სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში?
ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში?

ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე, უცხო­ელ ავ­ტორ­თა ძველ თუ ახალ­შექ­მნილ წიგ­ნებ­ში სტა­ლინ­ზე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს და სკან­და­ლურ ამ­ბავ­თა შო­რის ლა­მის პირ­ველ ად­გილ­ზეა ბესო ჯუ­ღაშ­ვი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბის "ცოდ­ვა" - ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ად მო­ნათ­ლუ­ლი ბან­კის გა­ძარ­ცვა თბი­ლის­ში.

ამ "ტე­რო­რის­ტულ აქტს" ისე შთამ­ბეჭ­და­ვად აღ­წე­რენ, რომ ძნე­ლია არ ერ­წმუ­ნო მა­ვან­თა მტკი­ცე­ბას. 1907 წლის 13 ივ­ნისს, დი­ლის 10 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე თბი­ლი­სის მა­შინ­დელ მთა­ვარ,

ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე ბომ­ბე­ბის აფეთ­ქე­ბამ მთე­ლი ქა­ლა­ქი შე­ა­ზან­ზა­რა. ხმა გა­ვარ­და, რომ თან­ხის გა­და­ტა­ნი­სას თავს და­ესხნენ ფუ­ლით დატ­ვირ­თულ თბი­ლი­სის ბან­კის ეტლს და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში გა­ძარ­ცვეს! კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ მძარ­ცველ­თა ბან­დას კი ბესო ჯუ­ღაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დაო... მე­ტიც, იმ გო­გო­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა­საც ასა­ხე­ლე­ბენ, სტა­ლინს რომ "გვერ­დით ედგნენ" ტე­რაქ­ტი­სას... ამ ტე­რაქტს თა­ვის დრო­ზე ფრან­გუ­ლი "ლე ტემ­პიც" გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ინ­გლი­სუ­რი "დე­ი­ლი მი­რო­რიც"...

კი­დევ ერთხელ ვუბ­რუნ­დე­ბით გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტად შე­რა­ცხუ­ლი ბან­კის ძარ­ცვის თე­მას და გვინ­და მკი­თხველს შევ­თა­ვა­ზოთ ჩვე­ნე­უ­ლი ვერ­სია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ექ­სპროპ­რი­ა­ცია ერთი კლა­სის მიერ მე­ო­რის­თვის სა­კუთ­რე­ბი­სა და, ამას­თან ერ­თად,

სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ნიშ­ნავს. ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ად მო­ი­ნათ­ლა თბი­ლის­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, რო­მელ­საც სტა­ლინს მი­ა­წე­რენ. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ნოე ჟორ­და­ნი­ამ რუ­სე­თის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ელი­ტა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნიმ­ტკი­ცა. და­მარ­ცხე­ბუ­ლი იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი

ყრი­ლო­ბის მუ­შა­ო­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ (1907 წლის 19 მა­ი­სი) თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და.

თბი­ლის­ში მას აღარ ედ­გო­მე­ბო­და და მალე ბა­ქო­ში გა­და­ვი­და. 1907 წლის 20 ივ­ნისს ბა­ქო­ში გა­მო­მა­ვა­ლი არა­ლე­გა­ლუ­რი გა­ზე­თის "ბა­კინ­სკი პრო­ლე­ტა­რის"­ პირ­ველ ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის წე­რი­ლი "სა­თათ­ბი­როს გა­რეკ­ვა და პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ამო­ცა­ნე­ბი". წე­რი­ლი 1907 წლის 3 ივ­ნისს იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ II-ის მიერ რუ­სე­თის მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფოს და­თხოვ­ნას ეძღვნე­ბო­და. გა­ზე­თის იმა­ვე ნო­მერ­ში და­ი­წყო და მე­ო­რე ნო­მერ­ში­ (გა­მო­ვი­და 1907 წლის 10 ივ­ლისს) დას­რულ­და იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის ვრცე­ლი წე­რი­ლის

ბეჭდ­ვა "რუ­სე­თის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის ლონ­დო­ნის ყრი­ლო­ბა (დე­ლე­გა­ტის წე­რი­ლე­ბი)".

...მა­ნამ­დე კი თბი­ლის­ში მოხ­და ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

1907 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში ერე­ვანსკის (დღე­ვან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის) მო­ედ­ნი­დან ტე­რო­რის­ტებ­მა გა­ი­ტა­ცეს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ხა­ზი­ნის კუთ­ვნი­ლი ფული - 250 ათა­სი მა­ნე­თი (ფუ­ლის ნიშ­ნე­ბი და ბან­კის საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბი). სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ერე­ვანსკის მო­ე­დან­ზე ექ­სპროპ­რი­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა (რსდმპ თბი­ლი­სის კო­მი­ტეტ­მა). ოპე­რა­ცი­ის სა­ერ­თო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, ხოლო უშუ­ა­ლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სი­მონ ტერ-პეტ­რო­სი­ა­ნი (კამო).

სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად კი დად­გინ­და, რომ იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილს 1907 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია, მე­ტიც, ერე­ვანსკის მო­ედ­ნი­დან ფული გა­ი­ტა­ცეს არა სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა, არა­მედ სო­ცი­ა­ლისტ-რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­მა (ესე­რებ­მა). ოპე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ესერ­თა პარ­ტი­ის წევ­რე­ბი:

1) სარ­ქის ალექ­სან­დრეს ძე ოთა­რო­ვი - მეშ­ჩა­ნი, 48 წლის, სომ­ხურ-გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი აღმსა­რებ­ლო­ბი­სა, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ოლ­ქის სა­და­ზღვე­ვო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აგენ­ტი, მცხოვ­რე­ბი თბი­ლის­ში, მა­ლაკ­ნე­ბის ქუ­ჩა­ზე, N50 სახ­ლში;

2) ვა­სილ ვა­სი­ლის ძე პი­ლეც­კი - მე­მა­მუ­ლე, 22 წლის, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რკი­ნიგ­ზა­ზე ფოს­ტის გა­და­ზიდ­ვის მერ­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი, მცხოვ­რე­ბი თბი­ლის­ში, სად­გუ­რის ქუ­ჩა­ზე, N12 სახ­ლში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში?

ბელადის გზა - მონაწილეობდა თუ არა სტალინი თბილისში გახმაურებულ ბანკის ძარცვაში?

ინტერნეტსაიტებზე, უცხოელ ავტორთა ძველ თუ ახალშექმნილ წიგნებში სტალინზე, უმნიშვნელოვანეს და სკანდალურ ამბავთა შორის ლამის პირველ ადგილზეა ბესო ჯუღაშვილის ახალგაზრდობის წლების "ცოდვა" - ექსპროპრიაციად მონათლული ბანკის გაძარცვა თბილისში.

ამ "ტერორისტულ აქტს" ისე შთამბეჭდავად აღწერენ, რომ ძნელია არ ერწმუნო მავანთა მტკიცებას. 1907 წლის 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე თბილისის მაშინდელ მთავარ,

ერევანსკის მოედანზე ბომბების აფეთქებამ მთელი ქალაქი შეაზანზარა. ხმა გავარდა, რომ თანხის გადატანისას თავს დაესხნენ ფულით დატვირთულ თბილისის ბანკის ეტლს და თვალის დახამხამებაში გაძარცვეს! კარგად ორგანიზებულ მძარცველთა ბანდას კი ბესო ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდაო... მეტიც, იმ გოგონების ვინაობასაც ასახელებენ, სტალინს რომ "გვერდით ედგნენ" ტერაქტისას... ამ ტერაქტს თავის დროზე ფრანგული "ლე ტემპიც" გამოეხმაურა და ინგლისური "დეილი მირორიც"...

კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით გასული საუკუნის დასაწყისში თბილისში განხორციელებული ტერაქტად შერაცხული ბანკის ძარცვის თემას და გვინდა მკითხველს შევთავაზოთ ჩვენეული ვერსია.

მოგეხსენებათ, ექსპროპრიაცია ერთი კლასის მიერ მეორისთვის საკუთრებისა და, ამასთან ერთად,

სოციალური მდგომარეობის ჩამორთმევას ნიშნავს. ექსპროპრიაციად მოინათლა თბილისში გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც სტალინს მიაწერენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ნოე ჟორდანიამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ელიტაში მდგომარეობა განიმტკიცა. დამარცხებული იოსებ ჯუღაშვილი

ყრილობის მუშაობის დამთავრების შემდეგ (1907 წლის 19 მაისი) თბილისში დაბრუნდა.

თბილისში მას აღარ ედგომებოდა და მალე ბაქოში გადავიდა. 1907 წლის 20 ივნისს ბაქოში გამომავალი არალეგალური გაზეთის "ბაკინსკი პრო­ლეტარის"­ პირველ ნომერში დაიბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის წერილი "სათათბიროს გარეკვა და პროლეტარიატის ამოცანები". წერილი 1907 წლის 3 ივნისს იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ რუსეთის მეორე სახელმწიფოს დათხოვნას ეძღვნებოდა. გაზეთის იმავე ნომერში დაიწყო და მეორე ნომერში­ (გამოვიდა 1907 წლის 10 ივლისს) დასრულდა იოსებ ჯუღაშვილის ვრცელი წერილის

ბეჭდვა "რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობა (დელეგატის წერილები)".

...მანამდე კი თბილისში მოხდა ამბავი, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთის იმპერიასა და მთელ მსოფლიოში.

1907 წლის 13 ივნისს თბილისში ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედნიდან ტერორისტებმა გაიტაცეს რუსეთის იმპერიის ხაზინის კუთვნილი ფული - 250 ათასი მანეთი (ფულის ნიშნები და ბანკის საკრედიტო ბარათები). საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ერევანსკის მოედანზე ექსპროპრიაცია განახორციელეს სოციალ-დემოკრატებმა (რსდმპ თბილისის კომიტეტმა). ოპერაციის საერთო ხელმძღვანელი იყო იოსებ ჯუღაშვილი, ხოლო უშუალო შემსრულებელი სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო).

საარქივო მასალების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს 1907 წლის 13 ივნისს თბილისში განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, მეტიც, ერევანსკის მოედნიდან ფული გაიტაცეს არა სოციალ-დემოკრატებმა, არამედ სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა). ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ესერთა პარტიის წევრები:

1) სარქის ალექსანდრეს ძე ოთაროვი - მეშჩანი, 48 წლის, სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობისა, ამიერკავკასიის ოლქის სადაზღვევო საზოგადოების აგენტი, მცხოვრები თბილისში, მალაკნების ქუჩაზე, N50 სახლში;

2) ვასილ ვასილის ძე პილეცკი - მემამულე, 22 წლის, ამიერკავკასიის რკინიგზაზე ფოსტის გადაზიდვის მერვე განყოფილების თანამშრომელი, მცხოვრები თბილისში, სადგურის ქუჩაზე, N12 სახლში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი