Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატის შვილის ავარიის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარედგინა
დეპუტატის შვილის ავარიის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარედგინა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გო­რის გვი­რაბ­თან მომ­ხდა­რი ავა­რი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ბექა ხა­ხუ­ბი­ას საქ­მე­ზე, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის შიდა ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლოს სამ თა­ნამ­შრო­მელს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე და 116-ე მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

17 მა­ისს გამ­თე­ნი­ი­სას გო­რის გვი­რაბ­თან მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას ვაჟი, 21 წლის ბექა ხა­ხუ­ბია და­ი­ღუ­პა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რავ მან­ქა­ნას გო­რის გვი­რაბ­თან პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გზა ტრა­ი­ლე­რით ჩა­უ­ხერ­გეს. მძღო­ლი ტრა­ი­ლერს შე­ას­კდა და გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, შსს-მ შიდა ქარ­თლის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას ვაჟი 21 წლის ბექა ხა­ხუ­ბია 16 მა­ისს გო­რის გვი­რაბ­თან სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას­თან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დეპუტატის შვილის ავარიის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარედგინა

დეპუტატის შვილის ავარიის საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

17 მაისს გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს. მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი 21 წლის ბექა ხახუბია 16 მაისს გორის გვირაბთან სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ