საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში, ორი ახალგაზრდის გარდაცვალება სავარაუდოდ "ბიოს" მოხმარებას უკავშირდება
ბათუმში, ორი ახალგაზრდის გარდაცვალება სავარაუდოდ "ბიოს" მოხმარებას უკავშირდება

ბა­თუმ­ში, ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა სა­ხელ­დე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ცხედ­რებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთ-ერთს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყელი ჰქონ­და გა­მოჭ­რი­ლი, ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და ორი­ვე თვა­ლის არე­ში.

ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ამ დრო­ი­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ე.წ "ბიოს" მოხ­მა­რე­ბას გა­მო­ეწ­ვია.

ბა­თუმ­ში ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი გუ­შინ იპო­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი წუ­ხელ ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა დე­ტა­ლებს ახ­მა­უ­რე­ბენ ბა­თუმ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბის მე­გობ­რე­ბი და რო­გო­რია ექ­სპერ­ტი­ზის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ბათუმში, ორი ახალგაზრდის გარდაცვალება სავარაუდოდ "ბიოს" მოხმარებას უკავშირდება

ბათუმში, ორი ახალგაზრდის გარდაცვალება სავარაუდოდ "ბიოს" მოხმარებას უკავშირდება

ბათუმში, ორი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბიონარკოტიკის მოხმარება სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ცხედრებს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ასევე დაზიანებები ჰქონდა ორივე თვალის არეში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით დასკვნა 30 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, თუმცა ამ დროისათვის არსებული ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ახალგაზრდების გარდაცვალება ე.წ "ბიოს" მოხმარებას გამოეწვია.

ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილები წუხელ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე წაიკითხეთ: რა დეტალებს ახმაურებენ ბათუმში გარდაცვლილი ბიჭების მეგობრები და როგორია ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ