პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპლიკაცია, რომელიც სტუდენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს - 20 წლის ქართველი გოგონას იდეა
აპლიკაცია, რომელიც სტუდენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს - 20 წლის ქართველი გოგონას იდეა

20 წლის ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტმა, ნინო ბე­გი­აშ­ვილ­მა, იტა­ლი­ა­ში, European Innovation Academy-ს ფარ­გლებ­ში უცხო­ელ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან შექ­მნა აპ­ლი­კა­ცი­ის პრო­ტო­ტი­პი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

ნინო ბე­გი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბიზ­ნე­სის მარ­თვი­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სზე სწავ­ლობს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და გეგ­მავს, რომ აპ­ლი­კა­ცია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბა­ზარ­ზე აქ­ტი­უ­რად და­ნერ­გოს, რათა სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ში და­ეხ­მა­როს:

"იმის გამო, რომ ზო­გი­ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ო­ში, სტუ­დენ­ტე­ბი დეპ­რე­სი­ა­ში ვარ­დე­ბი­ან, სწო­რედ ამი­ტომ, უცხო­ელ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად, იტა­ლი­ა­ში, სა­დაც 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, გა­დავ­წყვი­ტე გა­მე­კე­თე­ბი­ნა აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრი­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს ბო­ტის დახ­მა­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევ­და. აპ­ლი­კა­ცია ფსი­ქო­ლო­გე­ბის მიერ იქ­ნე­ბა დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს შემ­თხვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს," - გა­ნამ­რტავს ნინო ბე­გი­აშ­ვი­ლი.

ახალ­გაზ­რდა გა­მომ­გო­ნებ­ლის თქმით, აპ­ლი­კა­ცი­ის პრო­ტო­ტი­პი უცხო­ელ, ძი­რი­თა­დად, ამე­რი­კელ ინ­ვეს­ტო­რებს წა­რუდ­გი­ნეს, რო­მელ­თა­გა­ნაც დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა:

"პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია 3 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ასეც მო­ვი­ქე­ცით, ჩვე­ნი იდე­აც სა­უ­კე­თე­სო­ებს შო­რის მოხ­ვდა. სწო­რედ ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ სექ­ტემ­ბრი­დან ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლო. შე­საძ­ლოა, ეს ჩემს უცხო­ელ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ვერ მოხ­დეს, რად­გან ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ვართ, თუმ­ცა აპ­ლი­კა­ცი­ის იდეა მომ­წონს და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვა­პი­რებ," - აღ­ნიშ­ნავს ნინო ბე­გი­აშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ამ აპ­ლი­კა­ცი­ას ად­ვი­ლად აით­ვი­სებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოტს, რო­მე­ლიც აპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სტუ­დენტს და­ეხ­მა­რე­ბა, მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი კი­თხვე­ბით დაპ­როგ­რა­მე­ბა მოხ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, აპ­ლი­კა­ცია მუდ­მი­ვად პროგ­რე­სი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა, რათა უფრო მეტ მსურ­ველს მო­ემ­სა­ხუ­როს:

"პროგ­რა­მა მუ­დამ გა­კონ­ტროლ­დე­ბა, იქ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბა­დი და ფსი­ქო­ლო­გე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ნელ-ნელა შე­ივ­სე­ბა და მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს,"- გან­მარ­ტავს ნინო ბე­გი­აშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აპ­ლი­კა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი შექ­მნის სა­კუ­თარ პრო­ფილს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ბოტს ნე­ბის­მი­ერ დროს სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე გა­ე­სა­უბ­რე­ბა.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

აპლიკაცია, რომელიც სტუდენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს - 20 წლის ქართველი გოგონას იდეა

აპლიკაცია, რომელიც სტუდენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს - 20 წლის ქართველი გოგონას იდეა

20 წლის ქართველმა სტუდენტმა, ნინო ბეგიაშვილმა, იტალიაში, European Innovation Academy-ს ფარგლებში უცხოელ თანაგუნდელებთან შექმნა აპლიკაციის პროტოტიპი, რომელიც სტუდენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს.

ნინო ბეგიაშვილი საქართველოში, ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს, ტექნოლოგიებით დაინტერესებულია და გეგმავს, რომ აპლიკაცია ჩვენი ქვეყნის ბაზარზე აქტიურად დანერგოს, რათა სტუდენტებს სასწავლო პირობების შემსუბუქებაში დაეხმაროს:

"იმის გამო, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში საკმაოდ რთული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, სტუდენტები დეპრესიაში ვარდებიან, სწორედ ამიტომ, უცხოელ თანაგუნდელებთან ერთად, იტალიაში, სადაც 3 კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდი, გადავწყვიტე გამეკეთებინა აპლიკაცია, რომელიც დარეგისტრირებულ სტუდენტებს ბოტის დახმარებით ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევდა. აპლიკაცია ფსიქოლოგების მიერ იქნება დაპროგრამებული და ნებისმიერ სტუდენტს შემთხვევიდან გამომდინარე დახმარებას გაუწევს," - განამრტავს ნინო ბეგიაშვილი.

ახალგაზრდა გამომგონებლის თქმით, აპლიკაციის პროტოტიპი უცხოელ, ძირითადად, ამერიკელ ინვესტორებს წარუდგინეს, რომელთაგანაც დიდი დაინტერესება მოჰყვა:

"პროექტის პრეზენტაცია 3 წუთის განმავლობაში უნდა გაგვეკეთებინა და ასეც მოვიქეცით, ჩვენი იდეაც საუკეთესოებს შორის მოხვდა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ სექტემბრიდან ამ საკითხზე მუშაობა გავაგრძელო. შესაძლოა, ეს ჩემს უცხოელ თანაგუნდელებთან ერთად ვერ მოხდეს, რადგან ერთმანეთისგან შორს ვართ, თუმცა აპლიკაციის იდეა მომწონს და განხორციელებას ვაპირებ," - აღნიშნავს ნინო ბეგიაშვილი. მისივე თქმით, ქართული ბაზარი ამ აპლიკაციას ადვილად აითვისებს.

რაც შეეხება ბოტს, რომელიც აპლიკაციის მეშვეობით დაინტერესებულ სტუდენტს დაეხმარება, მისი სპეციალური კითხვებით დაპროგრამება მოხდება. გარდა ამისა, აპლიკაცია მუდმივად პროგრესირებადი იქნება, რათა უფრო მეტ მსურველს მოემსახუროს:

"პროგრამა მუდამ გაკონტროლდება, იქნება განახლებადი და ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა შეივსება და მეტ ინფორმაციას მიიღებს,"- განმარტავს ნინო ბეგიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობის მსურველი სტუდენტი შექმნის საკუთარ პროფილს, რომლის მეშვეობითაც ბოტს ნებისმიერ დროს საკუთარ პრობლემებზე გაესაუბრება.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი