საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთაწმინდა ხანძრის შემდეგ - უახლესი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
მთაწმინდა ხანძრის შემდეგ - უახლესი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მთაწ­მინ­და­ზე, ხან­ძრის ად­გილ­ზე ერთი ერ­თე­უ­ლი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და ამ დრომ­დე რჩე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხან­დელ­მა ხან­ძარ­მა 2 ჰექტრამ­დე ტყის მა­სი­ვი გა­ა­ნად­გუ­რა.

ხან­ძრის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გთა­ვა­ზობთ უახ­ლეს ფო­ტო­მა­სა­ლას, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტმა გა­და­ი­ღო.

ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ტყის მა­სივ­ში ცე­ცხლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­უ­დევ­რო­ბამ გა­მო­იწ­ვია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მთაწ­მინ­და­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 188-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

შე­გახ­სე­ნებთ, ცე­ცხლი ვე­რის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ა­თის­თვის გაჩ­ნდა. ხან­ძრის არე­ა­ლი მა­ლე­ვე გა­ი­ზარ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად რთუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კას გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირ­და, თუმ­ცა მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა მა­ლე­ვე აღ­მო­ი­ფხვრა.

მთაწმინდა ხანძრის შემდეგ - უახლესი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მთაწმინდა ხანძრის შემდეგ - უახლესი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მთაწმინდაზე, ხანძრის ადგილზე ერთი ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ამ დრომდე რჩება. არსებული ინფორმაციით, წუხანდელმა ხანძარმა 2 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა.

ხანძრის ტერიტორიიდან გთავაზობთ უახლეს ფოტომასალას, რომელიც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტმა გადაიღო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტყის მასივში ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის არეალი მალევე გაიზარდა. თავდაპირველად რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკას გადაადგილება უჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი