კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩაის პირველ მსხვილ წარმოებას უძღვებოდა - რატომ განადგურდა ქართული მეჩაიეობა
ვინ იყო ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩაის პირველ მსხვილ წარმოებას უძღვებოდა - რატომ განადგურდა ქართული მეჩაიეობა

ჩაი თუ ყავა, - ალ­ბათ ორი­ვე, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ეს ორი მშვე­ნი­ე­რი არო­მა­ტუ­ლი სას­მე­ლი ერ­თმა­ნეთს ტოლს არ უდებს.

ჩაის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, წლე­ბის წინ ჩაის მწარ­მო­ე­ბელ ქვე­ყა­ნა­თა ნუს­ხა­შიც სე­რი­ო­ზულ ად­გილს ვი­კა­ვებ­დით... ამ კულ­ტუ­რას ჩვენ­ში ახ­ლაც აწარ­მო­ე­ბენ, მაგ­რამ მას მა­სობ­რი­ვი და მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი აღარ აქვს...

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ჩაი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1770 წელს გა­მოჩ­ნდა, როცა რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა, ეკა­ტე­რი­ნე II-ემ სა­მო­ვა­რი და ჩაის ჭურ­ჭე­ლი ერეკ­ლე II-ეს აჩუ­ქა.

სა­მო­ვა­რი

სა­მოვ­რი - ჩაის და­სა­ყე­ნე­ბე­ლი ხელ­სა­წყოა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ვთქვით, ჩაის დამ­კვიდ­რე­ბის შემ­დგომ, ანუ რუ­სე­თი­დან შე­მოს­ვლის მერე გავ­რცელ­და. სა­მოვ­რის გა­მო­ყე­ნე­ბამ ფარ­თოდ მო­ი­კი­და ფეხი სა­ქა­ლა­ქო ყო­ფა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ზე­ი­მო შეკ­რე­ბე­ბი­სა და სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს. XIX სა­უ­კუ­ნე­ში "ჩა­ი­ზე და­პა­ტი­ჟე­ბა" ერ­თგვა­რი მო­დუ­რი გა­ტა­ცე­ბა იყო, რა­მაც სა­მოვ­რის მოხ­მა­რე­ბის კულ­ტუ­რა წინ მე­ტად წა­მოს­წია. სა­უ­კე­თე­სო სა­მოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ქა­ლაქ ტუ­ლი­დან შე­მო­დი­ო­და.

სა­მოვ­რით ჩაის სმა რომ მი­ღე­ბუ­ლი და მო­დუ­რი იყო, ამა­ზე ფი­როს­მა­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მიც მე­ტყვე­ლებს: "ძმე­ბო, ავა­შე­ნოთ დიდი ხის სახ­ლი სად­მე ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, რომ ყვე­ლა­სათ­ვის იყოს ახ­ლოს, ავა­შე­ნოთ დიდი სახ­ლი, რომ შე­ვი­ყარ­ნეთ ხოლ­მე, ვი­ყი­დოთ დიდი სტო­ლი და სა­მო­ვა­რი, ვსვათ ჩაი, ბევ­რი ვსვათ და ვი­ლა­პა­რა­კოთ მხატ­ვრო­ბა­ზე!..

ჩაის პირ­ვე­ლი ბუჩ­ქე­ბი

პირ­ვე­ლი ბუჩ­ქე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1809 წელს, მა­მია V გუ­რი­ე­ლის ბაღ­ში გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გუ­რი­ე­ლის კარს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. შემ­დგომ ის ოზურ­გე­თი­დან გორა-ბე­რე­ჟო­ულ­ში, მი­ხე­ილ ერის­თა­ვის მა­მულ­ში გა­და­ი­ტა­ნეს...

1833 წელს კავ­კა­სი­ის მო­მა­ვალ­მა მთა­ვარ­მარ­თე­ბელ­მა ვო­რონ­ცოვ­მა ეს კულ­ტუ­რა ჩი­ნე­თი­დან გა­მო­ი­წე­რა და ყი­რიმ­ში გა­ა­შე­ნა, მაგ­რამ ჩაის ბუჩ­ქმა იქ ვერ გა­ი­ხა­რა და შემ­დეგ ისი­ნი სო­ხუმ­ში გა­და­არ­გვე­ვი­ნა...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა, ეს კულ­ტუ­რა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ.

საქ­მე­ში რუ­სეთ­ში ჩაით მსხვი­ლი მო­ვაჭ­რე, პო­პო­ვი ჩა­ერ­თო და XIX სა­უ­კუ­ნის 90-ია­ნებ­ში ჩაქვში, სა­ლი­ბა­ურ­სა და კაპ­რე­შუმ­ში 14 ჰა-ზე ჩი­ნუ­რი ჩაის ჯი­შე­ბი დარ­გო. 1898 წელს სა­ლი­ბა­ურ­ში ინ­გლი­სუ­რი მან­ქა­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქარ­ხა­ნა აა­შე­ნა, 1899 წელს კი - ჩაქვში.

ჩი­ნე­თი­დან აჭა­რა­ში 23 წლის ახალ­გაზ­რდა, ლაო ჯონ­ჯა­ოც ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც სა­მარ­თა­ვად რამ­დე­ნი­მე მა­მუ­ლი ჰქონ­და (კაპ­რე­შუმ­ში, სა­ლი­ბა­ურ­ში და ჩაქვში). 1911 წელს ლაომ ბა­თუ­მის მახ­ლობ­ლად, მიწა შე­ი­ძი­ნა და თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბა მო­ა­წყო. 1918 წელს კი პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­აც გა­მო­უშ­ვა. ამ საქ­მეს მერე ხელი სხვებ­მაც მოჰ­კი­დეს.

უკვე 1899 წლის­თვის პა­რი­ზის გა­მო­ფე­ნა­ზე ქარ­თუ­ლი ჩაი დიდი ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და. 1900 წელს ჩაის 23 საც­დე­ლი ნაკ­ვე­თი არ­სე­ბობ­და, მათ­გან 9 - ოზურ­გე­თის მაზ­რა­ში, 6 - ზუგ­დი­დის მაზ­რა­ში, 4 - სო­ხუ­მის ოკ­რუ­გში, 2-2 სე­ნა­კი­სა და ქუ­თა­ი­სის მაზ­რებ­ში.

ლე­გენ­და

ჩაის წარ­მო­შო­ბა­ზე ზო­გა­დად სხვა­დას­ხვა ლე­გენ­და არ­სე­ბობს, ერთ-ერთი კი მთლი­ა­ნად ამ­ყა­რებს აზრს, რომ ამ კულ­ტუ­რის სამ­შობ­ლო ჩი­ნე­თია. ვი­ნა­ი­დან ჩვენ­თან მისი მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა სწო­რედ ჩი­ნელს უკავ­შირ­დე­ბა, ამი­ტომ ღირს მისი გახ­სე­ნე­ბა:

"ძველ ჩი­ნეთ­ში ბრძე­ნი ბერი ცხოვ­რობ­და. დღე­ებს მარ­ხვა­სა და ლოც­ვა­ში ატა­რებ­და. ერთხელ, მე­დი­ტა­ცი­ის დროს, ბერს ბუდა გა­მო­ე­ცხა­და. გა­ო­ცე­ბულ­მა ბრძენ­მა გა­და­წყვი­ტა, იმ დღი­დან თვალ­მო­უ­ხუ­ჭა­ვად ელო­ცა, მაგ­რამ ერთ დღეს ვე­ღარ გაძ­ლო, ქუ­თუ­თო­ე­ბი და­უმ­ძიმ­და და ჩა­ე­ძი­ნა. ყვე­ლა­ფერ­ში წამ­წა­მე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ამო­იძ­რო ისი­ნი და მი­წა­ზე და­ყა­რა. იმ ად­გი­ლას ჩაის ბუჩ­ქი ამო­ი­ზარ­და. იმის შემ­დეგ ბუ­დისტ ბე­რებს ურ­ჩევ­დნენ, მე­დი­ტა­ცი­ის დროს ჩაი და­ე­ლი­ათ, რომ არ ჩას­ძი­ნე­ბო­დათ. "ჩაი" და "სი­ფხიზ­ლე" ჩი­ნურ ენა­ში ერთი იე­როგ­ლი­ფით აღი­ნიშ­ნე­ბა.

IV-V სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩრდი­ლო­ეთ ჩი­ნეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ კარ­გი ჩაი ამ მცე­ნა­რის ნორ­ჩი ფოთ­ლე­ბის­გან მზად­დე­ბო­და. ამი­ტომ ეწო­და სას­მელს "ჩა", რაც ჩრდი­ლო ჩი­ნურ დი­ა­ლექ­ტზე "ნორჩ ფო­თოლს" ნიშ­ნავ­და.

ქარ­თულ-საბ­ჭო­თა ჩაი

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, ჩაის დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცა. და­სა­ველთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თად სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რად იქცა. XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მე­ჩა­ი­ე­ო­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა მი­ი­ღეს. შე­იქ­მნა ჩა­ი­სა და სუბტ­რო­პი­კულ კულ­ტუ­რა­თა კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი, სა­დაც გა­მო­იყ­ვა­ნეს ახა­ლი ჯი­შე­ბი (სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი იყო "სა­ქარ­თვე­ლოს თა­ი­გუ­ლი").

იმის გამო, რომ ქარ­თუ­ლი ჩაით არა­ერთ ქვე­ყა­ნას ამა­რა­გებ­დნენ, ამი­ტომ რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა ხა­რის­ხის გა­უ­ა­რე­სე­ბის ხარ­ჯზე მოხ­და, რა­მაც დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რო­გორც ჩაის ავ­ტო­რი­ტე­ტის­თვის, ასე­ვე გე­მო­სა და არო­მა­ტის­თვის. მსოფ­ლი­ო­ში 17 ძი­რი­თად ჩაის მწარ­მო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 11-ე ად­გილ­ზე იყო: ჩი­ნე­თი, ინ­დო­ე­თი, შრი-ლან­კა, კე­ნია, ინ­დო­ნე­ზია, თურ­ქე­თი, ვი­ეტ­ნა­მი, მი­ან­მა­რი, ია­პო­ნია, ბან­გლა­დე­ში, სა­ქარ­თვე­ლო, არ­გენ­ტი­ნა, ირა­ნი, უგან­და, მა­ლა­ვია, ტან­ზა­ნია, სამ­ხრეთ აფ­რი­კა.

ჩვენ­თან, შავ­ზე მე­ტად, მწვა­ნე ჩაის ბევ­რი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობ­და და საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში 30-მდე და­სა­ხე­ლე­ბის მწვა­ნე ჩაი იწარ­მო­ე­ბო­და, მაგ­რამ XX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ქარ­თუ­ლი ჩაი გა­ნად­გურ­და, ომებ­მა და ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზი­სებ­მა ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ქარ­თუ­ლი ჩაის გა­რე­შე

მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩაის ბა­ზა­რი მხო­ლოდ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რია იყო, მაგ­რამ ჩნდე­ბა კი­თხვა: თუ იყი­დე­ბო­და, რა­ტომ გა­ნად­გურ­და?! რო­დე­საც ქვე­ყა­ნა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­და­ვი­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცია აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბო­და. მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზეც ჩვენ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ვაჭ­რო ნიშა სხვა ქვეყ­ნებ­მა შე­ავ­სეს...

90-იან წლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში მე­ჩა­ი­ე­ო­ბის ახა­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყო, რად­გან ჩა­ი­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და. მე­ჩა­ი­ე­ო­ბის კლა­სი­კურ­მა ქვეყ­ნებ­მა (ინ­დო­ე­თი, ჩი­ნე­თი და ა.შ.) მაქ­სი­მა­ლუ­რად აით­ვი­სეს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ამ კულ­ტუ­რის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბო­და... ჩაის მოყ­ვა­ნა და­ი­წყეს ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მაც, რომ­ლებ­საც ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ ნი­ა­და­გი და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­დათ.

ჩაის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოც შე­დი­ო­და, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს იმ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი 17 ქვეყ­ნი­დან ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ერ­თა­დერ­თი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც რე­ა­გი­რე­ბა მე­ჩა­ი­ე­ო­ბის ახალ ტენ­დენ­ცი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა. პი­რი­ქით, შე­ამ­ცი­რა რო­გორც ფარ­თო­ბე­ბი, ასე­ვე ჩაის წარ­მო­ე­ბა.

მსოფ­ლი­ოს ახალ გა­მოწ­ვე­ვებს ფეხი იმი­ტო­მაც არ აუ­წყეს, რომ ბა­ზარ­ზე ამის მო­თხოვ­ნა აღარ იყო. არა­და, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ჩვე­ნი ჩაის შე­მად­გენ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, თვი­სე­ბე­ბით არც ერთ სხვა ქვეყ­ნის ჩაის არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, პი­რი­ქით, სჯობ­ნის კი­დეც: ინ­დო­ეთ­ში, ჩი­ნეთ­სა და სხვა­გან ჩაის მავ­ნებ­ლებს შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბით წამ­ლა­ვენ, ჩვენ­თან ამას ბუ­ნებ­რი­ვად ზამ­თა­რი აკე­თებს, მავ­ნებ­ლებს სპობს. ასე რომ, ჩვე­ნი ჩაი ეკო­ლო­გი­უ­რად უკე­თე­სია.

"2003 წელს, კო­ლე­გას­თან ერ­თად, ჩაის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი მო­ვამ­ზა­დე. შე­ვარ­დნა­ძეს­თან მოხ­და მისი გან­ხილ­ვა, მაგ­რამ ქვეყ­ნის მწი­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან ამ საქ­მის­თვის მი­ლი­ო­ნის გა­მო­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. პრო­ექ­ტი ჩა­ვარ­და...

ამი­ტომ, თუ 90-იან წლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ჩაის მწარ­მო­ე­ბე­ლი 17 ქვე­ყა­ნა იყო, დღეს 39-ია. ის ქვეყ­ნე­ბიც და­წი­ნა­ურ­დნენ, რომ­ლე­ბიც ჩაის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მო­იხ­მა­რენ, მა­გა­ლი­თად, კე­ნია. ამ პრო­ცე­სებს ყველ­გან ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თავს," - ნათ­ქვა­მი აქვს ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­მაზ კუნ­ჭუ­ლი­ას, დარ­გის სპე­ცი­ა­ლისტს, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევ­რს.

ძვე­ლი ნაშ­თე­ბი

ასე რომ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ჩა­ი­ე­ო­ბა არ არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი დარ­გი, რად­გა­ნაც თითო-ორო­ლა მე­წარ­მე სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა... ძველ ჩაის ფაბ­რი­კებ­ში და­ნად­გა­რე­ბი გა­ნად­გურ­და და ჯარ­თად ჩა­ბარ­და, პლან­ტა­ცი­ე­ბი გა­ვე­ლურ­და, გა­და­ჯიშ­და და მის ად­გილ­ზე თხი­ლი და კივი და­ირ­გო. და­ახ­ლო­ე­ბით, 12-15 ათა­სი ჰექტრის აღ­დგე­ნა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც ჩაის გა­შე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და (1 ჰექტრის გა­შე­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 32.000 ლარი ჯდე­ბა).

პლან­ტა­ცი­ე­ბი რომ გა­შენ­დეს უპირ­ვე­ლე­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძვე­ლი ჩაის ბუჩ­ქე­ბი ამო­ი­თხა­როს, ნი­ა­და­გი კარ­გად და­მუ­შავ­დეს და ჩა­ი­თოხ­ნოს, სა­სუ­ქი შე­ი­ტა­ნონ.

"ამ საქ­მის და­საძ­ვრე­ლად მე და ჩემ­მა კო­ლე­გამ პრო­ექ­ტი კი­დევ მო­ვამ­ზა­დეთ. წე­ლი­წად­ში 15-17 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო სა­ჭი­რო, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფომ მხა­რი ისევ არ დაგ­ვი­ჭი­რა... არა­და, თუ ხალ­ხის და­საქ­მე­ბა გვინ­და, ჩაი უნდა მო­იკ­რი­ფოს და თა­ნაც, ხა­რის­ხი­ა­ნი. 80-იან წლებ­ში 120 000 კაცი იყო ჩა­ი­ში და­საქ­მე­ბუ­ლი... ქვე­ყა­ნას დღემ­დე ზე­რე­ლე წარ­მოდ­გე­ნა აქვს სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე. სა­ჭი­როა კვლე­ვა, რო­მე­ლიც ბაზ­რი­დან უნდა და­ი­წყოს და წარ­მო­ე­ბამ­დე მი­ვი­დეს," - ნათ­ქვა­მია "კვი­რის პა­ლიტ­რას­თვის" მი­ცე­მულ თა­მაზ კუნ­ჭუ­ლი­ას ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ვინ იყო ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩაის პირველ მსხვილ წარმოებას უძღვებოდა - რატომ განადგურდა ქართული მეჩაიეობა

ვინ იყო ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩაის პირველ მსხვილ წარმოებას უძღვებოდა - რატომ განადგურდა ქართული მეჩაიეობა

ჩაი თუ ყავა, - ალბათ ორივე, რადგან მსოფლიოში ეს ორი მშვენიერი არომატული სასმელი ერთმანეთს ტოლს არ უდებს.

ჩაის საქართველოში ბევრი მომხმარებელი ჰყავს, წლების წინ ჩაის მწარმოებელ ქვეყანათა ნუსხაშიც სერიოზულ ადგილს ვიკავებდით... ამ კულტურას ჩვენში ახლაც აწარმოებენ, მაგრამ მას მასობრივი და მასშტაბური ხასიათი აღარ აქვს...

გადმოცემის თანახმად, ჩაი საქართველოში პირველად 1770 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე II-ემ სამოვარი და ჩაის ჭურჭელი ერეკლე II-ეს აჩუქა.

სამოვარი

სამოვრი - ჩაის დასაყენებელი ხელსაწყოა და მისი გამოყენების კულტურა საქართველოში, როგორც ვთქვით, ჩაის დამკვიდრების შემდგომ, ანუ რუსეთიდან შემოსვლის მერე გავრცელდა. სამოვრის გამოყენებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საქალაქო ყოფაში, განსაკუთრებით, საზეიმო შეკრებებისა და საოჯახო დღესასწაულების დროს. XIX საუკუნეში "ჩაიზე დაპატიჟება" ერთგვარი მოდური გატაცება იყო, რამაც სამოვრის მოხმარების კულტურა წინ მეტად წამოსწია. საუკეთესო სამოვრები საქართველოში რუსეთის ქალაქ ტულიდან შემოდიოდა.

სამოვრით ჩაის სმა რომ მიღებული და მოდური იყო, ამაზე ფიროსმანის ცნობილი გამონათქვამიც მეტყველებს: "ძმებო, ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს, ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე!..

ჩაის პირველი ბუჩქები

პირველი ბუჩქები საქართველოში 1809 წელს, მამია V გურიელის ბაღში გაჩნდა, რომელიც მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. შემდგომ ის ოზურგეთიდან გორა-ბერეჟოულში, მიხეილ ერისთავის მამულში გადაიტანეს...

1833 წელს კავკასიის მომავალმა მთავარმართებელმა ვორონცოვმა ეს კულტურა ჩინეთიდან გამოიწერა და ყირიმში გააშენა, მაგრამ ჩაის ბუჩქმა იქ ვერ გაიხარა და შემდეგ ისინი სოხუმში გადაარგვევინა...

მოგვიანებით რუსეთის იმპერიამ გადაწყვიტა, ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გაეშენებინათ.

საქმეში რუსეთში ჩაით მსხვილი მოვაჭრე, პოპოვი ჩაერთო და XIX საუკუნის 90-იანებში ჩაქვში, სალიბაურსა და კაპრეშუმში 14 ჰა-ზე ჩინური ჩაის ჯიშები დარგო. 1898 წელს სალიბაურში ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა ააშენა, 1899 წელს კი - ჩაქვში.

ჩინეთიდან აჭარაში 23 წლის ახალგაზრდა, ლაო ჯონჯაოც ჩამოიყვანა, რომელსაც სამართავად რამდენიმე მამული ჰქონდა (კაპრეშუმში, სალიბაურში და ჩაქვში). 1911 წელს ლაომ ბათუმის მახლობლად, მიწა შეიძინა და თავისი მეურნეობა მოაწყო. 1918 წელს კი პირველი პროდუქციაც გამოუშვა. ამ საქმეს მერე ხელი სხვებმაც მოჰკიდეს.

უკვე 1899 წლისთვის პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 1900 წელს ჩაის 23 საცდელი ნაკვეთი არსებობდა, მათგან 9 - ოზურგეთის მაზრაში, 6 - ზუგდიდის მაზრაში, 4 - სოხუმის ოკრუგში, 2-2 სენაკისა და ქუთაისის მაზრებში.

ლეგენდა

ჩაის წარმოშობაზე ზოგადად სხვადასხვა ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი კი მთლიანად ამყარებს აზრს, რომ ამ კულტურის სამშობლო ჩინეთია. ვინაიდან ჩვენთან მისი მასობრივი წარმოება სწორედ ჩინელს უკავშირდება, ამიტომ ღირს მისი გახსენება:

"ძველ ჩინეთში ბრძენი ბერი ცხოვრობდა. დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ერთხელ, მედიტაციის დროს, ბერს ბუდა გამოეცხადა. გაოცებულმა ბრძენმა გადაწყვიტა, იმ დღიდან თვალმოუხუჭავად ელოცა, მაგრამ ერთ დღეს ვეღარ გაძლო, ქუთუთოები დაუმძიმდა და ჩაეძინა. ყველაფერში წამწამები დაადანაშაულა, ამოიძრო ისინი და მიწაზე დაყარა. იმ ადგილას ჩაის ბუჩქი ამოიზარდა. იმის შემდეგ ბუდისტ ბერებს ურჩევდნენ, მედიტაციის დროს ჩაი დაელიათ, რომ არ ჩასძინებოდათ. "ჩაი" და "სიფხიზლე" ჩინურ ენაში ერთი იეროგლიფით აღინიშნება.

IV-V საუკუნეებში ჩრდილოეთ ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ კარგი ჩაი ამ მცენარის ნორჩი ფოთლებისგან მზადდებოდა. ამიტომ ეწოდა სასმელს "ჩა", რაც ჩრდილო ჩინურ დიალექტზე "ნორჩ ფოთოლს" ნიშნავდა.

ქართულ-საბჭოთა ჩაი

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ჩაის დიდი ყურადღება მიექცა. დასაველთ საქართველოში ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა. XX საუკუნის 20-იან წლებში მეჩაიეობის განსავითარებლად ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამა მიიღეს. შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოიყვანეს ახალი ჯიშები (საყოველთაოდ ცნობილი იყო "საქართველოს თაიგული").

იმის გამო, რომ ქართული ჩაით არაერთ ქვეყანას ამარაგებდნენ, ამიტომ რაოდენობის გაზრდა ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდა, რამაც დამღუპველი შედეგი მოიტანა, როგორც ჩაის ავტორიტეტისთვის, ასევე გემოსა და არომატისთვის. მსოფლიოში 17 ძირითად ჩაის მწარმობელ ქვეყანას შორის საქართველოს 11-ე ადგილზე იყო: ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, კენია, ინდონეზია, თურქეთი, ვიეტნამი, მიანმარი, იაპონია, ბანგლადეში, საქართველო, არგენტინა, ირანი, უგანდა, მალავია, ტანზანია, სამხრეთ აფრიკა.

ჩვენთან, შავზე მეტად, მწვანე ჩაის ბევრი სახეობა არსებობდა და საბჭოთა პერიოდში 30-მდე დასახელების მწვანე ჩაი იწარმოებოდა, მაგრამ XX საუკუნის 90-იან წლებში ქართული ჩაი განადგურდა, ომებმა და ეკონომიკურმა კრიზისებმა ჩაის პლანტაციების მოსპობა გამოიწვია.

ქართული ჩაის გარეშე

მანამდე საქართველოსთვის ჩაის ბაზარი მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია იყო, მაგრამ ჩნდება კითხვა: თუ იყიდებოდა, რატომ განადგურდა?! როდესაც ქვეყანა საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი უხარისხო პროდუქცია აღარავის სჭირდებოდა. მსოფლიო ბაზარზეც ჩვენთვის განკუთვნილი სავაჭრო ნიშა სხვა ქვეყნებმა შეავსეს...

90-იან წლებში მსოფლიოში მეჩაიეობის ახალი პერიოდი დაიწყო, რადგან ჩაიზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. მეჩაიეობის კლასიკურმა ქვეყნებმა (ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.) მაქსიმალურად აითვისეს ადგილები, სადაც ამ კულტურის მოყვანა შეიძლებოდა... ჩაის მოყვანა დაიწყეს ისეთმა ქვეყნებმაც, რომლებსაც ამის გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ ნიადაგი და კლიმატური პირობები საშუალებას აძლევდათ.

ჩაის მწარმოებელი ქვეყნების სიაში საქართველოც შედიოდა, მაგრამ მსოფლიოს იმ დასახელებული 17 ქვეყნიდან ჩვენი ქვეყანა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც რეაგირება მეჩაიეობის ახალ ტენდენციაზე რეაგირება არ მოახდინა. პირიქით, შეამცირა როგორც ფართობები, ასევე ჩაის წარმოება.

მსოფლიოს ახალ გამოწვევებს ფეხი იმიტომაც არ აუწყეს, რომ ბაზარზე ამის მოთხოვნა აღარ იყო. არადა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩვენი ჩაის შემადგენლობა განსაკუთრებულია, თვისებებით არც ერთ სხვა ქვეყნის ჩაის არ ჩამოუვარდება, პირიქით, სჯობნის კიდეც: ინდოეთში, ჩინეთსა და სხვაგან ჩაის მავნებლებს შხამქიმიკატებით წამლავენ, ჩვენთან ამას ბუნებრივად ზამთარი აკეთებს, მავნებლებს სპობს. ასე რომ, ჩვენი ჩაი ეკოლოგიურად უკეთესია.

"2003 წელს, კოლეგასთან ერთად, ჩაის განვითარების პროექტი მოვამზადე. შევარდნაძესთან მოხდა მისი განხილვა, მაგრამ ქვეყნის მწირი ბიუჯეტიდან ამ საქმისთვის მილიონის გამოყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა. პროექტი ჩავარდა...

ამიტომ, თუ 90-იან წლებში მსოფლიოში ჩაის მწარმოებელი 17 ქვეყანა იყო, დღეს 39-ია. ის ქვეყნებიც დაწინაურდნენ, რომლებიც ჩაის მცირე რაოდენობით მოიხმარენ, მაგალითად, კენია. ამ პროცესებს ყველგან ქვეყნის ხელისუფლება მართავს," - ნათქვამი აქვს ჩემთან ინტერვიუში თამაზ კუნჭულიას, დარგის სპეციალისტს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს.

ძველი ნაშთები

ასე რომ, დღეს საქართველოში მეჩაიეობა არ არის პრიორიტეტული დარგი, რადგანაც თითო-ოროლა მეწარმე სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდება... ძველ ჩაის ფაბრიკებში დანადგარები განადგურდა და ჯართად ჩაბარდა, პლანტაციები გაველურდა, გადაჯიშდა და მის ადგილზე თხილი და კივი დაირგო. დაახლოებით, 12-15 ათასი ჰექტრის აღდგენა იყო შესაძლებელი, სადაც ჩაის გაშენება შეიძლებოდა (1 ჰექტრის გაშენება, სავარაუდოდ, 32.000 ლარი ჯდება).

პლანტაციები რომ გაშენდეს უპირველესად აუცილებელია ძველი ჩაის ბუჩქები ამოითხაროს, ნიადაგი კარგად დამუშავდეს და ჩაითოხნოს, სასუქი შეიტანონ.

"ამ საქმის დასაძვრელად მე და ჩემმა კოლეგამ პროექტი კიდევ მოვამზადეთ. წელიწადში 15-17 მილიონი ლარი იყო საჭირო, მაგრამ სახელმწიფომ მხარი ისევ არ დაგვიჭირა... არადა, თუ ხალხის დასაქმება გვინდა, ჩაი უნდა მოიკრიფოს და თანაც, ხარისხიანი. 80-იან წლებში 120 000 კაცი იყო ჩაიში დასაქმებული... ქვეყანას დღემდე ზერელე წარმოდგენა აქვს საბაზრო ეკონომიკაზე. საჭიროა კვლევა, რომელიც ბაზრიდან უნდა დაიწყოს და წარმოებამდე მივიდეს," - ნათქვამია "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ თამაზ კუნჭულიას ინტერვიუში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ჭარბი წონა და Covid-19 - რა ცვლილებები მიდის ინფიცირებულის ორგანიზმში სიმსუქნის დროს და რატომ არის მნიშვნელოვანი სითხე და C და D ვიტამინები

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)