საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჯეჯელავა - სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები - კიდევ უფრო ჩამორჩენილი
ალექსანდრე ჯეჯელავა - სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები - კიდევ უფრო ჩამორჩენილი

თბი­ლი­სის ცენ­ტრში სკო­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ თით­ქმის ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას, ხოლო სოფ­ლის სკო­ლე­ბი მაგ­რად არი­ან ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ არის მიბ­მუ­ლი პე­და­გო­გე­ბის სა­კი­თხთან.

"ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც კვლე­ვით გა­მოვ­ლინ­და, არის ის, რომ თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის თით­ქმის სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ­თან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თბი­ლი­სის ცენ­ტრში კერ­ძოც და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ თით­ქმის ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას, სოფ­ლის სკო­ლე­ბი ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბის­გან მაგ­რად არი­ან ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი. რა თქმა უნდა იქაც არის გა­მო­ნა­თე­ბე­ბი, მაგ­რამ მა­ინც, ხოლო ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი კი­დევ უფრო ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი არი­ან სოფ­ლის სკო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, ეს არის ცალ­სა­ხად მიბ­მუ­ლი პე­და­გო­გებ­ზე. სო­ფელ­ში სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის პე­და­გო­გე­ბი არ არი­ან. ფი­ზი­კო­სი, ქი­მი­კო­სი, მა­თე­მა­ტი­კო­სი და ბი­ო­ლო­გი ყვე­ლა სო­ფელ­ში ჭირს. ეს მათ შო­რის იმის ბრა­ლიც არის, რომ ამ 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და იმას, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟი მოკ­ლეს. არც ერთ ახალ­გაზ­რდას არც სო­ფელ­ში და არც ქა­ლაქ­ში არ უნ­დო­და. პირ­ვე­ლად იყო 2016 წელს, როცა ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით 1000-მა სტუ­დენ­ტმა ჩა­ა­ბა­რა პე­და­გო­გი­ურ­ზე. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვა­ხერ­ხებთ, რომ სოფ­ლებ­შიც და ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლებ­შიც დაბ­რუნ­დე­ბი­ან სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის პე­და­გო­გე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხიც აი­წევს", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ალექსანდრე ჯეჯელავა - სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები - კიდევ უფრო ჩამორჩენილი

ალექსანდრე ჯეჯელავა - სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები - კიდევ უფრო ჩამორჩენილი

თბილისის ცენტრში სკოლები უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, ხოლო სოფლის სკოლები მაგრად არიან ჩამორჩენილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ არის მიბმული პედაგოგების საკითხთან.

"ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი, რაც კვლევით გამოვლინდა, არის ის, რომ თბილისის ცენტრალური უბნების საშუალო მაჩვენებელი არის თითქმის საშუალო ევროპულთან. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ცენტრში კერძოც და საჯარო სკოლებიც უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი. რა თქმა უნდა იქაც არის გამონათებები, მაგრამ მაინც, ხოლო ეროვნული უმცირესობები კიდევ უფრო ჩამორჩენილი არიან სოფლის სკოლებთან შედარებით, ეს არის ცალსახად მიბმული პედაგოგებზე. სოფელში საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები არ არიან. ფიზიკოსი, ქიმიკოსი, მათემატიკოსი და ბიოლოგი ყველა სოფელში ჭირს. ეს მათ შორის იმის ბრალიც არის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში კამპანიური ხასიათი ჰქონდა იმას, რომ მასწავლებლების პროფესიის პრესტიჟი მოკლეს. არც ერთ ახალგაზრდას არც სოფელში და არც ქალაქში არ უნდოდა. პირველად იყო 2016 წელს, როცა ჩვენი ძალისხმევით 1000-მა სტუდენტმა ჩააბარა პედაგოგიურზე. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ სოფლებშიც და ეროვნული უმცირესობების სკოლებშიც დაბრუნდებიან საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები და განათლების ხარისხიც აიწევს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."