე გარკვეული ინფორმაცია მისმა მეგობარმა სერიალსა და ცხოვრებაში ზუზუმ, იგივე ნინო ნოდიამ მოგვაწოდა.

"ანი მეგობარია, ოჯახებითაც ვმეგობრობთ, მისი ყოფილი მეუღლე ზეზვა ცისკარიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მთელი ბავშვობა მე და ზეზვას ერთად გვაქვს გატარებული. ანი და მე მეზობლები ვართ, ჩვენი შვილები მეგობრობენ და ბევრი საერთო გვაქვს... მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვიცნობ, არ ვიცოდი, თუ მსახიობი იყო. თეატრალური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, გიზო ჟორდანიას ჯგუფი, თავის პროფესიით არ უმუშავია, მუდმივად სხვადასხვა სამსახური ჰქონდა ხოლმე... ჰყავს ერთი შვილი, შესანიშნავი ნიცა ცისკარიშვილი.

სერიალში ჩიკას დაქალი ვარ. მისი პერსონაჟი ძალიან დეპრესიულია, ხოლო პუსკუნა, ჩემი გმირი ასეთ ადამიანებს ვერ ეგუება. მას ზედმეტად კარგი ცხოვრებისგან დეპრესია სჭირს და ამისგან ცოტას ბოდავს კიდეც... საერთოდ, ასეთ ადამიანებს უნდათ, რომ ეპატაჟური საქციელით გააკვირვონ საზოგადოება და ქალაქის სალაპარაკო გახდნენ. ხშირ შემთხვევაში, ამას ძალით აკეთებენ"...

მოკლედ, ანი ჩირაძეს, როგორც მსახიობს, მიგვაჩნია, რომ ოცნება აუხდა და მისი ეკრანული დებიუტიც წარმატებით შედგა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება