რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
"მაზდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მჯდომი ხუთივე მოქალაქე მსუბუქად დაშავდა. ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.
დაშავებულები ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.