პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები
რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები

კონ­დი­ცი­ო­ნერს ცხა­დია გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი ფუნ­ქცია აქვს და და­სი­ცხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საგ­რძნობ­ლად ამ­სუ­ბუ­ქებს, მაგ­რამ რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბაც შე­უძ­ლია.

რა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კონ­დი­ცი­ო­ნერს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და უშუ­ა­ლოდ რო­მელ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში - ამ სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა კახა ვა­ჭა­რა­ძე, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფტი­ზი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი­სა და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, კონ­დი­ცი­რე­ბი­სას ჰა­ე­რის გა­მოშ­რო­ბა ხდე­ბა, დე­ი­ო­ნი­ზა­ცია. გა­რე­მო იო­ნე­ბის­გან იც­ლე­ბა, არა­და, იო­ნე­ბი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ირ­ღვე­ვა თერ­მო­რე­გუ­ლა­ცია (გა­რეთ 40 გრა­დუ­სი სი­ცხეა და შიგ­ნით - 20 გრა­დუ­სამ­დე გა­ცი­ე­ბუ­ლი ოთა­ხი), რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მზად არ არის.

რო­გორც ექი­მი ამ­ბობს, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ბაქ­ტე­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როა (გან­სა­კუთ­რე­ბით, ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­რე­ბა) და საქ­მე გვაქვს ბაქ­ტე­რი­ულ ფლო­რას­თან, ანუ სივ­რცე­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, და­ბინ­ძუ­რე­ბულ ფილტრებს ჰა­ერ­თან ერ­თად, ბაქ­ტე­რი­უ­ლი ფლო­რა შე­მო­აქვს (ბაქ­ტე­რი­ე­ბი, მიკ­რო­ბე­ბი, ათა­სი ინ­ფექ­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტი).

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ გა­რეთ, ატ­მოს­ფე­რო­შიც ტრი­ა­ლებს და მათ ისე­დაც შე­ვი­სუნ­თქავთ...

- კი, მაგ­რამ გა­რეთ გაშ­ლი­ლი გა­რე­მოა, აქ კი მოკ­ლე ფილტრებ­ში ხდე­ბა ბაქ­ტე­რი­ე­ბის ჩა­ბუ­დე­ბა და შემ­დეგ იმ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბა, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბით. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კონ­დი­ცი­ო­ნერს სა­თა­ნა­დოდ არ ვუვ­ლით...

- უშუ­ა­ლოდ რა და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს?

- ისეთ მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რიც არის გა­ცი­ე­ბა, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ტრა­ქე­ი­ტი, ბრონ­ქი­ტი, სი­ნუ­სი­ტის, ფა­რინ­გი­ტი, პნე­ვო­მო­ნია, შარდ-სა­ს­ქე­სო სის­ტე­მე­ბის და­ავ­დე­ბე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებ­ში, ცის­ტი­ტის სა­ხი­თაა გა­მო­ხა­ტუ­ლი), საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მი­ო­ზი­ტი, ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ჰერ­პე­სი და ა.შ.

რო­დე­საც კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ადა­მი­ანს პირ­და­პირ უბე­რავს, ეს მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბაა, ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, ეს ჭავ­ლი ავი­ცი­ლოთ, არ უნდა გვი­ბე­რავ­დეს. სა­ჭი­როა, გარე და შიდა გა­რე­მო­ში და­ცუ­ლი იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი. სხვა­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ო­ბით, 4-დან 6 გრა­დუ­სამ­დე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრა­დუ­სი.

- თუ გა­რეთ 40 გრა­დუ­სია, ხოლო კონ­დი­ცი­რე­ბის შე­დე­გად ოთახ­ში 21-24... ამ დროს რა ხდე­ბა?

- ეს დიდი ცვა­ლე­ბა­დო­ბაა, სა­დაც მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი ასე­თია: სა­ნამ 45-გრა­დუ­სი­ა­ნი გა­რე­სივ­რცი­დან კონ­დი­ცი­რე­ბულ 23-24 გრა­დუს­ში შეხ­ვალთ, ცოტა ხანს შუ­ა­ლე­დურ გა­რე­მო­ში შე­ყოვ­ნდეთ, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით გა­რე­დან შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ ცივი ყი­ნუ­ლი­ა­ნი წყლის მი­ღე­ბას ჰგავს. არა­და, ჯერ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლის მი­ღე­ბა ჯო­ბია და მერე ყი­ნუ­ლი­ა­ნის. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­ვეა კონ­დი­ცი­ო­ნერ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია, შევ­ყოვ­ნდეთ შუ­ა­ლე­დურ გა­რე­მო­ში (ჰოლი, დე­რე­ფა­ნი, მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი) და შემ­დეგ გა­და­ვი­ნაც­ვლოთ გაგ­რი­ლე­ბულ ოთახ­ში, რომ ჩვენ­მა სა­სუნ­თქმა სის­ტე­მამ გა­რე­მო ცვლი­ლე­ბებ­სა და გარ­და­ტე­ხა­ზე ადაპ­ტა­ცია მო­ახ­დი­ნოს.

- ალ­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კონ­დი­ცი­ო­ნე­რის, თა­ვად აგ­რე­გა­ტის ხა­რის­ხიც.

- რა თქმა უნდა, როცა მა­ღა­ლი დო­ნის კონ­დი­ცი­ო­ნე­რი დგას, იქ რის­კე­ბი ნაკ­ლე­ბია. და­უშ­ვე­ბე­ლია ია­ფ­ფა­სი­ა­ნის და­ყე­ნე­ბა, ეს დამ­ღუპ­ვე­ლია. თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი, რო­გორც ვთქვით, თვი­თონ ახ­დე­ნენ ოთახ­ში იო­ნი­ზა­ცი­ი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და რაც მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან დაც­ვას. ისეა აღ­ჭურ­ვი­ლი, რომ ჭავლს ადა­მი­ანს თვი­თონ არი­დებს, მი­მარ­თუ­ლე­ბას უც­ვლის, რომ მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მოხ­დეს.

- თავი რო­გორ და­ვიც­ვათ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან?

- კონ­დი­ცი­ო­ნერს სწო­რად უნდა შერ­ჩე­ვა, შემ­დეგ ბი­ო­ფილტრე­ბის ხში­რი ცვლაა სა­ჭი­რო, ან რე­ცხვა, მტვერ­სას­რუ­ტით გაწ­მენ­და. თუკი ერთხელ მა­ინც გი­ნა­ხავთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ფილტრი, ნა­ხავ­დით, რო­გო­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია. ამი­ტომ, წე­ლი­წად­ში 2-ჯერ უნდა გა­იწ­მინ­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბია (ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ოფი­სე­ბი, კლი­ნი­კე­ბი).

ხაზ­გას­მით სა­ში­შია ცენ­ტრა­ლუ­რი კონ­დი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა, - ამ დროს ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ერთი სივ­რცი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს, მე­ო­რე­დან მე­სა­მე­ში და ა.შ. ამი­ტომ, ბი­ო­ფილტრე­ბის გაწ­მენ­და-გა­რე­ცხვი­სას ბაქ­ტე­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე ნაკ­ლე­ბია.

ხში­რია პნევ­მო­ნი­ე­ბის რის­კი და ერთ-ერთი სა­ში­ში პნევ­მო­ნი­აა "ლე­გი­ო­ნე­ლას" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი (პნევ­მო­ნე­ლა ლე­გი­ო­ნე­ლა). აგ­რე­სი­უ­ლი ბა­ტ­ქე­რი­აა, რო­მე­ლიც ისე­თი მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს, რო­გო­რი­ცაა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. "ლე­გი­ო­ნე­ლა" იმი­ტომ ჰქვია, რომ სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად და მჭიდ­როდ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ეს უჯრედ­ში­და გავ­რცე­ლე­ბის ატი­პი­უ­რი მიკ­რო­ბია, რო­მე­ლიც, რო­გორც ვთქვით, დიდი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამი­ტო­მაც, ექი­მე­ბი მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად მზად უნდა იყ­ვნენ, და­ი­წყონ ფარ­თო სპექტრის ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია...

მოკ­ლედ, სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას, მიყ­რუ­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის პა­ცი­ენ­ტმა ექიმს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს. თუმ­ცა თუ კონ­დი­ცი­ო­ნერს გო­ნივ­რუ­ლად მო­ვიხ­მართ, ამ საფრ­თხე­ებს ავი­ცი­ლებთ.

- ცხა­დია, მისი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თვაც და­უშ­ვე­ბე­ლია...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­გორც ვთქვით, ის მა­სობ­რი­ვად ჰა­ერს აშ­რობს და თერ­მუ­ლი ბა­ლანსს არ­ღვევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტი­ვია რამ­დე­ნი­მე წუთი გა­მოვ­რთოთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, ჯერ ერთი, აგ­რე­გა­ტიც და­ის­ვე­ნებს. გა­მორ­თვის შემ­დეგ უნდა გა­ი­ღოს კარი ან, ფან­ჯა­რა, რომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მსხდო­მებ­მა ახლი ჰა­ე­რის ნა­კა­დი ისუნ­თქონ, რო­მე­ლიც მიკ­რო­სამ­ყა­როს ჟანგბა­დით აღად­გენს, რაც ასე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბი­სა და სა­სუნ­ქი სის­ტე­მის­თვის...

ამას­თან, ხაზ­გას­მით უნდა ვთქვათ, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ჩარ­თულ კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ატ­მოს­ფე­რო­ში ძილი, რად­გა­ნაც დი­ლით ადა­მი­ანს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბი...

- რო­გორც ვიცი, ხმის იო­გებ­ზეც მოქ­მე­დებს...

- ჰა­ე­რის გა­მოშ­რო­ბი­სა და დე­ი­ო­ნი­ა­ცი­ის შე­დე­გად ხმის ტემ­ბრიც იც­ვლე­ბა. ამი­ტომ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აა, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, რამ­დე­ნი­მე ხნით გა­მორ­თოთ, გა­ა­ნი­ა­ვოთ ოთა­ხი, აღად­გი­ნოთ ტე­ნი­ა­ნო­ბის ბა­ლან­სი და შემ­დგომ ისევ ჩარ­თოთ, ვი­ნა­ი­დან ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა ჩვენ­თვის არა მტე­რი, არა­მედ მე­გო­ბა­რია..

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
13

სადოქტოროს აჯობენდა ერთხელ ჩამოსულიყო ამერიკაში ზაფხულში 

Nino
7

მადლობთ ბატონო კახა.თქვენი რჩევები ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილია

ავტორი:

რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები

რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები

კონდიციონერს ცხადია გამაგრილებელი ფუნქცია აქვს და დასიცხული ადამიანების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს, მაგრამ რიგი დაავადებების პროვოცირებაც შეუძლია.

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონდიციონერს ადამიანის ჯანმრთელობაზე და უშუალოდ რომელ დაავადებებს იწვევს ორგანიზმში - ამ საკითხებზე გვესაუბრება კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სპეციალისტის თქმით, კონდიცირებისას ჰაერის გამოშრობა ხდება, დეიონიზაცია. გარემო იონებისგან იცლება, არადა, იონები ორგანიზმისთვის აუცილებელია. ირღვევა თერმორეგულაცია (გარეთ 40 გრადუსი სიცხეა და შიგნით - 20 გრადუსამდე გაციებული ოთახი), რისთვისაც ადამიანის ორგანიზმი მზად არ არის.

როგორც ექიმი ამბობს, კონდიციონერი ყველაფერთან ერთად, ბაქტერიების გავრცელების წყაროა (განსაკუთრებით, ცენტრალიზებული კონდიცირება) და საქმე გვაქვს ბაქტერიულ ფლორასთან, ანუ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან, დაბინძურებულ ფილტრებს ჰაერთან ერთად, ბაქტერიული ფლორა შემოაქვს (ბაქტერიები, მიკრობები, ათასი ინფექციის გამავრცელებელი ელემენტი).

- ეს ყველაფერი ხომ გარეთ, ატმოსფეროშიც ტრიალებს და მათ ისედაც შევისუნთქავთ...

- კი, მაგრამ გარეთ გაშლილი გარემოა, აქ კი მოკლე ფილტრებში ხდება ბაქტერიების ჩაბუდება და შემდეგ იმ სივრცეში გავრცელება, სადაც ვიმყოფებით. ეს იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერს სათანადოდ არ ვუვლით...

- უშუალოდ რა დაავადებებს იწვევს?

- ისეთ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, როგორიც არის გაციება, ვირუსული ინფექციები, ტრაქეიტი, ბრონქიტი, სინუსიტის, ფარინგიტი, პნევომონია, შარდ-სასქესო სისტემების დაავდებები (განსაკუთრებით ქალებში, ცისტიტის სახითაა გამოხატული), საყრდენ-მამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემის დაავადებები, მიოზიტი, ნერვულ სისტემაზე გავრცელებული დაავადებები, ჰერპესი და ა.შ.

როდესაც კონდიციონერი ადამიანს პირდაპირ უბერავს, ეს მექანიკური დაზიანებაა, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ეს ჭავლი ავიცილოთ, არ უნდა გვიბერავდეს. საჭიროა, გარე და შიდა გარემოში დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმები. სხვაობა დაახლოეობით, 4-დან 6 გრადუსამდე უნდა იყოს და არა ვთქვათ, 10-12, ან 20 გრადუსი.

- თუ გარეთ 40 გრადუსია, ხოლო კონდიცირების შედეგად ოთახში 21-24... ამ დროს რა ხდება?

- ეს დიდი ცვალებადობაა, სადაც მარტივი გამოსავალი ასეთია: სანამ 45-გრადუსიანი გარესივრციდან კონდიცირებულ 23-24 გრადუსში შეხვალთ, ცოტა ხანს შუალედურ გარემოში შეყოვნდეთ, სადაც ტემპერატურა გათანაბრებული იქნება. ეს დაახლოებით გარედან შემოსული ადამიანის მიერ ცივი ყინულიანი წყლის მიღებას ჰგავს. არადა, ჯერ ოთახის ტემპერატურის წყალის მიღება ჯობია და მერე ყინულიანის. დაახლოებით ასევეა კონდიციონერთან მიმართებაშიც. ამიტომ, სასურველია, შევყოვნდეთ შუალედურ გარემოში (ჰოლი, დერეფანი, მისაღები ოთახი) და შემდეგ გადავინაცვლოთ გაგრილებულ ოთახში, რომ ჩვენმა სასუნთქმა სისტემამ გარემო ცვლილებებსა და გარდატეხაზე ადაპტაცია მოახდინოს.

- ალბათ მნიშვნელოვანია კონდიციონერის, თავად აგრეგატის ხარისხიც.

- რა თქმა უნდა, როცა მაღალი დონის კონდიციონერი დგას, იქ რისკები ნაკლებია. დაუშვებელია იაფფასიანის დაყენება, ეს დამღუპველია. თანამედროვე კონდიციონერები, როგორც ვთქვით, თვითონ ახდენენ ოთახში იონიზაციისა და ტენიანობის დონის შენარჩუნებას და რაც მთავარია, მოქალაქეების ბაქტერიებისგან დაცვას. ისეა აღჭურვილი, რომ ჭავლს ადამიანს თვითონ არიდებს, მიმართულებას უცვლის, რომ მექანიკური დაზიანება არ მოხდეს.

- თავი როგორ დავიცვათ მოსალოდნელი საფრთხეებისგან?

- კონდიციონერს სწორად უნდა შერჩევა, შემდეგ ბიოფილტრების ხშირი ცვლაა საჭირო, ან რეცხვა, მტვერსასრუტით გაწმენდა. თუკი ერთხელ მაინც გინახავთ კონდიციონერის ფილტრი, ნახავდით, როგორი დაბინძურებულია. ამიტომ, წელიწადში 2-ჯერ უნდა გაიწმინდოს, განსაკუთრებით იქ, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებია (ორგანიზაციები, ოფისები, კლინიკები).

ხაზგასმით საშიშია ცენტრალური კონდიცირების შემთხვევა, - ამ დროს ინფექციამ შეიძლება ერთი სივრციდან მეორეში გადაინაცვლოს, მეორედან მესამეში და ა.შ. ამიტომ, ბიოფილტრების გაწმენდა-გარეცხვისას ბაქტერიების გავრცელების საფრთხე ნაკლებია.

ხშირია პნევმონიების რისკი და ერთ-ერთი საშიში პნევმონიაა "ლეგიონელას" მიერ გავრცელებული (პნევმონელა ლეგიონელა). აგრესიული ბატქერიაა, რომელიც ისეთი მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარებას იწვევს, როგორიცაა ფილტვების ანთება. "ლეგიონელა" იმიტომ ჰქვია, რომ სივრცეში ადამიანები ერთად და მჭიდროდ იმყოფებიან. ეს უჯრედშიდა გავრცელების ატიპიური მიკრობია, რომელიც, როგორც ვთქვით, დიდი აგრესიულობით გამოირჩევა. ამიტომაც, ექიმები მასთან საბრძოლველად მზად უნდა იყვნენ, დაიწყონ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია...

მოკლედ, სიმპტომების გამოვლენისას, მიყრუება არ შეიძლება, მკურნალობისთვის პაციენტმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს. თუმცა თუ კონდიციონერს გონივრულად მოვიხმართ, ამ საფრთხეებს ავიცილებთ.

- ცხადია, მისი მთელი დღის განმავლობაში ჩართვაც დაუშვებელია...

- რასაკვირველია, როგორც ვთქვით, ის მასობრივად ჰაერს აშრობს და თერმული ბალანსს არღვევს. ამ შემთხვევაში მარტივია რამდენიმე წუთი გამოვრთოთ კონდიციონერი, ჯერ ერთი, აგრეგატიც დაისვენებს. გამორთვის შემდეგ უნდა გაიღოს კარი ან, ფანჯარა, რომ დახურულ სივრცეში მსხდომებმა ახლი ჰაერის ნაკადი ისუნთქონ, რომელიც მიკროსამყაროს ჟანგბადით აღადგენს, რაც ასე აუცილებელია ჩვენი არსებობისა და სასუნქი სისტემისთვის...

ამასთან, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ დაუშვებელია ჩართულ კონდიციონერის ატმოსფეროში ძილი, რადგანაც დილით ადამიანს გარანტირებული აქვს უმძიმესი დაავადებები...

- როგორც ვიცი, ხმის იოგებზეც მოქმედებს...

- ჰაერის გამოშრობისა და დეიონიაციის შედეგად ხმის ტემბრიც იცვლება. ამიტომ, პროფესიონალების რეკომენდაციაა, როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე ხნით გამორთოთ, გაანიავოთ ოთახი, აღადგინოთ ტენიანობის ბალანსი და შემდგომ ისევ ჩართოთ, ვინაიდან ეს მოწყობილობა ჩვენთვის არა მტერი, არამედ მეგობარია..