პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთში ცნობილი ბრენდების, მათ შორის Zara-ს და MANGO-ს ჯინსები შეიკერება
ოზურგეთში ცნობილი ბრენდების, მათ შორის Zara-ს და MANGO-ს ჯინსები შეიკერება

ოზურ­გეთ­ში Zara-ს, MANGO-ს, Massimo Dutti-ის და სხვა ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ჯინ­სე­ბი შე­ი­კე­რე­ბა. გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია Baykanlar პირ­ველ ეტაპ­ზე 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და 300 ადა­მი­ანს და­ა­საქ­მებს. ხოლო უახ­ლო­ეს სამ წე­ლი­წად­ში და­გეგ­მი­ლია სრუ­ლი სამ­კერ­ვა­ლო ციკ­ლის შექ­მნა, ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბის 15 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გაზ­რდა და 1500-მდე ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბა.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს გუ­რი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გია სა­ლუქ­ვა­ძე, ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მერ­თან ბეგ­ლარ სი­ო­რი­ძეს­თან ერ­თად, შპს "ოზურ­გე­თი გარ­მენ­თის" დამ­ფუძ­ნე­ბელს ოს­მან ბა­ი­ქანს და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს ჰა­ქან ჩო­ბა­ნ­ოღ­ლუს შეხ­ვდა.

რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე გუ­ბერ­ნა­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კის გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აქ­ტი­უ­რად სწავ­ლობ­და და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში მარ­თავ­და. გუ­რი­ა­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, მათ მი­ე­წო­დათ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მე­ბის და სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც მთავ­რო­ბა ინ­ვეს­ტო­რებს სთა­ვა­ზობს. გა­ეც­ნენ კო­მუ­ნა­ლურ ტა­რი­ფებს და მხა­რის ზო­გად სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ "ჰო­რი­ზონ­ტში", სა­დაც ფაბ­რი­კა­ში და­სა­საქ­მე­ბე­ლი მუ­შა­ხე­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­მუ­შაო ჯგუფ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რა ოზურ­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ფაბ­რი­კის გახ­სნა იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. მოხ­და შერ­ჩე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­წავ­ლა და ნა­ხა­ზე­ბის გა­კე­თე­ბა. სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და თურ­ქულ მხა­რის ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად ფაბ­რი­კის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია.

"ოზურ­გე­თი გარ­მენთ" - ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია უკვე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია. მათ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, პროგ­რა­მა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე უკვე მი­მარ­თეს და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ე­წე­რე­ბა.

რო­გორც შპს "ოზურ­გე­თი გარ­მენ­თის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ოს­მან ბა­ი­ქან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­წარ­მო 2018 წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ერთი თვის წინ ჩა­მო­ვე­დით. ოზურ­გეთ­ში და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, შე­ვარ­ჩი­ეთ და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით ყო­ფი­ლი ჩაის ფაბ­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც გავ­ხსნით სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კას, რო­მელ­შიც შე­ი­კე­რე­ბა ჯინ­სე­ბი და მი­ე­წო­დე­ბა ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ დამ­კვე­თებს, რო­გო­რი­ცაა "ზარა", "მან­გო", "ბერშკა", "მა­სი­მო დუტი" და სხვა ბრენ­დულ კომ­პა­ნი­ებს. სა­წარ­მო 2018 წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე ოზურ­გეთ­ში იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მხო­ლოდ სამ­კერ­ვა­ლო ხაზი, ხოლო უახ­ლო­ეს სამ წე­ლი­წად­ში და­გეგ­მი­ლია სრუ­ლი სამ­კერ­ვა­ლო ციკ­ლის შექ­მნა, ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბის 15 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გაზ­რდა და 1500-მდე ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბა. გვინ­და ამის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ბა­ტონ გუ­ბერ­ნა­ტორს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გვერ­დში გვედ­გა და ჩვენ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და", - გა­ნა­ცხა­და ოს­მან ბა­ი­ქან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ოზურგეთში ცნობილი ბრენდების, მათ შორის Zara-ს და MANGO-ს ჯინსები შეიკერება

ოზურგეთში ცნობილი ბრენდების, მათ შორის Zara-ს და MANGO-ს ჯინსები შეიკერება

ოზურგეთში Zara-ს, MANGO-ს, Massimo Dutti-ის და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქული კომპანია Baykanlar პირველ ეტაპზე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს. ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან ერთად, შპს "ოზურგეთი გარმენთის" დამფუძნებელს ოსმან ბაიქანს და კომპანიის დირექტორს ჰაქან ჩობანოღლუს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე გუბერნატორმა აღნიშნა, აღნიშნული კომპანია საქართველოში სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას აქტიურად სწავლობდა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონებში მართავდა. გურიაში ჩამოსვლის შემდეგ, მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია სამთავრობო პროგრამების და საგადასახადო შეღავათების შესახებ, რომლებსაც მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს. გაეცნენ კომუნალურ ტარიფებს და მხარის ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იმყოფებოდნენ პროფესიულ კოლეჯ "ჰორიზონტში", სადაც ფაბრიკაში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება განხორციელდება.

სამუშაო ჯგუფმა დაათვალიერა ოზურგეთში არსებული ინფრასტრუქტურა და ის სავარაუდო ადგილები, სადაც ფაბრიკის გახსნა იქნებოდა შესაძლებელი. მოხდა შერჩეული უძრავი ქონების შესწავლა და ნახაზების გაკეთება. სამხარეო ადმინისტრაციასა და თურქულ მხარის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად ფაბრიკის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია.

"ოზურგეთი გარმენთ" - ქართული კომპანია უკვე დარეგისტრირებულია. მათ ეკონომიკის სამინისტროს, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე უკვე მიმართეს და უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერება.

როგორც შპს "ოზურგეთი გარმენთის" დამფუძნებელმა ოსმან ბაიქანმა აღნიშნა, საწარმო 2018 წლიდან ამოქმედდება.

"საქართველოში პირველად ერთი თვის წინ ჩამოვედით. ოზურგეთში დავათვალიერეთ არსებული ტერიტორიები, შევარჩიეთ და ჩამოვყალიბდით ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, სადაც გავხსნით სამკერვალო ფაბრიკას, რომელშიც შეიკერება ჯინსები და მიეწოდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ დამკვეთებს, როგორიცაა "ზარა", "მანგო", "ბერშკა", "მასიმო დუტი" და სხვა ბრენდულ კომპანიებს. საწარმო 2018 წლიდან ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ოზურგეთში იფუნქციონირებს მხოლოდ სამკერვალო ხაზი, ხოლო უახლოეს სამ წელიწადში დაგეგმილია სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმება. გვინდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ბატონ გუბერნატორს, რომელიც პირველივე დღიდან გვერდში გვედგა და ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდა", - განაცხადა ოსმან ბაიქანმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი