ყოველწლიურად გასათამაშებელი "მწვანე ბარათების რაოდენობა" 50 000-დან 140 000-მდე გაიზრდება. ცვლილება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება. ახალი სისტემით, აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს ქულებით შეაფასებენ და ყოველწლიურად ხელმისაწვდომ საიმიგრაციო ვიზას ის პირები მიიღებენ, რომლებიც ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებენ.
"მწვანე ბარათის" გათამაშება პირველად 1940 წელს მოხდა, მას შემდეგ გათამაშება ყოველწლიურია. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, "მწვანე ბარათს" ყოველწლიურად დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანი იგებს.
გათამაშებას ოფიციალურად "მრავალფეროვანი სავიზო პროგრამა" ეწოდება და ის აშშ-ს კონგრესის მიერაა დამტკიცებული. ლატარეას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.
"მწვანე ბარათის" გათამაშებაში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. თითოეულ ქვეყანას გათამაშებაში მოგებათა განსაზღვრული ლიმიტი აქვს. ის ყოველწლიურად სხვადასხვაა, ვინაიდან კანონმდებლობა მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებით პერიოდულად იცვლება. სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიურო ცდილობს სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტთა რაოდენობა დააბალანსოს და ამით მრავალფეროვნება და სამართლიანობა მაქსიმალურად დაიცვას. წაიკითხეთ გაგრძელება