თბილისში ოჯახის წევრები და ახლობლები 25 წლის ლაშა მაჭარაშვილს ეძებენ. როგორც Ambebi.ge-ს დაკარგული ბიჭის დეიდაშვილმა მიშა ბოლაშვილმა განუცხადა, მაჭარაშვილი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი იყო. როგორც ბოლაშვილი ამბობს, 25 წლის ბიჭი ფსიქიატრიულიდან გუშინ გაიქცა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია პოლიციაც.
ლაშა მაჭარაშვილს ბოლოს შავი მაისური და "ბრიჯები" ეცვა.
ოჯახის წევრები თხოვნით მიმართავენ ყველას, 25 წლის ახალგაზრდასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციით მიღების შემთხვევაში დარეკონ 112-ზე ან მითითებულ ტელეფონის ნომერზე - 579004035