სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის აპლიკაცია Sarahah, რომელმაც მსოფლიო ჩაითრია და რეალურად, იცავს თუ არა ის ანონიმურობას
რა არის აპლიკაცია Sarahah, რომელმაც მსოფლიო ჩაითრია და რეალურად, იცავს თუ არა ის ანონიმურობას

პე­რი­ო­დუ­ლად ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დე­ბა და ყვე­ლას აა­ლა­პა­რა­კებს. ასე­თი ახა­ლი აპ­ლი­კა­ცია გახ­ლავთ Sarahah, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, მას­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბულ ადა­მი­ანს ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბი მის­წე­როთ. აპ­ლი­კა­ცი­ის ერთ-ერთი შემ­ქმნე­ლი 29 წლის ზა­ი­ნა­ლაბ­დინ თა­ფი­ქია.

არა­ბუ­ლად SARAHAH გუ­ლახ­დი­ლო­ბას ნიშ­ნავს. სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მი­ზა­ნი აპ­ლი­კა­ცი­ის. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცის შექ­მნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის ეში­ნი­ათ ან სა­ჯა­რო­ო­ბას ერი­დე­ბი­ან.

იხი­ლეთ ვი­დეო

Sarahah-ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ, თქვენს ნაც­ნობ თუ უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ანო­ნი­მუ­რად მოგ­წე­რონ რა­საც ფიქ­რო­ბენ თქვენ­ზე, თუმ­ცა პირ­და­პირ ვერ გე­უბ­ნე­ბი­ან. შე­ტყო­ბი­ნე­ბა ანო­ნი­მუ­რია და არ ჩანს მისი გა­მომ­გზავ­ნის ვი­ნა­ო­ბა, ამას­თან, გზავ­ნილ­ზე პა­სუხ­საც ვერ გას­ცემთ. iTunes-ზე აპ­ლი­კა­ცი­ის აღ­წე­რა­ში წე­რია: "Sarahah და­ეხ­მა­რე­ბა მომ­ხმა­რებ­ლებს მათი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე­ე­ბის აღ­მო­ფხვრა­ში და ა.შ. გუ­ლახ­დი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი კო­ლე­გე­ბის­გან, მე­გობ­რე­ბის­გან თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მეტი ახა­ლი რამ გა­ი­გოთ სა­კუ­თარ თავ­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ აღ­გიქ­ვა­მენ სხვე­ბი".

Sarahah ან­დრო­ი­დებ­სა და iOS სის­ტე­მებ­ზე ივ­ნის­ში გა­ეშ­ვა და სწრა­ფად მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა. ამ­ჟა­მად ის ნო­მერ პირ­ვე­ლი უფა­სო აპ­ლი­კა­ცი­აა გად­მო­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით. უკვე 30 ქვე­ყა­ნა­ში ჰყავს 300 მი­ლი­ო­ნამ­დე მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ინ­ტერ­ნეტ­ში გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი, რომ მალე Sarahah ყვე­ლა მომ­ხმა­რებ­ლის იდენ­ტო­ბას გა­ამ­ხელს, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყვეს აპ­ლი­კა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. აგ­რეთ­ვე, ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი თუ რო­გორ უნდა გა­არ­კვი­ოთ ვინ გწერთ ამა თუ იმ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა მსგავ­სი "ჰაკი" მხო­ლოდ ვირუ­სე­ბის სა­ბა­დოა და რე­ა­ლუ­რად არ ამ­ჟღავ­ნებს გა­მომ­გზავ­ნის ვი­ნა­ო­ბას. აპ­ლი­კა­ცი­ის შემ­ქმნე­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მათ­თვის ანო­ნი­მუ­რო­ბის იდეა უმ­თავ­რე­სია და შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ხილ­ვა­დი გახ­დეს წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია adweek.com-ს მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

რა არის აპლიკაცია Sarahah, რომელმაც მსოფლიო ჩაითრია და რეალურად, იცავს თუ არა ის ანონიმურობას

რა არის აპლიკაცია Sarahah, რომელმაც მსოფლიო ჩაითრია და რეალურად, იცავს თუ არა ის ანონიმურობას

პერიოდულად ინტერნეტში გამოჩნდება ხოლმე აპლიკაციები, რომლებიც მთელ მსოფლიოს მოედება და ყველას აალაპარაკებს. ასეთი ახალი აპლიკაცია გახლავთ Sarahah, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მასზე დარეგისტრირებულ ადამიანს ანონიმური წერილები მისწეროთ. აპლიკაციის ერთ-ერთი შემქმნელი 29 წლის ზაინალაბდინ თაფიქია.

არაბულად SARAHAH გულახდილობას ნიშნავს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზანი აპლიკაციის. ვირტუალური სივრცის შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი აზრის დაფიქსირების ეშინიათ ან საჯაროობას ერიდებიან.

იხილეთ ვიდეო

Sarahah-ზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენს ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს შეუძლიათ ანონიმურად მოგწერონ რასაც ფიქრობენ თქვენზე, თუმცა პირდაპირ ვერ გეუბნებიან. შეტყობინება ანონიმურია და არ ჩანს მისი გამომგზავნის ვინაობა, ამასთან, გზავნილზე პასუხსაც ვერ გასცემთ. iTunes-ზე აპლიკაციის აღწერაში წერია: "Sarahah დაეხმარება მომხმარებლებს მათი ძლიერი მხარეების გაუმჯობესებაში, ნეგატიური მხარეების აღმოფხვრაში და ა.შ. გულახდილი შეტყობინებები კოლეგებისგან, მეგობრებისგან თუ უცნობი ადამიანებისგან საშუალებას მოგცემთ მეტი ახალი რამ გაიგოთ საკუთარ თავზე და იმაზე, თუ როგორ აღგიქვამენ სხვები".

Sarahah ანდროიდებსა და iOS სისტემებზე ივნისში გაეშვა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ამჟამად ის ნომერ პირველი უფასო აპლიკაციაა გადმოწერების მიხედვით. უკვე 30 ქვეყანაში ჰყავს 300 მილიონამდე მომხმარებელი.

ინტერნეტში გაჩნდა ეჭვები, რომ მალე Sarahah ყველა მომხმარებლის იდენტობას გაამხელს, რაც ოფიციალურად უარყვეს აპლიკაციის წარმომადგენლებმა. აგრეთვე, ვრცელდება სხვადასხვა ვიდეოგაკვეთილები თუ როგორ უნდა გაარკვიოთ ვინ გწერთ ამა თუ იმ შეტყობინებას, მაგრამ ჯერჯერობით ყველა მსგავსი "ჰაკი" მხოლოდ ვირუსების საბადოა და რეალურად არ ამჟღავნებს გამომგზავნის ვინაობას. აპლიკაციის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათთვის ანონიმურობის იდეა უმთავრესია და შეუძლებელია, რომ ხილვადი გახდეს წერილების ავტორები.

მომზადებულია adweek.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს