პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიზისი რუსულ ავიაციაში - რუსი პილოტები ადგილობრივი ავიაკომპანიებიდან გარბიან
კრიზისი რუსულ ავიაციაში - რუსი პილოტები ადგილობრივი ავიაკომპანიებიდან გარბიან

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, რუ­სე­თი­დან უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი პი­ლო­ტე­ბის ნა­კა­დი რო­გორ­მე შე­ა­კა­ვონ. თუმ­ცა, პი­ლო­ტებს არ სჯე­რათ მათი და ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბი­სა და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხვა ქვე­ყა­ნა­ში ეძე­ბენ სამ­სა­ხურს.

Коммерсант-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-ზე მეტ­მა ფრე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა და პი­ლოტ­მა და­ტო­ვა რუ­სე­თი. 400-ზე მეტი კი წას­ვლის პრო­ცეს­შია. მათ­მა უმე­ტე­სო­ბამ ჩი­ნეთს მი­ა­შუ­რა, ნა­წი­ლი კი - ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში წა­ვი­და.

BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია "აერ­ოფ­ლოტ­მა", ბოლო დღე­ებ­ში 20 პი­ლო­ტი გა­უშ­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან, მისი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ვი­ტა­ლი სა­ვე­ლე­ვის თქმით, კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ო­ნერ­თა ბოლო შეკ­რე­ბა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას 120 მათ­გა­ნი ტო­ვებ­და.

BBC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სამი მსხვი­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია, Сибирь" (S7), UTair და "Уральские авиалинии , პი­ლო­ტებს მა­სობ­რი­ვად ათა­ვი­სუფ­ლებს, თუმ­ცა, ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რო­ბენ. რუ­სულ ავი­ა­ცი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით კრი­ზი­სულს ვერ უწო­დე­ბენ, მაგ­რამ ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მა­ღა­ლი კლა­სის პი­ლო­ტე­ბი მათ­გან მარ­თლაც გარ­ბი­ან.

მხო­ლოდ 2016 წელს, რუ­სე­თი­დან ჩი­ნეთ­ში 81 მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პი­ლო­ტი წა­ვი­და, 2015 წელს კი 200-ზე მეტი... ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ რამ­დენ­მა პი­ლოტ­მა და­ტო­ვა რუ­სე­თი, ამის შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ ხმა­ურ­დე­ბა, მაგ­რამ რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, სა­დაც 200 ით­ქვა, იქ სულ მცი­რე 700 პი­ლო­ტია წა­სუ­ლი, რო­მელ­თა გა­მოც­დი­ლე­ბაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

Росавиации-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში 12 ათა­სი კო­მერ­ცი­უ­ლი პი­ლო­ტია, თუმ­ცა, მათ შო­რის, მა­ღა­ლი კლა­სის მფრი­ნა­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის წას­ვლა­ში მე­დია ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, რუს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­საც ადა­ნა­შა­უ­ლებს.

BBC-ის ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რის თქმით, პი­ლო­ტე­ბი პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ პი­ლო­ტე­ბის გა­დი­ნე­ბის პრო­ცე­სი მხო­ლოდ ახლა და­ი­წყო და რო­გორც წესი, მას ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვე­ბა. მა­თი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ერ უცხო ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის ჩი­ნეთ­ში, ანა­ზღა­უ­რე­ბა მე­ტია.

რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, Аэрофлота-სა და Россия-ს ფრე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თვი­უ­რი ანა­ზღუ­ა­რე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2-დან, 6,5 ათას დო­ლა­რამ­დეა, მა­შინ რო­დე­საც მათ კო­ლე­გებს ევ­რო­პა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 4-დან 7,5 ათას დო­ლა­რამ­დე უხ­დი­ან; ამე­რი­კა­ში კი 14 ათას დო­ლარ­ზე მეტს, ხოლო ჩი­ნეთ­ში მათი ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა, - 17-დან 25 ათას დო­ლა­რამ­დეა.

რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ა­ში მო­მუ­შა­ვე პი­ლო­ტე­ბის თქმით, მათი კო­ლე­გე­ბის მა­სობ­რი­ვი წას­ვლის მი­ზე­ზი ისევ და ისევ ფი­ნან­სუ­რი მხა­რეა. გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რებ­ში ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დროს ისე­დაც და­ბა­ლი ხელ­ფა­სი კი­დევ უფრო შე­უმ­ცი­რეს, მი­ზე­ზად კი, რუბ­ლის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მოჰ­ყავთ. მა­თი­ვე თქმით, რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, რათა თან­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს რო­გორ­მე გა­უმკლავ­დნენ.

ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის კი­დევ ერთ მი­ზეზ­ზე სა­უბ­რობს გა­დამ­ზი­დი სა­ა­გენ­ტო АвиаПорт-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ოლეგ პან­ტე­ლე­ე­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, 2015-2016 წლებ­ში, ავი­ა­გა­და­ზიდ­ვე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად შემ­ცირ­და, რა­მაც თა­ვის მხრივ რე­ი­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა და პი­ლო­ტე­ბის უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნა გა­მო­იწ­ვია.

"ავი­ა­გა­და­ზიდ­ვე­ბი ბოლო წლებ­ში 20%-ით შემ­ცირ­და, რა­ზეც ბოლო ხა­ნებ­ში ავი­ა­ბა­ზარ­ზე აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ... ჯერ კი­დევ შარ­შან­წინ ავი­ა­პარ­კებ­ში ახა­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი შე­მოჰ­ყვა­დათ, შარ­შან და წელს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის... ერთ თვითმფრი­ნავს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბის­თვის, 5 ეკი­პა­ჟი სჭირ­დე­ბა, ჩვენ კი 10 გვყავს... ახლა არ­სე­ბუ­ლი რე­ლო­ბის თა­ნახ­მად, მე­ო­რე პი­ლო­ტე­ბი ჯერ კი­დევ ბევ­რია, მაგ­რამ ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არ გვყოფ­ნის, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ეთ­ში წა­ვი­და...", - ამ­ბობს ავი­ა­ექ­სპერ­ტი.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, - კომ­პა­ნია Трансаэро-ს კრა­ხი, რომ­ლის მი­მარ­თაც რუ­სეთს დიდი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, თუმ­ცა, ის ჩაფ­ლავ­და და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ხელ­ფა­სის გა­დახ­და ვერ შეძ­ლო. გარ­და ამი­სა, იყო ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბიც, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა, რაც ჩი­ნე­თის ავი­ა­მარ­შუ­ტებ­ში არა­ერ­თხელ გა­მოვ­ლინ­და. ამის გამო, მა­შინ რუ­სე­თის ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს ჩი­ნეთ­თან ურ­თერ­თო­ბა იმ­დე­ნად გა­უ­ფუჭ­დათ, რომ რუს პი­ლო­ტებს ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ო­ბა­ზე უარს ეუბ­ნებ­დნენ. ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ 2015 წელს გა­მოს­წორ­და და ჩი­ნეთს ასო­ბით რუსი პი­ლო­ტი მი­ა­წყდა...

მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნე­თის ავი­ა­ცია რუსი პი­ლო­ტე­ბის­თვის ისევ გა­იხ­სნა, რუ­სე­თი თა­ვის და­ნა­კარ­გზე და­ფიქ­რდა და "გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა", - გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მათ­თვის ჩი­ნე­თის გზის და­კეტ­ვა გა­და­წყვი­ტეს;

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თის ავა­კომ­პა­ნი­ებ­მა არა­ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს ჩი­ნე­ლებ­თან და გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მათ თხო­ვეს, რუსი პი­ლო­ტე­ბი არ აეყ­ვა­ნათ... შე­თან­ხმე­ბა შედ­გა და ჩი­ნურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა რამ­დე­ნი­მე რუს პი­ლოტს მი­ღე­ბა­ზე უარი უთხრა. ამის შე­სა­ხებ, შე­რე­მე­ტე­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, იგორ დელ­დი­უ­ჟე­ვი აცხა­დებს. მი­სი­ვე თქმით, იგი­ვე შე­თან­ხმე­ბა რუ­სეთს ირ­ლან­დი­ა­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას­თან აქვს, სა­დაც რუსი პი­ლო­ტე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად იბ­ლო­კე­ბი­ან, თუმ­ცა, წლე­ბის წინ წა­სუ­ლი ნაც­ნო­ბე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით კად­რე­ბის ქვეყ­ნი­დან გას­ვლის ტალ­ღა მა­ინც არ წყდე­ბა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კრიზისი რუსულ ავიაციაში - რუსი პილოტები ადგილობრივი ავიაკომპანიებიდან გარბიან

კრიზისი რუსულ ავიაციაში - რუსი პილოტები ადგილობრივი ავიაკომპანიებიდან გარბიან

რუსეთის სახელმწიფო სამსახურები და ავიაკომპანიები ცდილობენ, რუსეთიდან უცხოეთში სამუშაოდ წასული პილოტების ნაკადი როგორმე შეაკავონ. თუმცა, პილოტებს არ სჯერათ მათი და ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების დაპირების მიუხედავად, სხვა ქვეყანაში ეძებენ სამსახურს.

Коммерсант-ის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტმა ფრენების მიმართულების ხელმძღვანელმა და პილოტმა დატოვა რუსეთი. 400-ზე მეტი კი წასვლის პროცესშია. მათმა უმეტესობამ ჩინეთს მიაშურა, ნაწილი კი - ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში წავიდა.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, კომპანია "აეროფლოტმა", ბოლო დღეებში 20 პილოტი გაუშვა სამსახურიდან, მისი გენერალური დირექტორის, ვიტალი საველევის თქმით, კომპანიის აქციონერთა ბოლო შეკრებაზე ცნობილი გახდა, რომ მას 120 მათგანი ტოვებდა.

BBC-ის მონაცემებით, სამი მსხვილი ავიაკომპანია, Сибирь" (S7), UTair და "Уральские авиалинии , პილოტებს მასობრივად ათავისუფლებს, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. რუსულ ავიაციაში არსებულ ვითარებას ჯერჯერობით კრიზისულს ვერ უწოდებენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ მაღალი კლასის პილოტები მათგან მართლაც გარბიან.

მხოლოდ 2016 წელს, რუსეთიდან ჩინეთში 81 მაღალკვალიფიციური პილოტი წავიდა, 2015 წელს კი 200-ზე მეტი... ბოლო წლების განმავლობაში, სულ რამდენმა პილოტმა დატოვა რუსეთი, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ რუსი ჟურნალისტების თქმით, სადაც 200 ითქვა, იქ სულ მცირე 700 პილოტია წასული, რომელთა გამოცდილებაც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

Росавиации-ს ინფორმაციით, რუსეთში 12 ათასი კომერციული პილოტია, თუმცა, მათ შორის, მაღალი კლასის მფრინავები გაცილებით ნაკლები. პროფესიონალების წასვლაში მედია ხელმძღვანელობასთან ერთად, რუს მაღალჩინოსნებსაც ადანაშაულებს.

BBC-ის ადგილობრივი სამსახურის თქმით, პილოტები პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პილოტების გადინების პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და როგორც წესი, მას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. მათივე თქმით, ნებისმიერ უცხო ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, ანაზღაურება მეტია.

რუსეთში ყველაზე მსხვილი კომპანიების, Аэрофлота-სა და Россия-ს ფრენის მიმართულების ხელმძღვანელის თვიური ანაზღუარება, დაახლოებით, 2-დან, 6,5 ათას დოლარამდეა, მაშინ როდესაც მათ კოლეგებს ევროპაში, საშუალოდ, 4-დან 7,5 ათას დოლარამდე უხდიან; ამერიკაში კი 14 ათას დოლარზე მეტს, ხოლო ჩინეთში მათი ყოველთვიური ანაზღაურება, - 17-დან 25 ათას დოლარამდეა.

რუსულ ავიაკომპანიაში მომუშავე პილოტების თქმით, მათი კოლეგების მასობრივი წასვლის მიზეზი ისევ და ისევ ფინანსური მხარეა. გამოცემასთან საუბრებში ისინი ამბობენ, რომ ბოლო დროს ისედაც დაბალი ხელფასი კიდევ უფრო შეუმცირეს, მიზეზად კი, რუბლის გაუფასურება მოჰყავთ. მათივე თქმით, რუსული ავიაკომპანიები ფინანსური ხარჯების შემცირებას ცდილობენ, რათა თანხებთან დაკავშირებულ პრობლემებს როგორმე გაუმკლავდნენ.

ამ სფეროში არსებული კრიზისის კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობს გადამზიდი სააგენტო АвиаПорт-ის ხელმძღვანელი ოლეგ პანტელეევი, რომლის თქმითაც, 2015-2016 წლებში, ავიაგადაზიდვები კატასტროფულად შემცირდა, რამაც თავის მხრივ რეისების შემცირება და პილოტების უმუშევრად დარჩენა გამოიწვია.

"ავიაგადაზიდვები ბოლო წლებში 20%-ით შემცირდა, რაზეც ბოლო ხანებში ავიაბაზარზე აქტიურად საუბრობენ... ჯერ კიდევ შარშანწინ ავიაპარკებში ახალი თვითმფრინავები შემოჰყვადათ, შარშან და წელს ამის საჭიროება არ არის... ერთ თვითმფრინავს სრული დატვირთვით მუშაობისთვის, 5 ეკიპაჟი სჭირდება, ჩვენ კი 10 გვყავს... ახლა არსებული რელობის თანახმად, მეორე პილოტები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ხელმძღვანელები არ გვყოფნის, რადგან ძალიან ბევრი უცხოეთში წავიდა...", - ამბობს ავიაექსპერტი.

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, - კომპანია Трансаэро-ს კრახი, რომლის მიმართაც რუსეთს დიდი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, ის ჩაფლავდა და თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა ვერ შეძლო. გარდა ამისა, იყო ტექნიკური ხარვეზებიც, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ჩინეთის ავიამარშუტებში არაერთხელ გამოვლინდა. ამის გამო, მაშინ რუსეთის ავიაკომპანიებს ჩინეთთან ურთერთობა იმდენად გაუფუჭდათ, რომ რუს პილოტებს ჩინურ კომპანიებში მუშაობაზე უარს ეუბნებდნენ. ვითარება მხოლოდ 2015 წელს გამოსწორდა და ჩინეთს ასობით რუსი პილოტი მიაწყდა...

მას შემდეგ, რაც ჩინეთის ავიაცია რუსი პილოტებისთვის ისევ გაიხსნა, რუსეთი თავის დანაკარგზე დაფიქრდა და "გამოსავალი იპოვა", - გარკვეული დროის შემდეგ, მათთვის ჩინეთის გზის დაკეტვა გადაწყვიტეს;

მოგვიანებით, რუსეთის ავაკომპანიებმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს ჩინელებთან და გარკვეული პირობების სანაცვლოდ, მათ თხოვეს, რუსი პილოტები არ აეყვანათ... შეთანხმება შედგა და ჩინურმა კომპანიებმა რამდენიმე რუს პილოტს მიღებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ, შერემეტევის პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი, იგორ დელდიუჟევი აცხადებს. მისივე თქმით, იგივე შეთანხმება რუსეთს ირლანდიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს, სადაც რუსი პილოტები ავტომატურად იბლოკებიან, თუმცა, წლების წინ წასული ნაცნობების შუამავლობით კადრების ქვეყნიდან გასვლის ტალღა მაინც არ წყდება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"