სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწილისთვის ვემზადები..." - რატომ ასაიდუმლოებს ვიქტორია კოჩეროვა რჩეულის ვინაობას
"ქორწილისთვის ვემზადები..." - რატომ ასაიდუმლოებს ვიქტორია კოჩეროვა რჩეულის ვინაობას

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2016" - ვიქ­ტო­რია კო­ჩე­რო­ვა თხოვ­დე­ბა. მისი რჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. წყვილს ქორ­წი­ლი სექ­ტემ­ბერ­ში აქვს და­გეგ­მი­ლი. "ბედ­ნი­ე­რი ვარ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნით", - ამ­ბობს 21 წლის ვიქ­ტო­რია, რო­მელ­საც არც მარ­ცხი აში­ნებს და არც ბა­რი­ე­რებ­თან ჭი­დი­ლი.

- წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ბევ­რჯერ გა­მო­გიც­დია?

- ჩემი აზ­რით, არა­სო­დეს გა­მო­ცა­დო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა, ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში და­ე­მარ­თოს (რა თქმა უნდა, ვგუ­ლის­ხმობ მცი­რე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბებს). მარ­ცხის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერ გა­იზ­რდე­ბა და ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ზრდას­რულ ინ­დი­ვი­დად... სწო­რედ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ვსწავ­ლობთ ბევრ რა­მეს, რათა იგი­ვე შეც­დო­მე­ბი არ და­ვუშ­ვათ. თუ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა და პრობ­ლე­მის გა­რე­შე, ჩვენ ყო­ველ­თვის მო­ვიქ­ცე­ვით ისე, რო­გორც ცხოვ­რე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი და კაპ­რი­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცე­ვი­ან.

- ოდეს­მე ისე­თი რამ გა­გი­კე­თე­ბია, რაც არ მოგ­წონ­და?

- ადა­მი­ან­მა არ უნდა აკე­თოს ისე­თი რამ, რაც არ მოს­წონს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ასე მოქ­ცე­ვაც გვიხ­დე­ბა. ყო­ველ­თვის და­სა­ხუ­ლი მაქვს გარ­კვე­უ­ლი მი­ზა­ნი და ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რა თქმა უნდა, მეც მი­წევს ისე­თი რა­მის კე­თე­ბა, რაც დი­დად არ მომ­წონს.

- და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იოლი გზა არას­დროს აგირ­ჩე­ვია?

- იო­ლად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მო­დის... ზო­გა­დად, მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და რა­საც ვა­კე­თებ, იმ საქ­მეს სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი. არას­დროს ვცდი­ლობ ვი­ღა­ცის ან რა­ღა­ცის ხარ­ჯზე იო­ლად გა­მოვ­ძვრე.

- რომ გქო­ნო­და შან­სი, შე­გეც­ვა­ლა მხო­ლოდ ერთი დე­ტა­ლი შენს ცხოვ­რე­ბა­ში, რა იქ­ნე­ბო­და ეს?

- გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი ამ შანსს და ახლა მამა ცო­ცხა­ლი მე­ყო­ლე­ბო­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მყავს გმი­რი დედა, რო­მელ­მაც ერ­თდრო­უ­ლად, დე­დო­ბაც გა­მი­წია და მა­მო­ბაც, ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის­თვის ორი­ვე მშობ­ლის თა­ნად­გო­მა სა­ჭი­როა. მამა ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ეს დე­და­ჩე­მის­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბო­და; დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამით გა­ცი­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და და ნაკ­ლე­ბი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ტვირ­თი და­აწ­ვე­ბო­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ქორწილისთვის ვემზადები..." - რატომ ასაიდუმლოებს ვიქტორია კოჩეროვა რჩეულის ვინაობას

"ქორწილისთვის ვემზადები..." - რატომ ასაიდუმლოებს ვიქტორია კოჩეროვა რჩეულის ვინაობას

"მის საქართველო 2016" - ვიქტორია კოჩეროვა თხოვდება. მისი რჩეული პროფესიით იურისტია. წყვილს ქორწილი სექტემბერში აქვს დაგეგმილი. "ბედნიერი ვარ საკუთარი არჩევანით", - ამბობს 21 წლის ვიქტორია, რომელსაც არც მარცხი აშინებს და არც ბარიერებთან ჭიდილი.

- წარუმატებლობა ბევრჯერ გამოგიცდია?

- ჩემი აზრით, არასოდეს გამოცადო წარუმატებლობა, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში დაემართოს (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მცირე წარუმატებლობებს). მარცხის გარეშე ადამიანი ვერ გაიზრდება და ვერ ჩამოყალიბდება ზრდასრულ ინდივიდად... სწორედ წარუმატებლობების შედეგად ვსწავლობთ ბევრ რამეს, რათა იგივე შეცდომები არ დავუშვათ. თუ ჩვენი ცხოვრება იქნება წარუმატებლობისა და პრობლემის გარეშე, ჩვენ ყოველთვის მოვიქცევით ისე, როგორც ცხოვრებისგან განებივრებული და კაპრიზული ადამიანები იქცევიან.

- ოდესმე ისეთი რამ გაგიკეთებია, რაც არ მოგწონდა?

- ადამიანმა არ უნდა აკეთოს ისეთი რამ, რაც არ მოსწონს, მაგრამ ზოგჯერ ასე მოქცევაც გვიხდება. ყოველთვის დასახული მაქვს გარკვეული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, მეც მიწევს ისეთი რამის კეთება, რაც დიდად არ მომწონს.

- დასახული მიზნის მისაღწევად იოლი გზა არასდროს აგირჩევია?

- იოლად ცხოვრებაში არაფერი მოდის... ზოგადად, მაქსიმალისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, იმ საქმეს სრული სერიოზულობით ვეკიდები. არასდროს ვცდილობ ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე იოლად გამოვძვრე.

- რომ გქონოდა შანსი, შეგეცვალა მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რა იქნებოდა ეს?

- გამოვიყენებდი ამ შანსს და ახლა მამა ცოცხალი მეყოლებოდა... მიუხედავად იმისა, რომ მყავს გმირი დედა, რომელმაც ერთდროულად, დედობაც გამიწია და მამობაც, ვფიქრობ, ადამიანისთვის ორივე მშობლის თანადგომა საჭიროა. მამა ცოცხალი რომ იყოს, ეს დედაჩემისთვისაც კარგი იქნებოდა; დარწმუნებული ვარ, ამით გაცილებით ბედნიერი იქნებოდა და ნაკლები ცხოვრებისეული ტვირთი დააწვებოდა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი