მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმების ოჯახის წევრები
რას ამბობენ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმების ოჯახის წევრები

ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, ცურ­ტა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ნარ­კო­და­ნა­შა­ულს უარ­ყო­ფენ და აცხა­დე­ბენ, რომ მათ სახ­ლში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ ინა­ხე­ბო­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ძმამ სამ­რატ ჯა­ფა­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­დეს. მისი თქმით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა ოჯა­ხის წევ­რე­ბი სახ­ლი­დან გა­ყა­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უთხრეს, რომ სახ­ლში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იპო­ვეს.

ჯა­ფა­რო­ვის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად მისი ძმე­ბი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ძა­ხეს და რო­დე­საც მათ სახ­ლში სპეც­რაზ­მი მი­ვი­და, ძმე­ბი ისევ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი შს სა­მი­ნის­ტროს­გან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის დრო­ულ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ. ასე­ვე, ოჯა­ხი ითხოვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას.

ოჯა­ხი ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი მე­ზო­ბელ­თან არ­სე­ბულ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის ძმამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, გვერ­დით მცხოვ­რე­ბი მე­ზო­ბე­ლი მათ სახ­ლის დან­გრე­ვას სთხოვ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ძმა არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­თა­ნაც კონ­ფლიქ­ტი აქვთ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან იყოს კავ­შირ­ში.

"ვი­ყა­ვით სახ­ლში, უცებ შე­მო­ვარ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი გაგ­ვყა­რეს სახ­ლი­დან, არ მოგ­ვცეს სახ­ლში შეს­ვლის უფ­ლე­ბა, და­ლე­წეს ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დეგ გა­ურ­კვე­ველ ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე გვი­თხრეს, რომ ნა­პოვ­ნია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს არ არის სი­მარ­თლე. ჩვენს სახ­ლში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ინა­ხე­ბო­და და არ გვქო­ნია არას­დროს. თუმ­ცა, მათ ამის გან­მარ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვცეს და და­ა­კა­ვეს ჩემი ორი ძმა. არას­დროს არც ერთ მათ­განს პო­ლი­ცი­ას­თან პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია. ნე­ბის­მი­ერ მე­ზო­ბელს რომ ჰკი­თხოთ, გე­ტყვით, რომ ყო­ველ­თვის პა­ტი­ოს­ნად ვცხოვ­რობ­დით. მო­ვი­თხოვ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­გან, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ჩემი ძმე­ბი და ჩა­ტარ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, რომ დად­გინ­დეს სი­მარ­თლე. მე ასე­ვე ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ძმე­ბის და­კა­ვე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ჩვენ­სა და ერთ მე­ზო­ბელს შო­რის კონ­ფლიქტს. ის გვთხოვ­და სახ­ლის დან­გრე­ვას, რა­საც არ ვთან­ხმე­ბო­დით და შე­იძ­ლე­ბა ის ამ მე­თო­დით შე­ე­ცა­და სი­ტუ­ა­ცი­ის შე­მობ­რუ­ნე­ბას. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ის იყოს პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი", – გა­ნა­ცხა­და სამ­რატ ჯა­ფა­როვ­მა.

თბი­ლის­ში, ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ა­კა­ვეს.

რამ­დე­ნი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, უწყე­ბა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, და­კა­ვე­ბა სსკ-ის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­თხე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­თხე ნა­წი­ლე­ბი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რას ამბობენ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმების ოჯახის წევრები

რას ამბობენ ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ძმების ოჯახის წევრები

ქვემო ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე დაკავებული ძმების ოჯახის წევრები ნარკოდანაშაულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ ინახებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაკავებულების ძმამ სამრატ ჯაფაროვმა განაცხადა, მათ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება თავად სამართალდამცველებმა ჩადეს. მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

ჯაფაროვის თქმით, თავდაპირველად მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და როდესაც მათ სახლში სპეცრაზმი მივიდა, ძმები ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები შს სამინისტროსგან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას.

ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. როგორც დაკავებულის ძმამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, გვერდით მცხოვრები მეზობელი მათ სახლის დანგრევას სთხოვდა. დაკავებულების ძმა არ გამორიცხავს, რომ მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი აქვთ, სამართალდამცველებთან იყოს კავშირში.

"ვიყავით სახლში, უცებ შემოვარდნენ პოლიციელები, ოჯახის წევრები გაგვყარეს სახლიდან, არ მოგვცეს სახლში შესვლის უფლება, დალეწეს ყველაფერი და შემდეგ გაურკვეველ ნივთიერებაზე გვითხრეს, რომ ნაპოვნია ნარკოტიკული საშუალება. ეს არ არის სიმართლე. ჩვენს სახლში ნარკოტიკული საშუალება არ ინახებოდა და არ გვქონია არასდროს. თუმცა, მათ ამის განმარტების საშუალება არ მოგვცეს და დააკავეს ჩემი ორი ძმა. არასდროს არც ერთ მათგანს პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია. ნებისმიერ მეზობელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ყოველთვის პატიოსნად ვცხოვრობდით. მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, გაათავისუფლონ ჩემი ძმები და ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომ დადგინდეს სიმართლე. მე ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ძმების დაკავება უკავშირდებოდეს ჩვენსა და ერთ მეზობელს შორის კონფლიქტს. ის გვთხოვდა სახლის დანგრევას, რასაც არ ვთანხმებოდით და შეიძლება ის ამ მეთოდით შეეცადა სიტუაციის შემობრუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ ის იყოს პოლიციელებთან დაახლოებული ადამიანი", – განაცხადა სამრატ ჯაფაროვმა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს.

რამდენი პირია დაკავებული, უწყებაში არ აკონკრეტებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ