სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განსხვავებული დესერტი ქართულ ბაზარზე - ამერიკული "ბაბელ ვაფლი" უკვე საქართველოშია
განსხვავებული დესერტი ქართულ ბაზარზე - ამერიკული "ბაბელ ვაფლი" უკვე საქართველოშია

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტმა ორმა გო­გო­ნამ "ბა­ბელ ვაფ­ლის" გა­სინ­ჯვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და. შე­დე­გად, 2017 წლის აპ­რილ­ში შე­იქ­მნა სტარ­ტა­პი Waffle Maffle, რო­მელ­საც ამ­ჟა­მად სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ოთხი დახ­ლი და ჩა­მო­სას­ხმე­ლი ნა­ყი­ნის სამი აპა­რა­ტი აქვს.

"გაგ­ვიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მოგ­ვე­ტა­ნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის დე­სეტ­რი და ეს შევ­ძე­ლით. პირ­ვე­ლე­ბი ვართ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, ვინც "ბა­ბელ ვაფლს" ყი­დის. ვე­ცა­დეთ, პრო­დუქ­ტი ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გემ­რი­ე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს და გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც უყ­ვართ ტკბი­ლე­უ­ლი, შევ­თა­ვა­ზოთ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტი ვაფ­ლის და ნა­ყი­ნის სა­ხით," - ამ­ბობს "ვაფ­ლი მაფ­ლის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნინო მეს­ხი.

"ვაფ­ლი მაფ­ლის" დახ­ლე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია "თბი­ლი­სი მოლ­სა" და "ევრო პარკში", ერთი დახ­ლი კი ბა­თუმ­შია. სტარ­ტაპს აქვს მოძ­რა­ვი სტენ­დიც, რო­მელ­საც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. მარ­თა­ლია, სულ რამ­დე­ნი­მე თვეა გა­სუ­ლი, რაც "ბა­ბელ ვაფ­ლის" სტენ­დე­ბი შექ­მნეს, მაგ­რამ სტარ­ტა­პი უკვე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია და მისი პრო­დუქ­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი დე­სერ­ტი გახ­და.

"პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა არც ისე რთუ­ლი იყო, რად­გან "ბა­ბელ ვაფ­ლე­ბი" ქარ­თულ ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლია. ჩვენ ვიზ­რუ­ნეთ არა მხო­ლოდ პრო­დუქტზე, არა­მედ მის შე­ფუთ­ვა­ზე, სტენ­დის ვი­ზუ­ალ­სა და მი­ზო­დე­ბის ფორ­მა­ზეც. პრო­დუქ­ტი­ცა და შე­ფუთ­ვაც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის თვა­ლის­მომჭრე­ლია და ალ­ბათ, ესეც გახ­და მი­ზე­ზი, რომ ასე მოკ­ლე დრო­ში გავ­ხდით პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი. სტენდმა გახ­სნის დღი­დან ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

"ინ­სტაგ­რა­მი" ჩვე­ნი ფო­ტო­ე­ბით აჭ­რელ­და. მიგ­ვიწ­ვი­ეს სტარ­ტაპ მარ­კეტ­ზე, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ამ­ჟა­მად "თი­ბი­სი ბან­კის" პრო­ექტ "სტარ­ტა­პე­რის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვართ, რაც პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვეხ­მა­რე­ბა," - გან­მარ­ტავს "ვაფ­ლი მაფ­ლის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ლო­მე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი.

სტარ­ტა­პე­რე­ბის თქმით, მათი პრო­დუქ­ტი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლია, თუმ­ცა საქ­მის და­წყე­ბი­სა და მარ­თვის პრო­ცეს­ში მრავ­ლად იყო სირ­თუ­ლე­ე­ბიც. მათ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვაფ­ლის მა­სის გა­მოყ­ვა­ნა აღ­მოჩ­ნდა. პრო­დუქ­ცია ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და გემ­რი­ე­ლია. სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის ჩა­მო­ტა­ნა აშშ-იდან უწევთ.

დიდი ენ­თუზ­მი­აზ­მით და­წყე­ბულ საქ­მეს მე­გო­ბა­რი სტარ­ტა­პე­რე­ბი ასე­თი­ვე ენ­თუ­ზი­აზ­მით აგ­რძე­ლე­ბენ.

ახლო მო­მა­ვალ­ში ვაფ­ლის სტენ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას აპი­რე­ბენ, ამ­ჟა­მად ამის­თვის ლო­კა­ცი­ებს არ­ჩე­ვენ. თბი­ლის­ში შარ­დენ­ზე და გუ­და­ურ­ში დახ­ლის გახ­სნა­ზე მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. სტარ­ტა­პე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ შე­არ­ჩი­ონ ისე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ბევ­რი ბავ­შვი იყ­რის თავს, რომ მათ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა შეძ­ლონ. მალე ამე­რი­კუ­ლი სტი­ლის დე­სერ­ტე­ბის კაფე-ბა­რის გახ­სნაც იგეგ­მე­ბა, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს ვაფ­ლებ­თან ერ­თად, სხვა გან­ხვა­ვე­ბულ დე­სერ­ტებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

განსხვავებული დესერტი ქართულ ბაზარზე - ამერიკული "ბაბელ ვაფლი" უკვე საქართველოშია

განსხვავებული დესერტი ქართულ ბაზარზე - ამერიკული "ბაბელ ვაფლი" უკვე საქართველოშია

პროფესიით იურისტმა ორმა გოგონამ "ბაბელ ვაფლის" გასინჯვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეს განსაკუთრებული ამერიკული ტკბილეული ქართული საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გაეხადა. შედეგად, 2017 წლის აპრილში შეიქმნა სტარტაპი Waffle Maffle, რომელსაც ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე ოთხი დახლი და ჩამოსასხმელი ნაყინის სამი აპარატი აქვს.

"გაგვიჩნდა სურვილი, საქართველოშიც შემოგვეტანა განსხვავებული ტიპის დესეტრი და ეს შევძელით. პირველები ვართ ქართულ ბაზარზე, ვინც "ბაბელ ვაფლს" ყიდის. ვეცადეთ, პროდუქტი ყველასგან განსხვავებული და გემრიელი ყოფილიყო. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს და განსაკუთრებით, ბავშვებს, რომლებსაც უყვართ ტკბილეული, შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვაფლის და ნაყინის სახით," - ამბობს "ვაფლი მაფლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო მესხი.

"ვაფლი მაფლის" დახლები განთავსებულია "თბილისი მოლსა" და "ევრო პარკში", ერთი დახლი კი ბათუმშია. სტარტაპს აქვს მოძრავი სტენდიც, რომელსაც ღონისძიებებისთვის იყენებენ. მართალია, სულ რამდენიმე თვეა გასული, რაც "ბაბელ ვაფლის" სტენდები შექმნეს, მაგრამ სტარტაპი უკვე საკმაოდ პოპულარულია და მისი პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დესერტი გახდა.

"პოპულარობის მოპოვება არც ისე რთული იყო, რადგან "ბაბელ ვაფლები" ქართულ ბაზარზე პირველია. ჩვენ ვიზრუნეთ არა მხოლოდ პროდუქტზე, არამედ მის შეფუთვაზე, სტენდის ვიზუალსა და მიზოდების ფორმაზეც. პროდუქტიცა და შეფუთვაც მომხმარებლისთვის თვალისმომჭრელია და ალბათ, ესეც გახდა მიზეზი, რომ ასე მოკლე დროში გავხდით პოპულარულები. სტენდმა გახსნის დღიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

"ინსტაგრამი" ჩვენი ფოტოებით აჭრელდა. მიგვიწვიეს სტარტაპ მარკეტზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე. ამჟამად "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერის" მონაწილეები ვართ, რაც პოპულარობის მოპოვებასა და თავის დამკვიდრებაში მნიშვნელოვნად გვეხმარება," - განმარტავს "ვაფლი მაფლის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე სულხანიშვილი.

სტარტაპერების თქმით, მათი პროდუქტი პირველივე დღიდან პოპულარულია, თუმცა საქმის დაწყებისა და მართვის პროცესში მრავლად იყო სირთულეებიც. მათთვის ყველაზე რთული ვაფლის მასის გამოყვანა აღმოჩნდა. პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და გემრიელია. სასურველი შედეგის მისაღებად გარკვეული მასალების ჩამოტანა აშშ-იდან უწევთ.

დიდი ენთუზმიაზმით დაწყებულ საქმეს მეგობარი სტარტაპერები ასეთივე ენთუზიაზმით აგრძელებენ.

ახლო მომავალში ვაფლის სტენდების რაოდენობის ზრდას აპირებენ, ამჟამად ამისთვის ლოკაციებს არჩევენ. თბილისში შარდენზე და გუდაურში დახლის გახსნაზე მიდის მოლაპარაკებები. სტარტაპერები ცდილობენ შეარჩიონ ისეთი ადგილები, სადაც ბევრი ბავშვი იყრის თავს, რომ მათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება შეძლონ. მალე ამერიკული სტილის დესერტების კაფე-ბარის გახსნაც იგეგმება, სადაც მომხმარებელს ვაფლებთან ერთად, სხვა განხვავებულ დესერტებს შესთავაზებენ.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი