მდინარე მტკვარში 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხდეს, შემთხვევა გუშინ, სოფელ ნიჩბისთან მოხდა.
სააგენტოს ცნობით, ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.