Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვანოს ორი კვირის წინ ქალიშვილი შეეძინა" - ვინ იყვნენ სამხედროები, რომლებიც აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ
"ვანოს ორი კვირის წინ ქალიშვილი შეეძინა" - ვინ იყვნენ სამხედროები, რომლებიც აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

თბი­ლის­ში 13 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ორი სამ­ხედ­რო გარ­და­იც­ვა­ლა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მოხ­და, რო­დე­საც და­თხოვ­ნა­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი არა­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, ასე­ვე და­თხოვ­ნა­ში მყო­ფი კი­დევ ოთხი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­შავ­და. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ი­წყო. ავა­რი­ის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ:

"გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნას­წა­რი იფ­ნორ­მა­ცი­ით ავ­ტო­მან­ქა­ნა ცენ­ტრა­ლუ­რი გზი­დან სა­თა­და­რი­გო გზა­ზე გა­და­ვი­და, სა­დაც გზის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ ხე­ებს შე­ე­ჯა­ხა. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო და და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის რი­გით შ.ლ-ს და კაპ­რალ ი.ბ-ს ოჯა­ხებს უსამ­ძიმ­რებს", - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც Ambebi.ge-მ გა­არ­კვია, გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი 29 წლის ვანო ბლი­ა­ძე და 22 წლის შოთა ლა­შა­უ­რი იყ­ვნენ. ბლი­ა­ძეს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი დარ­ჩა.

Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მე­გო­ბარს ლაშა გე­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ივა­ნე ბლი­ა­ძე და შოთა ლა­შა­უ­რი ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. უწე­სი­ე­რე­სი და პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭე­ბი გახ­ლდნენ. შოთა ლა­შა­უ­რი ჩემი უბ­ნე­ლი იყო, მაგ­რამ ისე­თი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, უბან­ში არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ის 22 წლის გახ­ლდათ, ერთი წლის წინ, მო­ვი­და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, ჩვენს ბა­ტა­ლი­ონ­ში 5 თვის წინ გად­მო­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნე ბლი­ა­ძეს, ის 29 წლის გახ­ლდათ და მე­ო­რედ იყო სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხურ­ში. ჩვენ­თან 7 თვის წინ გად­მო­ვი­და. წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან გახ­ლდათ და იქე­დან და­დი­ო­და, ორი კვი­რის წინ პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

- რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, რამ გა­მო­იწ­ვია ავა­რია?

- ვერ გე­ტყვით, მე ხომ იქ არ ვყო­ფილ­ვარ? დი­ლის 10:00 სა­ათ­ზე ისი­ნი მო­იხ­სნენ გა­ნა­წე­სი­დან და ზუს­ტად 20 წუთ­ში ავა­რია მო­უ­ვი­დათ. მი­დი­ოდ­ნენ გზა­ზე, თუ არ ვცდე­ბი, მან­ქა­ნა სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და, რა­საც ორი კარ­გი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

"ვანოს ორი კვირის წინ ქალიშვილი შეეძინა" - ვინ იყვნენ სამხედროები, რომლებიც აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

"ვანოს ორი კვირის წინ ქალიშვილი შეეძინა" - ვინ იყვნენ სამხედროები, რომლებიც აეროპორტის გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

თბილისში 13 აგვისტოს მომხდარი ავარიის შედეგად ორი სამხედრო გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება პოლიციამ უკვე დაიწყო. ავარიის შემდეგ განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ:

"გამოძიების წინასწარი იფნორმაციით ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რიგით შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს ოჯახებს უსამძიმრებს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, გარდაცვლილი სამხედროები 29 წლის ვანო ბლიაძე და 22 წლის შოთა ლაშაური იყვნენ. ბლიაძეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

Ambebi.ge გარდაცვლილების მეგობარს ლაშა გელაშვილს ესაუბრა:

- ივანე ბლიაძე და შოთა ლაშაური ჩემი მეგობრები იყვნენ. უწესიერესი და პატიოსანი ბიჭები გახლდნენ. შოთა ლაშაური ჩემი უბნელი იყო, მაგრამ ისეთი წესიერი ადამიანი გახლდათ, უბანში არასოდეს მინახავს. ის 22 წლის გახლდათ, ერთი წლის წინ, მოვიდა შეიარაღებულ ძალებში, ჩვენს ბატალიონში 5 თვის წინ გადმოვიდა. რაც შეეხება ივანე ბლიაძეს, ის 29 წლის გახლდათ და მეორედ იყო საკონტრაქტო სამსახურში. ჩვენთან 7 თვის წინ გადმოვიდა. წარმოშობით კახეთიდან გახლდათ და იქედან დადიოდა, ორი კვირის წინ პატარა ქალიშვილი შეეძინა.

- რა ინფორმაცია გაქვთ, რამ გამოიწვია ავარია?

- ვერ გეტყვით, მე ხომ იქ არ ვყოფილვარ? დილის 10:00 საათზე ისინი მოიხსნენ განაწესიდან და ზუსტად 20 წუთში ავარია მოუვიდათ. მიდიოდნენ გზაზე, თუ არ ვცდები, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც ორი კარგი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი