საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ
"სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ

პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პო­ეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე| "მი­თხრა, წყა­ლი მო­მი­ტა­ნეო, გა­ვე­დი და როცა ოთახ­ში დავ­ბრუნ­დი, უკვე ცუ­დად იყო" - ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია

"რა­ჭა­ში ბევ­რი რამ კარ­გავს მნიშ­ვნე­ლო­ბას, რაც თბი­ლის­ში, მდუ­ღა­რე ქვაბ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გვგო­ნია. რა­საც აქ და ახლა არ შე­მიძ­ლია მშვი­დად შევ­ხვდე, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ავად ყოფ­ნაა. ჯან­სუ­ღი ამ სი­ტყვე­ბის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით სა­ხალ­ხო პო­ე­ტია, რომ­ლის ლექსს და სიმ­ღე­რას ბევ­რი ისე ღი­ღი­ნებს, ჯან­სუ­ღის რო­მაა, არც იცის, მაგ­რამ ღი­ღი­ნებს ან ცი­ტი­რებს ყვე­ლა. პი­რა­დად ჩემ­თვის კი, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი ბევ­რად მეტს ნიშ­ნავს. 20 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­ჩე­მის ური­ცხვ მე­გო­ბარს შო­რის, იშ­ვი­ა­თად მიგ­რძვნია ისე­თი მუდ­მი­ვი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სით­ბო, მხარ­და­ჭე­რა, რო­გო­რიც ჯან­სუღს შე­უძ­ლია. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იც­ვლე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რა "აწყობს" დღეს, ყო­ველ­თვის ერ­თგუ­ლია მე­გობ­რის, მე­გობ­რო­ბის, მან სიყ­ვა­რუ­ლი იცის, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს სწო­რედ მისი ლექ­სე­ბის ნამ­დვი­ლო­ბას. ამ ასა­კის კაცი მუდ­მი­ვად, დე­ტა­ლუ­რად ადევ­ნებს თვალს მოვ­ლე­ნებს და ჯერ არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, გა­მორ­ჩე­ნო­და რა­ი­მე ჩემი ოდ­ნა­ვი გა­სა­ჭი­რი, ისე­თიც კი, ზოგ­ჯერ თა­ვა­დაც რომ ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­მი­ნი­ჭე­ბია, ის მა­ინც სა­და­რა­ჯო­ზე იდგა, ვა­ი­თუ ინერ­ვი­უ­ლა, ვა­ი­თუ გული ეტ­კი­ნაო და გვერ­დით არ მდგა­რი­ყო, თუ ფი­ზი­კუ­რად გვერ­დით ყოფ­ნის ენერ­გია არ ჰქონ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, არ და­ე­რე­კა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს, მამა, ან მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი რომ და­გი­რე­კავს და გაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ შენ­თან არის, მარ­ტო არ ხარ. ამ თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე, უვაჟ­კა­ცეს, ძლი­ერ ადა­მი­ანს, მარ­თლაც რომ ლომს, ესე­ვი­ან თახ­სი­რი ტუ­რე­ბი, არას­დროს რომ არა­ვინ ყვა­რე­ბი­ათ, არას­დროს რომ არაფ­რის ფასი არ სცოდ­ნი­ათ და თა­ვი­ანთ არა­რა­ო­ბას ომა­ხი­ა­ნად ტე­ნი­ან ცხვირ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რამ­დე­ნი წელი თავს მის მე­გობ­რე­ბად ასა­ღებ­დნენ და ახლა სა­ხე­და­კარ­გუ­ლე­ბი სი­ხა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ მისი ცუ­დად ყოფ­ნის გამო. თუ ამ ადა­მი­ან­თა მსგავ­სე­ბის უღირ­სო­ბას სა­ქარ­თვე­ლო ვერ ამ­ჩნევს და მსმე­ნე­ლე­ბიც ჰყავთ, უფრო ცუ­დად ყო­ფი­ლა ქვეყ­ნის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის საქ­მე, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით.

იმე­დი მაქვს ჯან­სუ­ღი ად­გე­ბა მალე და ერთ-ორ "სმეშ­ნოი სი­ტყვას" თვი­თონ ეტყვის შერ-ხა­ნის ნა­სუფ­რა­ლის მა­დე­ვარ ტურა ტა­ბა­კებს, არა­ფე­რი რომ წმინ­და არ და­ი­ტო­ვეს სულ­ში.

პ.ს. ჩემი დე­ბი­უ­ტიც შედ­გა, - მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ბო­რო­ტე­ბი­სა, რაც მათ­გან მო­ე­დი­ნე­ბა, პირ­ვე­ლად მი­ვე­ცი თავს უფ­ლე­ბა ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც მრა­ვა­ლი წელი მეტ­ნაკ­ლე­ბად ვიც­ნობ­დი, ეს სი­ტყვე­ბი მეთ­ქვა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ

"სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოეტთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

წაიკითხეთ ასევე| "მითხრა, წყალი მომიტანეო, გავედი და როცა ოთახში დავბრუნდი, უკვე ცუდად იყო" - ჯანსუღ ჩარკვიანი უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაშია

"რაჭაში ბევრი რამ კარგავს მნიშვნელობას, რაც თბილისში, მდუღარე ქვაბში მნიშვნელოვანი გვგონია. რასაც აქ და ახლა არ შემიძლია მშვიდად შევხვდე, ჯანსუღ ჩარკვიანის ავად ყოფნაა. ჯანსუღი ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით სახალხო პოეტია, რომლის ლექსს და სიმღერას ბევრი ისე ღიღინებს, ჯანსუღის რომაა, არც იცის, მაგრამ ღიღინებს ან ციტირებს ყველა. პირადად ჩემთვის კი, ჯანსუღ ჩარკვიანი ბევრად მეტს ნიშნავს. 20 წლის წინ გარდაცვლილი მამაჩემის ურიცხვ მეგობარს შორის, იშვიათად მიგრძვნია ისეთი მუდმივი, გარანტირებული სითბო, მხარდაჭერა, როგორიც ჯანსუღს შეუძლია. ეს არის ადამიანი, რომელიც არ იცვლება იმის მიხედვით, რა "აწყობს" დღეს, ყოველთვის ერთგულია მეგობრის, მეგობრობის, მან სიყვარული იცის, რაც განაპირობებს სწორედ მისი ლექსების ნამდვილობას. ამ ასაკის კაცი მუდმივად, დეტალურად ადევნებს თვალს მოვლენებს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, გამორჩენოდა რაიმე ჩემი ოდნავი გასაჭირი, ისეთიც კი, ზოგჯერ თავადაც რომ ნაკლები მნიშვნელობა მიმინიჭებია, ის მაინც სადარაჯოზე იდგა, ვაითუ ინერვიულა, ვაითუ გული ეტკინაო და გვერდით არ მდგარიყო, თუ ფიზიკურად გვერდით ყოფნის ენერგია არ ჰქონდა, წარმოუდგენელი იყო, არ დაერეკა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, მამა, ან მხოლოდ უახლოესი ადამიანი რომ დაგირეკავს და გაგრძნობინებს, რომ შენთან არის, მარტო არ ხარ. ამ თვისებების მქონე, უვაჟკაცეს, ძლიერ ადამიანს, მართლაც რომ ლომს, ესევიან თახსირი ტურები, არასდროს რომ არავინ ყვარებიათ, არასდროს რომ არაფრის ფასი არ სცოდნიათ და თავიანთ არარაობას ომახიანად ტენიან ცხვირში საზოგადოებას. რამდენი წელი თავს მის მეგობრებად ასაღებდნენ და ახლა სახედაკარგულები სიხარულს გამოხატავენ მისი ცუდად ყოფნის გამო. თუ ამ ადამიანთა მსგავსების უღირსობას საქართველო ვერ ამჩნევს და მსმენელებიც ჰყავთ, უფრო ცუდად ყოფილა ქვეყნის ფასეულობების საქმე, ვიდრე ერთი შეხედვით.

იმედი მაქვს ჯანსუღი ადგება მალე და ერთ-ორ "სმეშნოი სიტყვას" თვითონ ეტყვის შერ-ხანის ნასუფრალის მადევარ ტურა ტაბაკებს, არაფერი რომ წმინდა არ დაიტოვეს სულში.

პ.ს. ჩემი დებიუტიც შედგა, - მიუხედავად ბევრი ბოროტებისა, რაც მათგან მოედინება, პირველად მივეცი თავს უფლება ასაკოვან ადამიანებზე, რომელთაც მრავალი წელი მეტნაკლებად ვიცნობდი, ეს სიტყვები მეთქვა".

"ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის... შემიძლია უკვე ვთქვა, რომ წინ სვლა დავიწყე" - თინა ხიდაშელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

"ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა" - როგორ იხსენებს ნათია ფანჯიკიძე გარდაცვლილ მეგობარს, რომელმაც "ლოპოტას სამოთხე" შექმნა

"სან დიეგოს ზოოპარკში მაინც წაგვიყვანონ... აცრილი ტურისტების ხელით შეხებაც შეგვეძლება თუ იცით?!" - ვაქცინაციის თემაზე "ფეისბუქში" სასაცილო "მიმები" ვრცელდება